• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მასწავლებელი – ლადო აფხაზავა

June 9, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჩვენი რუბრიკის სტუმარი სრულიად გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა იცნობთ. წარმოგიდგენთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტს, ლადო აფხაზავას. ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავთ, ცხადად აღიქვამთ, როგორ ძალიან უყვარს ამ ადამიანს ბავშვები, როგორ სიღრმისეულად იცნობს თანამედროვე ბავშვის ბუნებას, არსს, სურვილებს და რამდენად კარგად გრძნობს, თუ რა სჭირდება ახალ თაობას მასწავლებლის, სკოლისა და გარე სამყაროსგან.

გთავაზობთ ინტერვიუს ლადო აფხაზავასთან, სადაც ბავშვებზე საინტერესო ამბებს ამოიკითხავთ, გულიც აგიჩუყდებათ, სასკოლო განათლებაზე მის მოსაზრებებს გაეცნობით და ბევრ რამეზე დაფიქრდებით.

ლადო, მოდი, ვისაუბროთ სასკოლო წიგნებზე. თქვენი აზრით, რამდენად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს ის სახელმძღვანელოები, რომლითაც საქართველოს სკოლებში ბავშვები სწავლობენ?

სკოლის სახელმძღვანელო ერთ-ერთი დამხმარე რესურსია და მთელი სასწავლო რესურსი მხოლოდ წიგნზე დაფუძნებული არაა. დღევანდელი წიგნები ისეა შედგენილი, რომ ტექსტები დასაზეპირებელი კი არ არის, არამედ ისინი იმისთვის არის საჭირო, რომ მოსწავლემ კომპლექსური დავალება შეასრულოს. მაგალითად, ბავშვმა რომ აქტიურ მოქალაქეობაზე უნდა შექმნას პროექტი, მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია სხვა მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანების შესახებ წიგნის მეშვეობით და ან ესსე დაწეროს, ან პრეზენტაცია გააკეთოს. ჩვენი თაობის მოსწავლეობის პერიოდში გვაძლევდნენ ტექსტს, რომელსაც დავიზეპირებდით ან მოვყვებოდით და გაკვეთილი ნასწავლი გვქონდა. ახლა კი შეიძლება წაიკითხონ ხუთი ტექსტი და აქედან აზრი უნდა გამოიტანონ. ეს, ცოტა არ იყოს, უჭირთ ბავშვებს ან ხელი აქვთ ჩაქნეული სწავლაზე, რადგან ხედავენ, თავიანთმა თანასოფლელმა, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა, 1-2 წლის მერე დაანება თავი სწავლას და დაიწყო მუშაობა. რაიონებიდან ვინც კი ჩადის თბილისში, მალე აჩერებენ სტუდენტობას მუშაობის გამო. ამას მივყავართ ეკონომიკური სიდუხჭირის პრობლემამდე. ბავშვები კარგად ხვდებიან და აღიქვამენ ამ რეალობას.

სახელმძღვანელო მოითხოვს მშვიდ, დაკვირვებულ მუშაობას, ბევრი ტექსტის გააზრებულად წაკითხვას. მე ვერ შევაფასებ ნეგატიურად დღევანდელ სახელმძღვანელოებს, თუმცა ჩემი კოლეგები ხანდახან ჩივიან, ამბობენ, რომ რაღაცები არ მოსწონთ, თუმცა მყარი არგუმენტები არ მომისმენია ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელო იყოს გათვლილი სხვადასხვა უნარ-ჩვევის შეძენაზე, ცოდნის მიღებასა და ბავშვების დამოკიდებულებების შეცვლაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ. უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გამომუშავების საშუალებას სწორედ არაფორმალური განათლება იძლევა. სკოლაში კი ფორმალური განათლება გვაქვს, მასწავლებლების ნაწილი სრულად მიჰყვება მას, ნაწილს კი შემოაქვს არაფორმალური მეთოდები. მაგალითად, როცა ბავშვებს ძალადობასთან, ბულინგთან გამკლავებას ვასწავლით, გვაქვს ასეთი აქტივობა: ფურცელზე ვხატავთ ხელის მტევანს, ხუთ თითს და შემდეგ ბავშვებს ვთხოვ, გაიხსენონ საახლობლოში ხუთი ადამიანი, რომელსაც ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში მოუყვებიან. მათ ამ თემაზე არასდროს აქვთ ნაფიქრი, ამ თითქოს მარტივ აქტივობაზე ფიქრი ძალიან უჭირთ და საკმაო დრო გვეხარჯება ხოლმე გაკვეთილზე. მერე ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ. ზოგიერთ ბავშვს, სხვათა შორის, ასეთი არაფორმალური სწავლება გაკვეთილად არ მიაჩნია. სხვა მასწავლებელმა ტექსტები წააკითხა და ლადო მასწავლებელმა, ფაქტობრივად, ათამაშა, რადგან მას არ მოუწია წაკითხვამ. ძალიან მოსწონთ სწავლების ეს ფორმა და სულ გამოხატავენ სიხარულს, მაგრამ გაკვეთილიდან რომ გამოდიან, ამბობენ, რომ ეს არ იყო გაკვეთილი და ეს იყო თამაში. ეს დამოკიდებულება აშინებთ მასწავლებლებს და უფრო მეტად იყენებენ სწავლების კლასიკურ მეთოდებს.

 

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალნენ თავად ბავშვები, რამდენად შეიცვალა თაობა, თუ შევადარებთ თქვენი საქმიანობის საწყის პერიოდს 25 წლის წინ და დღევანდელს. რა სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს?

ახლანდელი ბავშვები უფრო ჩქარობენ, თითქოს დრო არ ჰყოფნით, ყველაფერს ჩქარობენ. ჩქარობენ, რომ ხელფასი და შემოსავალი ჰქონდეთ. როცა უყურებენ, რომ ოჯახში არ არის ეკონომიკური სიძლიერე, იღებენ პასუხისმგებლობას, რომ პრობლემა თავად მოაგვარონ. მშობლისგანაც დიდ ქებას იმსახურებენ, როცა სტუდენტობის დროს იწყებენ მუშაობას.

დღეს რადიკალურად განსხვავებული თაობაა, განსაკუთრებული ბავშვები, რომლებიც არიან მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნეები და სჭირდებათ მეტი აღიარება, ითხოვენ აღიარებას. ერთხელ ასეთი აქტივობა ჩავატარე: კლასის ბავშვები დავაყენე წრეზე, მათ შორის იყო რამდენიმე ბავშვი, რომელსაც დაბალი თვითშეფასება ჰქონდა და ერთგვარად, კლასისგან გარიყულად გრძნობდნენ თავს. ხელები ერთმანეთს ჩავკიდეთ, თითოეული მათგანი უნდა ჩამდგარიყო წრეში და ყველას დაგვესახელებინა მისი თითო დადებითი თვისება. ვამბობდით, რომ კონკრეტული მოსწავლე პოზიტიური ადამიანი იყო, ჰქონდა სასიამოვნო იუმორის გრძნობა ან იყო მეგობრული, ნიჭიერი, მერე ტაშს ვუკრავდით. მეორე დღეს სკოლაში რომ მოვიდნენ ეს ბავშვები, რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ, უფრო ლაღები, თავისუფლები, მხიარულები. თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ აღიარება, სოციუმიდან ითხოვენ დაფასებას. ჩემს თაობას, ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, არ გვქონდა ასეთი ძლიერი სურვილი, რომ ვიღაცისგან აღიარებული ვყოფილიყავით. კი, თუ გვაქებდნენ, გვიხაროდა, მაგრამ ამ დოზით არ გვქონდა მოთხოვნილება. თან იცით, ყველას თავისი პრობლემები აქვს. მე ისეთ კლასში ვმუშაობ, სადაც ნახევარზე მეტი ბავშვის მშობლები არ არიან საქართველოში და ბებია-ბაბუებთან იზრდებიან. როცა მათ გაკვეთილების სწავლას, პრეზენტაცის გაკეთებას სთხოვ, ისინი ამ დროს მშობლებზე ფიქრობენ. ერთმა მოსწავლემ მითხრა ახლახან, საინტერესო გაკვეთილი იყო, მაგრამ მე დედიკოსა და მამიკოზე ვფიქრობდი, როდის ჩამოვლენ და როგორი იქნება ჩვენი შეხვედრაო. რაღაც უხილავი ძაფი გაწყვეტილია მათში და ეს ბევრ რამეში უშლით ხელს. ეს იმდენად მტკივნეულია, რომ სხვა ბავშვებზეც გადადის, თანაუგრძნობენ.

დღევანდელი ბავშვები რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან. როგორ არის იცით? შედიხარ სადღაც, სადაც ბევრი კარია შესაღები და შენ თითოეულს მისი გასაღები უნდა მოარგო. ეს არის რთული პროცესი, სანამ ყველა კარს, ყველა ბავშვს თავის გასაღებს უპოვი და სწავლის, ცოდნისკენ გზას გაუხსნი. ერთ ბავშვზე ორი თვე ვიწვალე, რომ გამეხსნა და ძალიან ელემენტარული მიზეზი აღმოჩნდა, რაც ბლოკავდა და რომლის მოგვარების მერეც, როცა უსაფრთხოდ იგრძნო თავი, სწავლა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ როცა ის შეკითხვას სვამდა, ბავშვები თურმე მის შეკითხვაზე იცინოდნენ, ამის მერე გაჩერდა ეს ბავშვი და აქტიურობის ყველანაირი ინტერესი დაკარგა. ხომ მარტივია, მაგრამ ხშირად უნდა ესაუბრო ბავშვს, რომ ეს წამოსცდეს. ექსკურსია ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის. ამ ბავშვს ექსკურსიაზე დავავალე, სხვებისთვის ეთქვა, მომზადებულიყვნენ, ტყის რესურსებზე სამუშაოდ რომ წავსულიყავით და უარი მითხრა, დამცინებენო. მივხვდი, კლასთან მქონდა სამუშაო.

კიდევ ერთი თვისება, რითაც თანამედროვე ბავშვები რადიკალურად განსხვავდებიან წინა თაობისგან ისაა, რომ ინიციატივით გამოდიან. ჩვენი ბავშვობის დროს მოსწავლის არანაირ ინიციატივას მასწავლებელი არ აიტაცებდა. ჩვენი სოფლის დღესასწაული მოდიოდა და სადაც ღონისძიება უნდა ყოფილიყო, ძალიან ბევრი ნაგავი ეყარა. თვითონ მოიფიქრეს ბავშვებმა, წავიდნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში, მოითხოვეს ხელთათმანები და პოლიეთილენის პარკები და ერთად დავასუფთავეთ მთელი სოფელი. 3 კვირით ადრე აქტიურ მოქალაქეობაში ჰქონდათ ეს ნასწავლი და ძალიან გამიხარდა, რომ პრაქტიკაში გადმოიტანეს, საკუთარი ინიციატივით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების ინიციატივას ფრთები შევასხათ და გვერდში დავუდგეთ. ყველაზე მაგარია, რომ კონსულტაციების და რჩევების კუთხით დავუდგეთ გვერდში, ორგანიზება და შესრულება კი მათ მივანდოთ.

შარშან, წლის ბოლოს, გვქონდა ასეთი პროექტი „გაიცანი ევროპა“. 480 ბავშვი გვყავდა სტუმრად მთელი გურიის მასშტაბით თითქმის ყველა სკოლიდან. მეათეკლასელებმა, რომელთაც მანამდე პროექტების მართვა ვასწავლე, სულ 15 ბავშვმა, გააკეთა ამის ორგანიზება და შეასრულა ეს პროექტი. შევეცადე, რომ სრულად მოვცილებოდი საორგანიზაციო საკითხებს და თავად გააკეთეს აბსოლუტურად ყველაფერი. თავისით მიაგნეს, დეტალებში სად რა უნდა შეესრულებინათ, თავად გამოიტანეს დასკვნები. ყოველთვის, როცა ბავშვებს ნდობას გამოუცხადებ და ეტყვი: მე მჯერა თქვენი, მჯერა, რომ გამოგივათ, ამ დროს საოცრები არიან. კარგი კვება გვქონდა პროექტის ფარლებში და პროექტი რომ დამთავრდა, თხუთმეტივეს ძალიან შიოდა. გამიკვირდა და ვუთხარი, რატომ არ ჭამეთ-მეთქი, ვაიმე, მასწვალებელო, ყველას რომ ჰყოფნოდა, ის გვერჩივნა, რომ არავინ დარჩენილიყო უკმაყოფილოო, მიპასუხეს.

მათ არ უნდა ვესაუბროთ, როგორც ბავშვს, უნდა მოვექცეთ ისე, როგორც თანასწორს. ამას ისინი დადებითად აღიქვამენ, მაგრამ ღიზიანდებიან, როცა ისე ველაპარაკებით, როგორც პატარას, ბავშვს.

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი უნარები, რომელსაც კარგი მასწავლებელი უნდა ფლობდეს?

კარგი მასწავლებელი ისაა, ვინც წინასწარ ხვდება, თავის მოსწავლეს მომავალში რა გამოწვევები ექნება და მას ამისთვის ამზადებს, მომავლისთვის მოამზადებს. მე ვხვდები, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მსოფლიო კარი გაიღება, როცა ევროინტეგრაცია მოხდება და ვუზიარებ, როგორ უნდა წავიდნენ სხვა ქვეყანაში, როგორ დამკვიდრდნენ, ყველა დეტალს ვუზიარებ. ვუხსნი თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას, მათ სასარგებლო გამოყენებას. ჯერ კიდევ წლების წინ სქრინებით ვაჩვენებდი ხოლმე შტრიხკოდებში გადატანილ სხვადასხვა საინფორმაციო ბმულებს, რაც ახლა უკვე დანერგილია სასწავლო მასალებში და ძალიან მიხარია. ბავშვებს მასწვალებელი უნდა ესაუბროს მათ ენაზე. ბავშვს თუ უთხარი, რომ აი, ჩემს დროს ასე ხდებოდა და სხვანაირად დამჯერი თაობა ვიყავით, მორჩა, იქ ნდობა აღარ იქნება.

ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვები მიაჩვიო თავიანთი პასუხისმგებლობების შეგნებას, მიღებას და შესრულებას. პირველ გაკვეთილზე კარგია, კლასის ხელმძღვანელმა შეიტანოს, ვთქვათ, პოსტერი, სადაც ასახული იქნება კლასის შინაგანაწესი. ბავშვებს ყოველდღე უნდა წავაკითხოთ და გავახსენოთ, რომ არ უნდა ვიხმაუროთ, არ დავცინოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ, სხვა წესები. ეს თავისთავად ჩაებეჭდებათ გონებაში. ერთი ძალიან ცელქი კლასი მყავდა და შევიტანე კლასის შიდა წესები, პოსტერი დავკიდე. სექტემბერსა და ოქტომბერში ისევ არეულობა იყო, მაგრამ დეკემბრიდან უკვე აღარც იყო შინაგანაწესის წაკითხვის საჭიროება, იმიტომ, რომ უკვე ახსოვდათ, ჩაებეჭდათ გონებაში და გადატანილი იყო ქმედით წესში. მერე რომ გეთქვა, ტელეფონი ამოიღეო, არ ამოიღებდა, ამდენი თვე დაწერილს ვკითხულობდით, რომ ტელეფონით არ უნდა ესარგებლა და ეს მოთხოვნა გადატანილი ჰქონდა ქმედით წესში, პრაქტიკაში. როცა მიეჩვევა, ბავშვსაც უყვარდება წესრიგი.

მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მოსწავლეს ცხოვრება. ერთხელ ერთმა ბავშვმა დიდი კონფლიქტი მოაწყო და დამდო ბრალი, განზრახ მომახვედრე ჯგუფური მუშაობის დროს იმ ბავშვებთან, ვისთანაც არ მინდოდაო. მე ავუხსენი, რომ ნამდვილად ვერ განვსაზღვრავდი ამას წინასწარ და რომ ცხოვრებაში ბევრჯერ მოუწევდა სხვადასხვა ჯგუფთან თანამშროლობა. ავუხსენი, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დგას შენ გვერდით, მთავარია საქმე გაკეთდეს, მიზანს მიაღწიო, რასაც იმ გუნდის ერთობლივი მუშაობა ემსახურება. შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი, მაგრამ მასთან თანამშრომლობით ისეთი მაგარი საქმე გააკეთო, რომ კაცობრიობა გადაარჩინო. ჯგუფური მუშაობის დროს ყოველთვის დიდი ხმაურია. დავალების შესრულებისას ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას, ჯგუფში წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებას და გუნდურ მუშაობას. ასე სწავლობენ ისინი ცხოვრებასთან გამკლავებას სამომავლოდ.

რომელია თქვენი, როგორც მასწავლებლის მთავარი პრინციპები, რომელსაც არასდროს დაარღვევთ?

თუ რამე არ ვიცი, არ ვატყუებ, ვეუბნები, რომ არ ვიცი. ვთქვათ, მოსწავლემ დამისვა კითხვა, რაზეც პასუხი არ მაქვს, არ დავიწყებ მიდებ-მოდებას და მითუმეტეს, მოტყუებას. ვეუბნები, რომ არ ვიცი, გავარკვევ და ხვალ გეტყვით პასუხს. ვერ მოვატყუებ. ბავშვები ყველაფერს ხვდებიან და გრძნობენ. ბავშვთან თუ გულწრფელი არ ხარ, ის აუცილებლად ხვდება ამას. ბავშვები ყველაფერს ხვდებიან, იტყუები თუ არა, გულწრფელი ხარ თუ არა, ცოტას ტრაბახობ თუ არა, ყველაფერს გრძნობენ. წარმოიდგინეთ, კლასში შესვლით შედიხარ რენტგენის ოთახში. ყოველი ახალი კლასი ახალ რენტგენში გავლაა მასწავლებლისთვის და მთავარია, კარგი სურათი დადო, რომ ისინი გენდონ, მოეწონო. ამის მერე იქცევი როლურ მოდელად. შეიძლება პირდაპირ უხეშობასაც შეხვდე ბავშვის მხრიდან, მაგრამ ეს მე ყოველთვის მიხარია. აღმზრდელს უნდა უხაროდეს, როცა ბავშვი ნეგატიურ უნარ-ჩვევას გამოავლენს, რადგან, ფაქტობრივად, ლანგარზე გილაგებს, რა არის გამოსასწორებელი. როცა ბავშვი პირდაპირ მიგითითებს თავის დასამუშავებელ თვისებებზე, უცბად მოიფიქრებ გზებს, რომ სწორად იმუშაო მასთან.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

June 9, 2025
#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი

June 9, 2025
#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი
Slider Area

#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

June 9, 2025
#OK! ერთხელ წიგნი გადავშალე… და იქიდან ჯადოსნურმა შუქმა ამოანათა
ინტერვიუ

#OK! ერთხელ წიგნი გადავშალე… და იქიდან ჯადოსნურმა შუქმა ამოანათა

June 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ჩემი გული გატეხილია” – ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ

#OK! “ჩემი გული გატეხილია” – ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ

October 22, 2021
#OK! სკარლეტ იოჰანსონის და კოლინ ჯოსტის ვარსკვლავური წყვილი Kennedy Center Honors-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! სკარლეტ იოჰანსონის და კოლინ ჯოსტის ვარსკვლავური წყვილი Kennedy Center Honors-ის წითელ ხალიჩაზე

December 6, 2021
#OK! ბელა ჰადიდი მარკ ჯეიკობსის სათვალეების ახალი კამპანიის ვარსკვლავია

#OK! ბელა ჰადიდი მარკ ჯეიკობსის სათვალეების ახალი კამპანიის ვარსკვლავია

January 22, 2023
#OK! ზენდეია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

#OK! ზენდეია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის ვარსკვლავია

September 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

June 9, 2025
#OK! დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ერთმანეთს დაშორდნენ

June 5, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025
#OK! „ვფიქრობ, ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პერიოდია” – ნატალი პორტმანი 43 წლის გახდა

#OK! „ვფიქრობ, ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პერიოდია” – ნატალი პორტმანი 43 წლის გახდა

June 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები