• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ფილიპ მორის ინთერნეიშენალი: “ სიგარეტის გაყიდვები შესაძლებელია 10-15 წელიწადში დასრულდეს”

September 15, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მარიან სალზმანი, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გლობალური კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი

 

დღესდღეობით სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი დიდი თუ საშუალო ზომის ბიზნესი ცდილობს, გასცდეს საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისებს ჩარჩოებსა და შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მუდმივად მზარდ და ცვალებად მოთხოვნას.

“ფილიპ მორისში” ჩვენც მსგავსი ამბიცია გვამოძრავებს – შევქმნათ პროდუქტები ნიკოტინს მიღმა და ჩვენი ძალისხმევა უკეთესი მომავლის განხორციელებისკენ მივმართოთ. სწორედ ამიტომ, 2025 წლისთვის მიზნად დავისახეთ, ჩვენი მოგების უდიდესი ნაწილი – დაახლოებით 50% სწორედ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით მივიღოთ.

ჩვენი გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული.

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი – ტრადიციული სიგარეტების ეპოქის დასასრული

ჩვენი ბიზნესის ტრანსფორმაციის შემდეგ დროა, გარდავქმნათ ინდუსტრია.

სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით მეცნიერულად დადასტურებული უკვამლო მოწყობილობა, რომელიც ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს.

მართალია, მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა ის საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი და სრულად მოვახდინოთ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლება შედარებით ნაკლები ზიანის მქონე მოწყობილობებით, რომლებიც არ საჭიროებენ წვას, შესაბამისად არ გამოყოფენ კვამლსა და ფერფლს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს “ფილიპ მორისი” თამბაქოს ინდუსტრიაში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საკუთარ ძალისხმევას ტრადიციული სიგარეტის ეპოქის დასრულებისკენ მიმართავს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ განვახორციელეთ 8.1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რათა შეგვექმნა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტრადიციული მოწევის ალტერნატიული მოწყობილობები.

შედეგი? 2021 წლის პირველ კვარტალში ჩვენი მოგების 30% სწორედ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით მივიღეთ. 2025 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას ვგეგმავთ.

ეს არ არის ამბიციური მიზანი, ეს არის მისია, რომელიც მიმართულია ათობით მილიონი ადამიანის ცხოვრების გარდაქმნისა და სიცოცხლის გადარჩენისკენ.

ჩვენ გვჯერა, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია და სწორი რეგულაციების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და სანდო, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად, 10-15 წელიწადში ტრადიციული სიგარეტების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

შესაძლებლობები ნიკოტინს მიღმა

ჩვენ მიერ შემუშავებული და მეცნიერულად დადასტურებული ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ შესაძლებლობები ნიკოტინს მიღმა და შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებაზე. “ფილიპ მორისის” გამოცდილება აეროზოლის, კლინიკური კვლევების, პრე-კლინიკური უსაფრთხოებისა და ინჰალაციური მოწყობილობების კუთხით, წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ შევქმნათ სამედიცინო მოხმარებისთვის განკუთვნილი ინჰალაციური თერაპიული მოწყობილობები.

ჩვენი ამბიციაა, რომ 2025 წლისთვის “ნიკოტინს მიღმა” პროდუქტების მეშვეობით შევძლოთ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების გენერირება. ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია “ფილიპ მორისის” მომავალია.

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს გიგანტი კომპანიის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადებები შეიძლება სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევდეს, ჩვენ ვცდილობთ, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

ღია სამეცნიერო კონფერენციების, ვებინარებისა თუ შეხვედრების ორგანიზების პარალელურად, ჩვენი კვლევების შედეგად მიღებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს ყოველწლიური ანგარიშის მეშვეობით ვუზიარებთ საზოგადოებას და ინფორმაციას ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე – PMIscience.com-ზე ვათავსებთ.

ღია კომუნიკაცია, როგორც წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა

თუ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვსურს, დავძლიოთ დეზინფორმაცია – იქნება ეს თამბაქოს ზიანის შემცირების, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა თუ სხვა, ნებისმიერი საკითხის შესახებ – საჭიროა, ყურადღება გავამახვილოთ კომუნიკაციაზე და ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ არა იმის გარკვევისკენ, თუ რა სახის მითები ვრცელდება, არამედ ვეძიოთ პასუხი კითხვაზე – რატომ ვრცელდება?

“ფილიპ მორისში” გვჯერა, რომ სიყალბესთან  და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას ღიაობა და გამჭირვალობა წარმოადგენს.

ჩვენი, როგორც საზოგადოების მხრიდან პროგრესის დაჩქარება კი იმ ფაქტორებზე ორიენტირებით არის შესაძლებელი, რომელიც გვაერთიანებს და არა – პირიქით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოველი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო მტკიცებულებებს და არ უნდა იყოს განპირობებული დოგმებითა თუ არასწორი ინფორმაციით.

“ფილიპ მორისში” გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი საჭიროებს გონივრული არჩევანის შესაძლებლობას. დღეს,  “ფილიპ მორისის” გასახურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მსოფლიოში 14.7-მა მილიონმა ადამიანმა დაანება თავი მოწევას და გადავიდა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს ადამიანთა კეთილდღეობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, “ფილიპ მორისის” გუნდის მიზანია, შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი. თუმცა, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოებსა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და თითოეული გადაწყვეტილების საფუძვლად სამეცნიერო მტკიცებულებები აქციონ.

დიდი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ევრონიუსზე.

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

#OK! მედიცინის მსოფლიო სტანდარტი – lorence Healthcare International

July 14, 2025
#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

#OK! ადამიანი ადამიანისთვის მზეა – ინტერვიუ თამარ კანაშვილთან

November 11, 2025
#OK! კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენები – 2022 წლის შეჯამება

#OK! კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენები – 2022 წლის შეჯამება

December 26, 2022
#OK! Phytorelax-ის პრემიუმკლასის სასაჩუქრე ნაკრებები

#OK! Phytorelax-ის პრემიუმკლასის სასაჩუქრე ნაკრებები

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 15, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

February 16, 2026
#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

#OK! სისწრაფე, ფუფუნება, Ferrari – ენცო ფერარის ცხოვრების ისტორია

February 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები