რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Gastro

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers-ის ფრანგული გემოები შეფმზარეულ ემანუელ პოლეტთან ერთად

November 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

Pullman Tbilisi Axis Towers, რომელიც 2022 წლის ივნისში თბილისში გაიხსნა, Accor-ჯგუფის ახალი პრემიუმკლასის საერთაშორისო სასტუმროა. 33 ქვეყანაში 117-ზე მეტი სასტუმროთი, Pullman-ი წამყვანი, ულტრათანამედროვე დონის სასტუმროთა ქსელს წარმოადგენს. ისევე, როგორც „პულმანის“ ყველა სასტუმრო, Pullman Tbilisi Axis Towers-ი სტუმრებს ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს. 36-ე სართულზე მდებარე რესტორანი Dumas სტუმრებს ფრანგულ სამზარეულოს წარუდგენს. 37-ე სართულზე განთავსებული Sky Bar Weather Report კი შეიძლება ითქვას, ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოქტეილები და ღვინის მენიუ, დახვეწილი ტაპასები ქალაქის პანორამული ხედების ფონზე… ეს არის არაორდინარული სივრცე, შესანიშნავი ადგილი სამუშაოდ თუ გასართობად. რესტორანზე უფრო დეტალურად კი მისი შეფმზარეული მოგვიყვება.

უპირველესად, გაგვეცანით.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Pullman Tbilisi Axis Towers-ში. ახლახან შევუერთდი ამ საოცარი სასტუმროს გუნდს და მოუთმენლად ველი, რათა ჩვენს სტუმრებს საინტერესო კერძები გავაცნო. ბავშვობაში, ჩემს ოჯახთან ერთად კულინარიას მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა. ბებიაჩემი ნამდვილი გურმანი გახლდათ, ყოველთვის ქმნიდა ტრადიციული კერძების ახლებურ ვერსიას, ამზადებდა ახალ, საინტერესო რეცეპტებს და იყენებდა მრავალფეროვან ინგრედიენტებსა და სანელებლებს. სხვების მსგავსად, კულინარიისადმი ჩემი ინტერესი წარსულის ემოციებმა და მოგონებებმა განაპირობა. შემიძლია ვთქვა, რომ სამომავლო კარიერისთვის მყარი საფუძველიც კი მომცა. ჩემი, როგორც შეფმზარეულის, კარიერა 31 წლის წინ საფრანგეთში დაიწყო. საზღვარგარეთ მრავალ ეგზოტიკურ ქვეყანაში 23-წლიანმა გამოცდილებამ ჩემი ცოდნა საგრძნობლად გაამდიდრა და დამეხმარა შემექმნა დაუვიწყარი კერძები.

რეკლამა

პირადად თქვენთვის, როგორც შეფისთვის, რა არის ამ პროფესიაში ყველაზე მთავარი?

ჩვენი პროფესიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საქმის დიდი სიყვარული და თავდადებაა… დიდი ბედნიერებაა სტუმრებისთვის განუმეორებელი გემოების შექმნა.

გაგვაცანით pullman-ი და Dumas რესტორანი.

Pullman Tbilisi Axis Towers-ი, რომელიც გამოირჩევა ულტრათანამედროვე არქიტექტურითა და სასტუმროს მოდერნიზებული ინტერიერით, მოიცავს 218 სტანდარტულ და ლუქსის ტიპის ოთახებს, 2000 მ2 კეთილმოწყობილ საკონფერენციო სივრცეს, შვიდ სათათბირო ოთახსა და რაც მთავარია − რესტორანს Dumas და სქაი ბარს Weather Report. Dumas წარმოადგენს პროგრესულ, ფრანგული გავლენის მქონე რესტორანს. სტუმრებს ჩვენ ვთავაზობთ საინტერესო მენიუს ღია სამზარეულოს დიზაინით, ასევე, ღვინის მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ ფრანგულ და ქართულ ღვინის სახეობებს. დღის განმავლობაში რესტორან „დიუმას“ ცვალებადი მენიუ შესაძლებელს ხდის სტუმრებმა საუზმის, სადილისა და ვახშმის შეუდარებელი არჩევანით ისიამოვნონ.

რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა? გვესაუბრეთ იდეაზე.

Dumas და Pullman Tbilisi Axis Towers-ის რესტორნები საქართველოს ბაზარს ივნისის შუა რიცხვებიდან შემოუერთდა. პანდემიის შემდეგ ვეცადეთ ქართველი საზოგადოებისთვის ახლებური, განსაკუთრებული ნიშით დამახასიათებელი კონცეფცია და დაუვიწყარი გემოები შეგვეთავაზებინა. ვინაიდან Pullman და Accor ფრანგული ბრენდებია, გვინდოდა რესტორანსა და ქართულ კულტურას შორის სიმბოლური კავშირი შეგვექმნა. ალექსანდრე დიუმას საქართველოში ცნობილმა და დასამახსოვრებელმა ვიზიტმა, მისმა კულტურისა და არქიტექტურისადმი დიდმა ინტერესმა, შთაგვაგონა რესტორნისათვის მისი სახელი დაგვერქმია.

გვიამბეთ კერძებზე უფრო ვრცლად. რას სთავაზობთ საზოგადოებას?

Dumas-ი გთავაზობთ ტიპურ ფრანგულ სამზარეულოს − დახვეწილი, რუსტიკული და ავთენტური გემოებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრების სურვილებისა და კულინარიის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება. ჩვენი გუნდი ცდილობს საზოგადოებას სეზონურად ცვალებადი სამზარეულო შესთავაზოს, რაც ბუნებრივია, მენიუს თავისთავად მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. ამასთან, ვცდილობთ საკვები იყოს ნატურალური, საქართველოში კი ფერმერებისა და მათი ბიოპროდუქციის მოძიება ძალიან მარტივია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მენიუ სავსეა ბუნებრივი და ორგანული პროდუქციით. ნოემბრის დასაწყისში კი მომხმარებელი შეძლებს ჩვენი ახალი მენიუს დეგუსტაციას. პირადად მე გირჩევდით ჩვენი ორაგულის რულეტის გასინჯვას, რომელიც 36 საათის განმავლობაში მზადდება როზმარინის სოუსით. ასევე, გირჩევდით პერიგურდინის სალათას, ნიგვზის ტორტსა და მუქი შოკოლადის მუსს.

რომელი ნიშის დაკავებას ცდილობთ ბაზარზე?

ჩვენი მთავარი მიზანი „დიუმას“ და Pullman Tbilisi Axis Towers-ის საუკეთესო F&B და შეხვედრების ადგილად გადაქცევაა. თბილისში არ არის ბევრი ავთენტური ფრანგული რესტორანი, განსაკუთრებით ქალაქის თვალისმომჭრელი ხედებით. ჩემი „პულმანთან“ დაკავშირებული გეგმები ძირითადად მოიცავს

ტრენინგების მოწყობასა და ქართველი შეფმზარეულებისათვის ფრანგული სამზარეულოს გაცნობას.

მის: N37 ი. ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი

ტელ: 032 200 33 22

web: https://pullmantbilisi.com/

https://www.facebook.com/pullmantbilisi

https://www.instagram.com/pullmantbilisi/

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ
Gastro

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
Gastro

#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა

December 8, 2022
#OK! შეფთან სახლში – გიორგი იოსავას კინო სამზარეულოში
Gastro

#OK! შეფთან სახლში – გიორგი იოსავას კინო სამზარეულოში

December 1, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ემილია კლარკის იშვიათი გამოჩენა: 34 წლის მსახიობი ლონდონში შენიშნეს

#OK! ემილია კლარკის იშვიათი გამოჩენა: 34 წლის მსახიობი ლონდონში შენიშნეს

May 7, 2021
#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის პირველი გამოჩენა ბროდვეის თეატრში შემდგარი დებიუტის შემდეგ

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის პირველი გამოჩენა ბროდვეის თეატრში შემდგარი დებიუტის შემდეგ

November 27, 2022
#OK! ბედნიერება დეტალებშია დაგეგმე შენთვის მნიშვნელოვანი დღე sophinas event styling-თან ერთად

#OK! ბედნიერება დეტალებშია დაგეგმე შენთვის მნიშვნელოვანი დღე sophinas event styling-თან ერთად

November 7, 2022
#OK! “როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში”- დალი ჩიტალაძეს გერმანიაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა!

#OK! “როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში”- დალი ჩიტალაძეს გერმანიაში ხერხემლის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა!

August 24, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! “სტილის დედოფალი” – ქეით მიდლტონის მონოქრომული სტილი და “ალექსანდრ მაკქუინის” ბლეიზერი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! “სტილის დედოფალი” – ქეით მიდლტონის მონოქრომული სტილი და “ალექსანდრ მაკქუინის” ბლეიზერი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

February 1, 2023
#OK! როგორ შეხვდა ნუცა ბუზალაძე დაბადების დღეს

#OK! როგორ შეხვდა ნუცა ბუზალაძე დაბადების დღეს

January 29, 2023
OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე

#OK! მიზანდასახულობა და დისციპლინა წარმატების გზაზე

February 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×