• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „მთავარია რწმენა, შრომა და პოზიტიური აზროვნება – შეუძლებელი არაფერია!“

October 23, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

როცა მიზანდასახული ხარ, როცა არასდროს უშინდები გამოწვევებს, აუცილებლად იღებ შედეგს, რომელიც უფრო დიდი გამარჯვებებისთვის მოგამზადებს. მიაჩნია, რომ მისი ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ბრძოლისუნარიანობას, თავდაჯერებულობასა და რწმენას, რომ შეუძლებელი არაფერია. „Ok! ბათუმის“ სტუმარი ლადო მიქელაძეა, რომელმაც სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობა რიგითი დაცვის თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო, დღეს კი „ლიც რეზორტის“, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიცია უკავია.

იყო „ლიც რეზორტის“ გენერალური მენეჯერი, ნიშნავს…

იყო „ლიც რეზორტის“ გენერალური მენეჯერი, ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას როგორც კომპანიის, ასევე სტუმრებისა და თანამშრომლების წინაშე, რადგან სრული პასუხისმგებლობა სასტუმროს სწორ მართვასა და ფუნქციონირებაზე აკისრია გენერალურ მენეჯერს, რაც მოიცავს შემდეგი ძირითადი ამოცანების შესრულებას: სასტუმროს გრძელვადიანი განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, სასტუმროს პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება და ცნობადობის გაზრდა ბაზარზე, ფინანსური დაგეგმარება, ბიუჯეტის მონიტორინგი, ხარჯების ოპტიმიზაცია და სასტუმროს ფინანსური მიზნების მიღწევა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტუმართა კმაყოფილების დოზის ამაღლება, პარტნიორ კომპანიებსა და ტუროპერატორებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა. საერთო ჯამში, გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს კომერციული წარმატების მიღწევაზე, რაც მოითხოვს როგორც სტრატეგიულ აზროვნებას, ასევე ოპერაციული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარს.

 

რა პრივილეგიები და გამოწვევები აქვს სტუმარმასპინძლობის სექტორში მუშაობას?

სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობას აქვს უპირატესობებიც და გამოწვევებიც. უპირატესობებია: კარიერული ზრდის უსაზღვრო შესაძლებლობა, რისი ნათელი მაგალითიც ალბათ ჩემი ამბავიცაა. როგორც მოგეხსენებათ, სტუმარმასპინძლობის სფეროში მოღვაწეობა დავიწყე რიგითი დაცვის თანამშრომლის პოზიციიდან და დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი 5-ვარკვლავიანი სასტუმროს გენერალური მენეჯერი გახლავართ. ასე რომ, ამ სფეროში არანაირი სტერეოტიპული საზღვრები არ არსებობს. ასევე, სტუმარმასპინძლობის სფერო გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება, ჩართული იყოთ სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო პროცესში. ამ სფეროს კიდევ ერთი დიდი ბენეფიტი არის კომუნიკაცია და ურთიერთობები. სამუშაო მოითხოვს მუდმივად იყოთ კომუნიკაციაში ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ბიზნესსექტორთან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე პირებსა და ბევრ საინტერესო ადამიანთან, რაც გაძლევთ საშუალებას, დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები. რაც შეეხება გამოწვევებს… გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სასტუმრო არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური ფაქტორით გამოწვეული პრობლემა, რაზეც სტუმრების გარკვეულ ნაწილს აქვს უკმაყოფილების გამოხატვის მძაფრი უნარი. აღნიშნული გარემოება საკმაოდ სტრესულია როგორც თანამშრომლებისთვის, ვინც მათ ემსახურება, ასევე მენეჯერული პოზიციის მქონე ადამიანებისათვის. თუმცა ნორმების ფარგლებში რეკომენდაციების და შენიშვნების დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი მომსახურების დონის გასაუმჯობესებლად.

რა სერვისს და სიახლეებს სთავაზობს „ლიც რეზორტი“ მომხმარებელს, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მასზე?

ჩვენს სასტუმროში არის ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე სტუმრებისთვის გათვლილი სერვისები და სივრცეები, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, მშრალი და ორთქლის საუნები, ჯაკუზები და წყალქვეშა სარბენი ბილიკი, ჰამამი, ფიტნეს დარბაზი, კინოთეატრი, მაგიდის თამაშების კლუბი, პეტანკის კორტები, სადაც განთავსებულია გიგანტური ჭადრაკი და შაში, ბავშვთა გასართობი ოთახი, არქადები, ბილიარდის კლუბი, ბიბლიოთეკა,ობსერვატორია და კლინიკა, სადაც ექსკლუზიურად ჩვენთან ხდება ფაგებით ორგანიზმის წმენდა და სხვადასხვა კოსმეტოლოგიური თუ სამედიცინო პროცედურები. ასევე, გასტროტურიზმის მოყვარულთათვის მაქვს სასიხარულო სიახლე, ჩვენს სასტუმროში არის ქართული და ევროპული სამზარეულოს მქონე რესტორნები, რომელმაც სულ ახლახან მიიღო ფრანგული პრესტიჟული ბრენდის Gault&Millau-ს ვარკვლავი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. როგორც ხედავთ, ჩვენი სასტუმრო არის საუკეთესო ადგილი, გაექცეთ ქალაქის ყოველდღიურ ქაოსურ და აქტიურ რეჟიმს და მოახდინოთ სრული განიტვირთვა ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

მომხმარებლისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფასები, აღნიშნული კუთხით რა შეთავაზებები გაქვთ მათთვის?

რა თქმა უნდა, სერვისების მრავალფეროვნება კარგია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს თან ახლავს ლოიალური ფასები, ეს საუკეთესოა. დიახ, ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა თავისი ლოიალური ფასთა პოლიტიკით ბაზარზე. ასევე, ძალიან ხშირად ჩვენს მომხმარებლებს ვანებივრებთ სხვადასხვა სახის აქციებით და შეთავაზებებით. აქედან გამომდინარე, ჩემდა სასიხარულოდ, ჩვენი სასტუმროს ძირითადი სტუმრები გახლავთ ქართველები.

არაერთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლეთ, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა „ლიც რეზორტში“ სტუმრობა და დასვენება. აღნიშნული კუთხით რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

დიახ, „ლიც რეზორტი“ უკვე არაერთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი გახლავთ. ჩვენი სასტუმროს სცენა არაერთმა მსოფლიო დონის მუსიკოსმა დაიკავა, როგორიც არის: Boney M, ჯგუფი R.I.O , Modjo და სხვა ცნობილი მომღერლები. ამ ტენდენციას ახლაც ვაგრძელებთ და მომავალშიც ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს.

 

მოგვიყევით ახალ პროექტსა და თქვენს მოლოდინზე.

ახალ პროექტებს რაც შეეხება, კვარიათის ცენტრში დავიწყეთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი რეგიონში. სანაპიროზე საფუძველი ეყრება 21-სართულიანი აპარტ-ოტელის ტიპის კომპლექსის მშენებლობას Litz Anchor-ი, სადაც იქნება საცხოვრებელი კომპლექსი და 100-ნომრიანი სასტუმრო, რომლის ოპერირებას საერთაშორისო ბრენდის ქსელი განახორციელებს. კომპლექსის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ 5-ვარსკვალავიანი სასტუმროს ყველა სერვისით. სასტუმროს ბოლო სართულზე იქნება ულამაზესი Infinity აუზი Lazy River ფუნქციით. ასევე, კომპლექსს ექნება პირადი სანაპირო და იახტკლუბი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაკეთდება საბაგირო, რომელიც დააკავშირებს კომპლექსს ჩვენს სასტუმროსთან და უფრო კომფორტულსა და მარტივს გახდის ტრანსპორტირების პროცესს სასტუმრომდე.

 

რას უყვებით ყველაზე ხშირად „ლიც რეზორტში“ მოსულ უცხოელ ტურისტებს?

ყველაზე ხშირად უცხოელ და არამარტო უცხოელ ტურისტებს ვუყვებით ჩვენი სასტუმროს უნიკალურ ადგილმდებარეობაზე. როგორც მოგეხსენებათ, სასტუმრო მდებარეობს ზღვის დონიდან 370 მეტრის სიმაღლეზე, რაც არის ზღვისა და მთის ჰავის შერწყმის იდეალური წერტილი. ზღვის იოდიანი და მთის აზოტით გაჟღენთილი ჰაერი ბალანსირებულად ერწყმის ერთმანეთს, რაც იწვევს ჟაგბადის უხვ რაოდენობას სასტუმროს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონე პირებისთვის ლიცი იდეალური ადგილია.

შეფასება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

ჩემთვის, როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერისთვის, თითოეული ჩვენი სტუმრის შეფასება არის უნიკალური და მნიშვნელოვანი. თუმცა მაინც გამოვარჩევდი ერთ-ერთს. ჩვენმა სტუმარმა პირად საუბარში გამიზიარა მისი ამბავი ლიცთან დაკავშირებით, რომ ლიცი არის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რადგან ჩვენს სასტუმროში გაიცნო მომავალი მეუღლე და ეს ადგილი მათთვის ყველაზე ბედნიერ და სასიამოვნო მოგონებად იქცა. მას შემდეგ ტრადიციად აქვთ, ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ჩამოდიან და აღნიშნავენ მათთვის მნიშვნელოვან თარიღს, ახლა უკვე შვილებთან ერთად.

გუნდურობის ძალა…

გუნდურობის ძალა არის გადამწყვეტი სტუმარმასპინძლობის სფეროში, რადგან ამ გრძნობის გარეშე შეუძლებელია გამართული ფუნქციონირება და სერვისის მაღალი დონე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს სტუმართა კმაყოფილების ასამაღლებლად და მათი პოზიტიური და ბედნიერი მოგონებების შესაქმნელად, ძალა ერთობაშია!

როგორ წარმოგიდგენიათ „ლიც რეზორტის“ მომავალი?

„ლიც რეზორტის“ მომავალი წარმომიდგენია უფრო გაფართოებული და საერთაშორისო მასშტაბზე გასული. ამისათვის მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვმუშაობთ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შრომა სულ მალე შედეგს გამოიღებს. მთავარია რწმენა, შრომა და პოზიტიური აზროვნება, შეუძლებელი არაფერია!

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “უნდოდათ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა” – ჰეილი ბიბერის და სელენა გომესის კადრები ინტერნეტს იპყრობს

#OK! “უნდოდათ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ მათ შორის ყველაფერი კარგადაა” – ჰეილი ბიბერის და სელენა გომესის კადრები ინტერნეტს იპყრობს

May 6, 2025
#OK! ვრცლად „პრაიმი“ ბათუმის სერვისცენტრის შესახებ

#OK! ვრცლად „პრაიმი“ ბათუმის სერვისცენტრის შესახებ

July 6, 2023
#OK! გამოწვევები, როგორც ცხოვრების მოტივაცია

#OK! გამოწვევები, როგორც ცხოვრების მოტივაცია

February 6, 2024
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ევროვიზიის ისტორიას?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ევროვიზიის ისტორიას?

May 27, 2025

კვირის ჰიტები

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

July 4, 2025
#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები