• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 29, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

მე მამა მყავდა დიდი და ძლიერი. ძლიერი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. მას მერე, რაც მან დაგვტოვა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ იმას, რომ საკმარისი მადლიერება ვერ გამოვხატე მის მიმართ, სანამ ცოცხალი იყო, სანამ შეეძლო, ღიმილით უკან დაებრუნებინა ემოცია. სულ რამდენიმე დღე იყო დაუძლურებული და ამ მდგომარეობაში რასაც აკეთებდა, ბოდიშს მიხდიდა, გაწვალებო. ამ ბოდიშის უკან უზარმაზარი მადლიერება იდგა, მისი თვალები მეფერებოდა ყველა ქმედების საპასუხოდ, რასაც მისთვის ვაკეთებდი. მაშინაც კი, როცა მამას საუბარი გაურკვეველი გახდა, როდესაც მისი მზერა ტკივილით იყო დატანჯული, მაინც ორი რამ იყო, რასაც მთელი გულით მეუბნებოდა – მადლობას და ბოდიშს. ეს ის ბოლო და უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი გახლდათ, რაც მან მასწავლა.

ადამიანური ურთიერთობების შესახებ იმდენი რამ იწერება და ითქმება, რომ ხანდახან არ იცი, რას დაუჯერო, რომელ „ათ წესს“ ან „ოქროს კანონს“ გაჰყვე; რომელ ფსიქოლოგს, ქოუჩს ან დამრიგებელს ენდო და დააკისრო პასუხისმგებლობა შენს შეცდომებსა თუ წარმატებებზე. მაგრამ სანამ რომელიმე რეცეპტს, ინსტრუქციას გაჰყვებით, ან შეიძენთ რომელიმე ძვირადღირებულ ონლაინსემინარს, ერთი წამით შეჩერდით და დაფიქრდით: თქვენც ისეთივე ადამიანი ხართ, როგორც სხვა და რა არის ის, რაც უნივერსალურია ყველასთვის? რაც გახარებთ, გამშვიდებთ, გაბედნიერებთ?

დიახ, არის უნივერსალური ამბები, ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას – მადლიერება და მობოდიშება.

ძალიან იოლია, იყო გაბრაზებული, ნაწყენი, მუდმივად სხვაგან ეძებდე მიზეზს, მუდმივად აბრალებდე გარემოებებს, უმადურ ადამიანებს თქვენს სტრესს. იმას არ ვამბობ, რომ ეს ანგარიშგასაწევი ფაქტორები არ არის, მაგრამ…

 

 

აბსოლუტურად ვეთანხმები აზრს, რომ მადლიერება ის ამოუწურავი რამაა, რისი განცდაც ყოველთვის ბედნიერებით აგავსებთ. ნებისმიერი რელიგიური რიტუალი ხომ მადლიერებით იწყება – მადლობა უდიდეს შემოქმედს ყოველი წამისა და შესაძლებლობისთვის. თუ ეს იდეა არ გავიაზრეთ, მაშინ ნებისმიერი ლოცვა, რიტუალი და ქმედება მომაბეზრებელი და რუტინულია. ბუნებრივია, რამის გაუმჯობესების სურვილი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, სხვანაირად არ შეიძლება. მაგრამ ნუ ვიხარებთ მხოლოდ დიდი მიღწევებით, პატარა ამბები დავაფასოთ ხოლმე და ნურასდროს ვიფიქრებთ, რომ რაც გვაქვს, სამუდამოა. დააფასეთ ის, რაც გაქვთ; დააფასეთ ის ადამიანები, ვინც გყავთ, მათთან ურთიერთობის ყველა წუთი დააფასეთ. გაიღიმეთ მათთან ერთად და მადლობა უთხარით იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებას ალამაზებენ, ათბობენ. არასდროს ჩათვალოთ, რომ რამეს უპირობოდ იმსახურებთ.

მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ გატარებთ, გაფიქრებთ, ძალას გაძლევთ; მადლობა უთხარით ადამიანს, ვისაც შეგიძლიათ ჩაეხუტოთ; მადლობა უთხარით უცნობ ადამიანებს იმისთვის, რომ გზა დაგითმეს. გაუღიმეთ – შესაძლოა, ამ ღიმილმა ვინმე გადაარჩინოს.

ბოდიში მოუხადეთ ჯერ საკუთარ თავს ყველა იმ საქციელისთვის, რითიც დააზიანეთ თქვენი გონება, სხეული. მოუბოდიშეთ იმისთვის, რომ ბრაზს აჰყევით; იმისთვის, რომ თავში აზრად გაივლეთ, ზიანი მიგეყენებინათ საკუთარი თავისთვის; მოუბოდიშეთ, რომ ისეთ კომპრომისზე წახვედით, რაზე წასვლაც გაზიანებდათ. მადლობა უთხარით საკუთარ თავს, რომ ძალას პოულობს ამ გადარეულ სამყაროში, არ დანებდეს და გატაროთ.

ბოდიში მოუხადეთ საყვარელ ადამიანებს, გულწრფელი ბოდიში. ის ბოდიში, რომელიც ყოველთვის გემახსოვრებათ – ბოდიში გულიდან. ბოდიში, რომელიც თქვენ უკეთესს გაგხდით და დაიმახსოვრეთ ბაირონის გადასარევი სიტყვები -„ბოდიშს ყოველთვის არ იხდის ის, ვინც დამნაშავეა… ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია“.

დაბოლოს, მადლობა!

მადლობა თქვენ, მკითხველებო, იმისთვის, რომ კითხულობთ;

მადლობა თქვენ, ვინც არ კითხულობთ და ათვალიერებთ;

მადლობა, რესპონდენტებო;

მადლობა, ადამიანებო, ყველაფრისთვის;

მადლობა, ძვირფასო ახალგაზრდა ფეხბურთელებო, იმისთვის, რომ შეძელით და ყველას გულს მისწვდით, ყველა გააღიმეთ და გააბედნიერეთ.

მადლობა პარტნიორებს, ვინც ჩვენთან საინტერესო პროექტებით თანამშრომლობენ;

მადლობა „ვაკო მოტორსს“ იმისთვის, რომ მხარი დაგვიჭირა ძალიან საჭირო კამპანიაში – #შეანელესვლა. როდესაც ამ პროექტს ვგეგმავდით და სტატისტიკას ვნახულობდით, თვალში მოგვხვდა ერთი რამ – ტრასაზე, სადაც მანქანები დიდ სიჩქარეს კრეფენ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები მათი გაუმართაობის გამო და დავიწყეთ ძებნა კომპანიის, ვისაც ამ მიმართულებით კომპეტენტური საუბარი შეეძლო. მიხარია, რომ ვიპოვეთ „ვაკო მოტორსი“ – კომპანია, რომელმაც გადაზიდვების მიმართულებით დაიწყო ბაზარზე პოზიციონირება და  დღეს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე მთელ რიგ მომსახურებებს სთავაზობს სატვირთო ავტომობილებს მათი უსაფრთხოებისთვის.

იარეთ ფრთხილად, შეანელეთ სვლა და გაუფრთხილდით სხვების სიცოცხლეს. გამართეთ ავტომობილი, არ შექმნათ საფრთხე იმისთვის, რომ მეტი დღე გვქონდეს მადლიერებისთვის.

„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით, თუ არადა, იპოვით მიზეზს“. – ლაო ძი.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 2, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები
OK! News

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?
OK! News

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „გილოცავ მა“ – გიორგი გაბუნიას შვილი 1 წლის გახდა!

#OK! „გილოცავ მა“ – გიორგი გაბუნიას შვილი 1 წლის გახდა!

April 15, 2024
#OK! ლედი გაგას გლამურული გამოჩენა “ბრენდონ მაქსველის” კაბით: ვარსკვლავი The Late Show-ს ესტუმრა

#OK! ლედი გაგას გლამურული გამოჩენა “ბრენდონ მაქსველის” კაბით: ვარსკვლავი The Late Show-ს ესტუმრა

November 16, 2021
#OK! ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი შვილის 1 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი შვილის 1 წლის იუბილეს აღნიშნავენ

January 21, 2022
#OK! კიმ კარდაშიანმა არ იცის თოვლი როგორ გამოიყურება – სახალისო დეტალი, რის გამოც ვარსკვლავს სოციალურ ქსელებში დასცინიან (ვიდეო)

#OK! კიმ კარდაშიანმა არ იცის თოვლი როგორ გამოიყურება – სახალისო დეტალი, რის გამოც ვარსკვლავს სოციალურ ქსელებში დასცინიან (ვიდეო)

March 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

November 30, 2025
#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები