• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს – ეს არის შრომა – ნათია კახიანი

November 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ყოველი წარმატებული ქალის უკან იმალება დიდი შრომა და თავდადება კარიერული წინსვლისთვის. განსაკუთრებით რთულია, როდესაც ათწლიანი გამოცდილების შემდეგ ერთი სფეროდან რადიკალურად განსხვავებულ სფეროში გიწევს გადასვლა, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პროფესიულ შესაძლებლობებზე, არამედ დიდ გამბედაობასა და საკუთარი თავის რწმენაზეც მეტყველებს.

ნათია კახიანი პროფესიით ჟურნალისტი და ყოფილი საჯარო მოხელეა, რომელიც ამჟამად სასტუმრო ,,Boutique Hotel Argo’’-ს მენეჯერია. ნათიას მთავარი მიზანი არა მხოლოდ სასტუმროს ოპერირება, არამედ მისი მრავალმხრივი განვითარებაა, რაც მოიცავს სასტუმროში სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ პროექტების მასპინძლობას:

„ჩვენთან დაარსდა და მუშაობს „სამოქალაქო თეატრი“, აქვე დაიბადა  ქუთაისის ჯაზ ფესტივალის დაარსების იდეა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ჩვენს ქალაქში და გაისად უკვე საერთაშორისო სტატუსს მიიღებს. ასევე ვართ „საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის“ და „ქუთაისის საერთაშორისო კლასიკური მუსიკალური ფესტივალის“ პარტნიორები. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შევუერთდით ვარდისფერი ოქტომბრის „ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების“ კამპანიას და ვუმასპინძლეთ ორ საერთაშორისო კონფერენციას’’.

 

სანამ სასტუმროს მენეჯერი გახდებოდა ნათიამ პროფესიულად მრავალფეროვანი გზა გამოიარა- ტელეჟურნალისტობიდან გადავიდა საჯარო სამსახურში, შემდეგ კი კერძო სექტორში, ამ გზაზე პროფესიულ განვითარებასთან ერთად საკუთარი თავიც კარგად გაიცნო:

,,წინსვლა, უმეტეს შემთხვევაში, არ არის მარტივი, მით უმეტეს, როცა საქმე რადიკალურად განსხვავებულ სფეროებს ეხება, თუმცა თვითონ პროცესი საინტერესოა და გამოწვევებით არის სავსე. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, ახალი საქმე, ენერგია და ახალი ინტერესები არის ძალა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედეგი წარმატებულია. გარდა იმისა, რომ უამრავ ახალს სწავლობ, ამ პროცესში საკუთარ თავს-შესაძლებლობებს და უნარებსაც ეცნობი. თითოეული გადადგმული ნაბიჯი, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არის ის, რაც გეხმარება ამ გზაზე სვლაში’’.

 

 

შრომა და მოტივაცია ის ორი კომპონენტია, რომელიც დიდ როლს ასრულებს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. მოტივაცია არის ის, რაც ადამიანს შთააგონებს განვითარებისთვის სწრაფვას, შრომა კი უწყვეტი პროცესია, რომელიც ამ წინსვლის მიღწევისთვისაა საჭირო:

,,წარმატებას ერთადერთი ფორმულა აქვს-ეს არის შრომა, მტკიცე გადაწყვეტილების, გამბედაობის, გონივრულ რისკებზე წასვლის, კომუნიკაციის  უნარები, მუდმივი განვითარება და უდიდესი პასუხისმგებლობა. საყვარელ საქმემდე ვფიქრობ მხოლოდ საკუთარი თავის კარგად ცნობა და მოსმენა მიიყვანს ადამიანს. თავდაუზოგავი შრომა, შეუპოვრობა, განათლება და უნარები მიზანდასახულ ადამიანს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიყვანს მიზნამდე, მაგრამ ყველაზე წონადი და მნიშვნელოვანი ღირებულებების ფაქტორია, როგორი გზით და რის ფასად მიდის ადამიანი ამ წარმატებამდე, რას ტოვებს ამ გზაზე…

 

მოტივაციის წყარო წარმატებული პროექტებია. საქმე, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია. უდიდესი წყარო ასევე სამომავლო გეგმები, ჩანაფიქრები და სურვილებია. ყველაზე დიდი მოტივაცია კი შვილები და მათი წარმატებებია, რომლისთვისაც ერთად ვშრომობთ’’.

უმეტეს შემთხვევაში პროფესიონალი ადამიანებიც კი ცდილობენ, რომ თავიანთი ცოდნა გაიღრმაონ და მიიღონ სხვადასხვა რჩევები:

,,ვფიქრობ რჩევების გაცემისას ძალიან ფრთხილი უნდა ვიყო, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თავისი აღქმა, შესაძლებლობები და ხედვა აქვს. თავად სიამოვნებით ვუსმენ ცნობილი ექსპერტების, ტრენერების, თუ ფსიქოლოგების ლექციებს, ვცდილობ ჩემთვის საჭირო ცოდნა ამოვკრიბო, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კი თავისუფლად იძლევა დღეს ამის შესაძლებლობას’’.

 

დასახული მიზნები და სამომავლო გეგმები ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უბიძგებს ადამიანებს ყველანაირი სირთულის მიუხედავად იბრძოლონ ბოლომდე, ნათიაც ზუსტად ასე ფიქრობს:

,,სამომავლო გეგმები ეს არის ჩემი ძირითადი მამოძრავებელი და ყველაზე დიდი მუხტის მომცემი. ეს გეგმები როგორც პროფესიული ასევე სხვა ინტერესების განვითარებისკენაა ამჟამად მიმართული.დეტალებზე საუბარს მათი განხორციელების შემდეგ შევძლებ…’’

ნათია კახიანის გზა ნათელი მაგალითია იმისა, რომ წარმატება არამხოლოდ იღბლის, არამედ შრომისა და შეუპოვრობის დამსახურებაა.

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩვენი იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების კვალდაკვალ

#OK! ჩვენი იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების კვალდაკვალ

September 5, 2022
#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

February 6, 2026
#OK! დღეს ქანიე უესტი 46 წლის გახდა – მსოფლიოს ყველაზე ექსცენტრული რეპერის პოსტ-აპოკალიფსური სტილი, როგორც რეალობის ანარეკლი

#OK! დღეს ქანიე უესტი 46 წლის გახდა – მსოფლიოს ყველაზე ექსცენტრული რეპერის პოსტ-აპოკალიფსური სტილი, როგორც რეალობის ანარეკლი

June 8, 2023
#OK! დევიდ კომას 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია

#OK! დევიდ კომას 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია

February 19, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

February 18, 2026
#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

#OK! დედოფალი კამილა კლარენს-ჰაუსში ანა ვინტურს შეხვდა

February 20, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები