• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! „ნიუ ჰოსპიტალსის“ მძლავრი რადიოლოგიური მიმართულება და მისი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები

May 7, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება რადიოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის დეპარტამენტია, რომლის მთავარი პრიორიტეტი უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვაა, როგორც სამედიცინო პროფესიონალების გადამზადების, ასევე, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესების კუთხით. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების მედიცინაში დანერგვასა და გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა პაციენტისთვის ზუსტ დიაგნოზზე დაფუძნებული მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს. რადიოლოგია მედიცინის ის მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აერთიანებს სხივური დიაგნოსტიკის, მაგნიტურ-რეზონანსული ტექნოლოგიებისა და სხივური თერაპიის მეთოდებს. მისი საშუალებით პაციენტისთვის ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრა ხდება. მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი აღიჭურვა კომპანია Siemens-ის წარმოების მსოფლიოში უახლესი, ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით და პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული ტომოგრაფის უპირატესობებზე ჟურნალ OK-ს ესაუბრა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ჭედია.

 

 

რა უპირატესობები აქვს უახლეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს?

Siemens Magnetom Vida 3 ტესლა ინდუქციური სიმძლავრის მქონე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მისი მაგნიტური გრადიენტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში არსებულ ნებისმიერი ანალოგიური ტომოგრაფის მონაცემებს, რაც გამოსახულების უმაღლესი ხარისხის მიღებას ზედმიწევნითი გარჩევადობით, 50-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს.

ტომოგრაფი აღჭურვილია უნიკალური BioMatrix-ტექნოლოგიით, რაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას გულისხმობს. მისი საშუალებით მიიღწევა სრულყოფილი კვლევითი შედეგები და პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული კვლევის პროცესი: თავისუფალი სუნთქვის შესაძლებლობა – ანუ, სხვა ტომოგრაფებისგან განსხვავებით, გარკვეული ზონების გამოკვლევისას (მაგ: გული, ღვიძლი და სხვა.) პაციენტი სუნთქვის შეკავებას არ საჭიროებს; პოზიციის ცვლილება – პაციენტის მოძრაობის შემთხვევაში კვლევა არ საჭიროებს ხელმეორედ ჩატარებას; აპარტს აქვს ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა; ჭარბწონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბარიატრიული და ენდოკრინული ქირურგიისთვის. რაც შეეხება კვლევების შედეგების კიდევ უფრო სრულყოფას, ჩვენი უახლესი ტომოგრაფი, ე. წ. ღრმა შესწავლის ტექნოლოგიის გამოყენებით, უზრუნველყოფს მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას უჯრედულ დონეზე და მისი უმცირესი, უმნიშვნელოვანესი დეტალებით ვიზუალიზაციას. ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს ძველი მონაცემების დამახსოვრებისა და განმეორებითი კვლევისას ცვლილებების გამოვლენის შესაძლებლობასაც. ასევე, ხელოვნური ინტელექტი, ინდივიდუალური მიდგომით, პაციენტს „მოარგებს“ მისთვის საუკეთესო, პერსონიფიცირებულ კვლევის პროგრამას, რაც ამცირებს გამოკვლევის დროს, აუმჯობესებს მიღებული გამოსახულების ხარისხსა და ინფორმაციულობას.

აქვე დავძენ, რომ უახლესი ტომოგრაფის საშუალებით კვლევები უპრეცედენტოდ მოკლე დროში ხორციელდება, კერძოდ – გარკვეული ზონების კვლევა მხოლოდ 2 წუთს საჭიროებს, მთლიანი სხეულის კი – 30 წუთს;

 

სოფო, რა შესაძლებლობები აქვს ტომოგრაფს სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისას?

უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი იძლევა ექიმისთვის ხარისხობრივად ახალ დონეზე აზროვნების საშუალებას, რთულ სამედიცინო შემთხვევებშიც კი მინიმუმამდე ამცირებს ცდომილების ალბათობას, რაც აუმჯობესებს ნებისმიერი დაავადების პროგნოსტულობას.

ჩვენს აპარატზე შესაძლებელია ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემების გამოკვლევა: თავის ტვინისა და ხერხემლის სვეტის, ძვლების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების, ძუძუს, შუასაყრის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ზუსტი დიაგნოსტიკა.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სხეულის არამარტო ცალკეული უბნები, არამედ მთლიანი სხეული და დროის მცირე მონაკვეთში მივიღოთ ინფორმაცია მთლიანი სხეულის მდგომარეობის შესახებ.

უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გაძლიერებული პროგრამები სხვადასხვა დაავადების სიღრმისეულად გამოკვლევას ხდის შესაძლებელს და მისი როლი უმნიშვნელოვანესია გაფანტული სკლეროზის, ალცჰეიმერის, კრონის დაავადების, თავის ტვინში ეპილეპტოგენური კერების აღმოჩენის, ქალა-ტვინის ნერვების, მათი ტოტებისა და ძალიან მცირე კალიბრის სისხლძარღვების გამოკვლევისას, ასევე, სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევრალგიებისა და ნეიროვასკულური კომპრესიების არსებობის დროს.

განსაკუთრებული უპირატესობა აქვს ტომოგრაფს კოხლეარული ნერვის გამოკვლევისას. კვლევის შედეგად მიღებული გამოსახულების საფუძველზე ხდება იმპლანტაციის ეფექტურობის განსაზღვრა, რაც განაპირობებს ოპერაციის წარმატებას.

ასევე, ტომოგრაფი აღჭურვილია გულის სრულყოფილი გამოკვლევის სპეციალური რეჟიმით, რომლის საშუალებით ვაკვირდებით გულის მუშაობას დინამიკაში. შეგვიძლია განვსაზღვროთ გულის კუნთის სიცოცხლისუნარიანობა, შევაფასოთ სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა, ასევე ცენტრალური ჰემოდინამიკის პარამეტრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარდიოქირურგიული ოპერაციების დაგეგვმისას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და მისი თანამედროვე რეჟიმების პრაქტიკაში დანერგვამ მკვეთრად გააუმჯობესა ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა. ონკოლოგიის მიმართულებით ასეთი თაობის აპარატებს განსაკუთრებული უპირატესობა აქვთ აქამდე არსებულ სისტემებთან შედარებით.

 

 

რამდენად შესაძლებელია კვლევის ამ მეთოდის გამოყენება მცირეწლოვან პაციენტებთან?

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდია, მათ შორის მცირეწლოვანი პაციენტებისთვის.

ტომოგრაფი აღჭურვილია პედიატრიული ქოილებით, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულყოფილად გამოვიკვლიოთ როგორც ბავშვები, ასევე ახალშობილები და უმაღლესი სიზუსტით დავსვათ დიაგნოზი. მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაბადებულ ჩვილებში, ასევე ოფთალმოლოგიური მიმართულებების კვლევისას – თვალის სპეციალური ქოილი უმაღლესი ხარისხისა და გარჩევადობის გამოსახულების მიღებას უზრუნველყოფს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 9, 2025
#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ემილი რატაკოვსკის დახვეწილი იმიჯი! მოდელი 2990 ფუნტის ღირებულების თრენჩით!

OK! ემილი რატაკოვსკის დახვეწილი იმიჯი! მოდელი 2990 ფუნტის ღირებულების თრენჩით!

April 6, 2021
#OK! აჩიკო სოლოღაშვილი იუბილარია!

#OK! აჩიკო სოლოღაშვილი იუბილარია!

November 13, 2023
#OK! ემა უოტსონი Prada-ს ახალ კამპანიაში

#OK! ემა უოტსონი Prada-ს ახალ კამპანიაში

June 20, 2023
#OK! შონ პენი უკრაინაში ჩაფრინდა და ვოლოდომირ ზელენსკის შეხვდა: რეჟისორი დოკუმენტურ ფილმს იღებს

#OK! შონ პენი უკრაინაში ჩაფრინდა და ვოლოდომირ ზელენსკის შეხვდა: რეჟისორი დოკუმენტურ ფილმს იღებს

March 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს

October 3, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები