• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 16, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ეს კვირა რეტროგრადული იუპიტერის გავლენის ქვეშ ჩაივლის, რომელმაც მოძრაობა15 ნოემბერს დაიწყო. ეს ღირებულებათა გადაფასების ატმოსფეროს ქმნის – ძველ იდეებს, პროექტებსა და შეხედულებებს ვუბრუნდებით, რათა მათი საიმედოობა შევამოწმოთ.

კვირის კულმინაცია 22 ნოემბერს, 03:36-ზე დგება. ამ დროს მზე მშვილდოსნის ნიშანში შედის, რომელსაც იუპიტერი მართავს. მორიელის ღრმა ტრანსფორმაციის შემდეგ, უფრო მსუბუქ, ცეცხლოვან ენერგიაზე გადასვლას იგრძნობთ. ეს არის დრო, როცა მნიშვნელოვანია მომავლისკენ ყურება  და ახალი შესაძლებლობების დანახვა. მზე მშვილდოსანში აღვიძებს მოგზაურობის, სწავლის, ცოდნის გაზიარებისა და ახალი იდეებით შთაგონების სურვილს.

იუპიტერი რეტროგრადულ ფაზაში წარმატებას არ გვართმევს, მაგრამ ყურადღებას მოითხოვს. ის თითქოს გვეუბნება „სანამ გაფართოვდები, საძირკველი გაამაგრე“, ამიტომ ამ დღეებში საკუთარი მიზნების ანალიზი, გეგმების გადახედვა და ახალი აზრების ძიება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. ეს კვირა შეიძლება იქცეს პერიოდად, როდესაც ძველი გაკვეთილები ახალ შესაძლებლობებად იქცევა და შინაგანი აღმოჩენები წინსვლის ძალას მოგცემთ.

ვერძი

სამსახურში საკმაოდ დაძაბული კვირა გელით. თქვენი მთავარი საზრუნავი  სახლის, ქონების, იჯარის ან პირად სივრცეში ცვლილებებისკენაა მიმართული.  ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, დიზაინთან ან ობიექტების მართვასთან არის დაკავშირებული. თუ ბიზნესს მართავთ, მზად უნდა იყოთ, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ.  ამ კვირას წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა ექნება. საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულები დავალებებს დაკვირვებით უნდა მიუდგნენ – ზოგი  ამოცანა იმაზე რთული იქნება, ვიდრე ჩანს.

კურო

კვირის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. მოსალოდნელია სირთულეები და შეფერხებები ლოჯისტიკასა და საქმიანი ქაღალდების წარმოებაში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საქმიანი პარტნიორობაა. უნდა გესმოდეთ ვის შეგიძლიათ ენდოთ, ვინ გეხმარებათ წინსვლაში და ვინ პირიქით, ხელს გიშლით. შემოსავალი იქნება, მაგრამ დანახარჯებიც მოიმატებს – განსაკუთრებით სახლის კეთილმოწყობის, საყოფაცხოვრებო საკითხების და ნათესავების დახმარების მიმართულებით. გამორიცხული არ არის რემონტი ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

ტყუპები

ფინანსურ სფეროში არასტაბილურობა გელით. ფულთან დაკავშირებული საბუთების გაფორმებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ოჯახურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია დაგროვილი პრობლემები ღიად განიხილოთ. მარტოხელა ტყუპებს შეიძლება ძველი სიყვარული დაუბრუნდეს ან გაიცნოს ადამიანი, რომელიც ოჯახის შექმნის სურვილს გაუჩენს. ურთიერთობები ნელა, მაგრამ სერიოზული პერსპექტივით განვითარდება. მოსალოდნელია მერყევი ემოციური ფონი, დაღლილობა ან  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

კირჩხიბი

ამ კვირაში ძლიერდება სიმშვიდისა და სტაბილურობისკენ სწრაფვა, თუმცა ამის მიღწევა რთული იქნება. ამჟამად მთელი ყურადღება სახლის, ოჯახისა და ახლობლებისკენ გაქვთ გადატანილი. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის ან ინტერიერის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. მიეცით საკუთარ თავს ტემპის შენელების უფლება, რაც თქვენზე დადებითად აისახება. რეტროგრადულმა მერკურმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მცირე ქაოსი შეიტანოს. მოსალოდნელია შეცდომები საბუთებში, რაც  უკვე შესრულებულ საქმესთან დაბრუნებას გაიძულებთ. გირჩევთ ყველაფერი რამოდენიმეჯერ გადაამოწმოთ – განსაკუთრებით მიმოწერასა და შეთანხმებების გაფორმებისას.

ლომი

ამ კვირას მთელი ყურადღება წესრიგზე და წვრილმანებზე უნდა გაამახვილოთ. სანახაობის ნაცვლად, დატვირთული მუშაობა გელით. ძველ საქმეებთან დაბრუნება და მათი დროულად დასრულება უნდა შეძლოთ. თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, სამედიცინო ან მომსახურების სფეროში მუშაობთ, ეს კვირა დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი იქნება. დისციპლინა და წესების მკაცრი დაცვა დაგეხმარებათ, რომ დატვირთვას წარმატებით გაუმკლავდეთ და  თავი როგორც საიმედო თანამშრომელი წარმოაჩინოთ.

ქალწული

დროა,  პრიორიტეტებს სერიოზულად გადახედოთ. ფინანსურად ზომიერად სტაბილური პერიოდია. შემოსავალის მიღეის მხრივ შეფერხებები მოსალოდნელი არ არის. ბევრ ქალწულს გაუჩნდება სურვილი, რომ ხარჯები უფრო ყურადღებით დაგეგმოს და  ბიუჯეტის მართვა გააუმჯობესოს. ხელსაყრელი დროა ვალების, გადასახადების ან გრძელვადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად. უმჯობესია, რომ სპონტანური დანახარჯებისა და მსხვილი შეძენებისგან  თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი რისკს უკავშირდება.

სასწორი

კვირის ბოლოს პირადი ცხოვრება შედარებით მშვიდი და პრაქტიკული გახდება. წყვილთა ურთიერთობებში პირველ ადგილზე საყოფაცხოვრებო საკითხები, მოვალეობების განაწილება და ურთიერთდახმარება წამოიწევს. საუკეთესო დროა ურთიერთობების განმტკიცებისთვის. თავისუფალ სასწორს შეიძლება სამსახურში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში საინტერესო ადამიანი შეხვდეს.  როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია საოჯახო საქმეები, რომლებიც ორგანიზებულობასა და მოთმინებას მოითხოვს. ადამიანებს მხოლოდ გარეგნობით ნუ შეაფასებთ – ყურადღება სანდოობას და გულწრფელობას მიაქციეთ!

მორიელი

ამ კვირას როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ახალი სამუშაოს ძიებაში ხართ ან ახალ წინადადებას განიხილავთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. დაოჯახებულ მორიელებს ახლობლებზე, განსაკუთრებით უფროს თაობაზე მეტი ზრუნვა მოუწევთ. საღამოს ხმაურიან წვეულებებზე მეტად, უპირატესობა სუფთა ჰაერზე სეირნობას, ბალახის ჩაის და თბილ აბაზანას მიანიჭეთ. შეამცირეთ ინფორმაციული ხმაური და გამოყავით დრო ძალების აღდგენისთვის.

მშვილდოსანი

ამ კვირას საქმიანი აქტიურობა შესამჩნევად გაიზრდება, თუმცა მასთან ერთად, ქაოსი და მუდმივი შეხვედრები მოიმატებს. ბევრი ახალი კონტაქტი, საქმის განხილვა, ინიციატივა და ამასთან ერთად, გადაღლაც გელით. მერკურმა შეიძლება სამუშაო პროცესებში, განსაკუთრებით მიმოწერასა და საბუთების მომზადებაში დაბნეულობა შეიტანოს. ყურადღებით გადაამოწმეთ მნიშვნელოვანი საბუთები და შეთანხმებების დეტალები. ხელსაყრელი დროა პროფესიულ საქმიანობაში თქვენი ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად.

თხის რქა

ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც კომუნიკაციების, განათლების, იურიდიულ, შემოქმედებით სფეროში ან ფსიქოლოგიაში მუშაობს. სასარგებლოა საჯარო გამოსვლები და საკუთარი იდეების წარდგენა. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ – რეტროგრადული მერკური უამრავ დაბრკოლებას შექმნის. თუ შესაძლებელია, აქტიური ნაბიჯები დეკემბრამდე გადადეთ. თუ არა, იმოქმედეთ, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილით.

მერწყული

ფინანსური მდგომარეობა შეიძლება არასტაბილური გახდეს. შემოსავლებს მიიღებთ, მაგრამ ხარჯებიც საგრძნობი იქნება. ყველაზე ხშირად, ხარჯები თავის მოვლას, საჩუქრებს ან სახლის კეთილმოწყობას უკავშირდება. თუ მსხვილ შეძენს გეგმავთ, უმჯობესია ის თვის ბოლოსთვის გადაიტანოთ. მოსალოდნელია ხელფასების შეფერხება,  განსაკუთრებით, კერძო დაწესებულებებში.

თევზები

კვირა ემოციურად დატვირთული იქნება. ხელსაყრელი დროა ახლობლებთან ურთიერთობების აღდგენისა და გულწრფელი საუბრებისთვის. ურთიერთობებში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები – ზოგს ურთიერთობის გაღრმავება მოუნდება, ზოგი კი კავშირის გაწყვეტას მოინდომებს. მარტოხელა თევზები შეიძლება რაიმე ღონისძიებაზე, სწავლის პროცესში ან მოგზაურობისას საინტერესო ადამიანს შეხვდეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ გამონათქვამებში და ნაჩქარევ  გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასევე გაეცანი

#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი
OK! News

#OK! როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს – ილონ მასკის მეთოდი

December 22, 2025
#OK! პრინცმა უილიამმა და მისმა ვაჟმა ღარიბებისთვის საშობაო სადილი მოამზადეს
OK! News

#OK! პრინცმა უილიამმა და მისმა ვაჟმა ღარიბებისთვის საშობაო სადილი მოამზადეს

December 22, 2025
#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა
OK! News

#OK! ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა

December 22, 2025
#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: ვარსკვლავი Mistress Rocks-ის კაბით!

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: ვარსკვლავი Mistress Rocks-ის კაბით!

July 29, 2021
#OK! 48 წლის ჰაიდი კლუმის და მისი 17 წლის ქალიშვილის გლამურული გამოჩენა Dolce & Gabbana-ს “ალტა-მოდას” პრეზენტაციაზე

#OK! 48 წლის ჰაიდი კლუმის და მისი 17 წლის ქალიშვილის გლამურული გამოჩენა Dolce & Gabbana-ს “ალტა-მოდას” პრეზენტაციაზე

September 4, 2021
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! დახვეწილი, მიმზიდველი, სადა – ზამთრის გამორჩეული ლუქები თაკო ჩხეიძისგან

#OK! დახვეწილი, მიმზიდველი, სადა – ზამთრის გამორჩეული ლუქები თაკო ჩხეიძისგან

January 11, 2023

კვირის ჰიტები

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

December 21, 2025
ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

როცა ცოდნა, შრომა და რწმენა ერთიანდება – სოფიო პაპუნაიშვილის გზა

December 21, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები