ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ქართველ ბლოგერ მარიამ წილოსანს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ საქმიანობით დაინტერესდა და საკმაოდ საინტერესო ეტაპები განვლო დღევანდელ დღემდე. მარიამისთვის და მისი კონტენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, რაც რასაკვირველია მეტწილად ფოტოების გადაღებით გამოიხატება. როგორც თავად აღნიშნა, მისი ბლოგის 100% იქმნება ტელეფონით, რაშიც ერთგულ მეგობრობას iPhone 13 Pro Max-ი უწევს. რატომ ირჩევს ამ მოდელს და რა უპირატესობებით სარგებლობს მისი დახმარებით? ამის შესახებ თავად ბლოგერი გვიამბობს.
მარიამ, როდის დაინტერესდით პირველად ბლოგერობით და რომელი ეტაპები გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
დაახლოებით სამი წელია, რაც ამ საქმიანობით დავინტერესდი და დავიწყე ბლოგერობა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ფოტოების გადაღება, ესთეტიკური კადრების დაჭერა და ბავშვობიდანვე მქონდა კამერა, რომლითაც ვაფიქსირებდი ჩემთვის საინტერესო კადრებს. გადავწყვიტე, ინსტაგრამზე გამომექვეყნებინა ეს ფოტოები. თავიდანვე დიდ სიამოვნებას ვიღებდი ესთეტიკური ფიდის აგებით და ნელ-ნელა ჩემმა აუდიტორიამაც ზრდა დაიწყო.
ხალხს ძალიან მოსწონდა ჩემი ხედვა, მინიმალისტური კადრები, ჩაცმის სტილი, ასევე, თუ როგორ ვსაუბრობდი სილამაზეზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ყველა ჩემი ინტერესი გავაერთიანე და შევქმენი ესთეტიკური კონტენტი. კონკრეტული მიმართულება არ მაქვს, თუმცა ძირითადად ვეხები ჩაცმას, მოდას, სილამაზეს, თავის მოვლასა და ცხოვრების სტილს. ვაზიარებ საკუთარ შეხედულებებს, ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ უნდა გრძნობდეს ქალი თავს უფრო თავდაჯერებულად. ამ ყველაფერმა საგრძნობლად გაზარდა ჩემი გამომწერების რაოდენობა როგორც ინსტაგრამზე, ასევე იუთუბზე.
როგორია თქვენი ცხოვრება ეკრანებიდან და ეკრანებს მიღმა. რა არის ის, რასაც ხედავენ და რასაც ვერ ხედავენ თქვენი გამომწერები?
ჩემს კონტენტს ძალიან პერფექციონისტულად ვუდგები და ვცდილობ ესთეტიურად დახვეწილი კადრები შევთავაზო მაყურებელს. რა თქმა უნდა შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება და გარემო მუდამ ესთეტიური იყოს. ჩემს კონტენტში არასდროს ჩანს გასარეცხი ჭურჭელი, არეული გარდერობი, ქაოტური ყოველდღიურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემს ცხოვრებასაც თანახლავს. ჩემი კონტენტის მიზანია ესთეტიური სიამოვნება მიანიჭოს მაყურებელს, დაამშვიდოს ის და ზუსტად ამიტომ ჩემი ცხოვრების ესთეტიურ მხარეზე დაყრდნობით ვქმნი კონტენტს.
რა მიგაჩნიათ თქვენი ბლოგის ნიშად?
ვიზუალური ესთეტიკა და მინიმალისტური სტილი არა მხოლოდ ფოტოებში, არამედ ჩაცმაში და ყველა იმ სფეროში, რასაც ვეხები ჩემი ბლოგის მეშვეობით. მიმაჩნია, რომ მუსიკალური გაფორმებაც ყოველთვის გამოირჩევა, გამომდინარე იქიდან, რომ თავადაც მუსიკოსი ვარ და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ სფეროს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ფრთხილად ვარჩევ მუსიკას საკუთარი კონტენტისთვის და ვფიქრობ ამას ყოველთვის ამჩნევს ჩემი აუდიტორია.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ კონტენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელობა, რაც ყველა ინფლუენსერს ეტყობა. მე მუდამ ვცდილობ ისეთ პროდუქტს გავუწიო რეკომენდაცია, რომელსაც თავად ვიყენებ და იქნება ყოველთვის ავთენტური პირადად ჩემთვის. შეუძლებელია ადამიანმა დამალოს საკუთარი ემოციები და გრძნობები − ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა აუდიტორია გენდოს.
როგორია თქვენი მზადების პროცესი ბლოგის ჩაწერამდე?
ვლოგის ჩაწერისთვის მომზადება რეალურად საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში ჩნდება იდეა, რომელსაც ზოგჯერ საკმაოდ იდიდხანს ვამუშავებ გონებაში, წარმოვიდგენ კადრებს, სცენებს, ტექსტს. შემდეგ ვწერ სკრიფტს, რომელსაც ვიდეოში მივყვები, რომ არ გამომრჩეს რამე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც მინდა მაყურებლისთვის. ამის შემდეგ კი უკვე პრაქტიკული მომზადება იწყება, თუკი ეს არის ვიდეო მაკიაჟზე ან მოდაზე ვიმარაგებ იმ ნივთებს, რომლებიც მჭირდება, ვარჩევ რაკურსებს, განათებას და ვიწყებ გადაღებას. რეალურად უშუალოდ გადაღების პროცესს 3 საათზე მეტი არ მიაქვს ხოლმე, თუმცა მონტაჟზე დიდი დრო მჭირდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი ვიდეოს მონტაჟზე 11 საათიც კი მიმუშავია, თუმცა ეს პროცესი ძალიან მიყვარს და ზუსტად ამიტომაც ვუდგები მას ასე სკრუპულოზურად.
როგორ ამუშავებთ ფოტოებს?
ძალიან ხშირად მეკითხებიან, თუ რით ვამუშავებ ჩემს ფოტოებს. ძალიან მარტივია − ფოტოს გადაღების დროს განათებას ვამცირებ და ამის შემდეგ iPhone-ის ედითორში ვაბალანსებ ფერებსა და განათებას. არ ვიყენებ სხვა არანაირ პროგრამას, მით უფრო ფილტრებს.
როგორ შეიცვალა ქვენი ფიდი და რაზე იმუშავეთ ყველაზე მეტი?
ვიზუალური თვალსაზრისით, ჩემი კონტენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინსტაგრამზე მთლიანად იქმნება iPhone-ით. ვფიქრობ, ამ ტელეფონით გადაღებული კონტენტი ხალხისთვის ბევრად საინტერესო, ბუნებრივი და ესთეტიკურია. გარდა ამისა, უფრო მინიმალისტური სახე მიეცა ჩემს ფიდს.
ამ ეტაპზე ძირითადად გატაცებული ვარ მოდით, უფრო თამამად მივმართავ ექსპერიმენტებს და ვსაუბრობ ამ სფეროს გარშემო, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები მაინც შენარჩუნებული მაქვს და ვცდილობ ყველა მათგანს დრო დავუთმო.
გაგვიზიარეთ თქვენი ერთი დღის რუტინა.
ზოგადად არასდროს ვყოფილვარ რუტინული ადამიანი. უფრო მახასიათებს საკუთარი თავის მოსმენა და იმის კეთება რასაც იმ მომენტში ვგრძნობ. ასე მეტად პროდუქტიული, კრეატიული და ლაღი ვარ. ჩემს ცხოვრებას შეიძლება ითქვას, ‘რუტინულად’ მუდმივად თან ახლავს ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობა, თუმცა ყოველთვის ვცდილობ ახალ-ახალ სფეროებში მოვსინჯო საკუთარი თავი. მგალითად ჩემი ფიზიკური აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯიმში სიარულით, ასევე დაკავებული ვარ იოგით, ვცურავ, ვჯირითობ ცხენზე. ამ სპორტის სახეობებს მუდმივად ვანაცვლებ, იმის მიხედვით თუ რის ხასიათზე ვარ იმ პერიოდში. შემოქმედებითი კუთხით კი კონტენტზე მუშაობაა ის რაც არასდროს მბეზრდება, რადგან უამრავ სხვა და სხვა უნარს მოითხოვს და ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ამის გარდა ვუკრავ ფორტეპიანოზე, ვმუშაობ კერამიკაზე და ვხატავ. მოკლედ რომ ვთქვათ რუტინებს არ ვაძლევ უფლებას რომ ჩარჩოში ჩამსვან, რომ ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი იყოს.
გაგვიზიარეთ თქვენი ინტერესები: რა არის თქვენი საყვარელი კერძი? როგორია ვარჯიშის პროცესი? ვისთან ერთად ატარებთ ყველაზე დიდ დროს? როგორია თქვენი კანის მოვლის რუტინა და როგორ იკეთებთ მაკიაჟს? რა არის თქვენი ჰობი? საყვარელი ადგილები?
იტყოდი რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს და როგორც უკვე ავღნიშნე არ მახასიათებს ერთ კონკრეტულ რამეზე მიჯაჭვულობა. საყვარელი კერძი არ მაქვს თუმცა ზღვის პროდუქტები განსაკუთრებით მიყვარს და სულ ვცდილობ დავაგემოვნო ჩემთვის უცხო და საინტერესო კერძები, ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემს ახლობელ ადამიანებთან ერთად. თითქმის ყოველ საღამოს ვხვდები ხოლმე მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ვახშამზე. ჩემი კანის მოვლის რუტინა ძირითადად ორიენტირებულია კანის ღრმა დატენიანებაზე და ბზინვარებაზე. ამისთვის ვიყენებ ინტენსიურ დამატენიანებლებს, შრატებს ჰიალურონით, მსუბუქ დასაბან საშუალებებს, რომლებიც არ არღვევენ კანის მჟავიანობას და რა თქმა უნდა მზისგან დამცავს დიდი როლი უჭირავს ჩემი კანის სიჯანსაღეში. რაც შეეხება მაკიაჟს, უპირატესობას ვანიჭებ ბუნებრივ ვიზუალს და ყოველდღიურობაში არ ვიყენებ ტონალურს, მხოლოდ მსუბუქი CC კრემები, რომლებსაც კანი ერთ ტონში მოჰყავს და არ ფარავს მას. მიყვარს თხევადი და კრემოვანი პროდუქტები, რადგან უფრო ბუნებრივად გამოიყურება კანზე. ჩემი ჰობების ჩამოსათვლელად ალბათ ერთი სტატია არ გვეყოფა, თუმცა ბოლო დროს ჩემი გატაცება კერამიკაზე მუშაობა და ცხენზე ჯირითია. საყვარელი ადგილი ჩემი სახლია და ასევე იქ, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა სად.
რა დატვირთვა აქვს თქვენს საქმიანობაში iPhone-ს?
ჩემი კონტენტის 100% იქმნება მხოლოდ და მხოლოდ iPhone-ით. რასაკვირველია ეს ყოველთვის ასე არ იყო, თუმცა ბოლო წელიწადნახევარია, რაც მთლიანად გადმოვედი ამ ბრენდზე. ყოველივე ამას, იქნება ეს ინსტაგრამ-სთორები, რილსები თუ ფოტოები, ვიღებ iPhone-ით. უპირველესად იმიტომ, რომ ძალიან ხელსაყრელია, სწრაფია და ტელეფონში გაქვს თავმოყრილი ყველა ის მასალა, რაც გჭირდება. iPhone-ით გადაღებული ფოტოების ხარისხი იდეალურად ჯდება ინსტაგრამის სტანდარტში. ვიზუალური თვალსაზრისითაც iPhone-ის ხელწერა ჩემი კონტენტის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი რამაა.
გვესაუბრეთ iPhone 13 Pro Max-ის უპირატესობებზე.
iPhone13 Pro Max-ი გამორჩეულია იმით, რომ მისი ბატარეა არის ბევრად ძლიერი, ვიდრე ეს წინა მოდელების შემთხვევაში იყო და ძლებს მთელი დღის განმავლობაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს კონტენტს ვიღებ მხოლოდ ტელეფონით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ფუნქცია. შესაბამისად iPhone 13 Pro Max-ი არის იდეალური ვარიანტი.
გარდა ამისა, ვინაიდან ხშირად მიწევს სელფების გადაღება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინა კამერა ხელს მიწყობდეს, რაშიც iPhone 13 Pro Max-ი ამ თვალსაზრისითაც იდეალურია.
ჩემი ბლოგის მიმართულებიდან გამომდინარე ხშირად მიწევს სელფების სარკეში გადაღება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონის დიზაინიც ძალიან ლამაზი და ესთეტიკური იყოს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევაჩერე არჩევანი ამ მოდელზე. ჩემთვის ძალიან დახვეწილია iPhone 13 Pro Max-ის დიზაინი და ფერი. განსაკუთრებულად მომწონს ულამაზესი, პასტელური ცისფერი.
iPhone 13 Pro Max-ის რომელ ფუნქციებს გამოარჩევდით განსაკუთრებულად?
მაკროგადაღების ახალ დონეს − ავტოფოკუსის ძლიერს სისტემას, რომელიც იღებს სუბიექტიდან 2 სმ-ის დაშორებით. ყველაზე პატარა დეტალებიც კი გამოიყურება მასშტაბურად და ნათელად. ეს ფუნქცია ჩემს საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახლა ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს გადავიღოთ მაკროვიდეოს ფუნქციით, თუნდაც შენელებული კადრით. ძალიან მომწონს ფილმის ეფექტის რეჟიმი. იგი მარტივად აღიქვამს, როდესაც ახალი სუბიექტი შემოდის კადრში და დაუყოვნებლივ გადააქვს მასზე ფოკუსირება.
ასევე, ვიდეოფორმატი − ProRes, რაც ნიშნავს გამოსახულების მაღალ გარჩევადობას და დაბალ შეკუმშვას. ამ მეთოდით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს შევქმნათ გამოსაქვეყნებლად და პრეზენტაციისთვის უკვე მზა ვიდეოკონტენტი. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ და დავასრულოთ ProRes-პროექტი პირდაპირ ჩვენს iPhone-ში. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ვიდეოები დიდ მეხსიერებას საჭიროებს, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი აქ არის iPhone 13 Pro Max მეტი მეხსიერებით − 512 მბ და ტერაბაიტიც კი.
Smart HDR 4, რაც არეგულირებს რამდენიმე ადამიანის გადაღების პარამეტრებს ჩარჩოში, ასევე ავტომატურად არეგულირებს კონტრასტს, განათებასა და კანის ტონს თითოეული ადამიანის შესაბამისად. ეს ფუნქცია იმისთვისაა, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს. სპეციალური OLED-ტექნოლოგია კი აძლიერებს ეკრანის გარჩევადობას და ფერის რეპროდუქციას. ეკრანი 25%-მდე კაშკაშაა და ნათელია მზის შუქზეც კი.
დაბოლოს…
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ინსტაგრამკონტენტი მუდამ iPhone-ით იქმნება. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ცხოვრების დეტალების აღბეჭდვა და მათი თქვენთვის გაზიარება, ამიტომ iPhone 13 Pro Max-ი ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ამ პროცესში მეხმარება.
ძალიან მომწონს მისი კამერის ხარისხი, რომელსაც ვიყენებ ჩემი მაკროკადრებისთვის, Look-ების ფოტოებისთვის და სელფებისთვის. საოცრად ძლიერი ბატარეა აქვს და რა თქმა უნდა, მისი დახვეწილი მინიმალისტური დიზაინი ჩემთვის შეუდარებელია. iPhone 13 Pro Max-ი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია და საკუთარ კრეატიულ პროცესს იმაზე მეტად სასიამოვნოს ხდის, ვიდრე ოდესმე.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე