• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! მილტონ ჰერში – „შოკოლადის მეფე“, რომელმაც „მსოფლიოს ყველაზე ტკბილი ადგილი“ შექმნა

February 16, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყოველთვის, როცა Hershey’s-ის შოკოლადს გახსნით, გახსოვდეთ, რომ ხელში მხოლოდ ტკბილეული არ გიჭირავთ. ეს არის ადამიანის მემკვიდრეობა, რომლის ცხოვრება ამერიკული ოცნების განსახიერება გახდა. ეს არის მილტონ ჰერშის ისტორია, მეწარმის, რომელიც ოთხჯერ გაკოტრდა, სანამ უბრალოდ კომპანიას კი არა, მთელ ქალაქს ააშენებდა.

წარუმატებლობებით დაწყებული გზა

მილტონ ჰერშის ისტორია 1857 წელს პენსილვანიაში დაიწყო. მისი ოჯახი მკაცრი წესებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ფინანსური პრობლემების გამო, მილტონმა სკოლა მე-4 კლასში მიატოვა. დედამ, ხედავდა რა ქმრის ავანტიურების უპერსპექტივობას, შვილი კონდიტერს მიაბარა. სწორედ იქ იპოვა 14 წლის მილტონმა თავისი ცხოვრების მთავარი გატაცება.

Milton S. Hershey – The Early Years | Milton Hershey School

წარმატებამდე გზა ეკლიანი აღმოჩნდა – მილტონმა სამჯერ სცადა ბიზნესის დაწყება და სამივეჯერ კრახით დაასრულა: 1876 წელს ფილადელფიაში, 6 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, 16 საათს მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ გაკოტრდა.
1882 წელს, დენვერში კარამელის წარმოებაში ნედლი რძის გამოყენება ისწავლა, თუმცა 1883-1885 წლებში გაკოტრებას მაინც ვერ გადაურჩა.
30 წლის ასაკში მილტონ ჰერში მშობლიურ ლანკასტერში უფულო, ვალებში ჩაფლული და „ხელმოცარულის“ რეპუტაციით დაბრუნდა.

კარამელის ტრიუმფი

მარცხის მიუხედავად, მილტონს რძიანი კარამელის რეცეპტის იმედი ჰქონდა და მცირე სესხით წარმოება დაიწყო. მალე ერთმა ინგლისელმა მეწარმემ მისი პროდუქცია აღმოაჩინა. 1894 წლისთვის Lancaster Caramel Company უკვე აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი წარმოება იყო.

Cool Facts About Hershey - Business Insider

1893 წელს, მილტონმა ჩიკაგოს გამოფენაზე გერმანული შოკოლადის  დანადგარები ნახა და მიხვდა, რომ შოკოლადის წარმოება უნდა დაეწყო. იმ დროს შოკოლადი ფუფუნების საგანი იყო, ჰერშიმ კი გადაწყვიტა, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. 1900 წელს მან თავისი წარმატებული კარამელის ბიზნესი 1 მილიონ დოლარად გაყიდა და ფული შოკოლადის წარმოებაზე ჩადო. „კარამელი გატაცებაა, შოკოლადი კი სამუდამო“ – ამბობდა ის.

Milton Hershey: Chocolate King, Confectioner, and Creator - Business History - The American Business History Center

უტოპიური ქალაქის დაბადება

მილტონმა შოკოლადის ქარხანა მშობლიურ სოფელში ააშენა, სადაც გარშემო ბევრი ფერმა და ნედლი რძე იყო. მან გადაწყვიტა თავისი მუშებისთვის იდეალური ქალაქი შეექმნა. იმ დროს, როცა ინდუსტრიული ქალაქები სიღარიბესთან ასოცირდებოდა, მილტონმა ააგო აგურის სახლები ეზოებით, სკოლები, ეკლესიები, პარკები და ზოოპარკიც კი. მას სჯეროდა, რომ ღირსეული პირობები ხალხს უფრო ბედნიერს, შრომას კი ნაყოფიერს გახდიდა.

Hershey, Pennsylvania

Hershey’s-ის საიდუმლო და აღიარება

მილტონ ჰერშიმ რძიანი შოკოლადის სრულყოფილი რეცეპტის შექმნას 3 წელი მოანდომა. მან უნიკალური „ჰერშის პროცესი“ შექმნა, რომელმაც შოკოლადი ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. 1900 წელს შოკოლადის პირველი ფილა გამოვიდა, რომელიც მხოლოდ 5 ცენტი ღირდა. 1907 წელს ლეგენდარული შოკოლადი Hershey’s Kisses გამოვიდა და  შოკოლადი ფუფუნებიდან ყოველდღიურ სიამოვნებად იქცა.

10 x Hershey's Milk Chocolate Kisses (50g)

მემკვიდრეობა, რომელიც ბიზნესზე მეტია

პირად ცხოვრებაში ჰერში დიდ ტკივილს ატარებდა – მას და მის ცოლს შვილები არ უჩნდებოდათ. 1909 წელს ცოლ-ქმარმა ობოლი ბავშვებისთვის სკოლა-თავშესაფარი გახსნა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1918 წელს, მილტონმა მთელი ქონება და კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი ამ სკოლის ფონდს ფარულად გადასცა. იმ დროისთვის ეს 60 მილიონი დოლარი იყო.

დღეს სკოლა Milton Hershey School ერთ-ერთი უმდიდრესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მსოფლიოში. Hershey-ს გაყიდვებიდან მიღებული მოგების დიდი ნაწილი დღემდე ათასობით ბავშვის განათლებასა და კეთილდღეობას ხმარდება. მილტონ ჰერშიმ დაამტკიცა, რომ ნამდვილი წარმატება არა მხოლოდ ფინანსებში, არამედ სხვებზე ზრუნვაშია.

Susquehanna University renews partnership with Milton Hershey School - Susquehanna University

მილტონ ჰერში 1945 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ქალაქი, რომელსაც „მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ადგილი“ უწოდეს და კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი  $7.5 მილიარდს შეადგენს, დღემდე აგრძელებს სიცოცხლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

გაიგე მეტი: მილტონ ჰერში

ასევე გაეცანი

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს
OK! News

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

March 2, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე
Fashion

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 3, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Kids box – ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული

#OK! Kids box – ვაჩუქოთ ბავშვებს სიხარული

February 7, 2024
#OK! რა საჩუქარი მიიღო პრინცმა ლუიმ მეხუთე დაბადების დღეზე

#OK! რა საჩუქარი მიიღო პრინცმა ლუიმ მეხუთე დაბადების დღეზე

April 26, 2023
#OK! ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!  დავით ფირცხალავას ფილმი „დიდი შესვენება“ − გზა სინანულამდე, მიტევებამდე, გათავისუფლებამდე

#OK! ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! დავით ფირცხალავას ფილმი „დიდი შესვენება“ − გზა სინანულამდე, მიტევებამდე, გათავისუფლებამდე

December 1, 2022
#OK! ანა დე არმასი მერილინ მონროს როლში – ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! ანა დე არმასი მერილინ მონროს როლში – ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები