• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნინო ქათამაძის ფონდი და უკრაინელი მოხალისეები უკრაინის მხარდასაჭერად

აპრილი 3, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, საქართველოში სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ქართველი და უკრაინელი ადამიანები გაერთიანდნენ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ესენი არიან მოხალისეები, რომელთა სახელებიც საზოგადოებამ არ იცის. ეს ადამიანები დიდ შრომას ეწევიან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება თუ ემოციური თანადგომა. ასევე, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის ფონდმა ტელეგრამზე გვერდი შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ყველა საჭირო ინფორმაცია. #OK! უფრო დეტალურად გიამბობთ ფონდის საქმიანობის შესახებ და გაგაცნობთ იმ მოხალისეებს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

(ნინო ქათამაძე): „ნინო ქათამაძის ფონდის ბოტი“ უკვე არის ტელეგრამზე და მოიცავს პროგრამას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს მიაწვდის ინფორმაციას ვაკანსიებისა და სხვადასხვა საჭიროების შესახებ. ასევე, ვეცდებით ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ საქართველოში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს წარმომადგენლობასთან საქართველოში და უკრაინის საელჩოსთან. ჩვენი მიზანია, უკრაინელებს, რომლებიც იძულებით გადაადგილდებიან და იმყოფებიან საქართველოში, გავუადვილოთ ინფორმაციის მოძიების პროცესი. 15 წელია უკრაინაში ვატარებ კონცერტებს და ახლაც, მაისის თვეში უნდა მქონოდა 7 კონცერტი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონცერტებს აუცილებლად ჩავატარებ. უკრაინელები არიან სამაგალითო ხალხი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ თავისუფლებისთვის ყველაზე დიდ ფასს იხდიან. ეს არის მათი ბრძოლა. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ძალიან ცოტას იხდიან სიცოცხლისათვის. მინდოდა დღეს ადამიანების სიცოცხლესა და თავისუფლებას უფრო მეტი ფასი ჰქონოდა, მაგრამ ამ ფასს დღეს მხოლოდ უკრაინელები იხდიან. ჩვენი და #OK!-ის ფოტოსესია ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩანან და მთავარი ორკესტრის წარმომადგენლები არიან… ეს ადამიანები მთავარ ძალას ახარჯავენ, დაუღალავად შრომობენ და არავინ იცნობს მათ სახელებს. ეძღვნება იმ კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან და ბოლომდე დგანან ჩვენ გვერდით. ასევე, იმ ორგანიზატორებს, რომლებიც დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, რათა დაეხმარონ უკრაინელ არაჩვეულებრივ ხალხს. მადლობა მათ“.

 

ნინო ქათამაძის ფონდის ბოტი: https://t.me/nino_katamadze_fund_bot

(ალიონა ოსტაპჩუკ): „ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა მოხალისეობის სურვილი − არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ ბელარუსებმა და რუსებმაც. მე არ დავიღლები იმის ლაპარაკით, რომ დღეს მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და დღეს ყველა უკრაინელები ვართ. ყველა, როგორც შეუძლია ისე გვეხმარება. მაგალითად, ჩვენმა ერთ-ერთმა მოხალისემ − მარიამ, რომელიც არის რუსი, იზრუნა ასობით უკრაინელზე, რომელთაც არ ჰქონდათ არც საჭმელი, არც თანხა, და მათ თავის პატარა სამზარეულოში წარმოუდგენელი რაოდენობის საჭმელი მოუმზადა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ყველა უკრაინელები ვართ. ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს, როცა ამდენი ადამიანი, სხვადასხვა ერი გაერთიანდა, რათა უდიდესი მხარდაჭერა გამოეხატათ უკრაინელი ხალხისთვის“.

 

(ანნა სობჩენკო): „ომმა დაგვანახვა, თუ რაოდენ სამართლიანია სხვადასხვა ქვეყანა. ქართველები ნამდვილად ჩვენი ძმები აღმოჩნდნენ, მათ გვიჩვენეს წარმოუდგენელი მხარდაჭერა. დიდი მადლობა ქართველ ხალხს იმ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ და აკეთებენ ჩვენი ხალხის დასახმარებლად. ძალიან ბევრი კომპანია დაგვეხმარა, ყველას დასახელება შეუძლებელია, მაგალითად, „გალფი“. მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვეხმარება. ასევე, მინდა ყველა მოხალისეს ვუთხრა დიდი მადლობა − იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩანან და არავინ იცის მათ შესახებ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ. მე მინდა ხალხს ვთხოვო, ნუ შევეჩვევით ომს, არ დაგვავიწყდეს, რომ ის გრძელდება, იღუპება უკრაინელი ხალხი და ჩვენ გვჭირდება დახმარება“.

 

(სოფია საენკო): „6 წელზე მეტია საქართველოში ვცხოვრობ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს გვამხნევებს, ვინც გვეუბნება, რომ უნდა გავუძლოთ და შევინარჩუნოთ ადამიანობა. მადლიერების გრძნობა გვაქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უკრაინელ ხალხს ეხმარება, როგორც შეუძლია. ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ უამრავი ადამიანის მხარდაჭერას და სითბოს. ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმედს, უკეთესი დღის იმედს − იმედს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“.

 

(ანასტასია რიაბოკლიაჩ): „ფალიაშვილის 60 ნომერში მივედი, რათა დავხმარებოდი მოხალისეებს, რითაც შემეძლო. ფაქტობრივად მთელ დღეს ვატარებდით მანდ. ვახარისხებდით წამლებს, ბავშვის ტანსაცმელს და სხვ.“

 

(ანასტასია სტუპაკი): „როდესაც დაიწყო ომი, ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით იმ ემოციას, რა იყო ეს ჩემთვის… უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის გრძნობა მქონდა, რომ არ ვიმყოფებოდი შინ, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ტკივილსა და შიშს ერთდროულად ვგრძნობდი და ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, მივსულიყავი მოხალისეების ცენტრში და მეც საკუთარი წვლილი შემეტანა, ჩემი ხალხის დასახმარებლად“.

 

(იულია დავიდენკო):  „მე ოდესიდან ვარ და უკვე 5 წელია ვცხოვრობ საქართველოში. ჩვენ უპირველესად ემოციურ მხარდაჭერას ვაჩვენებთ უკრაინელ ხალხს, ვცდილობთ მათ დასაქმებას. ასევე, ვაწვდით საკვებს და სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას. ჩემი აზრით, დღეს რაც ხდება, ყველასთვის ნათელია. ახლა კი მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება, მხარდაჭერა, ლოცვა, და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. Слава Украïнi!“

 

(ელენა კულიკოვა):  „ფონდში ვარ იმ დღიდან, როგორც კი დავინახე ჩემი საჭიროება, დავხმარებოდი უკრაინელ ხალხს. ჩვენი ორგანიზებით შევქმენით გარკვეული სტრუქტურა, რითაც შევაგროვებდით მედიკამენტებს და საჭიროების მიხედვით გადავანაწილებდით. ადამიანები მოდიოდნენ ფონდში და გვეხმარებოდნენ სხვადასხვა საჭირო ნივთით. ჩემი მთავარი სურვილია, მშვიდობა იყოს მსოფლიოში“.

 

(ანნა გაინრიხი): „თავიდანვე ვიყავი ფონდში და სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი. ვახარისხებდი სხვადასხვა ნივთს, რაც ხალხს მოჰქონდა, ასევე, ადმინისტრაციული საქმიანობით ვიყავი დაკავებული, რომელიც ლოგისტიკას ეხება. საჭირო იყო სწრაფი რეაგირება ყველაფერზე, რათა დროულად მომხდარიყო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა. მე ვფიქრობ, ახლა დროა ხალხმა გამოიღვიძოს და დაფიქრდნენ იმაზე, რომ სამყარო ხელახლა შენდება“.

 

(ნანა ნებიერიძე):  „უკრაინელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ძლიერი ერია. ის ახლა წერს ისტორიას, ადგენს ახალ საზღვრებს. ეს ის ადამიანებია, რომლებიც რთულ მომენტში გაერთიანდნენ მთავარი მიზნის გარშემო. მათ მთელ მსოფლიოს დაანახვეს, რომ ძლიერი ხდები მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ერთიანობა, როდესაც ნებისმიერი ადამიანი მზად არის ყველაფერი გაიღოს თავისუფლებისათვის, საკუთარი მიწა-წყლისთვის, ოჯახისათვის, შვილების უსაფრთხოებისა და მომავლისათვის.

ჩვენ, ქართული მხარე, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საკუთარი უკრაინელი ძმებისა და დების დახმარებისთვის. ცხადია, ტრაგედიის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ნებისმიერი, ყველაზე გრძელი გზაც კი, პირველი ნაბიჯით იწყება. და თითქმის მთელმა საქართველომ უპირობოდ გადადგა ეს ნაბიჯი უკრაინის თავისუფლებისკენ, თანადგომისკენ. წარმოუდგენელია, როგორ ცდილობს თითოეული ადამიანი დახმარებას, და აქ უამრავი ვარიანტია. ზოგი (სიმართლე რომ ვთქვათ, უმრავლესობა) ბოიკოტს უცხადებს ნებისმიერ რუსულ პროდუქტს, ზოგი აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, ზოგი მოხალისედ მიდის უკრაინის დასაცავად ან დევნილთა გამოსაყვანად. ჩვენ − ქართველებს, განსაკუთრებით გვესმის, თუ რას ნიშნავს იძულებით საკუთარი სახლის მიტოვება… შეიძლება სწორედ ამიტომ ხდება ისე, რომ დღევანდელი, არცთუ დალხენილი საქართველო ბუკვალურად ბოლო ლუკმას უწილადებს უკრაინელებს.

 

 

(ოლეგ შამრიცკი):  „როცა ომი დაიწყო, ჩვენ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო რაღაც გაგვეკეთებინა. რამდენიმე ადამიანმა დავიწყეთ და შემდეგ უკვე უფრო მეტი შემოგვიერთდა. ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია გვიდგას გვერდით და გვეხმარება. მე ვფიქრობ, რომ ამ მხარდაჭერით, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოსგან, ჩვენ არასოდეს წავაგებთ“.

 

 

(ლიუბა მაკარენკო): „მე ვარ „ნინო ქათამაძის ფონდში“. ჩვენი მიზანია საჭირო ინფორმაცია და ვაკანსიები მივაწოდოთ უკრაინელ ხალხს. მთავარია რწმენა და ძალა თავისუფალი სულისთვის. Слава Украïнi!“

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ვიდრე სათქმელი არ დამელევა – ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან
ინტერვიუ

#OK! ვიდრე სათქმელი არ დამელევა – ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

აგვისტო 17, 2022
#OK! შეხვედრა ლია სტურუასთან
Uncategorized

#OK! შეხვედრა ლია სტურუასთან

აგვისტო 17, 2022
#OK! გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron-ი – ქართველი პიანისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში
ინტერვიუ

#OK! გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron-ი – ქართველი პიანისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში

აგვისტო 17, 2022
#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანის მორიგი გამოჩენა “ბალენსიაგას” სამოსით – რეალითი შოუს ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად

#OK! კიმ კარდაშიანის მორიგი გამოჩენა “ბალენსიაგას” სამოსით – რეალითი შოუს ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად

ივლისი 6, 2022
#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

დეკემბერი 2, 2021
#OK! კენდალ ჯენერი გერმანული Vogue-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე

#OK! კენდალ ჯენერი გერმანული Vogue-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე

ნოემბერი 29, 2021
#OK! “უკრაინელები გმირები არიან, ზელენსკიც გმირია” – მარკ რუფალომ The Adam Project-ის წითელ ხალიჩაზე უკრაინელი ხალხის შესახებ ისაუბრა

#OK! “უკრაინელები გმირები არიან, ზელენსკიც გმირია” – მარკ რუფალომ The Adam Project-ის წითელ ხალიჩაზე უკრაინელი ხალხის შესახებ ისაუბრა

მარტი 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული მომენტი ნიუ-იორკის ქუჩებში

აგვისტო 18, 2022
OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 17, 2022
#OK! ბელა ჰადიდი Jean Paul Gaultier-ის სამოსს Dior-ის ვინტაჟურ სათვალეებს უხამებს

#OK! ბელა ჰადიდი Jean Paul Gaultier-ის სამოსს Dior-ის ვინტაჟურ სათვალეებს უხამებს

აგვისტო 17, 2022
#OK! 72 წლის რიჩარდ გირი და მისი 39 წლის მეუღლე ალეხანდრა სილვა Starlite Porcelanosa გალას დაესწრნენ

#OK! 72 წლის რიჩარდ გირი და მისი 39 წლის მეუღლე ალეხანდრა სილვა Starlite Porcelanosa გალას დაესწრნენ

აგვისტო 16, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×