• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! Business მაჩაბელი ჰოლდინგი – უძრავი ქონების შეძენის გასამარტივებლად

April 22, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დღევანდელი ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული და მებრძოლი ქალია, რომელმაც ყოველი მარცხი ახალ შესაძლებლობად აქცია. საქმიანობის სფეროდ უძრავი ქონების მიმართულება აირჩია, სადაც ყველაფერი უმეტესწილად ხარისხზე, ნდობასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ დიდი შრომა და მონდომება ჩადო იმისთვის, რომ დღეს მის კომპანიას მოწინავე ადგილი დაეკავებინა აღნიშნულ სფეროში. ნუცა მაჩაბელი გვიამბობს „მაჩაბელი ჰოლდინგის“ შექმნის ამბავს.

 

 

ნუცა მაჩაბელი: წლების განმავლობაში საბერძნეთში ვცხოვრობდი. საქართველოში ბავშვის ჯანმრთელობის გამო მომიწია ჩამოსვლამ. აუტისტური სპექტრისაა, თერაპიებს და რეაბილიტაციას გავდივართ აქ. მინდოდა მეკეთებინა ისეთი საქმე, სადაც ჩემზე მორგებული გრაფიკი მექნებოდა და ამასთანავე, იქნებოდა შემოსავლიანი. თავდაპირველად ძალიან დაბალი საფეხურიდან დავიწყე, ბევრჯერ არ გამომივიდა, თუმცა დანებება არ მიყვარს, ბევრი შრომა და ენერგია ჩავდე იმისთვის, რომ ადამიანების ნდობა მომეპოვებინა. ყოველთვის მინდოდა ის საქმე მეკეთებინა, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და გამომდის, აქტიური ცხოვრება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

როდის შექმენით „მაჩაბელი ჰოლდინგი“?

2022 წელს დავაარსე კომპანია „სანი ჰოუმ თრეველი“, რომელიც საზოგადოებას მომსახურებას უწევდა ტურისტულ სფეროში, ასევე ვმუშაობდით უძრავი ქონების მიმართულებითაც. 2023 წლიდან ახალი მიზნები და გეგმები დავისახე. ერთ სივრცეში გავაერთიანე როგორც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა თბილისსა და ბათუმში, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოები და შემდგომ დასუფთავების კომპანიით მომსახურება. მინდოდა კომპანიას საქმის შესაბამისი სახელი ჰქონოდა, თან მარტივად აღქმადი ყოფილიყო მომხმარებლებისთვის, სწორედ ამიტომ მაჩაბელი ჰოლდინგით შევცვალე, თან ვინ იცის, მომავალში იქნებ ჰოლდინგის აშენებაც შევძლო. ამას გარდა, ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანის ნდობის მოპოვება შევძელი და მსურდა კომპანიის სახელი ჩემთან ასოცირებული ყოფილიყო.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

საზოგადოებას ვთავაზობ ნებისმიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, მაგალითად, შეგვიძლია დავეხმაროთ ნებისმიერი კარკასული კონდიციის უძრავი ქონების შეძენით მშენებარე ან დასრულებულ პროექტებში, შემდგომ ჩემივე კომპანიის მეშვეობით სრულად გავურემონტოთ და რემონტის შემდგომ დავუსუფთაოთ კიდეც, თუ ესეც საკმარისი არ იქნება, ტურისტულ მოგზაურობაშიც გავუშვებთ.

 

საკმაოდ მაღალი კონკურენციაა ბაზარზე, რა გამოგარჩევთ?

ადამიანების დამოკიდებულება. მათ, ვისაც ჩვენთან ერთხელ მაინც უთანამშრომლიათ, მუდმივად რეკომენდაციას გვიწევენ. ჩვენ არ ვართ უბრალოდ შუამავლები – როდესაც მომხმარებელი ჩვენთან მოდის, დეტალურად ვუღრმავდებით, რათა მათი ყოველი კრიტერიუმი დაკმაყოფილდეს. ჩვენ მხოლოდ ისეთ ბინებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, რასაც თავადაც შევიძენდით.

 

რატომ უნდა მივმართოთ უძრავი ქონების აგენტს? რა უპირატესობები აქვს მას?

„მაჩაბელი ჰოლდინგში“ უძრავი ქონების აგენტი არის გამოცდილი გაყიდვების ექსპერტი, რომელიც რეალურ ფასად აფასებს ბაზარზე არსებულ უძრავ ქონებას და მომხმარებელს მუდმივად აცნობს არსებული ქონების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს.

როგორი ტენდენცია შეინიშნება საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების ფასებთან მიმართებით?

ვფიქრობ, არასტაბილური სიტუაციაა ახლა. ზოგი ამბობს, რომ ბინების ფასებმა დაიკლო, ზოგი პირიქით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 50/50-ზეა.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

ბევრი იდეა მაქვს უძრავი ქონების მიმართულებით, მაგალითად, თუ ნებისმიერი მომხმარებელი ჩვენი კომპანიის მეშვეობით უძრავ ქონებას შეიძენს, სამოგზაუროდ გავუშვებთ. ვინც ბინას იქირავებს ჩვენი კომპანიის დახმარებით, სხვადასხვა კომპანიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემა. მინდა, რომ ბევრი კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი გვყავდეს და ეს ნიშა არასდროს დავკარგოთ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი
OK! Business

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ ბრენდ RENEW-ს დამფუძნებელ თეკლე ხახუბიასთან

#OK! ინტერვიუ ბრენდ RENEW-ს დამფუძნებელ თეკლე ხახუბიასთან

October 1, 2021
#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

#OK! დემნას გვასალიას საპატივსაცემოდ პარიზში გამოფენა გაიხსნა – როგორ გამოემშვიდობა დიზაინერს BALENCIAGA?

June 27, 2025
#OK! ნინუცა მაყაშვილი და პატარა კატო: მსახიობი დისშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს!

#OK! ნინუცა მაყაშვილი და პატარა კატო: მსახიობი დისშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს!

September 3, 2021
#OK! ირმა დაუშვილი

#OK! ირმა დაუშვილი

March 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები