• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“

September 7, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან უნიკალური კონცეფციით შექმნილი ე.წ. take away საკონდიტროს შესახებ უნდა გიამბოთ, სადაც მხოლოდ ერთი პროდუქტი – ტრდელნიკი, უამრავი სხვადასხვა ვარიაციით მზადდება. ეს არის კომპანია – „ლუმიერსი“, რომელიც 2018 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ხოლო იდეა დამფუძნებელს – ემილ კურბანოვს, ჯერ კიდევ 2014 წელს ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც პირველად დააგემოვნა ტრდელნიკი.

პირველი ფილიალის გახსნამდე კომპანია ადგილობრივად, მცირე მასშტაბის ფესტივალებში მონაწილეობდა, რამაც „ლუმიერსს“ დიდი გამოცდილება დაუგროვა. შედეგად, 2018 წელს გადაწყდა პირველი ფილიალის საზოგადოებისთვის წარდგენა. მართლაც, ობიექტი ალექსანდრე პუშკინის #25-ში გაიხსნა და დღემდე სწორედ აქ აგრძელებს მუშაობას, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებულად საყვარელი და ისტორიულია კომპანიის წარმომადგენლებისთვის.

„ლუმიერსის“ იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა, როდესაც ჩეხეთში მოგზაურობისას პირველად გავსინჯე ტრდელნიკი. მახსოვს, მაშინ, ზამთრის ძალიან ცივ დღეს, ტრდელნიკი განსაკუთრებულად გემრიელი იყო და ვიფიქრე, რომ მისი დაგემოვნების საშუალება საქართველოშიც უნდა ჰქონოდათ“, – აღნიშნა ემილ კურბანოვმა, კომპანიის დამფუძნებელმა.

იდეის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდა, რაც უმეტესწილად ცომის რეცეპტის დახვეწასა და სხვადასხვა გემოს დატესტვას მოხმარდა.

 

პუშკინის ფილიალის გახსნის შემდეგ, ტრდელნიკებზე მოთხოვნა რომ მაღალი იყო, ეს თავიდანვე თვალსაჩინო გახდა, ამიტომ ძალიან მალე საზოგადოებას კიდევ ერთი – ლისის ტბის ფილიალი წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეს კონკრეტული ფილიალი სეზონურად მუშაობდა – მხოლოდ ზაფხულობით, თუმცა დღესდღეობით მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ლისის ტბაზე ტრდელნიკები მიირთვას.

„ლუმიერსის“ მესამე ობიექტი ილია ჭავჭავაძის #10-ში პანდემიის დროს გაიხსნა. თავიდან სარისკოდ ჩანდა ასეთ პერიოდში ახალი ობიექტის დამატება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება „ლუმიერსის“ სულ ბოლო, ყველაზე ახალ ფილიალს, ის კოტე აფხაზის #34-ში მდებარეობს.

მთავარი, რასაც „ლუმიერსი“ საზოგადოებას სთავაზობს, არის უნიკალური კონცეფციით შექმნილი ე.წ. take away საკონდიტრო, სადაც მხოლოდ ერთი პროდუქტი – ტრდელნიკი, უამრავი სხვადასხვა ვარიაციით მზადდება.

მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ეს უგემრიელესი ფუნთუშები ევროპაში მოგზაურობის გარეშე, საქართველოშივე გასინჯონ და მაღალი ხარისხის მომსახურება მისაღებ ფასად მიიღონ.

მართალია, ტრდელნიკის იდეა ჩეხეთში დაიბადა და თავდაპირველად იქ არსებული გემოს გადმოტანა საქართველოში იგეგმებოდა, თუმცა წლების განმავლობაში „ლუმიერსმა“ შეიმუშავა ცომისა და ცხობის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ქართულ ბაზარს მოარგეს.

დღესდღეობით, „ლუმიერსი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან ინგრედიენტებსა და არომატებს სთავაზობს – ეს არის კლასიკური ტრდელნიკი, ტრდელნიკი შოკოლადით ან ვანილის კრემით, სხვადასხვა სეზონური ხილითა და თხილეულით.

 

 

„ლუმიერსის“ ნიშა არის ცომის უნიკალური რეცეპტით დამზადებული ტრდელნიკი, რომელიც მორგებულია თანამედროვე სამყაროს დახვეწილ გემოს და დამატებული აქვს 100%-ით ნატურალური, ახალი და ცოცხალი ინგრედიენტები.

„ლუმიერსის“ დამფუძნებლები დღემდე აქტიურად არიან კომპანიის სამუშაო პროცესში ჩართულნი. როგორც ემილმა აღნიშნა – „ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ადრე ვდგებით და მივდივართ ბაზარში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – თქვენამდე მოვიტანოთ ქვეყანაში არსებული ყველაზე გემრიელი და ახალი ინგრედიენტები. ჩვენი პროდუქცია, მათ შორის ცომი, 100% ბუნებრივი პროდუქტებისგან მზადდება და ჩვენი მომწოდებლები საქართველოს სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ფერმერები არიან“.

„ლუმიერსში“ ტრდელნიკის მზადების პროცესი უნიკალურია. ეს არ არის სწრაფი კვების ობიექტი. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული ტრდელნიკი ინდივიდუალურად თქვენთვის, თქვენ თვალწინ, თქვენივე გემოვნებით მზადდება და დიახ, ეს უნიკალური გემო უამრავ ენერგიასთან ერთად მოითხოვს უმნიშვნელოვანესს – დროს.

„ლუმიერსი“ აქტიურად ფიქრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ განვითარებაზე. კომპანიამ უკვე შეიმუშავა უნიკალური ტექნოლოგია, რაც პარტნიორებს საშუალებას მისცემს, ძალიან მარტივად ცომი ადგილზე დაამზადონ.

გარდა ამისა, იგეგმება ადგილობრივად გაფართოებაც, რაც გულისხმობს არა მხოლოდ თბილისში ახალი ფილიალების დამატებას, არამედ დედაქალაქის გარეთ გასვლასა და რეგიონების ათვისებას.

ასევე გაეცანი

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის
Gastro

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

April 30, 2021
OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

May 15, 2024
#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

June 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები