• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „პრაიმსა“ და „ვემპლერს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

January 22, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

სადაზღვევო კომპანია „პრაიმსა“ და „ვემპლერს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობა, რაც ითვალისწინებს იმ რისკის დაზღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სახის ზარალი, რომელიც „ვემპლერის“ მხრიდან დავალების შესრულებისას შესაძლოა წარმოიშვას. მოგეხსენებათ, „პრაიმი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების მთლიან სპექტრს, ხოლო „ვემპლერი“ წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ხელოსნის, დამლაგებლის და სხვადასხვა აუცილებელი და საჭირო მომსახურების სერვისით. აღნიშნულ პარტნიორობაზე უფრო ვრცლად „პრაიმის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა გოგიაშვილი და „ვეპლერის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, სანდრო თავხელიძე გვესაუბრნენ.

 

 

კომპანია „პრაიმს“ კარგად იცნობს OK!-ის მკითხველი. როგორია მისი პოზიციონირება ქართულ ბაზარზე და რა სიახლეები გაქვთ მომხმარებლებისთვის?

(ანა): მოგეხსენებათ, კომპანია „პრაიმი“ 2007 წლიდან წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სადაზღვევო სფეროში. კომპანიის მთავარი ხიბლი და უპირატესობა არის ის, რომ ჩვენი დაზღვევა მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე.

ასევე, ჩვენი უპირატესობაა გამარტივებული ანაზღაურების სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს პროცესი სწრაფად და მოქნილად, ონლაინრეჟიმშია შესაძლებელი.

 

სანდრო, გაგვაცანით „ვემპლერი“. რას სთავაზობთ საზოგადოებას?

(სანდრო): „ვემპლერი“ უკვე ორი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ეს არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია თავისი ყოველდღიური მოვალეობები გადააბაროს სხვას, დაწყებული სახლის დალაგებით, სანტექნიკითა და ელექტრონიკით, დამთავრებული მანქანის გარეცხვით, ძაღლის გასეირნებით და ა.შ.

განსაკუთრებით მოსახერხებელია, რომ კომპანიას აქვს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ბევრად გამარტივებულად შეუძლია ნებისმიერი დავალება გადააბაროს სხვას.

 

 

„პრაიმს“ ასევე აქვს განსაკუთრებული სიახლე მომხმარებლებისთვის, რაც „ვემპლერთან“ თანამშრომლობას გულისხმობს.

(ანა): დიახ, „ვემპლერთან“ გავაფორმეთ თანამშრომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ფინანსურ რისკებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაზღვეულის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში, ეს იქნება ხელოსნის, დამლაგებლის თუ სხვა სერვისის მიერ გამოწვეული ზარალი, მესამე პირის ქონების დაზიანების დროს.

უფრო კონკრეტულად რომ აგიხსნათ, როდესაც „ვემპლერის“ მომსახურებით ისარგებლებს მომხმარებელი, გამოიძახებს ხელოსანს ან დამლაგებელს სახლში, და თუ რომელიმე მათგანი დაუზიანებს რაიმე ნივთს, ვერთვებით ჩვენ და საკუთარ თავზე ვიღებთ ამ ზარალის ანაზღაურებას.

 

სანდრო, მოგვიყევით „პრაიმთან“ თანამშრომლობაზე.

(სანდრო): რაც შეეხება „პრაიმთან“ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე ყველა დავალება დაზღვეულია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელია დაზღვეული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან. ეს ჩვენს სერვისს უფრო სანდოს ხდის. ნებისმიერი ზარალი, რაც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს, არის დაზღვეული და აუცილებლად მოხდება მისი ანაზღაურება.

 

როგორ შეაფასებდით გასულ წელს კომპანიის საქმიანობისთვის?

(ანა): საკმაოდ საპასუხისმგებლო წელი იყო „პრაიმისთვის“. რამდენიმე მნიშვნელოვან კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება.

ჩვენი კომპანიის პორტფელი გაცილებით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა ჩვენ მიერ დაზღვეულთა რიცხვიც.

 

სამომავლო გეგმები.

(ანა): შემდეგი წლისთვის ვგეგმავთ უფრო მეტად გაფართოებას და კიდევ უფრო დახვეწილი და მოქნილი პაკეტების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! #Streetstyle: სავარჯიშოდ მიმავალი ჰეილი ბიბერის სპორტული იმიჯი!

#OK! #Streetstyle: სავარჯიშოდ მიმავალი ჰეილი ბიბერის სპორტული იმიჯი!

June 17, 2021
#OK! ადრიანა ლიმა კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა

#OK! ადრიანა ლიმა კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა

May 19, 2023
#OK! სკარლეტ იოჰანსონი და რიზ უიზერსპუნი Sing 2-ის პრემიერაზე

#OK! სკარლეტ იოჰანსონი და რიზ უიზერსპუნი Sing 2-ის პრემიერაზე

December 13, 2021
#OK! დირე – კერამიკული ნივთებით გაცოცხლებული ისტორიები

#OK! დირე – კერამიკული ნივთებით გაცოცხლებული ისტორიები

November 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
#OK! სარკისებრი თარიღი – რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბრის 11:11 საათზე?

#OK! სარკისებრი თარიღი – რა უნდა გააკეთოთ 11 ნოემბრის 11:11 საათზე?

November 10, 2025
#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

November 11, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები