• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! MEN – დევიდ ლინჩი – Life and Art

February 4, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამერიკელი კინორეჟისორი, “ოსკარის” მფლობელი, დევიდ ლინჩი 79-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა

2024 წლის აგვისტოში ლინჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ქრონიკული დაავადება, ფილტვის ემფიზემა დაუდგინდა. რეჟისორის თქმით, დაავადებამ მას მუშაობაში ხელი შეუშალა და სახლში გამოკეტა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაავადების შესახებ კინორეჟისორი გაცილებით ადრეც საუბრობდა. მისი თქმით ნიკოტინდამოკიდებულების შედეგად გამოწვეული ფილტვების დაავადების გამო, საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ბოლო თვეებში დევიდ ლინჩი სახლიდან აღარ გადიოდა უსაფრთხოების მიზნით, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა. მიუხედავად ამისა, რეჟისორი არ კარგავდა იმედს და აგრძელებდა მედიტაციებს, რაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

საბოლოოდ ლინჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ დიდი ადამიანისა და მხატვრის, დევიდ ლინჩის გარდაცვალების შესახებ… მსოფლიოში ახლა დიდი ხვრელი გაჩნდა, როდესაც ის ჩვენთან აღარ არის“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

კინორეჟისორს მთავარი და პირველი აღიარება „The Elephant Man”-მა მოუტანა. შემდეგი იყო სამეცნიერო ფანტასტიკა „Dune“ და „Blue Velvet”.

1990 წელს დევიდ ლინჩმა მარკ ფროსტთან ერთად მთელი მსოფლიო ტელევიზორის ეკრანებს მიაჯაჭვა. ათწლეულების წინ ტელეკომპანია ABC-ის აღმასრულებელი პროდუსერები დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის სცენარმა მოხიბლა და ასე დაიბადა სრულიად ახალი სამყარო სახელად „Twin Peaks”.

 

 

„Twin Peaks” -ს ბევრი ტელევიზიის ოქროს ხანის დასაწყისად მიიჩნევს. წლების შემდეგაც კი მაყურებელს ხიბლავს და ატყვევებს სიუჟეტური ხაზი, პერსონაჟების სიღრმე, მონტაჟი და განწყობა, რომელიც ლინჩმა სერიალში მარკ ფროსტთან ერთად შექმნა.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დევიდ ლინ­ჩი საქართველოსაც სტუმრობდა.

სტუმრობის მთავარი მიზანი “დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის” დაფუძნების საკითხი იყო, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც შედგა.

ლინჩმა მიიღო კრიტიკოსების მოწონება მისი ფილმებისთვის, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან სიურეალისტური სტილით. წლების განმავლობაში მას მიენიჭა მრავალი საპატიო და დამსახურებული ჯილდო. ამასთან ერთად ყოველთვის ითვლებოდა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინორეჟისორად.

ასევე გაეცანი

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება
OK! News

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები
OK! News

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 24, 2026
#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე
OK! News

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

February 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

November 28, 2025
#OK! MEN – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

#OK! MEN – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

July 29, 2024
#OK! 46 წლის ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელი ფოტოსესია: მსახიობი ბრაიან ბოუენ სმიტის ობიექტივში

#OK! 46 წლის ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელი ფოტოსესია: მსახიობი ბრაიან ბოუენ სმიტის ობიექტივში

November 15, 2021
#OK! იცოდე დროულად – ეს შენი ძალაა!

#OK! იცოდე დროულად – ეს შენი ძალაა!

October 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

February 27, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

February 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები