• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

#OK! ნატო დათიაშვილი – ხელოვნება ჩემი სულის გამოძახილია

October 21, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ხელოვნების უსაზღვრო ლაბირინთებში მშვიდი ცურვა არც ისე ადვილია, მაგრამ, როცა მას ყველა ნერვით გრძნობ, საკუთარ თავში აუცილებლად იპოვი ძალას, რომ შინაგანი გამოძახილი ზუსტად მიიტანო ადამიანებამდე. სათქმელი, რომელიც არა მარტო შენი, არამედ ბევრისაა, თუმცა შენ მოგეცა შესაძლებლობა, ეს საინტერესო ფორმით გამოგეხატა. „OK! ბათუმის“ სტუმარი ხელოვანი და, უბრალოდ, ძალიან საინტერესო ადამიანი, ნატო დათიაშვილია, ვინც თავისი შემოქმედებით, საქმიანობით მომავალ თაობებს ასწავლის, რომ გარემოს ვქმნით ჩვენ და თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ მას.

 

თქვენთვის რას ნიშნავს, იყოთ ხელოვანი…

ზოგადად, იყო ხელოვანი – შენი შინაგანის შენეულად გამოხატვაა. ეს ნიშნავს, იყო გულწრფელი და თავისუფალი მუდმივად შემოქმედებითად, ინდივიდუალური ხედვითა და მიდგომებით, შენი შინაგანი ხმითა და ემოციით, საკუთარი ხელწერით, ისე, რომ იყო შენ – გამორჩეული, უნიკალური, განუმეორებელი და ამბობდე უმნიშვნელოვანესს. გამოხატავდე ყველაზე მგრძნობიარეს და გადმოსცემდე სათუთად, ისე, რომ გაიაროს ადამიანის გულსა და

გონებაში. როდესაც უჩნდებათ სურვილი, ეზიარონ შენს ხელოვნებას, აი, მაშინ ხარ ხელოვანი.

 

 

ქმნით ხელნაკეთ ნივთებსა და აქსესუარებს, ასევე, ნარჩენების გაცოცხლებით ხელოვნების ნიმუშებს. მოგვიყევით, როგორ დაიწყო აღნიშნულის მიმართ თქვენი ინტერესი და რას მიიჩნევთ თქვენი შემოქმედების მთავარ სათქმელად…

ჩემთვის ხელოვნების მიმართ ინტერესი და სიყვარული იმდენად ორგანულია, ვერც კი გამოვყოფ პერიოდს, როდის მოვიდა, ალბათ დაბადებიდან. დედის როლი უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ მისი და რასაც ვაკეთებ, მისი სიცოცხლის გაგრძელებაა ჩემში. ვიზრდებოდი ისეთ გარემოში, სადაც დედა თავისუფალ დროს მუდმივად ხელოვნებით – ნებისმიერი ხელსაქმით: კერვით, ქარგვით, ქსოვით, ხატვით, სიმღერით იყო დაკავებული და ყოველთვის იწვევდა ინტერესს, მეც მესწავლა. დედისაგან მომდევს, რაც ჩემშია. ხელოვნებამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. შემდეგ ამას მოჰყვა პროფესიული განვითარება და გამოცდილება, რამაც მიმიყვანა იქ, სადაც ვარ. დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ხელოვნება გადაგვარჩენს და გავერთიანდეთ – „რათა ერთად გადავარჩინოთ სამყარო!“

 

ხართ ხელოვნების პედაგოგი, ND’s Art -ისა და GAA- გლობალური ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი. თითქმის ყოველდღიური შეხება გაქვთ ბავშვებთან. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ხელოვნებას ადამიანის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში?

უნდა ვაღიარო, ოჯახის შემდეგ უმნიშვნელოვანესია პედაგოგის როლი მოზარდის განვითარების ყველა ეტაპზე. პედაგოგის მისია არა მარტო საგნის სწავლება, არამედ ღირსეული, კულტურული, მრავალმხრივ განვითარებული თაობების აღზრდაა. იყო პედაგოგი, ნიშნავს იყო მოზარდის ფაქიზი სულის და ცხოვრებისეული ღირებულებების სამჭედლო. ყველაფერი უნდა გააკეთო, გამოხვიდე შენი პოზიციიდან, შეხვიდე მოსწავლის სხეულში, განიცადო მისი განცდები და სამყაროს აუცილებლად უნდა შეხედო მისი თვალებით. აი, მხოლოდ მაშინ შეძლებ იყო ის, ვინც მას სჭირდება. უპირველესად, მეგობარი, შემდეგ აღმზრდელი და პედაგოგი. როგორც აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია ხელოვნების როლი ზოგადად კაცობრიობის განვითარებაში. ჩემმა მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ხელოვნებამ გადაარჩინა ადამიანი და მოიყვანა „გამოქვაბულიდან კოსმოსამდე“. ხელოვნება გაჩნდა ადამიანის გაჩენისთანავე, უპირველესი საკომუნიკაციო საშუალება იყო ნახატი, ხელნაკეთი იარაღი კი ის, რითაც საკვებს მოიპოვებდა – ამით ყველაფერია ნათქვამი ხელოვნების მნიშვნელობასა და როლზე. სამწუხაროდ, დღეს არცთუ იშვიათად, მეორეხარისხოვნად მოიხსენიებენ ხელოვნებას. ჩემი პედაგოგიური გამოცდილებით და ჩემ მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რადიკალური ცვლილების მოხდენა შეუძლია ხელოვნებას როგორც გონებრივი, ისე შემოქმედებითი და მოტორული უნარების განვითარების მიმართულებით. ასევე, ფსიქოემოციური წონასწორობის და ბალანსის ჩამოყალიბებაში. იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როდესაც უამრავ ბედნიერ და თვალებგაბრწყინებულ მოსწავლეს ხედავ ყოველდღე. ჩვენი ყოველი გაკვეთილი შემოქმედებისა და ბედნიერების ზეიმია და იცი, რომ ამ ბედნიერების მიზეზი შენ ხარ, შენ მიერ გაცემული ცოდნა და ენერგიაა. ეს მუხტი და ენერგია კი უამრავი ბედნიერებით ანთებული ციმციმა თვალებით გიბრუნდება უკან.

 

 

ასევე, აქტიურად ხართ ჩართული საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართულ აქტივობებში…

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში საგნის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს ვაკავშირებ მდგრადი განვითარების მიზნებთან, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან. ვასწავლი ნარჩენების მართვას. ჩვენი უფლებაა, ვიცხოვროთ ჯანსაღ და სუფთა გარემოში. ნარჩენების გაცოცხლებით ვქმნით ხელოვნების ნიმუშებს. დღეს არცთუ ისე ბევრია მსგავსი ორგანიზაცია, სწორედ ამან შთამაგონა ND’s Art-ისა და GAA-ს გლობალური ხელოვნების აკადემიის შექმნა, რომლის მისიაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. ვაწყობთ გამოფენებსა და გამოფენა-გაყიდვებს.

 

მოგვიყევით საგანმანათლებლო-სამეწარმეო ცენტრის შექმნის იდეასა და მიზნობრიობაზე…

მსურს გავაფართოო საქმიანობა და შევქმნა საგანმანათლებლო-სამეწარმეო ცენტრი, გლობალური ქსელი, სადაც გავცდები ჩემს მოსწავლეებს და ჩავრთავ სხვა სკოლების, სხვა ქალაქების, სხვა ქვეყნების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ნებისმიერ მსურველს, რათა გავერთიანდეთ გლობალური პრობლემის გადასაჭრელად.

 

მრავალმხრივ შემოქმედებითი ხართ, წერთ ლექსებს, სიმღერებს. რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო. რა გაძლევთ მოტივაციას, რომ მუდმივი შემოქმედებითი დუღილი იყოს თქვენში?

დიახ, შეიძლება ითქვას, მუდმივ შემოქმედებით დუღილში ვარ, რაც სხვადასხვა ემოციას მოაქვს. ამას წინასწარ ვერ გათვლი და ვერ დაგეგმავ. აი, მაგალითად, 2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ერთი ამოსუნთქვით დამაწერინა სიმღერა, ტექსტი და მელოდია ერთად. კლიპიც კი მოფიქრებული მაქვს, იმედია, მივაღწევ, რომ საჯაროდ აჟღერდეს. შვილიშვილი რომ შემეძინა, ხატვაში დამათენდა თავზე, ყველა ფერს და ყველა მონასმს მის ნაცვლად ვეფერებოდი და ველოლიავებოდი. ციდან ნისლი რომ ჩემთან დაეშვა და ღრუბლებში მამოგზაურა, წამებში გავრითმე ლექსად. სკვერებსა და ქუჩებში რომ ნარჩენები დავინახე, ამან მიბიძგა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს ჩემი ხმა და ვუთხრა – ნუ გადაყრი! ერთად ვაქციოთ ხელოვნებად! შევქმენი და გამოფენის სახით ვაჩვენე, რომ ნარჩენისგან შეუძლია გააკეთოს უდიდესი რამ – შექმნას ხელოვნების ნიმუში და გადაარჩინოს სამყარო!

 

 

როგორია თქვენი თვალით დანახული ბათუმი, რა ემოციებს ბადებს ეს ქალაქი თქვენში?

ბათუმის სიყვარულმაც ამამღერა და დამაწერინა ლექსი, რაღაც სხვა ხიბლი და მიზიდულობა აქვს ბათუმს. ლექსში მაქვს ნათქვამი: „მომენატრა შენი ნახვა,

ზღვის ტალღებთან ალერსი,

მოვალ, გულში ჩაგიკრავ და

მუდამ შენთან დავრჩები“.

ასეც მოხდა. ადამიანების სითბომ, სიყვარულმა, თანადგომამ დამადებინა აქ ბინა, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ და არასოდეს დავივიწყებ, სანამ ვიარსებებ.

 

სიყვარულია, როცა…

სიყვარულია სამყაროს მამოძრავებელი ძალა, შეუძლებელსაც შეგაძლებინებს! სიყვარულია, როცა ზრუნავ, იღწვი, გასცემ უანგაროდ და გაბედნიერებს.

 

დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედება, საქმიანობა წლების შემდეგ….

ჩემი საქმიანობის სიყვარული აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს. მალე შემოქმედება გახდება მასშტაბური, გასცდება საზღვრებს და დაუკავშირდება უამრავ ადამიანს, ვისაც საკუთარი თავის, ხელოვნებისა და სამყაროს სიყვარული გააერთიანებს.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“
Health & Beauty

#OK! სანდოობა, გამოცდილება და შედეგი – რატომ ირჩევენ მომხმარებლები „არტ ესთეტიკას“

August 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

November 16, 2022
#OK! როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა სეზონების მიხედვით

#OK! როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა სეზონების მიხედვით

February 6, 2023
#OK! ნინო ქათამაძის ფონდი და უკრაინელი მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად

#OK! ნინო ქათამაძის ფონდი და უკრაინელი მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად

April 3, 2022
#OK! Victoria’s Secret-ის “ანგელოზების” დიეტა

#OK! Victoria’s Secret-ის “ანგელოზების” დიეტა

October 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

#OK! ფუნიკულიორზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა — ლისაბონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

September 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები