• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კომპანია მედიბრიჯი – უწყვეტი საერთაშორისო განათლების წყარო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

February 11, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

კომპანია „მედიბრიჯი“ წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ექიმთა და სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ტრენინგკურსებს. ამავე პლატფორმის ფარგლებში მედიცინის მუშაკებს საშუალება აქვთ, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციების შესახებ. „მედიბრიჯზე“ გვესაუბრება კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი-რეზიდენტი, ნია ხინთიბიძე.

პირველად როდის დაინტერესდით სასწავლო პროგრამებით და რა გახდა თქვენი ინსპირაცია „მედიბრიჯის“ შექმნისას?

სასწავლო პროგრამებში რომ ჩავერთე, ჯერ კიდევ მე-6 კურსის სტუდენტი ვიყავი, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ მანანა ნაგერვაძეს, რომელიც სტამბულის „მედიქალ პარკის“ კლინიკის მოქმედი ექიმია კარდიოქირურგიულ განყოფილებაში და მის დას, ლია ნაგერვაძეს.

წლების წინ, როცა სტუდენტობის მეორე წელს გავდიოდი, ქ-ნ მანანას ვთხოვე, დამხმარებოდა სტამბულის კლინიკაში სტუდენტურ სტაჟირებაში. 2017-2018 წელს ამ მხრივ სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო, სტუდენტების დიდ ჯგუფს გვსურდა სტამბულში კვალიფიკაციის ამაღლება. ძალიანაც ვცდილობდით მოგვეძებნა გზა, მაგრამ უშედეგოდ.

 

როდის და როგორ ჩაეყარა საფუძველი yeni hayat intergeomed-ის დაფუძნებას?

2021 წელს ქ-ნ მანანა ნაგერვაძის ინიციატივით გავაცოცხლეთ ძველი იდეა და ვაქციეთ საქმედ. შევქმენით კომპანია yeni hayat intergeomed-ი და სტამბულის კლინიკებში სტაჟირების პროგრამები ნებისმიერი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისთვის გავხადეთ ხელმისაწვდომი. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიყავით პირველნი, ვინც მსგავსი პროექტი წამოიწყო, განახორციელა და განავითარა საქართველოში.

ამავე კომპანიის ფარგლებში მალევე შევქმენი სასწავლო აკადემია, სტუდენტებს ვთავაზობდით სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტურის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს, აქაც არ ჩამოვრჩით ტემპს და გავხდით პირველნი, ვინც დანერგა TUS & FSP გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები.

რა არის კომპანიის მიზანი და რას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს?

კომპანია დღემდე ფუნქციონირებს და აქტიურად ეხმარება სტუდენტებსა და ექიმებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. დღეისთვის ასობით ექიმი და სტუდენტი გვყავს გადამზადებული და თამამად ვამბობ, რომ შედეგი საოცარია – ყველა კმაყოფილი!

„მედიბრიჯი“ ახალი პროექტია, რომელიც ექიმებს, რეზიდენტებს, სტუდენტებსა და ექთანებს სთავაზობს დარგობრივ პროგრამებს როგორც ჯანდაცვის უწყვეტი განათლების ფარგლებში, ისე მის გარეთ. ამჟამად გვაქვს სამი მოქმედი კურსი : „ონკოლოგიის საბაზისო კურსი“, „ჰემატოლოგიის საბაზისო კურსი“ და „კლინიკური მდგომარეობების მართვა ბავშვთა კარდიოლოგიაში“.

„მედიბრიჯი“ ეს არის საერთაშორისო განათლების ხელშემწყობი კომპანია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს როგორც გაცვლით და ადგილობრივ პროგრამებს, ისე ეხმარება მათ საერთაშორისო კონფერენციებზე ინფორმაციის მოძიებაში, რეგისტრაციასა და სხვა დამატებით მენეჯმენტში.

 

რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

ვფიქრობ, ჯერ არ ვარ იმ ეტაპზე, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, რა არის წარმატების გარანტი, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით, მთავარია თავდაუზოგავად იშრომო იმისთვის, რაც გულით გსურს და არ დანებდე გამოწვევებს. ზოგჯერ ძნელია გააგრძელო გზა ან კიდევ უფრო მეტი – დაიწყო თავიდან, მაგრამ თუ არ დანებდები და შენს მიზანს ბოლომდე გაჰყვები, ვფიქრობ, წარმატება აუცილებლად გეწვევა.

თუმცაღა „მედიბრიჯის“ უკან დიდი ისტორია უკვე არსებობს, ეს პლატფორმა ახალი პროექტია, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. წინ ძალიან დიდი გზაა, რომელსაც ვფიქრობ, ღირსეულად გავივლით.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტიმოთი შალამე – საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი მსახიობი “ოსკარების” 2022 წლის დაჯილდოებაზე

#OK! ტიმოთი შალამე – საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი მსახიობი “ოსკარების” 2022 წლის დაჯილდოებაზე

April 1, 2022
#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

September 20, 2023
#OK! “დაიწყე მსოფლიოს შეცვლა შენი სამზარეულოდან, გახდი ვეგეტარიანელი” – ხუაკინ ფენიქსი

#OK! “დაიწყე მსოფლიოს შეცვლა შენი სამზარეულოდან, გახდი ვეგეტარიანელი” – ხუაკინ ფენიქსი

September 8, 2023
#OK! 63 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

#OK! 63 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

March 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
#OK! SPOILER ALERT:  „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

#OK! SPOILER ALERT: „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

July 8, 2025
#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები