• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მსახიობი ქალის ცხოვრება

October 3, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK! ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირს, ყველასათვის საყვარელ, უნიჭიერეს მსახიობსა და რუსთაველის თეატრის სახალხო არტისტს − ნანა ფაჩუაშვილს წარმოგიდგენთ. ქალბატონ ნანას, რა თქმა უნდა, მის მშობლიურ რუსთაველის თეატრში ვეწვიეთ. ჩვენი საინტერესო საუბარი კი ნანა ფაჩუაშვილის საგრიმიორო ოთახში შედგა − სივრცეში, სადაც არტისტი წლების განმავლობაში არაერთი დიდებული პერსონაჟის შესასრულებლად ემზადებოდა, ირგებდა მათ სახეს, ძვრებოდა მათ ტყავში, შემდეგ კი რუსთაველის თეატრის ჯადოსნურ სცენაზე აცოცხლებდა.

 

 

ქალბატონო ნანა, ძალიან ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ. თავად როგორ შეაფასებდით თქვენს უკვე განვლილ შემოქმედებით წლებს?

ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრება ადვილად მისაღწევი ნამდვილად არ არის. ეს ნებისმიერი მსახიობის ოცნებაა. ზეამოცანაა, იყო თუნდაც შესამჩნევი, კარგი მსახიობი. ამას იმდენი ნებისყოფა, მოთმინება სჭირდება, ისეთი რთული გზაა გასავლელი, რომ მხოლოდ მას შეუძლია ეს ყველაფერი შეიგრძნოს და გადაიტანოს, ვინც თეატრში მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა, გამორჩეული თუ ჩვეულებრივი არტისტია − ყველას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი. ეს გზა, რა თქმა უნდა, გავიარე მოთმინებით და ჩემი პროფესიისადმი ფანატიკური სიყვარულით, სხვანაირად არაფერი გამომივიდოდა ამ დიდებულ თეატრში. მე რომ რუსთაველის თეატრში მიმიწვიეს, მესამე კურსზე ვიყავი და ჩემი დებიუტი მალევე შედგა. ვფიქრობ, ეს ბედისწერა იყო. მე მჯერა ბედისწერის. ბევრი ნიჭიერი მსახიობი შეიძლება სწორედ უიღბლობის გამო ვერ შედგეს და ვერ შექმნას საკუთარი კარიერა. მე ბედისწერას, მოთმინებას, შემთხვევითობას და შრომას − ამ ყველაფერს ვუმადლი ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას. ახალგაზრდობიდან არაერთი ტრაგედია გადავიტანე, 18 წლის ასაკში ფეხმძიმე დავქვრივდი, შემდეგ გავაჩინე შვილი და მარტოობაში გავზარდე. ასე რომ, ჩემთვის ძალიან რთული იყო ოჯახისა და თეატრის შეთავსება. პირად ცხოვრებაში სირთულეები მქონდა, თეატრში კი თავს თუ არ გადადებ და ბევრს არ იშრომებ, არაფერი გამოვა. ამ მხრივ, საკმაოდ რთული გზა გავიარე, ალბათ, როგორც ბევრმა ჩემმა კოლეგამ, და გახლავართ ეროვნული თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მე ვამაყობ და მადლიერი ვარ ჩემი თეატრის, რომელმაც ყველაფერი მომცა. რომ არა რუსთაველის თეატრი, რა უღიმღამო იქნებოდა ჩემი ცხოვრება… ნამდვილად მიმაჩნია, რომ შემოქმედებით ცხოვრებაში ბედნიერი ადამიანი ვარ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მართალია, ბევრი სირთულე გადავიტანე, მაგრამ ისიც დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს ვარ დიდი ბებია.

 

 

გაიხსენეთ თქვენი როლები. როგორ როლში გრძნობდით თავს განსაკუთრებით კომფორტულად? როგორი ხასიათის პერსონაჟების თამაში იყო თქვენთვის გამორჩეულად საინტერესო?

უკვე ასაკის მრგვალი თარიღი მიახლოვდება და ამ გადასახედიდან შემიძლია სამ ნაწილად დავყო ჩემი შემოქმედება. პირველი, ცხადია, არის ის ნაწილი, როცა პირველად მოვედი თეატრში და მაძლევდნენ ახალგაზრდა, ლაღი ლამაზმანების, ახალგაზრდა მსხვერპლის როლებს. თავიდან ყოველთვის ამგვარ პერსონაჟებს ვთამაშობდი. აი, მომდევნო ეტაპზე შესრულებულმა როლებმა კი ძალიან გამიტაცა. ჩემდა საბედნიეროდ, მომცეს ისეთი როლები, რომლებიც უფრო საინტერესო შესასრულებელი იყო, ჩემი პერსონაჟების შინაგანი, პიროვნული განსხვავებულობის გამო. მარტოსული, მარტოხელა ქალების როლის შესრულებამ ძალიან გამიტაცა. ლამაზმანებიდან გადავედი უფრო ემოციურ, ღრმა როლებზე და ეს ძალიან მომწონდა, უფრო ადამიანური და განსხვავებული შეგრძნებები გააღვიძა ჩემში, როგორც არტისტში. მესამე ეტაპზე, ჩემმა პრაქტიკამ, გამოცდილებამ და წლებმა აჩვენა, რომ შემიძლია ძალაუფლებით აღსავსე, ძლიერი ქალების როლის თამაში, რომელთაც შეუძლიათ შურისძიება, განრისხება, შინაგანად ძლიერი პიროვნებები არიან. ერთ-ერთი ასეთი ბოლო როლი იყო დარეჯან ცბიერის როლი, რომელიც ერეკლე მეფის მეუღლე გახლდათ და როგორც ამბობენ, 20-მდე შვილი ჰყავდა. ოჯახისა და ერისთვის თავდადებული, ძლიერი ქალის ისტორია ძალიან საინტერესო და მომხიბლავი იყო ჩემთვის შესასრულებლად. ასევე, ახმეტელის თეატრში ვითამაშე სპექტაკლში „მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი“, სადაც შევასრულე მდიდარი, შურისმაძიებელი ქალის როლი, რომელიც გამდიდრდება და ჩავა გუბერნიაში, საიდანაც გააგდებენ და უარყოფენ, სადაც დაკარგავს ბავშვს, გახდება როსკიპი. ყველაზე შურს იძიებს, ვინც ის განდევნა. ძალიან საინტერესოა ამგვარი როლები. ის, რომ პროფესია მაძლევს საშუალებას, გავუგო ჩემს პერსონაჟებს, ბევრი რამ შევითვისო. სხვათა შორის მე ერთ-ერთი პირველი მსახიობი ვარ, რომელმაც გარისკა და სხვა თეატრებშიც გავიდა. სულ პირველად თავისუფალ თეატრში, ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში ვითამაშეთ მე, რამაზ ჩხიკვაძემ და კახი კავსაძემ, შემდეგ იყო ზუგდიდის, ახმეტელის თეატრები. ათონელის თეატრის ხელმძღვანელი ვარ დღემდე, სადაც ვთამაშობ ისეთ მნიშვნელოვან სპექტაკლს, როგორიცაა „დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“. ძალიან მოხუცებულ, ავადმყოფ ქალს ვთამაშობ და ეს როლიც უზომოდ მიზიდავს. მსახიობს, რაც უფრო მრავალფეროვანია როლი, მით მეტად იტაცებს მისი თამაში. ასაკში კიდევ უფრო საინტერესო როლები მოდის ჩვენს ცხოვრებაში, სხვა სიღრმეებში გვიწევს „ფათური“ და ეს ბევრად გვამდიდრებს.

 

რამეს ნანობთ?

არა. არაფერს. იკითხავენ ხოლმე, რა როლზე ოცნებობთო? არასოდეს მიოცნებია. რა აზრი აქვს ოცნებას? მთავარი ისაა, რა როლს მოგანდობს რეჟისორი. საერთოდ არასდროს მქონია წარმოდგენა, რა როლს მივიღებდი და აი, უცბად მოვიდოდა ლარნაკზე დადებული. ასე უფრო სწორია, როცა რეჟისორი დაგინახავს კონკრეტულ როლში და მოგანდობს.

სცენაზე გასვლის წინ რაიმე რიტუალი გაქვთ?

ადრე ასე ვიცოდი: სპექტაკლის დაწყებამდე ბევრად ადრე დავდგებოდი კულისებში და საკუთარი თავის მობილიზებას ვახდენდი. განმარტოების სურვილი მიჩნდებოდა კულისებში, სცენაზე გასვლის წინ. თან ჩემთვის რაღაცას ჩავიფიქრებდი ხოლმე. ეს იყო ჩემი რიტუალი. ახლა კი ჭიქა ძლიერი, აღმოსავლური ყავა რომ არ დავლიო სცენაზე გასვლამდე, მგონია, რომ სხვაგვარად სპექტაკლს ვერ ვითამაშებ. ყავა ტონუსს მაძლევს. მითქვამს, აი, დღეს იმიტომ ვერ ვითამაშე, რომ ყავა არ დამილევია-მეთქი. ეს უკვე ჩვევაა და არა რიტუალი.

ნერვიულობთ სპექტაკლის დაწყების წინ?

ყოველთვის, ყოველი გასვლის წინ ვნერვიულობ და, ალბათ, აუცილებელიცაა მსახიობი ნერვიულობდეს. ამ დროს სხეულის ტემპერატურა იზრდება, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, თუმცა ეს ნერვიულობა ზოგჯერ ხელსაც მიშლის. უბრალოდ, სხვანაირად არ გამომდის. კურიოზებიც შემხვედრია ნერვიულობის გამო. მაგალითად, ერთი ასეთი შემთხვევა „რიჩარდ მესამის“ პრემიერიდან მახსოვს, სადაც ლედი ანას როლს ვთამაშობდი. სცენაზე შთამბეჭდავი გასვლა მქონდა, სტურუამ ხომ მსახიობის დიდებულად წარმოჩენა იცის… სცენაზე გავედი გია ყანჩელის არაჩვეულებრივი მუსიკის თანხლებით, დავდექი, უნდა დავიწყო პატარა მონოლოგი და… დამავიწყდა. სიტყვაც ვერ წარმოვთქვი. ნერვიულობისგან ყველაფერი დამავიწყდა. რამაზ ჩხიკვაძესთან მქონდა სცენა. რამაზი გვერდიდან რაღაცებს მანიშნებს, ხმით, თვალებით, მაგრამ არაფერი მახსოვს. დიდი პაუზა გაჩნდა. იქვე კულისებში ფორტეპიანოს შემსრულებელი, ლეილა იჯდა, რომელიც მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლს და ზეპირად იცოდა ყველა მსახიობის ტექსტი. არ ვიცი, რა მეშველებოდა, პირველი სიტყვა რომ ლეილას არ ეკარნახა, აი, მაშინ „გაიხსნა ცა“ და წამოვიდა ტექსტი წყალივით. იცით, ასეთი რამ თითქმის ყველა არტისტს ემართება. მე არ ვარ გამონაკლისი, ცხადია.

მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობის მაგია როგორია თქვენს შემთხვევაში? როცა სცენაზე თამაშობთ, მუდამ გახსოვთ, რომ ბევრი თვალი გიყურებთ?

არა. იცით რა, მსახიობს თუ ახსოვს, რომ სცენის მიღმა მაყურებელია, ესე იგი ის ცრუობს. არტისტი იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, იმდენად შესული და დაკარგული როლში, გარემოში, რომ იქ უნდა იცხოვროს, ვეღარაფერს უნდა ამჩნევდეს და თუ მაყურებელს ამჩნევს, მატყუარა გამოდის. მაყურებელი კი ამას ყოველთვის გრძნობს. მსახიობის თამაში გადამდები უნდა იყოს, მისი ღიმილი, სიცილი, ტირილიც, უნდა თანაუგრძნოს მაყურებელმა და თუ არ თანაუგრძნო, გამოდის, რომ მსახიობის საქმე ცუდადაა და ვერ თამაშობს. სპექტაკლის ბოლოს, როცა თავს ვუკრავ პუბლიკას, იქ თითქოს ამეხილება თვალი, მაგრამ ვინ ან სად ზის, მაინც ვერ ვამჩნევ.

 

ქალბატონო ნანა, კინო გიყვართ?

არც მე მიყვარს კინო და არც კინოს ვუყვარვარ. ორმხრივი გრძნობა გვაქვს. მე თეატრის მსახიობი ვარ. ისე, თავად მიყვარს კინოს ნახვა, ვუყურებ ისეთ ფილმებს, სადაც სიმშვიდეა. როცა სტრესული მომენტებია, რომელიც უნდა განვიცადო, გადავრთავ ხოლმე, ნერვებს ვუფრთხილდები.

გიფიქრიათ, რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდა ნანა ფაჩუაშვილი?

ჩვეულებრივი დიასახლისი. ასე მგონია.

შინ ფუსფუსის დრო გრჩებათ?

რა თქმა უნდა, მრჩება და ნურავის ჰგონია, რომ მსახიობები შინ არ საქმიანობენ. მე ვისაც ვიცნობ, მსახიობი ქალები, ძალიან კარგი დიასახლისები არიან. ჩემი დიასახლისობა უფრო მეტად შეღამებისას იწყება, დილით კი რეპეტიციაზე მოსვლა უნდა მოვასწრო. საკმაოდ გვიან ვიძინებ და ადრე ვდგები.

დასასრულ, თქვენი ყველაზე დიდი სურვილი გაგვიმხილეთ.

სიმშვიდე მინდა იყოს ჩემ ირგვლივ. მინდა, ჩემი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ და ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდეს.

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფია საენკო

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

May 31, 2026
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021

კვირის ჰიტები

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

August 28, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები