• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! იურისტობიდან სილამაზის ინდუსტრიამდე – ინტერვიუ Fancy nail bar-ის დამფუძნებელთან

May 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

პროფესიით იურისტ სალომე ნიჟარაძისთვის ახალ სფეროში ძალების მოსინჯვა ერთგვარი გამოწვევა იყო. კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იყო მისთვის, მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ესთეტიკური ცენტრი გაეხსნა, თუმცა მან ეს მოახერხა და მცირე დროში შეძლო თანაქალაქელებისთვის შეეთავაზებინა ისეთი სივრცე, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს ერწყმის. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ესთეტიკურ ცენტრს Fancy nail bar, რომელიც სამი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

 

როგორია Fancy nail bar-ის შექმნის ისტორია?

წარმოშობით ქუთაისიდან ვარ, თუმცა სტუდენტობის შემდგომ თბილისში ვცხოვრობდი. 2019 წელს, პანდემიის პერიოდში გაჩენილმა იდეამ კვლავ დამაბრუნა ჩემს მშობლიურ ქალაქში. ეს არ იყო მხოლოდ სურვილი, მქონოდა ბიზნესი სილამაზის სფეროში, არამედ ეს იყო ჩემი მიზანი. ნაფიქრი მქონდა ყველა დეტალზე, თუ რას შევთავაზებდით ჩვენთან მოსულ სტუმარს, ხარისხიანი პროცედურებიდან დაწყებული, ყავის მარცვლებამდე დამთავრებული.

ზოგადად, ქუთაისისთვის რთულია თავის მოწონება, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის. მინდოდა დავხვედროდი მათ, როგორც თავმომწონე მასპინძელი. ჩემი მიზანი იყო, ხარისხიან მომსახურებასთან ერთად, აქ მოსულ სტუმარს თავი ისე ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.

ბევრი თეთრად გათენებული ღამისა და შრომის შედეგად 2020 წელს გავხსენით ესთეტიკური ცენტრი „ფენსი ნეილ ბარი“ . მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი გახსნის დღეს, ეს ძალიან საპასუხისმგებლო წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში და მიხარია, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრება მოვახერხეთ. ამ სამი წლის განმავლობაში თითოეული სტუმარი, ვინც ჩვენი ესთეტიკური ცენტრის კარს შემოაღებს, ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

 

 

რა სირთულეებს გადააწყდით, როდესაც ესთეტიკურ ცენტრს ხსნიდით?

მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა, როცა მანიკიურის იარაღების ალესვა დაგვჭირდა, ამიტომ ერთ ძალიან ცნობილ და დიდ ესთეტიკურ ცენტრში ვიკითხეთ, სად შევძლებდით ალესვას და იარაღების განახლებას. მათგან მიღებულმა პასუხმა ნამდვილად გაგვაოცა. გამოდიოდა, რომ ამ სფეროში არავის დახმარების იმედი არ უნდა მქონოდა.

ბევრი სირთულე იყო თუნდაც ინვენტარის შეძენისას, არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და იმ მომენტში ძალიან დაგვეხმარებოდა თუნდაც რჩევა, მაგრამ ჩვენ ის არ მიგვიღია.

მიუხედავად ყველაფრისა, უფრო მეტად შევეცადეთ და მაქსიმუმი ჩავდეთ, რათა შეგვექმნა სივრცე, სადაც მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება დახვდებოდა.

თავდაპირველად ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ჩემს წამოწყებას, უფრო მეტიც, რემონტის პროცესში ბევრი ნაცნობი მანიკიურის სპეციალისტისგან მივიღეთ უარი სამომავლო თანამშრომლობაზე. ამ უარის შემდეგ სამი წელი გავიდა  და ყველაფერი შეიცვალა. ახლა აქეთ მოგვმართავენ დასახმარებლად და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ დამწყებ ესთეტიკურ ცენტრებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, რომ მერე ისინი სხვებს დაეხმარონ. მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

Fancy nail bar-ში ყველაფერია, რაც საკუთარ თავზე ზრუნვასა და საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ: მანიკიურ-პედიკიურის პროცედურა უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, კლასიკური, ასევე, ინიექციური კოსმეტოლოგია და და ლაზერული ეპილაცია – 2023 წლის ორიგინალი LUMIER-ის აპარატით, რომელიც პირველსავე პროცედურაზე იძლევა ეფექტურ შედეგს.

 

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც „ნეილ ბარს“ ქმნის

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, რადგან ჩვენი გუნდის ყოველი წევრი ახალბედა იყო, როდესაც ჩვენთან დაიწყეს მუშაობა. ყოველთვის ვაძლევდი შანსს ახალკურსდამთავრებულებს. ესენი არიან გოგონები, რომელთაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გააჩნიათ. ვფიქრობ, ერთნაირი ადამიანები ერთმანეთს ეძებენ და პოულობენ, სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ ერთად. გარდა ამისა, ისინი ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. გუნდი ერთად ქმნის იმ წარმატებას, რაც Fancy nail bar-ს აქვს.

 

გვესაუბრეთ თქვენთან არსებულ სწავლების პროგრამაზე, რას მოიცავს კურსი?

„ფენსი ნეილ ბარის“ გახსნის შემდეგ გაჩნდა ახალი იდეა  სასწავლო აკადემიის შექმნის შესახებ, ინიექციური და არაინიექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით. დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის აკადემია, რეალურად, არ არსებობს. სასწავლო პროგრამა ექსპერტების მიერ არის შედგენილი და სასწავლო პროცესს თბილისიდან მოწვეული 8 და ადგილობრივი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი უძღვებიან. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი წარმატებულია თავის პროფესიაში. სტუდენტები ცოდნას აკადემიურ დონეზე ეუფლებიან.

 

სალომე, თქვენი ისტორიიდან გამომდინარე შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატება მოაქვს…

წარმატება მოაქვს თავდაუზოგავ შრომას და კეთილსინდისიერ, მართალ დამოკიდებულებას საქმისა და მომხმარებლების მიმართ.

 

სამომავლო გეგმები…

ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ განვითარებაზე, რადგან, ჩემი აზრით, როდესაც საქმეს შეუდგები, არ უნდა გაჩერდე, მუდმივად უნდა მიადევნო თვალი სიახლეებს. სამომავლო გეგმები, ბუნებრივია, გვაქვს. ამ ეტაპზე ტანის მოვლის მიმართულებით ვფიქრობთ კაბინეტის გახსნას. ასევე, სამომავლო პერსპექტივაშია საქართველოს მასშტაბით დამატებითი ფილიალების გახსნა.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ექიმობა – მაღალი დონის ხელოვნება, ხელოვნებათა შორის
ინტერვიუ

#OK! ექიმობა – მაღალი დონის ხელოვნება, ხელოვნებათა შორის

May 27, 2023
#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო
ინტერვიუ

#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო

May 27, 2023
#OK! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
ინტერვიუ

#OK! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

May 26, 2023
#OK! ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში
ინტერვიუ

#OK! ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში

May 13, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა Vanity Fair-ის 2021 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

#OK! დუა ლიპა Vanity Fair-ის 2021 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

June 30, 2021
#OK! „ბებე+“ − საბავშვო სამოსის დიდი არჩევანი – შეარჩიეთ გემოვნებიანი სამოსი თქვენი ბავშვისთვის

#OK! „ბებე+“ − საბავშვო სამოსის დიდი არჩევანი – შეარჩიეთ გემოვნებიანი სამოსი თქვენი ბავშვისთვის

May 31, 2022
#OK! დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძემ ამერიკაში საქართველოს ჰიმნი შეასრულა!

#OK! დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძემ ამერიკაში საქართველოს ჰიმნი შეასრულა!

May 26, 2023
#OK! Met Gala ბრუნდება!  თარიღი, წლის თემა და წამყვანი, რომელსაც ყველა ელოდა!

#OK! Met Gala ბრუნდება! თარიღი, წლის თემა და წამყვანი, რომელსაც ყველა ელოდა!

April 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 49 წლის ჰაიდი კლუმის თვალისმომჭრელი გამოჩენა Zuhair Murad-ის კაბით კანის კინოფესტივალზე

#OK! 49 წლის ჰაიდი კლუმის თვალისმომჭრელი გამოჩენა Zuhair Murad-ის კაბით კანის კინოფესტივალზე

May 25, 2023
#OK! 19 მაისს Vilhelm Parfumerie-ს ბრენდის წარდგენის გალა ღონისძიება გაიმართა

#OK! 19 მაისს Vilhelm Parfumerie-ს ბრენდის წარდგენის გალა ღონისძიება გაიმართა

May 24, 2023
#OK! ცნობილი ადამიანები რომლებიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული!

#OK! ცნობილი ადამიანები რომლებიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული!

May 22, 2023
#OK! მსოფლიო Rock N Roll-ის ლეგენდას ტინა ტერნერს ემშვიდობება!

#OK! მსოფლიო Rock N Roll-ის ლეგენდას ტინა ტერნერს ემშვიდობება!

May 25, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×