• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

19-ე საუკუნეში სილამაზის სალონების არსებობის შესახებ ადამიანებმა არაფერი იცოდნენ. მდიდარ ქალბატონებს გალამაზებაში მოახლეები ან ვარცხნილობის ოსტატები ეხმარებოდნენ, რომლებიც მათთან ცხოვრობდნენ. ყველაფერი მართა მატილდა ჰარპერის გამოჩენის შემდეგ შეიცვალა. მოახლემ, რომელიც უკიდურესად ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა და თმის მოვლის ისეთი მეთოდები გამოიგონა, რომლებსაც დღემდე იყენებენ.

 

 

მართა ჰარპერი 1857 წელს, კანადის ონტარიოში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. გოგონა შვიდი წლის იყო, როცა მამამ შეძლებულ ფერმერთან მოახლედ გაამწესა. მოგვიანებით სამსახური შეიცვალა და მუშაობა ექიმ უესტონ ლეროი ჰერიმანთან დაიწყო. ეს იყო პროგრესულად მოაზროვნე ექიმი, რომელიც თმის სტრუქტურას და ჰიგიენას სწავლობდა. ჰერიმანი აკვირდებოდა თმის ვარცხნა და მოვლა მის ზრდაზე როგორ მოქმედებდა. იმ პერიოდში  შამპუნის იდეაც კი არ არსებობდა.

 

 

მართას და ექიმს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.  ჰერიმანი 1879 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მოახლეს საკუთარი ხელით შექმნილი მცენარეული თმის ტონიკის რეცეპტი გადასცა. მართა ამ ჩანაწერებს უბრალოდ ინახავდა, სანამ  ახალი სამსახურის საძიებლად ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში არ გადავიდა.

 

 

როჩესტერში გადასვლის შემდეგ მარტამ ისევ მოახლედ დაიწყო მუშაობა, თუმცა ამ დროს  ქალბატონის პირად სტილისტად მუშაობდა და თმის სამკურნალო ნიღბებს უმზადებდა. გარდა ამისა, ექიმ ჰარიმანის რეცეპტით დამზადებულმა ტონიკმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მართამ საკუთარ ბიზნესზე ფიქრი დაიწყო.

 

1881 წელს მან საკუთარი სილამაზის სალონი – Harper Hairdressing Parlor გახსნა.

საკუთარი პროდუქციის რეკლამას გრძელი, იატაკამდე დაშვებული, მბზინავი თმით ახდენდა. ბუნებრივია, რომ მსოფლიოში პირველ სილამაზის სალონში მომსახურების სტანდარტი არ არსებობდა, ამიტომ მართა მთლიანად ინტუიციით ხელმძღვანელობდა. ყოფილი მოახლე კლიენტების სიამოვნებაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. სწორედ მართა ჰარპერმა გამოიგონა თავსაბანის ნიჟარა, თუმცა სამწუხაროდ,  გამოგონება არ დააპატენტა. მალე ინოვაციურ სალონზე ხმა მთელ ქალაქში გავრცელდა და მართას სალონში მომსვლელების რაოდენობა გაიზარდა.

მალე Harper Hairdressing Parlor-ის წარმატება როჩესტერის ფარგლებს გაცდა. მართას სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქალები სთხოვდნენ, რომ მსგავსი სალონები მათთანაც გაეხსნა და გოგონამ ბიზნესის გაფართოვება გადაწყვიტა. ახალი სალონებისთვის ადგილს თავად არჩევდა. მეორე სილამაზის სალონი ბუფალოში, 1891 წელს გაიხსნა. მას დეტროიტი, ჩიკაგო და ბალტიმორი მოჰყვა.

 

 

1914 წლისთვის მართა ჰარპერს აშშ-ს, კანადის და ევროპის 128 ქალაქში 134 სილამაზის სალონი ჰქონდა.

მოგვიანებით ქალმა ტონიკისა და შამპუნის წარმოება გააფართოვა. მისი პროდუქცია მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა, ხოლო სილამაზის სალონებში მამაკაცების მომსახურება დაიწყო. დიდი დეპრესიის დროს, როცა აშშ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მართამ თავისი ბიზნესის შენარჩუნება შეძლო. ამასთან მომსახურების ფასები შემცირდა, ხარისხი კი უცვლელი დარჩა.

მართა ჰარპერისთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა – მას თავისი საქმე უყვარდა, კარგი უფროსი იყო და თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნავდა. გასაკვირი არ არის, რომ მის კომპანიაში პრემიები და ფასიანი შვებულებებიც კი არსებობდა.

მართა ჰარპერმა 1930-იან წლებამდე იმუშავა. მოგვიანებით, როცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ქალმა კომპანიის მართვა მეუღლეს გადააბარა. აღსანიშნავია, რომ მართამ 63 წლის ასაკში, 39 წლის ოფიცერ რობერტ მაკბეინზე იქორწინა.

მარტა ჰარპერი 1950 წელს გარდაიცვალა.  მისი ქონება 7 ათას დოლარად შეფასდა, რაც დღევანდელი კურსით 12 მილიონია. მართა ჰარპერის სალონის სტუმრები ვანდერბილტებისა და ფორდების ოჯახის წევრები და თვით ჟაკლინ კენედიც კი გახლდათ.

 

 

სამწუხაროდ, მართას სიკვდილის შემდეგ მისმა მეუღლემ ბიზნესის მართვას თავი ვერ გაართვა და ექვს წელიწადში კომპანია გაყიდა.

გაიგე მეტი: #პირველისილამაზისსალონი

ასევე გაეცანი

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა
OK! News

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა
OK! News

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები
OK! News

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

#OK! საქართველო, უპირველეს ყოვლისა

September 5, 2022
#OK! ირინა შეიკი Self-Portrait-ის უახლეს კამპანიაში

#OK! ირინა შეიკი Self-Portrait-ის უახლეს კამპანიაში

August 28, 2023
#OK! მონიკა ბელუჩი და კაროლ ბუკე: ვარსკვლავები Paris Match-ის ახალი ნომრის გარეკანზე!

#OK! მონიკა ბელუჩი და კაროლ ბუკე: ვარსკვლავები Paris Match-ის ახალი ნომრის გარეკანზე!

September 4, 2021
#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები