• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ესთეტიკური სფერო პირდაპირ კავშირშია მედიცინასთან, რის გამოც ის მოითხოვს შესაბამის ცოდნასა და მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ჟურნალი OK-ს დღევანდელი რესპონდენტი ესთეტიკური ცენტრის „ესტიას“ დამფუძნებელი ნათია ბერიძეა, რომელიც ძლიერი და წარმატებული ქალის ნამდვილი სახეა. ჩვენი რესპონდენტი არის ქალი, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის ნამდვილი სილამაზე სულიერი სიმშვიდიდან მოდის. მიუხედავად გადატვირთული და დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიული საქმიანობისა, იგი იდეალურად ახერხებს საქმიანობის, დედობისა და ბებიობის ერთმანეთთან შეთავსებას, რაც მას უფრო აძლიერებს.

 

როგორ დაიწყო თქვენი გზა ესთეტიკურ სფეროში?

ჩემთვის ესთეტიკური სამყარო ყველაფერია. მგონია, თითქოს ამ სამყაროში გავჩნდი და ეს ცხოვრება ერთი დიდი ფილმია, რომლის მთავარი მსახიობიც მე ვარ. განსაკუთრებულად მიყვარს ეს სფერო.

ესთეტიკა და მედიცინა ერთმანეთის კვალდაკვალ ვითარდება, რის გამოც ესთეტიკურ სფეროში საქმიანობისთვის აუცილებელია შესაბამისი განათლების მიღება და მრავალფეროვანი კვალიფიკაციების გავლა.

 

როდის და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი ესთეტიკური ცენტრის „ესტია“-ს შექმნა?

რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიის ბევრ ადამიანს თავიდანვე უჩნდება სურვილი, შექმნას საკუთარი ესთეტიკური ცენტრი, თუმცა ამას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ყოველთვის მქონდა ოცნება, შემექმნა საკუთარი ესთეტიკური ცენტრი, სადაც ჩემს თანამოქალაქეებს მომსახურებას გავუწევდი.

სანამ „ესტიას“ დავაარსებდი, ვმუშაობდი უკრაინაში. როდესაც ჩემი ბავშვობის ქალაქში, ბათუმში, დავბრუნდი, გამიჩნდა სურვილი, აქაც მქონოდა ჩემი „ესტია“ და ყოველგვარი მომსახურება მიმეწოდებინა ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი მომხმარებლები არიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები.

 

 

ქ-ნო ნათია, თქვენ ხართ წარმატებული ქალის ჭეშმარიტი სახე, როგორ უთავსებთ ერთმანეთს დედობას, ბებიობას და პროფესიულ საქმიანობას?

იმდენი დრო გავიდა, რაც ჩემი საქმიანობა დავიწყე და იმდენად გავიზარდე, რომ ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ვარ წარმატებული-მეთქი? მაგრამ პასუხს ყოველთვის ვპოულობ ჩემს პაციენტებში, ჩემი ესთეტიკური ცენტრის მომხმარებელთან, იმით, თუ როგორ ვუყვარვართ, როგორი ღიმილით შემოდიან, როგორი სიყვარულით გვემშვიდობებიან და ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე დიდი გამარჯვება. მართლა რთულია ეს ყველაფერი ერთმანეთს შეუთავსო, მაგრამ სიყვარული გაძლევს ძალას შენი პროფესიისადმი, ოჯახისადმი. თუ საქმეს სიყვარულით აკეთებ, ის აუცილებლად გამოგივა. რაც შეეხება დედობას და ბებიობას, ვარ 2 შვილის დედა, 3 შვილიშვილის ბებია, მალე მეოთხეც შეგვეძინება და ყველა ერთი დიდი სიყვარულით ვცხოვრობთ.

 

რა არის თქვენი მთავარი პრინციპი პაციენტებთან ურთიერთობისას?

პაციენტებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მიჭირს, პირველ რიგში, ამაში გამოცდილებაც მეხმარება. ჩვენს სფეროში ფსიქოლოგობაც გამოგვდის. როდესაც პაციენტი ცდილობს, გული გაგიხსნას, საკუთარი შეხედულება და ემოცია გაგიზიაროს, რომ ეს პროცედურები მას გაალამაზებს, უფრო მეტად გამოკვეთს მის სილამაზეს და ეს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება, ეს ბედნიერებაა. როცა ისინი ჩემი კაბინეტიდან კმაყოფილები გადიან, სიხარულის ცრემლებიც კი მომდგომია თვალზე. მათთან მუშაობისას ჩემი მთავარი პრინციპია, ზუსტად ის მიზნობრივი პროცედურა მივაწოდო მათ, რაც რეალურად სჭირდებათ, რადგან ესთეტიკური პროცედურები მთლიანად მედიცინის ნაწილია.

 

დამღლელი დღის შემდეგ რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

დაღლილი დღის შემდეგ ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის არის ბედნიერი პაციენტი. როდესაც ის გადის კაბინეტიდან, მოღიმარი თვალებით მიყურებს და მადლობების კორიანტელში მახვევს, ამ დროს ვარ ძალიან ბედნიერი.

არასდროს დამავიწყდება მომენტი, როდესაც ასაკოვანი, 80 წლამდე ქალი მოვიდა, ყოფილი მსახიობი, რომელმაც შემდეგი სიტყვები მითხრა: „ისე არ გამალამაზოთ, ქალბატონო ექიმო, რომ ჩემმა მეგობრებმა ვერ მიცნონ“. ბოლოს რომ ადგა და სარკეში ჩაიხედა, ისეთი გაბრწყინებული მიყურებდა, ჩამეხუტა და გადამკოცნა. აი, ზუსტად ეს არის ყოველი დაღლილი დღის შემდეგ ჩემი მთავარი მოტივაცია მეორე დღისთვის.

 

 

როგორ უმკლავდებით სირთულეებს პროფესიულ საქმიანობაში?

რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროფესიულ საქმიანობაში, ჩვენთანაც არსებობს სირთულეები. მას რომ გავუმკლავდეთ, უნდა გავძლიერდეთ, ცოდნის საფეხურის ყველაზე მაღალ დონეზე უნდა ვიყოთ. ყველა პროფესიაში არის კონკურენცია, ამიტომ თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერები, ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელი იქნება.

 

ოჯახის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენს წარმატებაში?

ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია და უდიდესი ბედნიერებაა, რაც შეიძლება დედის გულში არსებობდეს. მჯერა, რომ ნებისმიერი წარმატებული ადამიანის საფუძველი სწორედ საკუთარი ოჯახია. მთელი ჩემი სიხარული, სიყვარული და ბედნიერება ჩემს ოჯახს უკავშირდება.

 

რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარიერა და ოჯახი ერთმანეთთან შეუთავსებელია?

სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, ამ თემაზე ვრცელი სტატია დამეწერა. ოჯახი და კარიერა ერთმანეთთან შეუთავსებელი არ არის. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ძალა და უნარი, სწორად გადაანაწილოს დრო და ენერგია. ოქროს შუალედის პოვნა პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახს შორის ნორმალური და სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ოჯახსა და კარიერას შორის შეუთავსებლობა არ არსებობს.

 

რა უნარჩუნებს ადამიანს სილამაზესა და ახალგაზრდობას?

ადამიანი, რომელიც სულითა და ხორცით კეთილია, რომელსაც სხვისი უბედურება გულთან მიაქვს და სხვისი ბედნიერება საკუთარი სიხარულივით ახარებს იმ დონემდე, რომ სიხარულის ცრემლებამდეც კი მიდის – სწორედ ასეთი ადამიანი იძინებს ღამე მშვიდად, რადგან მისი სული თავისუფალია ბოროტებისგან.

ახალგაზრდობისა და სილამაზის ყველაზე დიდი საიდუმლო კი სწორედ კეთილმოსურნეობაშია. როდესაც სარკეში იხედები და ხედავ დამშვიდებულ სულს და დამშვიდებულ სახეს, ამ დროს ხარ ბედნიერი და ახალგაზრდა. ეს არის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების ნამდვილი საიდუმლო.

 

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: ლაურა ზოიძე

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Maroon 5-ის 10 ჰიტად ქცეული სინგლი!

#OK! Maroon 5-ის 10 ჰიტად ქცეული სინგლი!

March 18, 2021
#OK! Bubble Shop – ფერადი, სასარგებლო და ორიგინალური აბაზანის ბომბები თქვენი ოჯახისთვის

#OK! Bubble Shop – ფერადი, სასარგებლო და ორიგინალური აბაზანის ბომბები თქვენი ოჯახისთვის

April 6, 2022
#OK! საქართველოში ინიციატივა – „გაიცანი დილიჟანი“ წარადგინეს

#OK! საქართველოში ინიციატივა – „გაიცანი დილიჟანი“ წარადგინეს

September 25, 2025
#OK! დუა ლიპას გემოვნებიანი იმიჯი! მომღერალი Moschino-ს კაბით!

#OK! დუა ლიპას გემოვნებიანი იმიჯი! მომღერალი Moschino-ს კაბით!

March 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 14, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები