• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ჯანსაღი კერძებით, იმერული სტუმართმასპინძლობითა და ლამაზი ხედებით გამორჩეული აგროსახლი „ქორენა“

June 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

საინტერესო თავგადასავლების მაძიებლებს ქუთაისიდან 7 კმ-ში, ისტორიულ და ულამაზეს სოფელ გელათში აგროსახლი „ქორენა“ ხვდებათ. კარგი გარემო, საოცარი ხედები, გემრიელი კერძები და იმერული სტუმარმასპინძლობა განტვირთვის მსურველ ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ძალიან ხიბლავს. 15 წლის წინ ცოლ-ქმარმა წამოიწყო საოჯახო ბიზნესი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. უფრო ვრცლად „ქორენას“ სერვისების შესახებ დამფუძნებელი მაიკო კეზევაძე გვესაუბრა.

როგორია აგროსახლ „ქორენას“ შექმნის ისტორია?

2007 წელს გელათში, ბავშვობის სახლში საცხოვრებლად გადასვლა მომიხდა. თავდაპირველად 2-3 თვე გავჩერდი, 2008 წლის მარტიდან კი ამ ადგილიდან ფეხი აღარ მომიცვლია. აგროტურიზმის შესახებ ცოდნა საერთოდ არ მქონდა, არც კაპიტალი გამაჩნდა და ჩვენი სოფლის სახლს ბიზნესად ვერც მოვიაზრებდი. აქ ყოფნის პერიოდში ტყიბულის განვითარების ფონდს აგროტურიზმის განვითარებაზე საგრანტო პროექტი ჰქონდა გამოცხადებული, რომლის დონორი პოლონური ორგანიზაცია იყო. ამ პროექტის მეშვეობით გავიცანი პოლონელი გოგონა კაშა, რომელმაც აგროტურიზმის არსი ამიხსნა და გავიგე, რომ აუცილებელი მხოლოდ ავთენტური სახლის შენარჩუნება იყო. მცირე გრანტით სახლს ხელი შევავლეთ. 2008 წელს საქართველოში ომი მძვინვარებდა და ვშიშობდით, რომ არავინ გვესტუმრებოდა. თუმცა პირველი ტურისტები პოლონელი ჟურნალისტები იყვნენ. ჩვენთან ჩასახლდნენ და სტატიაც დაწერეს პოლონურ ჟურნალში. სტუმრები ძალიან მოიხიბლნენ იმერული სტუმართმასპინძლობით და მათი სტუმრობა იმდენად ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რომ მას მერე ბევრ პოლონელ სტუმარს ვუმასპინძლეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე ბიზნესის განვითარებაში დიდი ხელშეწყობა მაქვს ტყიბულის მერიიდან, უკვე გვაქვს ბეტონის გზა, მალე გვექნება ქუჩის განათება და წყლის  პრობლემის გადაჭრასაც დაგვპირდნენ.

გაიხსენეთ პირველი ეტაპები.

მახსოვს, ოთახები იმ ნივთებით მოვაწესრიგეთ, რომელიც სოფლის სახლში მოგვეპოვებოდა. მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა – განსხვავებული და ფერადი. ამ ყველაფერმა კარგი შედეგი გამოიღო, საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდი. მას შემდეგ ძალიან ბევრი იდეა გაჩნდა და ნელ-ნელა სივრცე გავაფართოეთ.

 

 

გვესაუბრეთ აგროსახლ „ქორენას“ შესახებ უფრო ვრცლად.

აგროსახლი თავიდან მხოლოდ საოჯახო სასტუმრო იყო, რომელიც მშობლების სახლში მოვაწყვეთ. რამდენიმე წლის შემდეგ შევიძინეთ ეზო ძველებური ხის სახლით, რომელიც ჩვენი ხელით აღვადგინეთ და გადავაქციეთ ეკოსასტუმროდ, რომელიც 4 საძინებლისა და 1 მოსასვენებელი ოთახისგან შედგება. ცოტა ხნის წინ ახალი სასტუმრო გავხსენით. ახალ სასტუმროში 11 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ორივე სასტუმრო კეთილმოწყობილი და ლამაზია. დაბოლოს, ჩვენი სავიზიტო ბარათი 160 წლის იმერული ოდაა, რომელიც ყველასთვის მიმზიდველი გახდა. წინა საუკუნეების ნიშა შენარჩუნებული აქვს, აქ სხვა სამყაროში ხვდები და მოგზაურობ. ჩემმა ქმარმა, გიგა ბოჭორიშვილმა, ძველი ხის დანგრეული სახლი თავისი ხელით აღადგინა, ზოგმა კარი, ზოგმა ფანჯარა და სახურავი გვაჩუქა, ასე შევაკოწიწეთ. თანამედროვე დიზაინით შექმნილ სახლზე მეტად სტუმრებს მაინც ძველი ხიბლავთ. სახლს ბუხარი კიდევ უფრო მყუდროებას მატებს. ფერმაში ვიზიტებსა და ტბაზე სათევზაო მოგზაურობას ვაწყობთ. ჩემი მეუღლე მთის გიდია და სტუმრები მთის ტურებზე ხშირად დაჰყავს. ჩვენი მეზობლები სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, მეცხოველეობითა და მეფრინველეობით. დაინტერესებული სტუმრები ძროხის მოწველასა და ყველის ამოყვანას უყურებენ. მომხმარებელს კულინარიულ მასტერკლასებს, სადილებსა და ვახშმებს ვთავაზობთ. ამავდროულად, ფოლკლორული ანსამბლი გვყავს, სოფელში მცხოვრები ადამიანების მიერ შექმნილი ჯგუფია. ეს ყველაფერი კი შესანიშნავ ერთობლიობას ქმნის.

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც „ქორენას“ ქმნის.

მიხარია, რომ სოფელში ცხოვრების მეორე შანსი მომეცა და ისეთი ბიზნესი გავმართე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ არის. მეზობლად მცხოვრები 14 ადამიანი დავასაქმე, მათი 70 პროცენტი ქალია. მიყვარს, როცა ქალები თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ. აგროსახლში სპეციალისტები არ მუშაობენ, ვერც მოწვეულ შეფს იხილავთ. ერთი დიდი ოჯახი ვართ, სადაც საქმეები განაწილებულია და ყველას თავისი მოვალეობა აქვს. კარგი გუნდის შეკრება მარტივი არ არის, მე კი გამიმართლა.

როგორ უმასპინძლდებით სტუმრებს? კერძებისა და სასმელების შესახებ გვიამბეთ.

აგროსახლში სასტუმროსა და რესტორნის სტანდარტები არ გვაქვს. აქ ყველაფერი ისე მზადდება, როგორც ოჯახში. ჩვენ გემრიელი კერძები მოგვწონს, ამიტომ სტუმრებსაც ეკოლოგიურად სუფთა, ახალ-ახალი პროდუქტით ვუმასპინძლდებით. ხარისხზე ზრუნვით, 2023 წლამდე ისე მოვედით, რომ მომხმარებლის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. საოჯახო მარანი გვაქვს. ჩემი მეუღლე, გიგა, ღვინოს თავად აყენებს და სტუმრებს ნატურალური ღვინით ვუმასპინძლდებით. ტურისტებს განსაკუთრებით კეცის ხაჭაპური, ნეშოიანი მჭადი და ლობიო მოსწონთ, რომელსაც ბებიას რეცეპტით ვამზადებთ და მისი გემო ყველას აღაფრთოვანებს. რძის პროდუქტების დესერტებიც გვაქვს.

როგორც ვიცით, მასტერკლასებს სთავაზობთ მომხმარებელს, რას მოიცავს?

სხვადასხვანაირი მასტერკლასი გვაქვს – მცირე, საშუალო, დიდი, პროფესიონალური. ერთი კვირით დარჩენის შემთხვევაში, სტუმარს იმერული სამზარეულოს ნაირსახეობას შევასწავლით. ჯერ უყურებენ, თუ როგორ ვაცხობთ ხაჭაპურსა და მჭადს კეცებზე, შემდეგ თავადაც მონაწილეობენ პროცესში. უცხოელები ლობიოსა და მჭადს ისეთი ოვაციებით ხვდებიან, თითქოს ბავშვობიდან ამ კერძს მიირთმევდნენ. ქართული ფოლკლორიც შევიყვანეთ, მოცეკვავე ბიჭი გვყავს, რომელიც მათ ილეთებს შეასწავლის. ხშირად გვთხოვენ ხინკლის მასტერკლასს, თუმცა სხვა კუთხის სამზარეულოს არ ვეხებით და უარს ვეუბნებით. რადგან ჩვენი ნიშა იმერულ-ოკრიბული სამზარეულოა, ამას არც არასდროს შევცვლით!

რამ განაპირობა თქვენი ბიზნესის წარმატება? გაგვიმხილეთ მოტივაციის საიდუმლო.

ჩვენს საქმიანობაში გარემომ და ადგილმდებარეობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. გელათს ჩემი ქება-დიდება არ სჭირდება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არა ეს საოცარი ხედები, ბიზნესი ასეთი წარმატებული არ გამოვიდოდა. აგროსახლიდან ხელისგულზეა გელათის მონასტერი, ხვამლისა და რაჭის მთები…

ჩვენი ბიზნესის წარმატება ქუთაისში ჩემმა ცხოვრებამ განაპირობა. პირველ ეტაპზე ცნობადობა ნამდვილად გვჭირდებოდა, რაშიც მაშინდელი ქუთაისის ტურიზმის ცენტრი დაგვეხმარა, თუმცა დღესაც თამამად ვიტყვი, რომ „DMO იმერეთს“ ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. დღემდე, ქუთაისში ჩასულ სტუმრებს აგროსახლში გვიგზავნიან. ქალაქში მცხოვრები ხალხი ჩვენს სიტუაციას ძალიან კარგად შეხვდა. პანდემიის დროს ტურისტები ვერ მოდიოდნენ, მაგრამ ქუთაისელები გვსტუმრობდნენ. სუფრებს ვაკეთებდით, დაბადების დღეებს აღვნიშნავდით, ქორწილიც კი გვქონდა. ასე რომ, ამ ქალაქს დიდი წვლილი აქვს ჩვენს წარმატებაში.

მოტივაციის პირველი წყარო კი მაინც ოჯახია, ვაჟი, რძალი და შვილიშვილები მეხმარებიან და ცხოვრებას მილამაზებენ. 5 წლის ნენე სტუმრებს ჩემთან ერთად უმასპინძლდება. მე და ჩემი ქმარი ძალიან მიზანდასახული ვართ და ჩვენს იდეებს ყოველთვის ვახორციელებთ. დაბრკოლებები მრავლადაა, მაგრამ პოზიტიურად ვხვდებით, არ ვნებდებით და ყველაფერი გამოგვდის.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

ვინაიდან აგროტურიზმის, გასტროტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის დარგის სერტიფიცირებული ტრენერი ვარ, სხვადასხვა კუთხიდან ყოველთვის ბევრი მსმენელი გვყავს. აქვე გაგიმხელთ, რომ ჩემი სურვილია მულტიფუნქციური სივრცის შექმნა, სადაც სატრენინგო სივრცე იქნება და სხვადასხვა ღონისძიებით დაიტვირთება. ასევე მინდა დავამატო კიდევ ერთი კოტეჯი, რამდენიმე წელში აუზიც გვექნება და სამომავლოდ სტუმრებს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში ვუმასპინძლებთ.

ჩემი დევიზია: „არ არსებობს დაბრკოლება“, რაც ძალიან გინდა და რასაც სიყვარულით გააკეთებ, აუცილებლად კარგი გამოვა.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი
Gastro

#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი

February 12, 2025
#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”
Gastro

#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”

February 3, 2025
#OK! საახალწლო სუფრის ქართული ტრადიციები
Gastro

#OK! საახალწლო სუფრის ქართული ტრადიციები

January 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლის პარიზული არდადეგები – გულთბილი შეხვედრა ფანებთან და სამახსოვრო ფოტოები

#OK! ანჯელინა ჯოლის პარიზული არდადეგები – გულთბილი შეხვედრა ფანებთან და სამახსოვრო ფოტოები

January 31, 2023
#OK! ხელოვნება გადაგვარჩენს – ინტერვიუ GAA აკადემიის დამფუძნებელ ნატო დათიაშვილთან

#OK! ხელოვნება გადაგვარჩენს – ინტერვიუ GAA აკადემიის დამფუძნებელ ნატო დათიაშვილთან

January 16, 2025
#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

#OK! 83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

April 26, 2021
#OK! ჯარედ ლეტოს იშვიათი გამოჩენა! მსახიობის ფერადი იმიჯი!

#OK! ჯარედ ლეტოს იშვიათი გამოჩენა! მსახიობის ფერადი იმიჯი!

May 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ექთნების საერთაშორისო დღე – კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი

#OK! ექთნების საერთაშორისო დღე – კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციურ ექთანთა გუნდი

May 13, 2025
#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

May 13, 2025
#OK! Story – ლია ბაგრატიონი

#OK! Story – ლია ბაგრატიონი

May 13, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები