მაია ჰოუკმა და ქრისტიან ლი ჰატსონმა იქორწინეს! ქორწილი 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, ნიუ-იორკში გაიმართა.
მაიას მამა, ითან ჰოუკი, ელეგანტურ შავ კოსტიუმში გამოჩნდა. ვარსკვლავი ხელში თეთრი ყვავილების თაიგულით მიუყვებოდა ქალიშვილს და მოგვიანებით საკურთხეველთანაც მიაცილა. მაიას დედა, უმა თურმანი, ელეგენტური ცისფერი, ყვავილებიანი კაბით ესწრებოდა ცერემონიას.



ფილმ Do Revenge-ისა და სერიალ Stranger Things-ის ვარსკვლავის ქორწილს მისი კოლეგებიც: ფინ ვულფჰარდი, ჯო კერი, ქეილებ მაკლაფლინი, გეიტენ მატარაზო, სეიდი სინკი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, ნივოლა და კეტრინ ნიუტონი დაესწრნენ.


ცერემონიის შემდეგ ახალდაქორწინებულები და მათი სტუმრები მიმდებარე კლუბ The Players Members Club-ში — გადავიდნენ, სადაც საქორწინო ზეიმი რამდენიმე საათს გაგრძელდა.
27 წლის მაია და 35 წლის ჰატსონი ერთმანეთთან 2023 წლიდან არის დაკავშირებული. წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად 2025 წლის აპრილში დაადასტურა, როდესაც ბროდვეის სპექტაკლის „John Proctor Is the Villain“-ის პრემიერას ერთად დაესწრო. სანამ მათი ურთიერთობა რომატიკულ სახეს მიიღებდა ვარსკვლავური წყვილი ოთხი წლის განმავლობაში მეგობრები იყვნენ.

წყვილი ხშირად ერთობლივ მუსიკალურ პროექტებზეც მუშაობს. მათ ერთად იმუშავეს მაიას მეორე სტუდიურ ალბომზე – „Moss“, ასევე მის 2024 წლის ალბომზე – „Chaos Angel“. მაიას ვოკალი ისმის ჰატსონის ბოლო ალბომშიც -„Paradise Pop. 10“, ხოლო 2025 წლის ტურნეზე მაია მეორე ნახევარს სცენაზეც შეუერთდა.
მაია უმა თურმანისა და ითან ჰოუკის უფროსი ქალიშვილია. ისინი 1998-2005 წლებში იყვნენ დაქორწინებულნი. წყვილს მაიას გარდა კიდევ ერთი საერთო შვილი თურმან-ჰოუკი ჰყავს.













