• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ქალების კუნძული – მამაკაცების გარეშე

September 27, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ალბათ, ყველა ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, როგორი იქნებოდა სამყარო მამაკაცების გარეშე. წლების წინ, ერთმა ქალმა ასეთი სამყაროს შექმნა გადაწყვიტა და პროექტისთვის ულამაზესი კუნძული შეარჩია. რა მიზნით შექმნა ქალთა სამოთხე კუნძულის სახით, ამაზე ჩვენს მასალაში გიამბობთ.

 

SuperShe Island  (სუპერქალების კუნძული) შეიძლება თამაშის ან კომიქსის სახელს ჰგავდეს, მაგრამ ეს რეალური ადგილია, რომელიც ბალტიის ზღვაში, ფინეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. „ქალთა სამოთხის“ პროექტის ავტორი კრისტინა როთია.

„მამაკაცთან ერთად დასვენების დროს ქალს საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება და იმის ნაცვლად, რომ მედიტაციით დაკავდეს ან მოდუნდეს, იძულებულია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვას, მაკიაჟი გაიკეთოს და მამაკაცის მოლოდინის გაამართლოს. უფრო მეტიც, ქალი მზადაა გარეგნული იდეალისთვის ჯანმრთელობა და კომფორტიც კი გაწიროს. ქალების კუნძული იდეალისკენ სწრაფვის ალტერნატივაა – ადგილი, სადაც ქალს შეუძლია საკუთარ სხეულთან, შინაგან სიმშვიდესთან და ბუნებასთან კავშირი დაამყაროს“ – ამბობს კრისტინა.

როგორ შეიქმნა „ქალთა კუნძული“

კრისტინა როთი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა, რომ ქალებისთვის უსაფრთხო სივრცე შეექმნა. ოცნების  ასასრულებლად მან წარმატებული საკონსულტაციო კომპანია გაყიდა, რომელიც ყოველწლიურად, მლიონობით დოლარის მოგება მოჰქონდა და კუნძული იყიდა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ბევრი მამაკაცი მონაწილეობდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ მამაკაცებს კუნძულზე ფეხის დადგმა აეკრძალათ.

 

SuperShe Island  ოფიციალურად 2018 წლის 23 ივნისს გაიხსნა, მაგრამ მანამდე უდიდესი სამუშაო ჩატარდა –  34 000 კვ. მ. ფართობის კუნძულზე ელექტროენერგია და წყალგაყვანილობა შეიყვანეს, კოტეჯები ააგეს და როდესაც ამ ადგილს ქალები ესტუმრენ, მათ სპა-ცენტრი, ფინური საუნა, მასაჟის კაბინეტები, იოგისა და სპორტის მოედნები და ხუთვარსკვლავიანი კურორტის კომფორტი დახვდათ.

 

კუნძული გახდა ადგილი, სადაც შეიძლებოდა ყოველდღიური რუტინისგან დასვენება, მამაკაცების გარეშე სამყაროთი ტკბობა, სხვა ქალებთან ურთიერთობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ქალთა კუნძული, ნებისმიერი გაბედული იდეის მსგავსად, მწვავე კრიტიკას შეეჯახა.  კრისტინა მამაკაცების დისკრიმინაციაში დაადააშაულეს და მის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აგორდა. ერთ-ერთმა გამოცემამ SuperShe Island  მდიდარი თეთრკანიანი ქალის კუნძულად მოიხსენია, რომელიც მისი მსგავსი, მდიდარი თეთრკანიანი ქალებისთვის, შეიქმნა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, კრიტინამ თავისი იდეის დაცვა და განვითარება მოახერხა.

 

ელიტარული დასვენება, მაგრამ ყველასთვის არა

SuperShe Island  –მა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ეს მხოლოდ უნიკალური კონცეფციის წყალობით კი არა, მაღალი ფასის გამოც მოხდა. სხვადასხვა ინფორმაციით, კუნძულზე ერთი კვირით დასვენება 4000-დან 6000 ევრამდე ღირდა. ამ ფასში შედიოდა ერთი ღამის გატარება ჰელსინკის სასტუმროში, ექვსი დღე კუნძულზე, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა და პანსიონი.

” SuperShe Islandნიშნავს მოდი, გავერთოთ, ვისერფინგოთ, ერთმანეთი გავიცნოთ და თუ ერთმანეთი მოგვწონს, ერთმანეთს დავეხმარებით”, — ამბობდა როთი.

 

მაღალი ფასის მიუხედავად, კრისტინა კუნძულზე დასვენების მსურველთა რაოდენობას ვერ აუდიოდა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში კუნძულის გახსნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, კრისტინას მსოფლიოს ყველა კუთხიდან ასობით განაცხადი მოუვიდა, თუმცა ადგილი ყველასთვის არ იყო – SuperShe Island  ერთ სეზონზე მხოლოდ 120 ქალს მასპინძლობდა, ამასთან კუნძულზე ერთდროულად 8 დამსვენებელზე მეტის ყოფნა არ შეიძლებოდა.

 

პროექტს პირველივე დღიდან „ელიტარული“ შეარქვეს, თუმცა კრისტინა ყველას პასუხობდა, რომ მისი მიზანი არა მდიდრული კლუბის შექმნა, არამედ ერთნაირი მსოფლმხედველობის მქონე ქალების გაერთიანება იყო.

როგორი არგუმენტებიც არ უნდა ჰქონოდა კუნძულის დიასახლისს, SuperShe Island  –ზე მოხვედრა სულ უფრო მეტად რთულდებოდა. 2019 წლის ბოლოს პროექტის პირობები შეიცვალა – ამის შემდეგ კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ SuperShe-ის ფასიანი აპლიკაციის მომხმარებლებს შეეძლოთ. იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაწევრიანებულიყავი, საჭირო იყო ვებ-გვერდზე ანკეტის შევსება. თუ კანდიდატი კუნძულის სულისკვეთებას იზიარებდა, მას დასასვენებლად იწვევდნენ.

 

რა ბედი ეწია პროექტს?

SuperShe Island-მა 5 წელი იარსება. 2023 წელს კუნძული აუქციონზე გაიტანეს და ერთ-ერთ მეწარმეს 1,21 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქალთა კუნძულმა“ არსებობა შეწყვიტა, მსოფლიოში უამრავი ქალი იმედოვნებს, რომ პროექტი განახლდება, რადგან უსაფრთხო სივრცეში ყოფნა და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება ბევრი ქალის ოცნებაა.

 

ასევე გაეცანი

#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა
OK! News

#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა

December 20, 2025
#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა
OK! News

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა
OK! News

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 19, 2025
#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის
OK! News

#OK! ოსკარის დაჯილდოება ABC-დან YouTube-ზე გადადის

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისის ოპერის თეატრი

#OK! თბილისის ოპერის თეატრი

September 8, 2022
#OK! ქლოე კარდაშიანის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავის სპორტული სტილი!

#OK! ქლოე კარდაშიანის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავის სპორტული სტილი!

July 22, 2021
#OK! ქეით მიდლტონის დახვეწილი სტილის საიდუმლო და 7 ჩაცმულობა, რომელიც მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია

#OK! ქეით მიდლტონის დახვეწილი სტილის საიდუმლო და 7 ჩაცმულობა, რომელიც მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია

September 14, 2021
#OK! ჭიქა ყავასთან – ტასო გომელაური (ვიდეო)

#OK! ჭიქა ყავასთან – ტასო გომელაური (ვიდეო)

April 2, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

#OK! მოხერხებული „მგზავრი“ პირველი კლასის ბილეთით მთელი წელი უფასოდ იკვებებოდა

December 15, 2025
#OK! „ისინი ჩვენი უახლოესი მეგობრები იყვნენ“ – ჰოლივუდი მოკლულ რაინერებს ემშვიდობება

#OK! „ისინი ჩვენი უახლოესი მეგობრები იყვნენ“ – ჰოლივუდი მოკლულ რაინერებს ემშვიდობება

December 17, 2025
#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები