• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

“ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი. იმიტომ, რომ მე ამერიკას ბალეტი ვასწავლე “ – ეს სიტყვები სახელგანთქმულ ქართველ ქორეოგრაფს, ჯორჯ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძე) ეკუთვნის, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ოკეანის მიღმა დაამკვიდრა.

 

მდიდარი შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ჯორჯ ბალანჩინს ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა. ქორეოგრაფს ოთხი ოფიციალური მეუღლე ჰყავდა: თამარა გევერჟეევა, ვერა ზორინა, მარია ტოლჩიფი და ტანაკილ ლეკლარკი, თუმცა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე განსაკუთრებული კვალი უკანასკნელმა სიყვარულმა დატოვა – ქალმა, რომელმაც  მეხუთე ცოლად ყოფნა არ ისურვა..


სიუზან
ფარელს ბალანჩინის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. ის ქორეოგრაფის დიდი სიყვარული იყო და ამერიკული თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც „ეპოქის სიმბოლო“ და მაესტროს „უკანასკნელი მუზა“.

სიუზან ფარელი 1945 წელს, ოჰაიოს შტატში დაიბადა. გოგონა 15 წლის იყო, როცა ბალანჩინის დასის ბალერინამ, დიანა ადამსმა ნახა და თეატრთან არსებულ სკოლაში მიიყვანა, რომელიც ბალანჩინმა დასის პარალელურად შექმნა. როდესაც სიუზანი 16 წლის გახდა, ბალანჩინმა დასში მიიწვია. მალე გოგონა 26 წლით უფროსი ქორეოგრაფის მუზად იქცა. ბალანჩინი ამბობდა, რომ ფარელი მისთვის იგივე იყო, რაც სტრადივარიუსისთვის ვიოლინო.

 

მათი სიყვარული 1963 წელს, რუსეთში თეატრის გასტროლების დროს დაიწყო. შვიდი წლის განმავლობაში ბალანჩინი ყოველ საღამოს  სიუზანის სახლში ვახშმობდა, ყოველ დილით სიუზანი მისთვის ფუნთუშას ყიდულობდა და მასთან ყავის დასალევად მიდიოდა, რის შემდეგაც თეატრში ერთად მიდიოდნენ. ფარელი თითქმის ყოველდღე ცეკვავდა და ბალანჩინი ყოველ დღე მისი გამოსვლის სანახავად მიდიოდა, თეატრს ბალერინასთან ერთად ტოვებდა და სხვა ბალერინების საყურებლად არასდროს რჩებოდა.

ყოველი სეზონის წინ ბალანჩინი ახალგაზრდა ბალერინას ეკითხებოდა: „რა გინდა, რომ ამ სეზონზე იცეკვო, ძვირფასო?“ – „ყველაფერი, რაშიც შენ გსურს ჩემი ნახვა“, – პასუხობდა ჭკვიანი მოცეკვავე.
მოგვიანებით ფარელი ყვებოდა, რომ ბალანჩინს არ უყვარდა, როცა ბალერინები რომელიმე კონკრეტულ როლს სთხოვდნენ. ის მსახიობის როლზე დანიშვნას თავის პრივილეგიად თვლიდა და ამ წესს ბალანჩინის დიდი სიყვარული, სიუზან ფარელიც კი მკაცრად იცავდა.

 

სიუზენისთვის ბალანჩინმა 59 ახალი ბალეტი შექმნა – აქედან 23 ადრე დადგმული, მაგრამ საგანგებოდ მისთვის გადაკეთებული იყო. როდესაც ბალანჩინი ფარელისთვის ბალეტს დგამდა, სარეპეტიციო ოთახში მათ გარდა მხოლოდ პიანისტი უნდა ყოფილიყო. ბალანჩინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სიუზენთან ერთად სარეპეტიციო დარბაზში გატარებული დრო მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო. ბალერინას დუბლიორები არ ჰყავდა და მისი ავადმყოფობის დროს სპექტაკლს ცვლიდნენ.

 

 

თითქოს ასეთი იდილია უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მოგვიანებით სიუზანი ყვებოდა, რომ მაესტრო ყოველ საღამოს მასთან ერთად ჩაის სვამდა, საყვარელ ქალს ხელზე ჰკოცნიდა და… სახლში, თავის ცოლთან, მშვენიერ ტანაკილ ლეკლარკთან ბრუნდებოდა, რომელიც კარიერის მწვერვალზე ყოფნის დროს, ავადმყოფობამ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა.

 

 

ინტერვიუებიდან და მეგობრების მოგონებებიდან ჩანს, რომ ფარელს ბალანჩინზე გათხოვება არც სურდა. მაესტრო უკვე ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ისტორია მეორდებოდა: მას უყვარდებოდა ძალიან ახალგაზრდა გოგონა, მისგან ბალერინას ქმნიდა, ცოლად ირთავდა და მალე .. მომდევნო მუზა უყვარდებოდა. ფარელმა გადაწყვიტა, რომ მასთან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და მათი სიყვარული პლატონური დარჩებოდა.

საბოლოოდ, ბალანჩინმა საყვარელ ქალზე დაქორწინება გადაწყვიტა და 1969 წელს ცოლს გასცილდა, მაგრამ უკვე გვიან იყო.. სიუზანს თავისი ასაკის სიმპათიური მოცეკვავე, პოლ მიხაია შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.

ბალანჩინმა ფარელის გათხოვება ძალიან მძიმედ განიცადა და საყვარელი ქალი და მისი ქმარი თეატრიდან დაითხოვა. ფარელით ამერიკის არცერთი თეატრი აღარ დაინტერესდა – ბალანჩინთან ურთიერთობის გაფუჭება არავის სურდა. საბოლოოდ,  ახალდაქორწინებულები ევროპაში წავიდნენ და მორის ბეჟართან დაიწყეს მუშაობა. ბალანჩინს კი დეპრესია გაუგრძელდა და 1969-დან 1972 წლამდე არც ერთი ღირებული ბალეტი არ შეუქმნია.

1975 წელს სიუზან ფარელი ნიუ-იორკში დაბრუნდა, ბალანჩინს შეურიგდა და თეატრში მუშაობა განაახლა, თუმცა ბალანჩინმა მისი ქმრის მიღებაზე უარი თქვა, რის გამოც სიუზანის ქორწინება ნელ-ნელა დასრულდა..

შემოქმედებითი ურთიერთობა აღდგა, თუმცა პირადი – აღარ. 1981 წელს ბალანჩინის უკანასკნელი გენიალური ნაწარმოები „მოცარტიანა“ სწორედ სიუზანისთვის შეიქმნა, ისევე როგორც მისი ბოლო ბალეტი „ვარიაციები ორკესტრისთვის“ (1982). ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი, ნიუ-იორკში, 1983 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა.

ფარელმა სცენა 1989 წელს, ართრიტის გამო დატოვა. ბალანჩინის სიკვდილის შემდეგ ბევრი ელოდა, რომ მისი მემკვიდრეები სიუზანს თეატრში მასწავლებლად მიიწვევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. 1999 წელს სიუზანმა ვაშინგტონში საკუთარი დასი – „სიუზან ფარელის ბალეტი“ შექმნა.

 


ჯორჯ ბალანჩინი
ნიუ-იორკის ოკლენდის სასაფლაოზე დაკრძალეს. მრავალი ქორწინების და რომანის მიუხედავად ქორეოგრაფს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი სახელის უკვდავსაყოფად ბროდვეიზე ლინკოლნ ცენტრამდე არსებულ პატარა ქუჩას, სადაც „ნიუ-იორკ სითი ბალეტი“ მდებარეობს, „ბალანჩინის გზა“ ჰქვია.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! სუხიშვილები – ლეგენდა, რომელსაც დრო ვერ მოერია

გაიგე მეტი: სიუზან ფარელიჯორჯ ბალანჩინი

ასევე გაეცანი

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება
OK! News

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026
#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები
OK! News

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026
#OK! ჰოლივუდის 10 ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ჰოლივუდის 10 ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

February 1, 2026
#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა
OK! News

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

January 31, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ამბავი სიყვარულისა

#OK! ამბავი სიყვარულისა

February 3, 2024
#OK! ბელა ჰადიდის და კენდალ ჯენერის ხანგრძლივი მეგობრობა: როგორ სამოსს ირჩევენ გოგონები, როდესაც ერთად გადაადგილდებიან

#OK! ბელა ჰადიდის და კენდალ ჯენერის ხანგრძლივი მეგობრობა: როგორ სამოსს ირჩევენ გოგონები, როდესაც ერთად გადაადგილდებიან

April 27, 2021
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 24, 2025
#OK! ოლივია კულპო 31 წლის გახდა – “მის სამყარო 2012”-ის გამორჩეული “სთრით სთაილ” მომენტები

#OK! ოლივია კულპო 31 წლის გახდა – “მის სამყარო 2012”-ის გამორჩეული “სთრით სთაილ” მომენტები

May 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები