• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დაცვის კომპანია OMEGA M.B.R თქვენი უსაფრთხოების გარანტია

September 4, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ დაცვის კომპანია OMEGA M.B.R, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. ამ წლების განმავლობაში მან მოახერხა ბაზარზე დამკვიდრებულიყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დაცვის ორგანიზაცია, რაც განპირობებულია კვალიფიციური კადრით, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და მუდმივად მზარდი მომსახურების ხარისხით. თუ რა არის კომპანიის ძირითადი საქმიანობა, ამის შესახებ უფრო ვრცლად OMEGA M.B.R-ს დირექტორი, ტატო ლორთქიფანიძე გვესაუბრა.

 

როგორია OMEGA M.B.R-ს შექმნის ისტორია?

OMEGA M.B.R დაარსდა ისეთ პერიოდში, როდესაც კანონიც კი არ არსებობდა დაცვის კომპანიის შესახებ, არანაირი რეგულაციები და სტანდარტები. კომპანიის დამფუძნებლებს რთულ და ქაოსურ პირობებში მოუწია გზის გაკვალვა, თუმცა მათმა შეხედულებებმა და პროფესიონალიზმმა, რაც წარსულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული (ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან) ფაქტობრივად, ახალი მიმართულება მისცა ამ სფეროს.

OMEGA M.B.R-ს მიზანი იყო შეექმნა ღირსეული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა ცალკეული პირებისა და კერძო კომპანიების უსაფრთხოებას.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო ეს პროფესია ღირსეულ და საამაყო საქმედ გვექცია, რადგან ადამიანებზე ზრუნვა, მათი სიმშვიდის უზრუნველყოფა ნამდვილად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. რა თქმა უნდა, ეს თავდაპირველად რთული იყო, დიდი პრობლემის წინაშე არაერთხელ ვმდგარვართ, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ. დიდი ფინანსური რესურსის, ენერგიისა და შრომის ფასად უკვე 20 წელია ბაზარზე ვოპერირებთ, შესაბამისად, ჩვენი ნიშა გვაქვს დაკავებული ხარისხით, წესიერებითა და სინდისიერებით.

 

რა სერვისს სთავაზობთ საზოგადოებას?

უპირველესად, სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, როგორც ცოცხალი ძალით, აგრეთვე ელექტრონული სიგნალიზაციით. ასევე ვთავაზობთ კამერებს, სახანძრო დეტექტორებით უზრუნველყოფას, VIP პერსონების მიღება-გაცილებას, სამრეწველო საწარმოების, ტერმინალების, ოფისების, სასაწყობო მეურნეობებისა და სხვა სახის ობიექტების დაცვით უზრუნველყოფას, მასობრივი კულტურული ღონისძიებების დაცვას და ა.შ. სრული მომსახურების პაკეტი გვაქვს OMEGA M.B.R-ში, რასაც შეიძლება დაცვის სამსახური გულისხმობდეს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის რიცხვი მუდმივად იზრდება. შესაბამისად, ძალიან სწრაფად ვითარდება ელექტრონული ტექნიკა, ჩვენ კი ვცდილობთ ინოვაციებს ავუწყოთ ფეხი და ჩვენთან ყოველთვიურად ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ მათი საჭიროებების მიხედვით, ეს იქნება კამერები, სიგნალიზაცია, ჭკვიანი სახლის პრინციპი, მართვა ტელეფონით სახლის თუ მანქანის… ყველაფერს პირადად გავაცნობთ.

 

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელსაც OMEGA M.B.R ქმნის

OMEGA M.B.R-ს დაარსებიდან თითქმის 20 წელი გავიდა, მოვდივართ ერთად ნულიდან, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კომპანიას ქმნიდა და ქმნის, დღემდე ჩვენთანაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი გუნდის უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია, ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, შესაბამისად, დღეს უკვე ერთი ოჯახის პრინციპით ვართ, რაც ძალიან მეამაყება.

ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ჩვენი მცველები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 1000-ს აღწევს და რომელთა 50%-ზე მეტი წლებია სტაბილურად მოღვაწეობს OMEGA M.B.R-ში, კომპანიის სწორ პრიორიტეტებზე მიუთითებს მისი გუნდის წევრების მიმართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა ამ გუნდში.

 

სამომავლო გეგმები…

OMEGA M.B.R ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთათვის ხარისხთან ასოცირდება და გვინდა ეს კიდევ უფრო მეტ ჩვენს მომავალ პოტენციურ პარტნიორამდე მივიტანოთ, ნამდვილად შეგვიძლია თქვენი უსაფრთხოებისა და მშვიდი ძილის გარანტად ვიქცეთ.

ასევე, გვინდა რეგიონებში, ზოგადად, დაცვის სამსახურის სფეროს განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაზეც მეტყველებს ჩვენი ბოლოდროინდელი აქტივობებიც: ვაცხადებთ აქციებს, დროებით სარგებლობაში ვუყენებთ სიგნალიზაციას, სახანძრო დეტექტორებს, კამერებს ვთავაზობთ განვადებითაც. ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მათთვის ხელსაყრელი და მოქნილი სერვისი. ამავდროულად, საზღვრებს გარეთაც გვინდა გავიდეთ, ჩვენი გამოცდილებით, ამ ეტაპზე მეზობელ ქვეყნებს განვიხილავთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის
OK! Kids

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”
Fashion News

#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”

September 15, 2023
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება
Health & Beauty

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Rake Magazine-ისთვის

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Rake Magazine-ისთვის

March 9, 2022
#OK! ირინა შეიკი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში: ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში: ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

June 23, 2021
#OK! ჯასტინ ბიბერის  ვიდეო, რომელშიც მეუღლეს უყვირის – რა მოხდა სინამდვილეში?

#OK! ჯასტინ ბიბერის ვიდეო, რომელშიც მეუღლეს უყვირის – რა მოხდა სინამდვილეში?

July 15, 2021
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

September 26, 2023
#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

September 27, 2023
#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

September 23, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები