• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ქართული ბრენდი „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო ბრენდი გახდა

November 7, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

 

კაფე-სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარემ“ 15 წლის იუბილე წარმატებული სიახლით აღნიშნა. ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ფილიალი ბაქოში გაიხსნა.

„უკვე რამდენიმე წელია აქტიურად განვიხილავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, მათ შორის აზერბაიჯანის პროექტზე წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ და ივლისის თვეში ქალაქ ბაქოში თანამედროვე საწარმოო სივრცისა და ფილიალის გახსნით დავაგვირგვინეთ. ასევე, გვინდა ბაქოში მოკლე ვადაში კიდევ რამდენიმე ფილიალი გავხსნათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდი „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო ბრენდი გახდა, ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ბრენდისთვის, ასევე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის!“’- მოუთხრო OK-ის „ლუკა პოლარეს“ დირექტორმა, თეა თაბაგარმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ „ლუკა პოლარე“ ქართულ ბაზარზე, დასაწყისშივე პროდუქტის მაღალი ხარისხითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით შემოვიდა. ეს ყველაფერი კი ბრენდმა 15 წლის განმავლობაში არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ წლიდან წლამდე გააუმჯობესა. როგორც „ლუკა პოლარეში“ აღნიშნავენ, დიდი რესურსი იდება პროდუქტის დახვეწასა და სიახლეების დანერგვაში.

„ვფიქრობ, ბრენდმა შეძლო და თავის კატეგორიაში ღირსეული ადგილი დაიკავა, რაც, პირველ რიგში, სტუმრების ერთგულებამ და სიყვარულმა განაპირობა. 15 წლის განმავლობაში არ შეგვიცვლია მიდგომა და მხოლოდ გაუმჯობესებისთვის ვმუშაობდით. დღეს ბრენდი კაფე-სანაყინეების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში (საქართველოს 5 ქალაქში 23 ფილიალით და 1 ფილიალით აზერბაიჯანში – ბაქოში), 80-მდე დასახელების ნაყინით, მათ შორის: ვეგანური, დიაბეტური და ბიონაყინი, რომელიც პირველი პრეცედენტია კავკასიაში“. – თეა თაბაგარი.

 

 

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ბრენდის სხვა ღირებულებები, როგორიც არის სტუმრებისა და თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, მომსახურების სტანდარტები, „ლუკა პოლარესთვის“ დამახასიათებელი მეგობრული და უშუალო ატმოსფერო, რომელიც უამრავ სხვადასხვა გემოვნების ადამიანს აერთიანებს. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობამ განაპირობა ბრენდის მიმართ სანდოობა და შესაბამისი რეპუტაცია.

 

 

 

„გუნდი, რომელიც ბრენდის უკან დგას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბრენდი სტუმრებამდე შესაბამისი სახით წარდგეს. ეს ერთგვარი ჯაჭვი და უწყვეტი პროცესია, თითოეული რგოლი უდიდეს საქმეს ასრულებს ბრენდის წარმატებაში, დაწყებული ადგილობრივი წარმოებით, რომელიც დიდი სიყვარულით ქმნის პროდუქტს, დამთავრებული სერვისით, რომლებსაც პირადად მიაქვთ ბრენდი სტუმრებამდე. თავის მხრივ თვითონ სტუმრებიც ქმნიან ბრენდის რეპუტაციას, მათი შეფასება დიდ როლს თამაშობს ბრენდის ისტორიის შექმნაში. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს და მათი უკუკავშირის შესაბამისად პროცესში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს. „ლუკა პოლარე“ არ არის მხოლოდ პრემიუმხარისხის პროდუქტი და სერვისი, ამ ყველაფრის მიღმა დგას უფრო მნიშვნელოვანი იდეა, რომ სტუმრებს ყოველდღიურად მივანიჭოთ პატარ-პატარა ბედნიერება, შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას და თავისუფლად და კომფორტულად იგრძნონ თავი. ვფიქრობ, ამ მისიის შესრულება უმეტეს შემთხვევაში გამოგვდის, რის გამოც სტუმრების დადებით ემოციებს ვიმსახურებთ. სწორედ მათი ერთგულება ქმნის საბოლოოდ ბრენდს წარმატებულს“. – თეა თაბაგარი.

 

 

1 of 3
- +

1.

2.

3.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: Ramin Hesenov

ასევე გაეცანი

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“
Gastro

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი
Gastro

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი
OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანოკოშა – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი

#OK! ანოკოშა – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი

April 10, 2023
#OK! ანი პირველი OK! DECOR BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

#OK! ანი პირველი OK! DECOR BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

November 1, 2021
#OK! პირველად დედის ამპლუაში

#OK! პირველად დედის ამპლუაში

March 3, 2025
#OK! ევროპული სკოლა – გზა ევროპისკენ, გზა წარმატებისკენ!

#OK! ევროპული სკოლა – გზა ევროპისკენ, გზა წარმატებისკენ!

September 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ –  ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ – ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

July 10, 2025
#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები