• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მადონა ბარათაშვილი: „ჩვენთან არ არსებობს უფროსუმცროსობა. ყველა ამ დიდი ოჯახის წევრი ვართ“

June 11, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტორტის სახლი „რაფაელო“, რომელიც 2014 წელს დაარსდა, მუდმივად ფართოვდება და ამ დროისთვის თორმეტი ობიექტისგან შემდგარ ქსელს წარმოადგენს. კომპანიაში 200-მდე პირია დასაქმებული და აქედან უმრავლესობა ქალბატონია. დეტალურად კომპანიის შესახებ ხელმძღვანელი მადონა ბარათაშვილი გვესაუბრება.

ქალბატონო მადონა, გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ.

საკმაოდ რთული იყო, თუმცა მომხმარებლებმა კარგი დასაწყისი მოგვცეს და გახსნის დღიდან ნდობა გამოგვიცხადეს, რამაც სტიმული მოგვცა, ადგილობრივ ბაზარს შევჭიდებოდით. თავიდან მასობრივი წარმოების გამოცდილება არ გვქონდა, ყველაფერს პროცესში, თანდათან ვსწავლობდით და თავს ვიმკვიდრებდით. იყო ხარვეზებიც, მაგრამ კომპანიის ყველაზე დიდი დადებითი მხარე ისაა, რომ ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ვვითარდებით, რაც დადებითად აისახება გაყიდვებსა და რეპუტაციაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი განსაკუთრებით ძლიერი ხაზი სადიზაინერო მიმართულებაა. ამას გარდა, საოჯახო რეცეპტებით ვამზადებთ კორპორაციული წარმოების ყველა ხაზს. მათი დამზადების ტექნოლოგია აბსოლუტურად ჩვენ მიერაა შემუშავებული, აპრობირებული და ქსელში ჩაშვებული.

მე დავამსხვრიე სტერეოტიპები. სამი შვილის დედა ვარ, თუმცა განვითარების მუდმივი სურვილი დამეხმარა ოჯახისა და წარმატებული საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსებაში. შრომისმოყვარეობამ, მიზანდასახულობამ და ახლობელი ადამიანების გვერდით დგომამ მომცა უნარი, კომპანია გამეფართოებინა და მოვსულიყავით იქ, სადაც დღეს ვდგავართ. ჩემთან ერთად კომპანიას ზაზა კვირიკაშვილი მართავს.

ჩვენთან არ არსებობს უფროსუმცროსობა. ყველა ამ დიდი ოჯახის წევრი ვართ. შესაბამისად, კომპანიის წარმატებაში ამ ოჯახის თითოეული წევრის ძალიან დიდი წვლილია.

რატომ სახელწოდება „რაფაელო“?

პირველ რიგში „რაფაელო“ ჩემი უსაყვარლესი ტკბილეულია. ეს სახელიც ამიტომ შევარჩიეთ. თუმცა მოგვიანებით სახელი „დოლჩე“ შემოვიტანეთ, რომელიც ტკბილს ნიშნავს. ახლა ბაზარზე ვფიგურირებთ როგორც „რაფაელო – დოლჩე“. ორივე იტალიური სახელია.

რას იტყვით მომხმარებლებთან დაკავშირებით?

ძალიან ვუფრთხილდებით და რუდუნებით ვეპყრობით მომხმარებლების ნდობას. ისინი ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარია.

ალბათ არაერთი კომპლიმენტი მიგიღიათ მათგან…

ჩვენ მომხმარებლების ემოციებს ვემსახურებით. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გალამაზებას განდობენ, მათგან მიღებული დადებითი შეფასება კი ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. ხშირად უთქვამთ, ტორტის დანახვისას მიღებული შთაბეჭდილება დედოფლის სილამაზეს გაუტოლდაო, ამაზე მეტი სიამოვნება ჩვენთვის არ არსებობს. ასევე საოცარია პატარების პირველი ემოცია, აღფრთოვანებულები რომ უყურებენ თავიანთ საყვარელ გმირებს. ჩვენ მათი პერსონაჟების შემოქმედები ვართ.

რა არის წარმატებისთვის აუცილებელი?

წარმატებისთვის სამი რამ არის აუცილებელი და ფუნდამენტური. ესენია: შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, მართლად ყოფნა საკუთარ თავთან და ღმერთთან.

რას იტყვით კომპანიის გუნდზე?

ჩვენი დასაქმებულების 95 % ქალბატონია, მათ მხრებზე რამდენიმე ოჯახი დგას. ყოველთვის ვცდილობთ შევუქმნათ მათ მაქსიმალურად კომფორტული და ოჯახური სამუშაო გარემო. ამიტომ, ქალბატონების ხელშეწყობის მიზნით, ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენს საწარმოში იზოლირებულად გავხსნათ საბავშვო ოთახი, რომელიც შაბათ-კვირას მათი პატარებისთვის ბაღის ფუნქციას სრულფასოვნად შეასრულებს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ოჯახის შვილებიც უნდა იცნობდნენ ერთმანეთს. სრულიად უსასყიდლოდ ბავშვებს მოემსახურებათ აღმზრდელი. რა თქმა უნდა, მათ ასევე უზრუნველვყოფთ კვებით და ვიზრუნებთ, რომ დრო ჩვენთან მხიარულად გაატარონ. კომპანიაში ბევრი ადამიანი დაარსების დღიდან უწყვეტად მუშაობს, მათზე დგას მთლიანად ჩვენი გუნდის წარმატება. თანამშრომლების კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია.

ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი „რაფაელოში“, დიზაინის კუთხით, ჩვენი ძალიან დიდი შესაძლებლობები და კიდევ უფრო დიდი პოტენციალია. საკმაოდ რთულია მუდმივად ცვლად ტრენდებს მისდიო და მომხმარებლის ნებისმიერი სურვილი რეალობად აქციო. დიზაინერთა გუნდი, ფაქტობრივად, მთლიანად ჩემი ოჯახის წევრებისგან შედგება, სწორედ ამიტომ არის ის ჩვენი ძლიერი მხარე. ჩემი რძალი, ძმა, დედა – ისინი არიან ამ ყველაფრის სათავეში. ელენე ბარათაშვილი დიზაინერთა გუნდის ხელმძღვანელია, რომელიც თავისი შემოქმედებით მართლა ათასობით ადამიანს აღაფრთოვანებს. მას შაქრის ცომის საოცარ ფიგურებად გადაქცევა შეუძლია.

ვიზუალთან ერთად მნიშვნელოვანია გემო…

გემომ ადამიანში დაუვიწყარი ემოცია უნდა აღძრას. ვიზუალთან ერთად ის ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელსაც პირადად ვაკონტროლებ. მუდმივად ვცდილობთ განვაახლოთ დახლები, არ ჩამოვრჩეთ ტრენდებს და ამასთანავე არ დავივიწყოთ ძველი, სახლური რეცეპტები. აქვე გეტყვით, რომ იტალიურ შოკოლადს ვიყენებთ. მასობრივ წარმოებაში მაღალი ხარისხის კარაქი და ნატურალური რძე გვაქვს, რომელიც ყოველდღიურად ფერმისგან მოგვეწოდება. სწორედ მაღალი ხარისხის მასალა გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ განსხვავებული გემო.

 

როგორ უყურებთ კონკურენციას?

ჯანსაღ კონკურენციაში ყოფნა ჩემთვის დიდი გამოწვევაა.

როგორია ქუთაისელი მომხმარებელი?

ქუთაისელი მომხმარებელი უდავოდ მაღალი გემოვნების მქონეა.

სიახლეების შესახებ რას გვეტყვით?

კომპანიას სხვადასხვა კუთხით უამრავი სამომავლო გეგმა აქვს.

მუდმივად ვმუშაობთ სახელმწიფო პროგრამებზე. ევროკავშირის თანადაფინანსებით მივიღეთ გრანტი, რომლის ბაზაზეც საწარმო ფართოვდება და ვამატებთ პურ-ფუნთუშეულის ხაზს. მომხმარებლებს ხორბლის ძველებური ჯიშები და ხელით დამუშავებული, ხაშის საფუარზე დამზადებული ნატურალური პური გვინდა შევთავაზოთ.

ასევე, აგვისტოში ახალი საწარმოს პრეზენტაციას ვგეგმავთ. ამ ეტაპისთვის ქუთაისში 8 მაღაზია გვაქვს, ზესტაფონში – ორი ფილიალი, ვართ აგრეთვე წყალტუბოსა და ხონში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკონდიტრო სფეროში გამოცდილების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ქალაქში პრაქტიკულად არ გვაქვს. ამ მიზეზით გადავწყვიტეთ სექტემბრიდან გავხსნათ საკონდიტრო სკოლა. კადრებს პროფესიონალურად მოვამზადებთ, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივით. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ქალაქს უამრავ კვალიფიციურ კონდიტერს ვაჩუქებთ. გარდა ამისა, სამოყვარულო კურსებიც გვექნება, სადაც ნებისმიერ მსურველს საინტერესო რეცეპტებს შევთავაზებთ. ბავშვებისთვისაც გვაქვს სიახლე, გვსურს შაბათ-კვირას მათ საშუალება მივცეთ, ჩაერთონ საყვარელი ტკბილეულის დამზადებისა და პერსონაჟების გამოძერწვის პროცესში.

ჩვენი საკონდიტრო სრულიად ახალი ინვენტარითაა მოწყობილი, ყველანაირ ჰიგიენურ ნორმას ზედმიწევნით ვიცავთ, ეს ჩვენი კომპანიის დიდი პრივილეგიაა და სურვილი გვაქვს მომხმარებელმა იცოდეს, რა პირობებში მზადდება პროდუქტი, რომელსაც ისინი მიირთმევენ. ამ მიზნით სამომავლოდ კვირაში ერთხელ მოვაწყობთ ე.წ. ღია კარის დღეს და სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი, სათანადოდ აღჭურვის შემდეგ, საწარმოში შესვლას და პროცესის დათვალიერებას შეძლებს.

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

#OK! კაროლინ ბესეტ-კენედი – მინიმალიზმის დედოფალი

August 19, 2025
#OK! პირველი ფოტოები არიანა გრანდეს და დალტონ გომესის ქორწილიდან

#OK! პირველი ფოტოები არიანა გრანდეს და დალტონ გომესის ქორწილიდან

May 26, 2021
#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

#OK! Balenciaga-ს შემდეგ ქანიე უესტთან Vogue-იც წყვეტს თანამშრომლობას

October 31, 2022
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025

კვირის ჰიტები

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

September 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები