• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! MEN – ანდრო ჭიჭინაძე

July 31, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რუბრიკა OK! Men-ის სტუმარია თაობის გამორჩეული მსახიობი –  ანდრო ჭიჭინაძე. ვსაუბრობთ კინოზე, თეატრზე, თავისუფლებაზე და ჰოლივუდზე, რომელიც ალბათ, ყველა მსახიობის ოცნებაა.

 

რომ არ ყოფილიყავით მსახიობი, ვინ იქნებოდით?

მუდამ მსახიობობა მინდოდა. ეს არც მსახიობი დედის გავლენა ყოფილა და არც ბიძის. ეს სფერო ზუსტად ისაა, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და მაშინ, თუ არა მსახიობი, ალბათ, რეჟისორი ვიქნებოდი. კინო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. კინომ ბევრი მომცა, ახლა კი მე ვუბრუნებ.

 

,,თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. და ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მისკენ. ჩემთვის თავისუფლება არის საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნებზე მაღლა დგომა, რომელიც მიუღწევადია, მაგრამ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი.”

 

თეატრი თუ კინო?

მე დღეს თეატრისა და კინოს მსახიობი მქვია, მაგრამ სწავლის პერიოდში კამერა თვალითაც არ მინახავს, მუშაობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. შესაბამისად, მსახიობისთვის კინო უფრო რთულია, რადგან პრაქტიკა არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, მე ძალიან გამიმართლა − დავასრულე თუ არა უნივერსიტეტი, ბევრ ფილმში მოვხვდი. რაც შეეხება თეატრში მუშაობას, აქამდე ამის გამოცდილება არ მქონია. სულ ახლახან, რეჟისორ მიშა ჩარკვიანთან ერთად დოკუმენტური მასალისგან შექმნილ თემებზე პერფორმანსი გავაკეთეთ და ძალიან საინტერესო პროცესი იყო. კინოს თავისი სპეციფიკა აქვს, ძალიან ჩამთრევი და ძალიან საინტერესო. უნდა ისწავლო ემოციების მართვა და ყურადღების მოკრება, ეს კინოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა პრაქტიკა არ გაქვს, ეს უზომოდ რთულია.

 

რამდენად განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში კინოინდუსტრია?

რაც შეეხება კინოინდუსტრიას, ნელ-ნელა ამ მიმართულებით დადებითი ძვრებია. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მსახიობებს საზღვარგარეთ „გაყიდვაში“ ეხმარებიან. ამ სფეროში ძალიან ბევრი კონტაქტებია საჭირო და ეს მნიშვნელოვანია კინოინდუსტრიის გასავითარებლად.

 

თქვენი ნათამაშები ფილმებიდან, გნებავთ როლებიდან, გამოყოფდით ერთ-ერთს?

ბოლო ფილმი იყო დიტო ცინცაძის. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე სამუშაო პროცესისგან. დიალოგები გადასაღებ მოედანზე იწერებოდა და ეს იმდენად საინტერესო, ცოცხალი და ჩვენი გახდა, რომ ბოლომდე შევისისხლხორცე, შევიგრძენი… ჩემთვის უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა ამ როლზე მუშაობა.

 

 

თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს ქართული ფილმის წარმატებას?

ფული რომ არა, ეს ფაქტია. ჩვენ რა წარმატებაც გვაქვს დღეს ამ სფეროში, მართლა წარმოუდგენელი რამ არის, იმდენად მწირი თანხებით იღებენ ფილმებს. გულწრფელობა, ხშირ შემთხვევაში საფესტივალო კონიუნქტურაზე უარის თქმა, და, ნიჭიერი რეჟისორები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ხედვა და ამ ხედვის შესაბამისი კინოენით ქმნიან ფილმებს. დღეს კინოს აქვს პატარა კრიზისი, თითქოს ახალი ფორმების ძიებაშია. ქართული კინოც ამ პროცესშია.

 

ყოფილა მომენტები, როცა საქართველოდან წასვლაზე გიფიქრიათ? ჰოლივუდის თქვენც გჯერათ?

რა თქმა უნდა, მიფიქრია. იმის მიუხედავად, რომ მე გამიმართლა – საქმეც მაქვს და იმასაც ვაკეთებ, რაც მიყვარს, მინდა მაინც ვცადო უცხო გარემოში საკუთარი თავი.

ამერიკა − დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. მსახიობს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს თავისი თავი. აქ მთავარია მსახიობი და მისი შესაძლებლობები. ამიტომ მგონია, რომ ჩემთვის ამერიკა უფრო საინტერესოა.

 

თავისუფლება რა არის თქვენთვის?

ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. და ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მისკენ. ჩემთვის თავისუფლება არის საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნებზე მაღლა დგომა, რომელიც მიუღწევადია, მაგრამ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი.

 

 

მთავარი გამოწვევები, რომლის წინაშე თქვენი და ახალი თაობა დგას…

დღეს, ნებისმიერ სფეროში შეგიძლია თავი დაიმკვიდრო, დისტანციურადაც კი, რადგან ძალიან შორს არის ტექნოლოგიური განვითარება წასული. ძალიან დიდი თვალსაწიერია ჩვენ წინაშე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამან ერთმანეთი არ უნდა დაგვაკარგვინოს.

 

სპორტული გატაცება…

ბოლო ორი წელია აქტიურად ჩავერთე ჩოგბურთის თამაშში. ეს არის განსაკუთრებული სპორტი. თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფსიქოლოგიურად როგორ ხარ განწყობილი და რისთვის ხარ მზად. ზამთარში − თხილამურები. ჩემთვის ეს ორი სახეობაა ყველაზე კარგი განტვირთვის გზაც და საშუალებაც.

 

OK! MEN - ანდრო ჭიჭინაძე - OK Magazine

სამომავლო გეგმები…

მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“ − ჩვენ შემოგვაქვს ექიმი ჯამბაზის პროფესია საქართველოში, რომელიც გულისხმობს სპეციალურად გადამზადებული მსახიობებისა და ფსიქოლოგების სტუმრობას ჰოსპისებსა და ჰოსპიტლებში, რათა პაციენტ ბავშვებს დაეხმარონ განკურნების პროცესში. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს პროფესია გახდეს საქართველოში სისტემატური.

 

გაიგე მეტი: #OKMENandro chichinadzeანდრო ჭიჭინაძე

ასევე გაეცანი

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება
OK! News

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები
OK! News

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 24, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის განცხადება BBC-ის მიერ პრინცესა დაიანას მოტყუების ფაქტზე

#OK! პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის განცხადება BBC-ის მიერ პრინცესა დაიანას მოტყუების ფაქტზე

May 24, 2021
#OK! ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც 2025 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც 2025 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

December 23, 2025
#OK! ილია თოფურია თავის რჩეულთან ერთად IDOL-ის დაჯილდოვებაზე გამოჩნდა!

#OK! ილია თოფურია თავის რჩეულთან ერთად IDOL-ის დაჯილდოვებაზე გამოჩნდა!

March 15, 2024
#OK! ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ზღაპრული ქორწილი (კადრები)

#OK! ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ზღაპრული ქორწილი (კადრები)

July 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები