• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა სეზონების მიხედვით

February 6, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის მონახულება ყველა სეზონზე აქტუალური და სასურველია, მთავარია სწორად შეგვეძლოს მიმართულების არჩევა და დაგეგმვა ამა თუ იმ სეზონის მიხედვით. ამ დროს მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება, უნდა ვიცოდეთ, რომელ ქვეყანაში რომელ სეზონზეა მოგზაურობა რეკომენდებული, რათა არასწორად დაგეგმვამ არ დატოვოს ჩვენში დანაკლისისა და იმედგაცრუების განცდა. OK!  Travel Book გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ მიმართულების არჩევაში ნებისმიერ სეზონზე.

დავიწყოთ ზამთრით. დეკემბერი წინასაშობაო და საახალწლო მზადებასთან ასოცირდება და ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი ირჩევს ქვეყანას, თუ სად გაატარებს წლის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულს. შესაბამისად, აუცილებელია წინასწარ შევიძინოთ ბილეთები, რადგან მოთხოვნიდან გამომდინარე, ფასები ბევრად მაღალია სტანდარტულთან შედარებით. ამ პერიოდის გატარება მართლაც საუკეთესოა ევროპის ქალაქებში, მათ შორის პრაღაში, ვენაში, იტალიისა და გერმანიის ქალაქებში, ასევე აქტუალურია თბილი ქვეყნები, როგორიცაა ეგვიპტე, დუბაი, ტაილანდი, შრი-ლანკა, ვიეტნამი… აღსანიშნავია, რომ საახალწლოდ ძალიან კარგი პაკეტური ტურები არის ეგვიპტეში თავისი გალა ვახშმებით, ასევე ძალიან ლამაზია ამ პერიოდში დუბაი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღალი კლასის სასტუმროები თავიანთ მომხმარებლებს განსაკუთრებულ ვახშმებს უწყობენ.

 

იანვარში გრძელდება თბილ ქვეყნებში დასვენების სეზონი, აქტუალური მიმართულებაა ასევე კვიპროსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბიუჯეტურია. ახალი წლის დღეების შემდეგ დასვენება კი საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ამ დროს ყველა ჩვენგანს სჭირდება განტვირთვა და ახალი წლის ახალი ძალებითა და ენერგიით დაწყება. როგორც თბილი ქვეყნები, ასევე სტამბოლიც ძალიან კარგი არჩევანია, ამინდებიც საკმაოდ კარგია ამ პერიოდში.

რაც შეეხება ზამთრის ბოლო თვეს, კვლავ გრძელდება თბილი ქვეყნების სეზონი. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ვალენტინობაა და წყვილები ხშირად ამთხვევენ დასვენებისთვის განკუთვნილ დღეებს სწორედ თებერვალს. გარდა ამისა, ფასებიც ბევრად ბიუჯეტური და მისაღებია სხვა თვეებთან შედარებით, ამიტომ თუ გსურთ მოგზაურობის დაგეგმვა, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში, გარდა თბილი ქვეყნებისა, შეგიძლიათ ევროპას და სტამბოლსაც ესტუმროთ. ნებისმიერი მიმართულება ძალიან აქტუალურია.

რაც შეეხება მარტს, ერთ-ერთი საუკეთესო თვეა მოგზაურობების დასაგეგმად, მით უმეტეს, რომ მარტში დედებისა და ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი უკეთებს სიურპრიზს დედას, მეუღლეს ან საკუთარ თავს. შესაბამისად, მარტის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად მოთხოვნადი და სასურველია. თანაც დსთ-ს ქვეყნებში 15-მდე დასვენების დღეებია და საკმაოდ დატვირთულია მოგზაურებით. თებერვლისგან განსხვავებით, ფასები იწევს ზემოთ და დატვირთულობიდან გამომდინარე, ხშირად არის ადგილების პრობლემა სასტუმროებში. შესაბამისად, სასურველია წინასწარ დაგეგმვა და დაჯავშნა.

აპრილიდან და მაისიდან ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი ხდება ევროპის ქვეყნები, რადგან ამინდები გარანტირებულად კარგია, არც ცივა და არც ძალიან ცხელა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპა ბევრ სიარულსა და ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასთან ასოცირდება. ამ პერიოდში ჯერ კიდევ შესაძლებელია თბილ ქვეყნებში მოგზაურობის დაგეგმვა დუბაის ჩათვლით, ასევე მაისის ბოლოდან აქტუალურია ტურები ანტალიის მიმართულებით.

 

რაც შეეხება ზაფხულს, ივნისიდან მოთხოვნა იზრდება თურქეთის ზღვის კურორტებზე: ანტალია, ბოდრუმი, ქუშადასი… აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი სრულყოფილი დასვენებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან არის პირდაპირი ფრენები, პაკეტური ტურები, შესაბამისად, ზაფხულში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზღვაო კურორტებია. ევროპის ქვეყნებიდან კი ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, მალტას, საბერძნეთის მიმართულებაა ძალიან აქტუალური. ეს ის მიმართულებებია, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები და დრო დაუთმოთ ზღვაზე განტვირთვას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში არ არის სასურველი დუბაისა და ეგვიპტეში დასვენება, რადგან ძალიან ცხელა. ასევე არ არის რეკომენდებული მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე მალდივებზე, ტაილანდში, შრი-ლანკასა და ვიეტნამში მოგზაურობა, რადგან ამ დროს იქ წვიმა და აუტანელი სიცხეა და დამსვენებელი ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებს.

შემოდგომაზე გრძელდება ხავერდოვანი სეზონი, ამიტომაც ძალიან აქტუალურია თურქეთის კურორტები. ევროპის ქალაქებიც მოთხოვნადია, რადგან სიცხეები გადავლილია და არაჩვეულებრივი პერიოდია დასათვალიერებლად და ფეხით გასასეირნებლად. ნოემბრიდან კვლავ თბილი ქვეყნების მოთხოვნა იზრდება, იხსნება დუბაისა და ეგვიპტის სეზონი. ასევე შორეული მიმართულებები, სადაც გარანტირებულად კარგი ამინდებია.

 

ასევე გაეცანი

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა
OK! Business

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა

October 13, 2026
#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის
Travel

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
Slider Area

#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

June 26, 2026
#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში
Travel

#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში

June 23, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

February 16, 2024
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

March 10, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

May 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები