• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი #OK! მეგობრები

#OK! მეგობრობა, როგორც მხარდაჭერის მუდმივი განცდა

December 10, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

მეგობარი – იქნება ეს სათამაშო მოედნის მეგობარი, სკოლის მერხის გამზიარებელი თუ, უბრალოდ, მოკავშირე – ჩვენს ცხოვრებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. მეგობრობა არის მუდმივი განცდა იმისა, რომ ჩვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მხარს გვიჭერს და გვენდობა. ყველა მეგობრობა თავისთავად უნიკალურია, მაგრამ მხოლოდ ისინი ახერხებენ ისტორიის შექმნას, ვინც ამ ურთიერთობას დროის დინამიკაში გააჩერებს, დაიცავს და შეინარჩუნებს. მაშინ, როდესაც ჩვენს ტელეეკრანებზე მხიარული წყვილი გამოჩნდა, ყველა ფიქრობდა, რომ ისინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ნანიკო ხაზარაძისა და ნიკა ლომიძის მეგობრობა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც კამერის წინ პირველად დადგნენ და ხმამაღლა თქვეს: „პირდაპირ ეთერში ხართ“. დღეს მოგიყვებით ამბავს გამორჩეული, წრფელი და მრავალწლიანი მეგობრობისა, რომელიც ახლაც ისეთივეა, როცა მაშინ, პირველი პირდაპირი ეთერის დროს…

 

 

როდის და როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა? იყო რაიმე ისეთი განსაკუთრებული მომენტი, რაც თქვენი ურთიერთობის დასაწყისში გახსენდებათ?

(ნიკა): ბევრს არ ახსოვს, თუ როგორ დაიწყო მათი მეგობრობის ისტორია, მაგრამ მე და ნანიკოს ეს მომენტი ძალიან კარგად გვახსოვს. ჩვენი მეგობრობა პირდაპირ ეთერში დაიწყო.

(ნანიკო): მამუკა ღლონტმა გადაწყვიტა, რომ მომდევნო დღის პირდაპირი ეთერი მე და ნიკას უნდა წაგვეყვანა. მანამდე არ ვმეგობრობდით, უფრო მეტიც, არც კი ვიცნობდით ერთმანეთს.

 

რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ თქვენს ურთიერთობაში?

(ნიკა): მე ვფიქრობ, ასეთი გულწრფელი და ქვენა აზრების გარეშე ურთიერთობა ძალიან იშვიათია.

(ნანიკო): კეთილი ადამიანები გვაკეთილშობილებენ, ბოროტები გვაბოროტებენ – ეს ყველაფერი გადამდებია, მაგრამ ჩემსა და ნიკას მეგობრობაში არის რაღაც ისეთი, უთქმელი, რომელიც გვაძლიერებს. ეს რაღაც მოგვაქვს დღემდე და ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის, რადგან ჩვენს მეგობრობას ამყარებს.

(ნიკა): ბოლო პერიოდში შესაძლოა ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს ურთიერთობას. სწორედ იქიდან ვაგრძელებთ ხოლმე, სადაც გავჩერდით.

 

 

რას მიიჩნევთ მეგობრობის ყველაზე მნიშვნელოვან საფუძვლად?

(ნანიკო): მე „ზურგის ტვინით“ ვიცი, ნიკა როგორ არის, რა უნდა, რა სწყინს და რა უხარია. ზუსტად ვიცი, რას იტყვის და შემდეგ მე როგორ გავაგრძელებ მის ნათქვამს.

(ნიკა): მეგობრობა მაშინ არის ყველაზე წრფელი, როდესაც არ ფიქრობ ზედმეტად და ურთიერთობაში თავს არ აკონტროლებ. ფაქტობრივად, განცდა გაქვს, რომ შენს თავს ელაპარაკები.

 

როგორ მართავთ ხოლმე კონფლიქტებს? გქონიათ თუ არა სერიოზული უთანხმოება?

(ნიკა): რა თქმა უნდა, უთანხმოება გვქონია, პირდაპირ ეთერშიც კი. ბოლოს ნანიკო ტირის ხოლმე))

(ნანიკო): იცი რაშია საქმე? ნიკამ იცის, როგორ უნდა მომიდგეს. მე ვარ საკმაოდ იმპულსური ადამიანი, შესაძლოა უეცრად ავფეთქდე და ნიკამ იცის, როგორ გამოასწოროს სიტუაცია. მას შეუძლია სიცილითა და მხიარული განწყობით ყველაფერი დაალაგოს.

(ნიკა): მართლა ასეა. ყოველთვის მეუბნებიან, რომ მე ნანიკოს ენა ვიცი და ნაპოვნი მაქვს მისი გასაღები.

 

 

შეიცვალა თუ არა თქვენი მეგობრობა წლების განმავლობაში?

(ნანიკო): საერთოდ არ შეცვლილა, ცოტა ჭაღარები მოგვემატა, მაგრამ დანარჩენი უცვლელია.

 

ყველაზე სასაცილო და დაუვიწყარი ამბავი, რაც ერთად გადაგხდენიათ…

(ნიკა): ასეთები ბევრია, მაგრამ მოგიყვებით ამბავს კალიაზე. მე კალიების ფობია მაქვს.

(ნანიკო): როდესაც მე და ნიკა ერთად ვმუშაობდით, ყოველ დილით სამსახურში ერთად მივდიოდით. ნიკა გამომივლიდა კაბრიოლეტით, მაშინ ასეთი მანქანა ერთადერთი იყო თბილისში. ნიკა ვიზუალურად კუნთმაგარ ბიჭს ჰგავდა, ყველას უძლეველი ჰერკულესი გვეგონა. ერთი ასეთი დილა გათენდა. ჩვეულებისამებრ, ნიკამ გამომიარა კაბრიოლეტით, მეც მედიდურად გამოვედი სახლიდან, ჩავჯექი მის მანქანაში და შევხედე ნიკას, რომელსაც მხარზე უდიდესი კალია ეჯდა. კალია ზის მის მხარზე და ნიკას უყურებს. მე მთელი გზის განმავლობაში ეს ამბავი დავმალე და არ ვუთხარი მას კალიის შესახებ. სამსახურთან როდესაც მივედი, გავუმხილე, რომ მხარზე კალია ეჯდა.

(ნიკა): შემდეგ რაც მოხდა, გაგაკვირვებთ… ))

(ნანიკო): ამ დროს ნიკა დაიშალა მამრავლებად, იმ მომენტში, ფაქტობრივად, ის დავკარგე.

 

 

 

რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ერთმანეთისგან ისწავლეთ?

(ნანიკო): არის რაღაცები, რაზეც არ უნდა ილაპარაკო. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საიდუმლო გვაქვს.

(ნიკა): ეს იმას ნიშნავს, რომ ამას, უბრალოდ, ვგრძნობთ და გვაქვს, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოვცემთ.

 

2025 წლისთვის რას უსურვებთ ერთმანეთს და ზოგადად, საზოგადოებას?

(ნანიკო): ადამიანებს ვუსურვებ სილაღეს. ჩვენი ასაკი შესაძლოა ამ სილაღისა და ხუმრობის შესაძლებლობას არ გვაძლევდეს და არც ის ვითარება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მაგრამ ეს სილაღე აუცილებელი და მნიშვნელოვანია. წრფელი სიყვარული და ერთმანეთის თავდაუზოგავი გატანა – ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

(ნიკა): მეგობრებმა არ უნდა დაკარგოთ ბავშვობა და ის წრფელი ურთიერთობა, რაც მაშინ გქონდათ.

 

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: თათია ხარაიშვილი, თაკო დარახველიძე
ვიზაჟი: სოფია საენკო
ლოკაცია: VangalStudio

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ფაქტები Beyonce-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

#OK! ფაქტები Beyonce-ს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

September 4, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – ეკატერინე ვეფხვაძე (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ეკატერინე ვეფხვაძე (ვიდეო)

November 18, 2023
#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

October 27, 2022
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა

January 14, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები