• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მიზანი, რომელიც ყოველდღიურად შთაგაგონებს – ინტერვიუ ნანა ჯანელიძესთან

January 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK!-ის სტუმარი ძლიერი, მიზანდასახული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ქალი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძეა, რომელიც უკვე მრავალი წელია ერთგულად ემსახურება საკუთარ საქმეს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ექიმის პროფესიაში ყველაზე მთავარი პირობაა, მხარი დაუჭიროს იმ წყვილებს, რომლებიც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე არიან, რათა გადალახონ გარკვეული გამოწვევები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. დამეთანხმებით, ექიმი უნდა იყოს არა მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც შენს კონკრეტულ ჩივილს მოისმენს, არამედ გაგრძნობინებს, რომ შეგიძლია ენდო და გჯეროდეს მისი, რომ გაიმარჯვებ იმ პრობლემაზე, რომელსაც ებრძვი და მეტად მოტივირებული შეუდგები ცხოვრების გზას. სწორედ ასეთია OK!-ის გმირი, რომელმაც არაერთი წყვილი მშობლობის ბედნიერებას აზიარა. რამ განაპირობა მისი პროფესიული არჩევანი, რას ნიშნავს იყო ექიმი, რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას… ჩვენი რესპონდენტი, ნანა ჯანელიძე თავად გვიამბობს.

ქალბატონო ნანა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ადრეული ასაკიდანვე მაინტერესებდა ექიმობა და მხიბლავდა ის ფაქტი, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში მედიცინა.

უშუალოდ მეან-გინეკოლოგია საშუალებას მაძლევს, მხარი დავუჭირო ქალებს, მამაკაცებს, წყვილებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში – იქნება ეს ოჯახის დაგეგმვა, გინეკოლოგიური პრობლემებისა თუ მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მართვა.

 

რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევს, დადებითი გავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებაზე, განსაკუთრებით ქალებზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში. როგორც მეან-გინეკოლოგს, მაქვს პრივილეგია და ბედნიერება, ვიხილო ახალი ცხოვრების დასაწყისი, დავეხმარო პაციენტებს გამოწვევების გადალახვასა და გამარტივებაში და, შესაბამისად, წვლილი შევიტანო მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს პროფესია მოითხოვს თავდადებას, მაგრამ სხვების დახმარების ხალისი და ნდობა, რომელსაც ჩემი პაციენტებისგან ვგრძნობ, უდიდეს მოტივაციას მაძლევს. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ პროფესია – ეს არის მიზანი, რომელიც ყოველდღიურად შთამაგონებს.

რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ექიმი?

იყო ექიმი, ნიშნავს ერთგულებას, თანაგრძნობასა და მუდმივ განვითარებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო სანდო მეგზური პაციენტის ცხოვრებაში. კარგ ექიმს სჭირდება ემპათიისა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები. უპირველესად, ექიმს უნდა შეეძლოს მოსმენა და პაციენტების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება, მათთვის შეთავაზება.

როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესია ექიმი მოითხოვს მუდმივ სწრაფვას სიახლეებისკენ და ახლის შემეცნებას, რადგან მედიცინა ყოველთვის ვითარდება.

 

 

რას ურჩევთ ქალბატონებს, რა ასაკიდან არის აუცილებელი და რა ინტენსივობით უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით?

გინეკოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია გვიანი პუბერტატული ასაკიდან (მენარქედან ორი წლის შემდეგ) ან უფრო ადრე, თუ არსებობს კონკრეტული მიზეზი. პროფილაქტიკური ვიზიტები, როგორც წესი, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, თუმცა სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. წყვილებმა, რომლებიც განიხილავენ მომავალ ორსულობას ან აქვთ უნაყოფობის პრობლემა, უნდა გაიარონ კონსულტაცია გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან.

 

თქვენ „მედია გლობალჯგუფის“ მიერ ხართ ნომინირებული როგორც რჩეული რეპროდუქტოლოგი, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ეს ნომინაცია არის პატივი, რომელიც აღიარებს ჩემს ერთგულებას ქალთა ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული მედიცინის წინსვლაში. ეს შთამაგონებს, გავაგრძელო ზრუნვა პაციენტებზე იმ ხარისხითა და სტანდარტებით, რომელსაც ვახორციელებთ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში.

 

 

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას?

ეს პროფესია ითხოვს გამძლეობას, დიდ ნებისყოფასა და შრომას. მუდმივად უნდა ჰქონდეთ ახლის შემეცნებისა და გამოწვევებთან ადაპტაციის უნარის გამომუშავების სურვილი. უპირველეს ყოვლისა, გაითავისეთ უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ახლავს ექიმობას და კერძოდ, მეან-გინეკოლოგიის სფეროს. გახსოვდეთ, რომ თქვენს საქმიანობას შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანების ცხოვრებაზე.

რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს სიამოვნებას მანიჭებს ისეთი აქტივობები, რომელიც განტვირთვის საშუალებას მაძლევს. ენერგიის აღდგენაში ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად გატარებული დრო მეხმარება.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დემი მურისა და ბრიუს უილისის უმცროსი ქალიშვილი ქორწინდება

#OK! დემი მურისა და ბრიუს უილისის უმცროსი ქალიშვილი ქორწინდება

May 6, 2021
#OK! T&N Darchia-მ TBILISI FASHION FESTIVAL‑ზე ახალი კოლექცია წარადგინა

#OK! T&N Darchia-მ TBILISI FASHION FESTIVAL‑ზე ახალი კოლექცია წარადგინა

July 15, 2024
#OK! Apple Music Awards-მა The Weeknd დაჯილდოების გამარჯვებულებს შორის დაასახელა

#OK! Apple Music Awards-მა The Weeknd დაჯილდოების გამარჯვებულებს შორის დაასახელა

December 1, 2021
#OK! ინტერვიუ ხელოვან სიმონ მაჩაბელთან

#OK! ინტერვიუ ხელოვან სიმონ მაჩაბელთან

July 17, 2024

კვირის ჰიტები

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

July 7, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები