• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ინსპირაციის უშრეტი წყარო- პრინცესა დაიანა და მისი განუმეორებელი სტილი

October 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

 

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, პრინც ჩარლზის პირველი მეუღლე და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცესა დაიანა არაერთხელ გამხდარა ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყარო. დაიანა ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილი სტილითა და ყველასგან განსხვავებული გემოვნებით. უელსის პრინცესას სახელი გლობალურად, ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა, როგორც სილამაზის, სიკეთისა და სტილის სიმბოლო.

ლედი დი 1961 წლის 1 ივლისს დაიბადა. მას მშობლები მკაცრი არისტოკრატიული და ტრადიციული წესებით ზრდიდნენ. თავად კი,  მორიდებული, მორცხვი ბავშვი იყო, რომელსაც ხელოვნება იტაცებდა.  16 წლის ასაკში ლონდონში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, მან  საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე კი თავად პრინცი ჩარლზი გაიცნო, რომელიც მისით ძალიან დაინტერესდა. პრესა და საზოგადოება მოხიბლული იყო ამ ერთი შეხედვით უცნაური წყვილით − თავშეკავებული პრინცი და მოკრძალებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მოდა და კულტურა აინტერესებდა

 

1981 წელს პრინცმა ჩარლზმა და ლედი დაიანამ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყანაში ტელეეკრანებიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. თუმცა, დაიანასთვის სამეფო ოჯახის მითითებებით ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა და ქორწინება საბოლოოდ გაყრით დასრულდა. იგი ვერ ეგუებოდა მედიას, რომლის განხილვის საყვარელი თემა თავად იყო. პრინცესა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა − ქველმოქმედება. სწორედ მისი განსაკუთრებული ჰუმანურობისა და გულისხმიერების გამო, დაიანას „ხალხის პრინცესა“ ეწოდა. იგი უყვარდა ყველას, პრინცესა მალევე უმეგობრდებოდა ნებისმიერ ადამიანს და ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მოსახლეობასა თუ ჟურნალისტებზე. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

 

 

შეუდარებელი ლედი დაიანა კარგი აღნაგობითაც გამოირჩეოდა. შეუძლებელია მის ლურჯ თვალებსა და ოქროსფერ თმას გულგრილი დაეტოვებინა ვინმე. ვერასდროს ნახავდით ზედმეტად გადაპრანჭულს. მაკიაჟს თითქმის არასდროს იყენებდა და სწორედ ბუნებრიობა იყო მისი მთავარი ხიბლი. წვრილი წელი და თლილი ფეხები ყოველთვის ხაზგასმული იყო კაბებითა და კოსტიუმებით, რომლებიც იდეალურად ესადაგებოდა სადედოფლო სხეულს. „დონა კარანი“, „ლაურა ეშლი“, „დიორი“ – ქმნიდნენ მთელ კოლექციებს, რომლებსაც უძღვნიდნენ მოდურ პრინცესას.

 

სტილის შეუდარებელი მაგალითი მოდის სფეროში დღემდე დიდი პატივისცემით მოიხსენიება. 21-ე საუკუნეშიც მისი ჩაცმულობა არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა. პრინცესას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, თუმცა სათქმელსა და შინაგან სამყაროს დაიანა საკუთარი სტილით იდეალურად გადმოსცემდა.

 

 

 

ლედი დი ხშირად იღებდა გამოწვევებს და არ უშინდებოდა ექსპერიმენტებს. გამოთქვამდა პროტესტს სამოსით და არღვევდა წესებს. ასეთ სითამამეს კი საზოგადოება პრინცესისგან არ ელოდა. უყვარდა კომფორტული სამოსი და მუდამ იმას იცვამდა, რაშიც თავისუფლად გრძნობდა თავს. პრინცესისთვის შეუფერებელი სპორტული სტილი მისი განუყოფელი ნაწილი იყო. ყოველდღიურად შარვლებსა და ბოტასებს ირგებდა. მისთვის არც ფერადი ლაქის წასმა წარმოადგენდა პრობლემას.

 

ხალხის საყვარელი პრინცესა საქველმოქმედო ვიზიტებზე ფერად სამოსში გამოწყობილი მიდიოდა, თითქოს ამ მხიარული ფერებით იგი სითბოსა და ხალისის გადმოცემას ცდილობდა. იგი ხელთათმანებს თითქმის არასოდეს ატარებდა, რადგან ხალხთან პირდაპირი კონტაქტი და მათ ხელებთან შეხება დაიანასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იშვიათად ნახავდით შავი ფერის სამოსში, თუმცა ამ ფერსაც საოცრად ელეგანტურად იხდენდა.

 

 

 

მშვენიერი პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მის მოულოდნელ გარდაცვალებაზე ბევრი თეორიაარსებობს და ხშირად სამეფო ტახტის მემკვიდრის უეცარ ავტოკატასტროფას შეკვეთილ მკვლელობას აბრალებენ. საყვარელიპრინცესას დაკრძალვას 2.5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ლედი დაიანა გარდაიცვალა, მაგრამ მან სამუდამოდდატოვა კვალი ადამიანის გულებში, როგორც ნამდვილმა დედოფალმა. 1997 წელს ლედი დის გადასცეს ნობელის პრემია, საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის. იგი იყო თავმდაბალი, გაბედული, კეთილშობილი ქალი საოცრად დახვეწილი გემოვნებითა დასტილის არაჩვეულებრივი შეგრძნებით.

 

 

იხილეთ ასევე

 

#OK! ლედი დაიანას 6 საკულტო ჩაცმულობა ქეით მიდლტონის ინტერპრეტაციით

გაიგე მეტი: პრინცესა დაიანასამეფო ოჯახი

ასევე გაეცანი

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით
Fashion

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

March 15, 2023
#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან
Fashion

#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან

March 3, 2023
#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე
Fashion

#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე

March 17, 2023
#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები
Fashion

#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები

February 26, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ტანმოვარჯიშე დედის ტანმოვარჯიშე შვილი – ქეთი ხატიაშვილი დედის ამპლუაში

#OK! ტანმოვარჯიშე დედის ტანმოვარჯიშე შვილი – ქეთი ხატიაშვილი დედის ამპლუაში

December 2, 2021
#OK! ისი პარიმ პაკო რაბანის ახალი სუნამო – FAME წარადგინა

#OK! ისი პარიმ პაკო რაბანის ახალი სუნამო – FAME წარადგინა

December 1, 2022
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

July 4, 2022
#OK! პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ცეკვა – ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

#OK! პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ცეკვა – ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

March 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

March 23, 2023
#OK! “რატომ ამსგავსებენ კენდალ ჯენერს მონიკა ბელუჩის” – ამერიკელი მოდელის ახალი ფოტოები

#OK! “რატომ ამსგავსებენ კენდალ ჯენერს მონიკა ბელუჩის” – ამერიკელი მოდელის ახალი ფოტოები

March 24, 2023
#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა

#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა

March 24, 2023
#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

March 24, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×