• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ გენერალურ მენეჯერთან

March 3, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ყველა ქალს უნდა ახარებდეს სხვა ქალის წარმატება, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია…

 

როდესაც ხარ პროფესიულად შემდგარი და თან სამი შვილის დედა, კარიერასა და შვილების აღზრდაში ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, როდესაც იაზრებ, რომ შვილს უპირველესად სჭირდება ბედნიერი და წარმატებული დედა, მაშინ ბალანსის დაჭერაც შედარებით მარტივდება. „დღესაც მახსოვს ჩემი პირველი შვილის სიტყვები: „დედა, მე შენით ვამაყობ“ – სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ  ბავშვებს ყველაზე მეტად ახარებთ წარმატებული დედა!“ – ამბობს ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამი შვილის დედა, ექიმი, კლინიკა „ენმედიცის“ გენერალური მენეჯერი და ფილიალების დამფუძნებელი, ნინო ბურნაძე.

ნინო,  გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები კარიერაში

 

წარმატების მიღწევის სურვილი დიდი იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე წავედი დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად, სადაც წარმატებით გავიარე ჯანდაცვის მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში.

გარდა ამისა, ამ ყველაფრის უკან იყო თავდაუზოგავი შრომა და დიდი სურვილი. ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ ჩემს პოტენციალს და აფასებდნენ ამ შრომას, რომელიც საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

 

წარმატება მოაქვს პრინციპებს და მიზანდასახულობას. არ მაშინებს დაბრკოლებები, საკუთარი მიზნების მისაღწევად ფარ-ხმალს არასდროს ვყრი და ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო ის კონკრეტული საქმე.

 

გაგვაცანით კლინიკა „ენმედიცი“…

 

„ენმედიცი“ არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც პაციენტს შეუძლია ნებისმიერი გამოკვლევის,  როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარულის ერთ სივრცეში ჩატარება.

„ენმედიცის“ ლაბორატორია სარგებლობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებით. კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. გვაქვს ISO-ს სერტიფიკატი და ყოველწლიურად გადის გარე ხარისხის კონტროლს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენმედიცის“ ლაბორატორია  სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ კლინიკაში სიახლე გაქვთ – ესთეტიკური მიმართულება გახსენით…

 

დავამატეთ ესთეტიკური მედიცინის მიმართულება, სადაც კეთდება დღეს ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი კონტურული პლასტიკა, რომლის ხელმძღვანელი მე გახლავართ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ფილერებს და ბოტოქსებს, რომელიც სერტიფიცირებულია ევროპისა და ამერიკის მიერ.

ჩემთვის ესთეტიკური მედიცინა პროფესიაც არის და ჰობიც, რადგან ამ სფეროში მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

 

რომელი პროცედურა არის ყველაზე მოთხოვნადი?

 

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა არის ტუჩის აუგმენტაცია (მოცულობაში გაზრდა). ზოგს მოსწონს უფრო მეტად გამოკვეთილი შედეგი, ზოგი ბუნებრივ ეფექტს ანიჭებს უპირატესობას. ვფიქრობ, ბალანსი აუცილებლად უნდა იქნეს დაცული და ექიმმა სწორად შეარჩიოს პროცედურა, რომ პაციენტის ინდივიდუალიზმი იყოს შენარჩუნებული.

 

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

 

როდესაც ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემში იწვევს დიდ ინტერესს და ვხედავ შედეგს, რომლითაც პაციენტი ბედნიერი და კმაყოფილია, ამ მოლოდინით მოტივაცია ძალიან დიდია.

გაგვაცანით ოჯახი…

მყავს მეუღლე და 3 შვილი. 2 ვაჟი და 1 გოგო. ჩვენს ოჯახში დიდი ენერგია ტრიალებს, ყოველთვის ქაოსი და ჟრიამულია შინაურ ცხოველებთან ერთად.

რთულია გქონდეს წარმატებული კარიერა და იყო სამი შვილის დედა?

ჩემი პროფესიული ზრდა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს დაემთხვა, რამაც ნაწილობრივ უკან დამხია. არ იყო მარტივი ერთდროულად 3 შვილის გაზრდა და კარიერაზე ზრუნვა. სანამ ბავშვები წამოიზარდნენ, მომიწია გარკვეული ეტაპი გადამელახა მათთან ერთად, თუმცა დღეს უკვე სკოლის მოსწავლეები არიან და მეც დაბალანსებული მაქვს ოჯახსა და კარიერაზე ზრუნვა.

ჩემი პირველი შვილის სიტყვები: „დედა, მე შენით ვამაყობ“, ეს იყო, რამაც მიმახვედრა, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად უხარიათ წარმატებული დედა!

 

 

როგორ ფიქრობთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე არიან ქალები? და როგორ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი?

 

ყოველთვის იყო ის პრობლემა, რომ მამაკაცებს მეტი უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე ქალებს. მიხარია, რომ დღეს ორგანიზაციებში გენდერულ ბალანსს მივაღწიეთ, ჩვენს კლინიკაში 80% ქალია. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იყვნენ დასაქმებულები და ლიდერები.

ქალებმა უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი გვერდში დგომით, მივცეთ სტიმული წარმატებისთვის და გვიხაროდეს თითოეული ქალის წინ გადადგმული ნაბიჯი. მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

სამომავლო გეგმებში აუცილებლად მოიაზრება კლინიკის გაფართოება საქართველოს მასშტაბით. პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება, სამომავლოდ პლასტიკურ ქირურგიაშიც ვაპირებ გადასვლას, რაც ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე
ინტერვიუ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა
Health & Beauty

#OK! GIGI – მზისგან დაცვისა და კანის დატენიანების უნივერსალური ფორმულა

August 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Exclusive: რიანამ ვაჟიშვილის სახელი გაამხილა

#OK! Exclusive: რიანამ ვაჟიშვილის სახელი გაამხილა

May 11, 2023
#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 2, 2021
#OK! World rising Stars Model-2025-ის გამარჯვებული იოანნა შერვაშიძე

#OK! World rising Stars Model-2025-ის გამარჯვებული იოანნა შერვაშიძე

February 28, 2025
#OK! რას ეძებენ ქართველები GOOGLE-ში ყველაზე ხშირად?

#OK! როგორ ინანიებენ ადამიანები ცოდვებს ონლაინ

December 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

#OK! „სისხლიანი მთვარის“ დაბნელება 7 სექტემბერს — რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

September 7, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას“ სიუჟეტი ცხოვრებაში — ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტზე ქლოე მალიმ ანა ვინტური შეცვალა

September 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები