რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! შეიქმენით ფერადი განწყობა, ყველაზე ფერადი სეზონისთვის „საკურ ბრაზერსთან“ ერთად

December 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

OK! წარმოგიდგენთ Landmark Georgia-ს პორტუგალიურ ბრენდ Sacoor Brothers-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. კომპანია 2017 წელს დაარსდა საქართველოში და 2 წელია რაც აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ეწევა. კომპანია აქტიურად მუშაობს რითეილ და F&B სექტორში ბიზნესის განვითარებისთვის. საქართველოში ეს საქმიანობა ქვეყანაში პრემიუმხარისხის ბრენდის შემოტანით დაიწყო. თავის მხრივ, Sacoor Brothers-ის ბრენდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, ამის დასტური კი უამრავი ჯილდო და ტიტულია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში მომსახურების მიმართულებით აქვს მოპოვებული. მაღაზიებში შეგიძლიათ ისარგებლოთ მკერავის უფასო მომსახურებით, რათა უკეთ მოირგოთ შეძენილი სამოსი. Landmark Georgia-ს გეგმებსა და Sacoor Brothers-ის ბრენდზე უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი − მოჰანად ალსამიერი გვიამბობს.

თავდაპირველად, გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვიამბეთ თქვენ შესახებ. რა გაძლევთ მოტივაციას? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად?

გამარჯობა. უპირველესად მივესალმები თქვენს მკითხველს. ჩემი ძირითადი საქმიანობა ბიზნესსა და ინვესტირებას მოიცავს. სხვადასხვა სახის ბიზნესი 7 ქვეყანაში მაქვს და ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო. ჩემი აქ საქმიანობა უკვე 2 წელს ითვლის, ამჟამად კი აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის გაფართოებაზე.

ჩვენს სფეროში მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და მუდმივად ფიქრობდე წინსვლაზე. ჩემთვის მთავარი მოტივატორი, ბიზნესში წარმოქმნილი გამოწვევები და კონკურენციაა, რაც, ბუნებრივია, ჩემს საქმიანობას აქტიურად თან სდევს. ახალი გამარჯვებები ყველაზე დიდი სტიმული, რათა უფრო და უფრო მეტს მივაღწიო. ამ პროცესს კი უფრო საინტერესოს ხდის ფაქტი, რომ ეს წარმატება, ამ ეტაპზე, მუდმივი და შეუქცევადი პროცესია. ყოველთვის ვამბობ, გაჩერდი მაშინ, როცა დაასრულებ და არა მაშინ, როცა დაიღლები!

რატომ გადაწყვიტეთ გაფართოება საქართველოში და რამდენად განსხვავდება აქაურობა იმ ქვეყნებისგან, სადაც საქმიანობთ?

ერთი შეხედვით შესაძლოა მიიჩნიონ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით, თუმცა აქაურობა ინვესტორისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ბაზარი აქტიურად ვითარდება და დიდი პოტენციალი აქვს.

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც ყოველწლიურად მოსახლეობის რაოდენობას რამდენიმეჯერ აჭარბებს, ეს კი ყველა ბიზნესისთვის საინტერესოა. ქვეყანა ვითარდება და აქვს დიდი შანსი, რეგიონში იყოს გამოკვეთილი ლიდერი საცალო გაყიდვებისა და F&B სექტორში. ჩვენი ბრენდის განვითარების პროცესში საქართველოს ბაზრის დაკავება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა და სწორედ ეს გახდა წინაპირობა თქვენს ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის დაწყების.

საქართველოში მომხმარებლის ქცევა დიდად არ განსხვავდება სხვა ქვეყნების მომხმარებელთა ქცევისგან, თუმცა ქვეყნის ძლიერი ტრადიციები გარკვეულწილად ახდენს გაყიდვებზე გავლენას. საქართველოში სეზონური კლიმატური ცვლილება ყველაზე დიდი განმასხვავებელია იმ ქვეყნებისგან, სადაც ვოპერირებთ, რაც განაპირობებს სეზონურად განსხვავებული კოლექციების შექმნის საჭიროებას.

გვესაუბრეთ, როგორ ჩამოყალიბდა Landmark Georgia და რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე.

2017 წელს საქართველოში ჩემს პარტნიორებთან ერთად შევქმენი „ლენდმარკ ჯორჯია“. შედარებით აქტიური საქმიანობა 2 წლის წინ დავიწყეთ, როცა საქართველოში „საკურ ბრაზერსის“ პრემიუმბრენდი შემოვიტანეთ.

თავიდან ადგილობრივი გუნდი სულ რამდენიმე ადამიანს შეადგენდა. დღესდღეობით ჩვენი გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომელიც დროთა განმავლობაში ბიზნესის ზრდასთან ერთად ფართოვდება.

ჩვენი ბრენდის უპირატესობას, წარმატებულ კონკურენციასა და ბიზნესის წინსვლას, ბუნებრივია განაპირობებს მჭიდრო ურთიერთობა ადგილობრივ თანამშრომლებთან, ჩვენს პარტნიორებთან, ბრენდის მფლობელებთან და გამოცდილ ბიზნესპროფესიონალებთან.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ბიზნესმოდელი, რომელიც შეესაბამება ჩვენს ბიზნესპორტფელს. მოდელი, რომელიც მორგებულია ბაზრის დინამიკასა და მომხმარებლის საჭიროებებს.

ბაზარზე ახალი ბრენდის შემოტანისას რა პრინციპით ხდება მისი შერჩევა?

ბრენდის ქვეყანაში შემოტანისას უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებთ ადგილობრივ ბაზარს, მის კონკურენტუნარიანობასა და პოტენციალს. ბაზრის სწორი კვლევა და ანალიზი, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია.

რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ადგილობრივ კულტურას, თუ როგორ შეეწყობა იგი კონკრეტულ ბრენდს. რამდენად ემთხვევა მოსახლეობის ძირითადი ღირებულებები ბრენდის ღირებულებებს. მსგავსი ფაქტორები დიდ როლს თამაშობს შემდგომში ბრენდის წინსვლასა და განვითარებაში.

ასევე, მნიშვნელოვანია პოტენციური სივრცისა და ლოკაციის შერჩევა. შემდეგ კი ვიწყებთ ბრენდთან მოლაპარაკებებს, ვქმნით ბიზნესსიმულაციურ მოდელებს და ვიწყებთ საოპერაციო საკითხების მოგვარებას, რათა ახალი ობიექტის გახსნამ წარმატებით ჩაიაროს.

გვიამბეთ Sacoor Brothers-ის მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ.

„საკურ ბრაზერსი“ არის პორტუგალიური პრემიუმკლასის ბრენდი, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. საქმიანობა ლისაბონში, დატვირთულ პორტუგალიურ ქუჩაზე დაიწყეს, სადაც ახლად მოდუღებული ესპრესოსა და გემრიელი საკონდიტრო ნაწარმის სუნი ტრიალებდა. თავდაპირველად, პატარა მაღაზიაში მომხმარებელს მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმლის შეძენა შეეძლო.

დღესაც, ბრენდი თავის მაღაზიებში მისულ მომხმარებელს ესპრესოთი უმასპინძლდება, რათა გააგრძელოს ტრადიცია, რომლითაც თავის დროზე საფუძველი ჩაეყარა ისეთ გლობალურ და მოდურ ბრენდს, როგორიც Sacoor Brothers-ია. დღეს Sacoor Brothers წარმოდგენილია 19-ზე მეტ ქვეყანაში 115-ზე მეტი მაღაზიით და მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება.

Sacoor Brothers-ს გამოარჩევს პრემიუმ-ტიპის მომსახურება და გამოცდილება, რომელიც კომპანიის „დნმ“-ის ნაწილი გახდა. ბრენდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი ხარისხის მომსახურებას და თავდაუზოგავად მუშაობს, რათა დანერგოს მაღაზიებში თბილი, პორტუგალიური სტუმართმოყვარეობის პრინციპები.

ამჟამად, თბილისში Sacoor Brothers-ის ორი მაღაზიაა − „თბილისი მოლსა“ და საბურთალოს „სითი მოლში“. ჩვენს მაღაზიებში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სამკერვალო მომსახურებით, რაც საშუალებას მისცემთ გადააკეთონ და უკეთ მოირგონ ჩვენთან შეძენილი სამოსი.

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე უცხოურ ბრენდთან, რომელთა ქვეყანაში შემოყვანაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ახლო მომავალში საქართველოში რამდენიმე ბრენდით ვიყოთ წარმოდგენილნი და ბაზარი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ასევე, „ლენდმარკ-ჯორჯია“ გეგმავს Sacoor Brothers-ის მაღაზიების ქსელის გაფართოებას.

მის: „სითი მოლი“, I სართული

ტელ: 032 2 482 071; 577 11 53 54

მის: „თბილისი მოლი“, II სართული

ტელ: 032 2 206 444; 577 11 51 54

web: https://www.facebook.com/SacoorBrothersGeorgia/

რეკლამა

https://www.instagram.com/sacoorbrothersgeorgia/

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! სელენა გომეზი ავსტრალიური ვოგისთვის! მომღერალი ჟურნალის გარეკანზე!

#OK! სელენა გომეზი ავსტრალიური ვოგისთვის! მომღერალი ჟურნალის გარეკანზე!

June 22, 2021
#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

#OK! კულინარიული შეჯიბრი „ნიკორასთან“ ერთად

November 3, 2022
#OK! ტაირა ბენქსი კრიტიკის ობიექტია! ნახეთ იმიჯი რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია!

#OK! ტაირა ბენქსი კრიტიკის ობიექტია! ნახეთ იმიჯი რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია!

September 28, 2021
#OK! ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“

#OK! ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“

March 5, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! ნინო წიკლაური OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

February 3, 2023
#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
#OK! დიდი მეგობრობის დასაწყისი? – ჯენიფერ ლოპესის და კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

#OK! დიდი მეგობრობის დასაწყისი? – ჯენიფერ ლოპესის და კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

January 30, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×