იტალიაში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 11 თებერვლის მონაცემებით, მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ:
ფიგურული ციგურაობა
ნიკა ეგაძე (მამაკაცთა ერთეული) – ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დაიმსახურა, მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ანასტასია გუბანოვა (ქალთა ერთეული) – ევროპის ჩემპიონი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედია.

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) – ახალგაზრდა და პერსპექტიული წყვილი, რომლებმაც გუნდურ შეჯიბრებაში უკვე მაღალი შედეგი აჩვენეს.

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები ყინულზე) – დღეს, 11 თებერვალს, მათი ნახვა თავისუფალ პროგრამაშია შესაძლებელი. რიტმული ცეკვის შემდეგ ისინი 77.15 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ რომ ფიგურულ ციგურაობაში მილან-კორტინის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების შედეგად ქართველმა სპორტსმენებმა 56 ქულა დააგროვეს. საქართველომ გუნდური ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა.
გუნდური ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიამ მოიპოვა, ბრინჯაოს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე 4 ქულა დააკლდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილების დაკავებისთვის მაღალი ფულადი ჯილდოები (1 მლნ ლარამდე) დააწესა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 6 თებერვალს გაიხსნა და 22 თებერვლამდე გასტანს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში – რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ასევე დაგაინტერესებთ












