• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! იცოდით? ჰიალურონის მჟავა – კანის დატენიანების დედოფალი

September 11, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჰიალურონის (Hyaluronic Acid, HA) შემცველი პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს თავის მოვლის გურუებში და სრულიად დამსახურებულადაც.

მისი უდიდებულესობა ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის, კანისა და შემაერთებელი ქსოვილების ორგანული ნაწილია. საშუალო სტატისტიკური ადამიანის 70 კგ წონის სხეული შეიცავს 15 გრ ჰიალურონის მჟავას. ამ სტატიაში კი მოდი, განვიხილოთ მისი როლი უშუალოდ კანთან მიმართებაში, რადგან ჰიალურონის მჟავა გახლავთ კანის დატენიანების, ელასტიკურობისა და სიმკვრივის გენერატორი.

 

 

 

ისტორია

პირველად ჰიალურონის მჟავა 1934 წელს კარლ მაიერმა და ჯონ პალმერმა აღმოაჩინეს, როგორც თვალის მინისებრი სხეულის ძირითადი კომპონენტი. ამგვარად, მისი პირველი ბიომედიცინური გამოყენება ოფთალმოლოგიას ეკუთვნის, სადაც ჰიალურონის მჟავა სამკურნალო ნივთიერებად გამოიყენებოდა. 1980-იან წლებში დაინერგა მედიცინის სხვა სფეროებშიც, უფრო კი სახსრების მკურნალობის მიმართულებით. 2000-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება კანის ზედაპირული და ინტრადერმული (კანქვეშა) დატენიანებისა და გაახალგაზრდავების მიმართულებით.

ჰიალურონი – დატენიანება და anti-age

ჰიალურონის მჟავას ერთ მოლეკულას აქვს უნარი, კანში მიიზიდოს და შეაკავოს 500-დან 1000 მოლეკულამდე წყალი. ამ გზით უზრუნველყოფს ის კანის დატენიანებას და შესაბამისად, მის სიჯანსაღეს, ნაოჭებისადმი მდგრადობას და დეჰიდრატაციისგან (გაუწყლოება, გამოშრობა) დაცვას.

რაც შეეხება ჰიალურონის ანტიასაკობრივ ფუნქციას: კანში, კონკრეტულად დერმაში არსებული დედაუჯრედები, ბიფრობლასტები დაყოფისას გამოყოფენ კოლაგენს და ელასტინს – იმ მთავარ ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიკურობასა და სიმტკიცეს. ჰიალურონის მჟავა ასტიმულირებს უჯრედების დაყოფის პროცესს და შესაბამისად, კოლაგენ-ელასტინის წარმოებას კანში. ჰიალურონის მჟავას ეს ფუნქცია განსაკუთრებით აქტიურდება ინტრადერმული (კანქვეშა) ინიექციების, მეზოთერაპიის დროს.

ამგვარად, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ ჰიალურონის როლი კანის სიჯანსაღეში, ახალგაზრდობასა და სილამაზეში ხაზგასმით დიდია. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი ერთი ძალიან სასიამოვნო ეფექტი – ჰიალურონის შრატის კანზე წასმის ან კანქვეშა ინიექციების შემდეგ მისი გავლენით კანის გასაოცარი, ჯანსაღი ბზინვა! მართლაც საოცარი ეფექტია.

ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, როცა სხეულში ჰიალურონის ბუნებრივი შემცველობა ნელ-ნელა იკლებს, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი დანამატის სახით მიღება, პირველ რიგში, ეპიდერმულად – გარეგანი მოხმარებისთვის და ასევე, კანქვეშა ინიექციების სახით, დერმაში.

 

 

OK! რეკომენდაცია:

ჰიალურონის შემცველი პროდუქტები უნივერსალური გადაწყვეტაა კანის სრულყოფილი დატენიანებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ კონკრეტულად ჰიალურონის შრატი თანაბრად სასურველი და სასარგებლოა აბსოლუტურად ყველა ტიპის კანისთვის, როგორც მშრალი, ასევე, ცხიმიან-კომბინირებული და მგრძნობიარისთვისაც კი. ის არ იწვევს არც გაცხიმიანებას, არც გაღიზიანებას, საუკეთესოდ მოქმედებს ფორებზე და მის მოხმარებას მეცნიერულად ან კვლევებით დადასტურებული უარყოფითი გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. აი, ასეთი კეთილშობილი და დიდებული პროდუქტია ჰიალურონი.

ბიუთი რედაქტორისგან

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

September 24, 2025
#OK! გავიხსენოთ 10 მოდური მომენტი, როდესაც ემილია კლარკი წითელ ხალიჩაზე Dolce & Gabbana-ს კაბით გამოჩნდა!

#OK! გავიხსენოთ 10 მოდური მომენტი, როდესაც ემილია კლარკი წითელ ხალიჩაზე Dolce & Gabbana-ს კაბით გამოჩნდა!

October 24, 2022
#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

December 6, 2021
#OK! გეოლოგიური საფრთხის წინაშე დამდგარი თბილისი – ინტერვიუ ლაშა სუხიშვილთან

#OK! გეოლოგიური საფრთხის წინაშე დამდგარი თბილისი – ინტერვიუ ლაშა სუხიშვილთან

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

January 28, 2026
#OK! მსახიობი კეტრინ ო’ჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! მსახიობი კეტრინ ო’ჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 30, 2026
#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

#OK! ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს

January 30, 2026
OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

February 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები