• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ავსტრიაში

April 22, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქართველი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ავსტრიაში, რადგან ჩვენ თავად ვართ მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კულტურის მატარებელი ერი. განსაკუთრებით საინტერესო კი მისი განვითარების გზა და ისტორიაა, რასთან დაკავშირებითაც OK! ავსტრიაში მცხოვრებ გიდს, თამარ ახალშენიშვილს ესაუბრა.

 

უპირველესად გვიამბეთ, რატომ არის ავსტრია საინტერესო ტურისტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით?

უძველესი ყურძნის მარცვალი, ქვედა ავსტრიის ტერიტორიაზე ნაპოვნი, ქრისიტეშობამდე მე- 9-10 საუკუნეებით თარიღდება და მიეკუთვნება Vitis Vinifera სახეობას. ისტორიული, არქეოლოგიური და ლინგვისტური კვლევებით კი ცნობილია, რომ Vitis Vinifera-ს სახეობის სამშობლო საქართველოა.

გვიამბეთ მევენახეობის განვითარების ისტორია.

მევენახეობის განვითარების ისტორია დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ კელტურ-რომაული ეპოქიდან იღებს სათავეს. ძვ.წ.აღ. მე-7 საუკუნის კელტურ სამარხში, ბურგენლანდის მხარეში – ზაგერსდორფში ნაპოვნი ყურძნის მარცვლებიც ვაზის კულტურულ ჯიშს Vitis Vinifera-ს განეკუთვნება.

რომაელებმა 1-ლი საუკუნიდან სისტემატური სახე მისცეს მევენახეობის განვითარებას. დუნაის ხეობის, კარნუნტუმის, ნოიზიდლერის ტბის სანაპიროები, სამხრეთ ბურგენლანდი და, რა თქმა უნდა, ვენის შემოგარენი იმ ეპოქიდან დღემდე რჩება ავსტრიული მეღვინეობის გამორჩეულ კერებად. მე-3 საუკუნეში პანონიის რეგიონში ვენახების გაშენება კვლავ რომაელებს, კერძოდ კი კეისარ მარკუს ავრელიუს პრობუსს უკავშირდება. მე-5 საუკუნეში წმინდა სევერინის ისტორიაში ნახსენებია ვენახები დუნაის მარჯვენა სანაპიროზე – ქალაქ კრემსის პირდაპირ, ასევე ვენის შემოგარენში – ჰალშტატში, ნუსდორფში, დობლინგის მიდამოებში, თუმცა მე-6-7 საუკუნის ხალხთა მიგრაციის ეპოქაში ვენის ვენახები განადგურდა, ასევე წარუმატებელი იყო მევენახეობის განვითარება მაგიარების (Magyaren) შემოსევების გამო მე-8-9 საუკუნეებში.

მეღვინეობის განვითარებისთვის ავსტრიაში მნიშვნელოვან გარდატეხად იქცა მე-12 საუკუნე, როცა ცისტერციელელმა ბერებმა ბურგუნდიული ღვინის კულტურა შემოიტანეს ჰაილიგეკროიცის (Heiligkreuz) სააბატოში, თერმულ რეგიონში, დუნაის ხეობაში. ვახაუს ტერასული კულტურებიც სწორედ ამ ეპოქისაა, რომელიც 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და მიეკუთვნება ავსტრიის ერთ-ერთ თვალწარმტაც ტურისტულ რეგიონს, როგორც მეღვინეობის, ისე ლანდშაფტის თვალსაზრისით.

1524 წელს უნგრეთის დედოფალმა მარიამ, ქალაქ რუსტის მევენახეებს მიანიჭა პრივილეგია თავიანთ ღვინის კასრებზე „R“ დაეწერათ. ეს იყო როგორც დაცვა, ნიშანი რუსტული წარმოშობის ღვინოებისა. რუსტი არის პატარა ქალაქი ნოიზიდლერის ტბის სანაპიროზე ბურგენლანდში, რომელიც თავისი გამორჩეული მეღვინეობის ტრადიციით სამართლიანად ითვლება მეღვინეობის დედაქალაქად ავსტრიაში. ამ ქალაქში, რომელსაც წეროებისა და დახვეწილი ღვინოების ქალაქს უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მევენახეობა-მეღვინეობა, რომ 1681 წელს რუსტმა გამოისყიდა თავისი თავი და გახდა თავისუფალი ქალაქი Freistadt, ანუ მოიპოვა თვითმმართველობა, რისთვისაც 60 000 ოქროს გულდენი და 30 000 ლიტრი ღვინო გადაიხადეს. ეს ქალაქი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა და ტურისტთა უსაყვარლესი ადგილია, სადაც მარტიდან სექტემბრამდე წეროების ოჯახები ულამაზესი სახლების სახურავებზე მოწყობილ ბუდეებში ბინადრობენ.

როგორი იყო შემდეგი ეტაპები?

1784 წელს გამოიცა განკარგულება, რომელიც უფლებას აძლევდა მევენახეებს, გაეყიდათ მათ მიერ წარმოებული ღვინოები, ხილის წვენები და საკვები წლის ნებისმიერ დროს, სადაც თავად სურდათ და თავადვე შეეძლოთ დაედგინათ ფასები. ასე ჩაეყარა საფუძველი ავსტრიის იმპერიის ტერიტორიაზე ბუშენშანკებისა (Buschenschank) და ჰოირიგენების (Heurigen) წინამორბედ ღვინის ტავერნებს. 1907 წელს ძალაში შევიდა ღვინის კანონი, რომელმაც განსაზღვრა ღვინის დამუშავების დასაშვები ზომები და აკრძალა ხელოვნური ღვინის წარმოება. ავტრიული მეღვინეობის განვითარებასა და ღვინის ხარისხის დახვეწაში დიდი როლი შეასრულა 1986 წლის ე.წ. ღვინის სკანდალმა დიეთილენგლიკოლით ღვინის გაყალბებამ. ავსტრიული ღვინის ექსპორტი ნულამდე დაეცა, ამიტომ შემოიტანეს ახალი, მკაცრი ღვინის კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ღვინის მარაგის სრულ შემოწმებას მოითხოვს.

ავსტრიული ღვინის კანონზეც გვიამბეთ.

დღესდღეობით ავსტრიაში მოქმედებს ავსტრიული ღვინის კანონი – DAC. ეს არის ღვინის ხარისხის სიგელი Districtur Austriae Controllatus – იშიფრება ასე: „ავსტრიის კონტროლირებადი ოლქი“ იქამდე კი იყო რომაული ღვინის კანონი, რომელიც განსხვავდება გერმანულისგან. ავტრიის ტერიტორიაზე ავსტრიული DAC-ის შემოღებამდე მოქმედებდა რომაული ღვინის სამართალი, რომელიც მიმართულია ღვინის წარმოშობისა და ასევე ღვინის ტიპის აღნიშვნაზე, ხოლო გერმანული ღვინის კანონი მიმართულია ყურძნის ჯიშის აღნიშვნაზე. გერმანული ღვინის კანონის მიხედვით ითქმის – მე დავლიე ჰარმონიული „ხილისარომატიანი ოდნავ ტანინიანი Sangiovese, 12,5% ალკოჰოლური მოცულობით“. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც რომაული კანონი ვრცელდება, იტყვიან – „მე ჩიანტი დავლიე“.

ყველაზე მეტად სად არის დღევანდელ დღეს განვითარებული მეღვინეობა?

მეღვინეობა განვითარებულია ძირითადად ავსტრიის თბილ რეგიონებში, როგორიცაა: ქვედა ავსტრია, შტაიერმარკი, ბურგენლანდი და, რა თქმა უნდა, ვენა და მისი შემოგარენი. ვენა, ფაქტობრივად, ერთადერთი მეტროპოლიაა, სადაც 600 ჰექტარზე მოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. განსაკუთრებით გამოვყოფდი თვალწარმტაც ვახაუს რეგიონს, ნოიზიდლერის ტბის მიდამოებში: წეროებისა და დახვეწილი ღვინოების ქალაქად წოდებულ რუსტს.

რა განაპირობებს ავსტრიული ღვინოების ხარისხსა და პოპულარობას?

ესაა რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა! პირველი, ალბათ, კლიმატია. ავსტრიაში ჩრდილოეთიდან ჩამოედინება ცივი ჰაერი, სამხრეთიდან შემოდის მედიტერანული ჰავა, დასავლეთიდან ზემოური ატლანტიკური და აღმოსავლეთიდან პანონიის კლიმატი. მეორე ფაქტორი ქვეყნის ლანდშაფტი და ნიადაგია. ასევე ბიოლოგიურად სუფთა გარემო. მესამე ფაქტორი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაა. ადგილობრივია: ცირფანდლერი (Zierfandler), როთე ველთლინერი (Rote Veltliner), ნოიბურგერი (Neuburger), ვინერ გემიშთერ ზათცი (Wiener Gemischter Satz), ბლაუფრანკიშისა (Blaufrankisch) და სანტ ლაურენტის (St.Laurent) შეჯვარების შედეგად მე-20 საუკუნის დასაწყისში მიღებული ბლაუერ ცვაიგელტი (Blauer Zweigelt). ინტერნაციონალურია: რისლინგი (Risling), ყვითელი მუსკატელა (Gelbe Muskatela), თეთრი ბურგუნდი (Pinot Blanc), სუვიგნომ ბლანცი (Sauvignon Blanc), შარდონი (Chardonnay), მერლოტი (Merlot), კაბერნე (Caberne).

შემდეგი ფაქტორი ავსტრიული ღვინოების პოპულარულობისა და ხარისხისა არის ღრმა ტრადიციები და, როგორც ამბობენ, ის ახალგაზრდული სიშლეგე, ახალი თაობის მეღვინეებს რაც ახასიათებთ. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ღვინის კულტურა ავსტრიის მიწაზე, სულ მცირე, 2000-წლოვანი ისტორიისაა. ახალგაზრდა მეღვინეები ეყრდნობიან ტრადიციულ ცოდნას და ამავე დროს იყენებენ იმ გამოცდილებას, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას შეიძინეს და ამ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგნებულად ირჩევენ ახალ გზებს.

დავამატებ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორსაც. ავსტრიული ღვინოების პოპულარობას ემატება კონტროლირებადი ხარისხი და საუკეთესო, ხელმისაწვდომი ფასები, რადგან ავსტრიული მეღვინეობის დიდი ნაწილი საოჯახო მეწარმეობაა! და სულ ბოლო ფაქტორი ავსტრიული ღვინოების გემოა, რომელიც არაჩვეულებრივად ერწყმის სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, იქნება ეს იტალიური, მედიტერანული თუ აზიური. მაგალითად, Grune Veltliner ძალიან უხდება ჩინურ სამზარეულოს. ხოლო წეროებისა და დახვეწილი ღვინოების ქალაქ რუსტში წარმოებული თროქენბერენაუსლეზა (Trockenbeerenausleze) ძალიან უხდება ნამცხვრებს, ტკბილეულსა და თავისუფლად შეიძლება მიირთვათ ყავასთან ერთად.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ღვინო არის ვენური „გემიშთე ზათცი“ (Gemischte Satz). ეს არის ღვინო, რომლის დასამზადებლად ყურძნის რამდენიმე ჯიში, სულ მინიმუმ სამი გრუნე ველთლინერი, რისლინგი, შარდონი ერთ მდელოზე მოჰყავთ, კრეფენ და წურავენ ერთდროულად. ასეთ ღვინოს ეწოდება „გემიშთე ზათცი“, ანუ – შერეული სორტი, რომელიც უხვად იწარმოება ვენის გარეუბნებში: ნუსდორფში, ჰაილშტატში, დუბლინში.

ფოტო: თამარ ახალშენიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! AnoArt-ის ხელნაკეთი უნიკალური დეკორაციები მხოლოდ შენთვის

#OK! AnoArt-ის ხელნაკეთი უნიკალური დეკორაციები მხოლოდ შენთვის

November 7, 2022
#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან

OK! „ჩვენი მიზანია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ იყოს გამორჩეული ჰაბი კავკასიის რეგიონში“ – ინტერვიუ ჰოსპიტლის აღმასრულებელ დირექტორთან

August 1, 2022
#OK! ჯენიფერ ლოპესი დებთან ერთად გადაღებულ ბევრისთვის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

#OK! ჯენიფერ ლოპესი დებთან ერთად გადაღებულ ბევრისთვის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

March 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

January 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები