• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! კოსმო – ფერების, ისტორიისა და თანამედროვეობის შერწყმით შექმნილი თემატური ჩანთები და აქსესუარები

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

სახელწოდება „კოსმოს“ გაჟღერებამ თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება, ხოლო თვალით ნანახმა კიდევ უფრო მეტად მომნუსხა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროდუქციის ყველა დეტალი ინტერესს იწვევს და განსაკუთრებულ ისტორიას გიყვება თითოეული ნივთის შესახებ. ბრენდი შეიქმნა მეოცნებე, ცნობისმოყვარე, მრავალფეროვნების, სიახლეების მოყვარული, საინტერესო ადამიანებისთვის, ვისთვისაც პიროვნების გამოხატვა ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

„კოსმო“ ქართული ბრენდია, რომელიც სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა ერთობლივად დააფუძნეს 2015 წელს. მათი თქმით, მიზანი ალტერნატიული, ფერადი სამყაროს შექმნა იყო საქართველოში, რომელიც როგორც კოსმოში დასაქმებულებს, ისე თითოეულ მომხმარებელს გააბედნიერებდა თემატური აქსესუარებით. ასეც გამოვიდა… დღეს „კოსმოს“ მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტები. შედეგმაც არ დააყოვნა და ბრენდი დღეს უკვე შვიდი ფილიალით არის წარმოდგენილი, მათ შორის: საბურთალო „სითი მოლის“ სტენდი, „სითი მოლი“ გლდანის სტენდი, „ისთ ფოინთის“ სტენდი. ასევე, მაღაზიები: ვარკეთილში, საბურთალოს „სითი მოლში“, ბათუმში, და შოურუმი სახელოსნოს გვერდით, სადაც მომხმარებელს, გარდა შეძენისა, შეუძლია საკუთარი თვალით იხილოს პროდუქციის წარმოების პროცესი. ასევე, აქტიურია უცხოური ბაზარი etsy.com-ის მეშვეობით.

 

„კოსმო“ ქმნის თემატურ ჩანთებს და აქსესუარებს. სწორედ აქსესუარების ხაზი იყო პირველი, რომელიც ადამიანის პიროვნებას გამოხატავს, მათ შორის იყო: საყურეები, სამაჯურები და ახლა უკვე ჩანთები − „კოსმო ბეგს“.

გულწრფელობა და მეგობრული ურთიერთობები ყველა „კოსმოელისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებია. თითოეული მომხმარებელი „კოსმოში“ მოხვედრის წუთიდან ხდება „კოსმოელი“. ყველა „კოსმოელი“ კი, თავისთავად, ჩართულია „კოსმოს“ შენების პროცესში. „ვითვალისწინებთ კოსმოელების უკუკავშირს და მათთან ერთად, სიახლეებისა და მუდმივი თავგადასავლების ძიებაში ვქმნით ჩვენს „კოსმიურ“ სამყაროს დედამიწაზე“.

 

„კოსმოს“ გარშემო ერთიანდებიან შეუპოვარი, სიახლეების მაძიებელი ადამიანები, რომლებიც მუდამ ახალი საჭიროებების გამოვლენაზე არიან ორიენტირებულნი. შეუძლებელია არ გაბედნიერებდეს „კოსმიური“ ცხოვრების თითოეული მომენტი და დროის შეგრძნების გარეშე, ყოველდღიურად, ერთნაირი ვნებით არ აშენებდე „კოსმოელებთან“ ერთად „კოსმოს“.

„კოსმოს“ თითოეული კოლექცია გამორჩეული და უნიკალურია. ბრენდის დამფუძნებლები და დიზაინერი ძველი ქართული ელემენტებისა და თანამედროვეობის შერწყმით ქმნიან უნიკალური დიზაინის, მრავალფეროვან ჩანთებს და აქსესუარებს.

რაც ყველზე მნიშვნელოვანია, „კოსმოს“ პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ტყავის, ნატურალური კაკლის ხისა და მაღალი ხარისხის საღებავებისგან.

„ჩვენ გვჯერა, რომ მდიდარი ქართული კულტურა მნიშვნელოვანი საფუძველია ყველაზე ინოვაციურისა და მოდურის შესაქმნელად. ჩვენ გვიყვარს ჩვენი წარსული, ვამაყობთ და თანამედროვეობასთან ფეხშეწყობით ვქმნით გამორჩეულ, თანამედროვე დიზაინებს“.

 

 

 

„კოსმოს“ ჩანთები და აქსესუარები გამოირჩევა ფერადოვნებით. ფერთა ოსტატურად შეხამებით და მოდის ტენდენციების გათვალისწინებით იქმნება თითოეული დეტალი. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქციას, შეუმჩნეველი არავის დარჩება „ჩოხჩა“, ანუ ჩოხისა და ჩანთის გაერთიანება. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომელიც შეიქმნა ბრენდის მიერ, სრულად ჩოხის ელემენტებით არის გაფორმებული და დატვირთვაც ქართული ტრადიციული სამოსი იყო. გაცოცხლებული და გათანამედროვებულია თითოეული დეტალი და რაც მთავარია, ყველა ქართველისთვის ძალიან საამაყოა, მისი დატვირთვიდან გამომდინარე. გარდა ორიგინალურისა, უნიკალურია როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. „ჩოხჩასთან“ ერთად, ბრენდმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ქართული ანბანის შთაგონებით შექმნილი მოდელები − „თანი“ და „დონი“ შესთავაზა, რომელსაც ამ დრომდე მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. და რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არავის დარჩება თამარ მეფის გვირგვინის ფორმის ინსპირაციით შექმნილი ჩანთები, რომელზეც გამოყენებულია მისსავე გვირგვინზე ასახული უნიკალური ორნამენტები. სწორედ ეს ჩანთები აცოცხლებს საქართველოს ისტორიას და ყველას გარშემო მონუსხულს ტოვებს. ამაზე მეტყველებს ჩანთების დიზაინის წარმატება 2019 წელს, როდესაც კოსმოს კოლექციიდან „თანი“ და „ვუდლი“ საუკეთესო დიზაინის ჩანთებს შორის მოხვდა ტყავისა და ტყავის აქსესუარების საერთაშორისო ფესტივალზე ჰონკონგში. აღსანიშნავია, რომ „ჩოხჩისა“ და „თანის“ უნიკალური დიზაინი დარეგისტრირებულია საქპატენტში.

 

„კოსმოს“ მეშვიდე ფილიალისა და cosmo bags-ის ხაზის პირველი შოურუმის გახსნის თარიღთან დაკავშირებით, ბრენდმა დაიწყო კამპანია #გააცოცხლეისტორია, რომელიც ემსახურება ძველის გაცოცხლებასა და გათანამედროვებას, ანუ ახალი იერსახის მიცემას და ახალი სულის ჩაბერვას.

კამპანიის „გააცოცხლე ისტორია“ ფარგლებში, ზაფხულის პერიოდში აჭარის ტერიტორიაზე ბრენდმა ისტორიულ ადგილებში ბათუმელ ხელოვანებთან, დიზაინერ ია ღონიაძესთან, ბათუმელ მხატვრებთან და Street Artist იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, განახორციელა სხვადასხვა აქტივობა ქალაქში და ფოტო-ვიდეოგადაღებები.

 

როდესაც ატარებ „კოსმოს“ აქსესუარს, შენ დიდი ისტორიის ნაწილი ხდები. ის ბევრად მეტია, ვიდრე დეკორატიული ნივთი, რომელიც ჩვენს Look-ს სრულყოფილს ხდის. თუ კაკაბაძის, ფიროსმანის ან რომელიღაც თანამედროვე მხატვრის ნახატით გაფორმებულ „კოსმოს“ აქსესუარს ატარებ, შენ ქართული ხელოვნების ქომაგი ხარ და მის პოპულარიზაციაში შეგაქვს საკუთარი წვლილი. თუ ძველი ქართული ანბანიდან ასო „თ“-ს ფორმის „კოსმოს“ ჩანთა „თანს“ ირჩევ შენი Look-ის გამორჩეულ შტრიხად, ატარებ ქართულ ისტორიას − უძველესსა და საამაყოს, რომელიც შენი დამსახურებით ხელშესახები ხდება.

მე კი ისღა დამრჩენია, აუცილებლად გირჩიოთ, ეწვიოთ „კოსმოს“ ფილიალებს და საკუთარი თვალით იხილოთ ბრენდის უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც ნამდვილად „კოსმიურ“ სამყაროში გამოგზაურებთ. ეწვიეთ და „კოსმოსთან“ ერთად, თქვენც გახდით საქართველოს ისტორიის მატარებელნი.

 

FB: Cosmo • კოსმო

Insta: cosmo.com.ge

cosmo.com.ge

577 32 74 42

ასევე გაეცანი

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით
Fashion

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

March 15, 2023
#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან
Fashion

#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან

March 3, 2023
#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე
Fashion

#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე

March 17, 2023
#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები
Fashion

#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები

February 26, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ამანდა სეიფრიდი ოსკარების რიგით 93-ე დაჯილდოებაზე! მსახიობი Armani-ს კაბით!

#OK! ამანდა სეიფრიდი ოსკარების რიგით 93-ე დაჯილდოებაზე! მსახიობი Armani-ს კაბით!

April 26, 2021
#OK! FRIENDS-ის ვარსკვლავი დევიდ შვიმერი 55 წლის გახდა: წარმოგიდგენთ 7 გამორჩეულ როლს მსახიობის შემოქმედებიდან

#OK! FRIENDS-ის ვარსკვლავი დევიდ შვიმერი 55 წლის გახდა: წარმოგიდგენთ 7 გამორჩეულ როლს მსახიობის შემოქმედებიდან

July 9, 2022
#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

#OK! „გვჯერა, როგორც ბათუმელებისთვის გახდა „ლევილი“ საყვარელი სივრცე, დედაქალაქშიც მოვიპოვებთ მსგავს ნდობასა და სიყვარულს“

September 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

March 21, 2023
#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

March 22, 2023
#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

March 22, 2023
#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×