• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღეს ჯანმრთელობის მართვა არ გულისხმობს ყველასთვის ერთნაირ სქემას. ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც ეფუძნება კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებსა და ორგანიზმის ობიექტურ მონაცემებს, ქმნის პერსონალიზებულ სტრატეგიას. სწორედ ამას ითვალისწინებს ჰატერმანის მეთოდი – პაციენტი არ იღებს ზოგად რეკომენდაციებს, მისი ჰორმონული ბალანსის, მეტაბოლური პროცესებისა და ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით ხდება პროგრამის შემუშავება. ცვლილებები ინერგება ეტაპობრივად, ფსიქოემოციური სტაბილურობისა და უსაფრთხო ტემპის დაცვით, რათა პროცესი იყოს არა მკაცრი შეზღუდვა, არამედ გააზრებული გარდაქმნა. სწორედ ამ კომპლექსური მიდგომის შედეგად ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქცევა თანმიმდევრულ გზად, სადაც ადამიანი აღარ ებრძვის საკუთარ სხეულს, არამედ სწავლობს მისთან თანამშრომლობას და ხედავს პროგრესს.

 

 

ხათუნა ხორავა, კლინიკა „ჰატერმანის“ დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ქირურგი, პროქტოლოგი, ენდოკრინოლოგი-ნუტრიციოლოგი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი-ტუტორი, ევროპის ასოცირებული NLP-ტრანსული თერაპიის სპეციალისტი, ქოუჩი, არტთერაპევტი: ჰატერმანის პროგრამა არის სხეულისა და ფსიქიკის სინქრონული აღდგენის სისტემა, რომელიც აერთიანებს სამ მიმართულებას: ფსიქოთერაპიას, ენდოკრინოლოგიას და ნუტრიციოლოგიას. აქ თითოეული პროცესი ინდივიდუალურად მორგებულია ადამიანის ბიოქიმიაზე, ემოციებსა და ცხოვრების სტილზე. პროგრამა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფიზიკურ გარდაქმნას, არამედ შინაგან განთავისუფლებას, როცა სხეული აღარ არის ბრძოლის ველი, არამედ ხდება პარტნიორი.

ხშირად მეკითხებიან, ასეთი კომპლექსური პროგრამა არის თუ არა რთული. სიმართლე კი ის არის, რომ ყველაზე რთული წლების განმავლობაში დაურეგულირებელ სხეულთან ცხოვრებაა, დიეტიდან დიეტამდე სიარული და უშედეგო მკურნალობებით იმედგაცრუება. ინტეგრირებული პროგრამა კი რთული არ არის, პირიქით, ქაოსის გარეშე ცხოვრება მარტივია. აქ არაფერი ხდება იძულებით, არ არსებობს უნივერსალური მენიუ, არ არსებობს ზოგადი დანიშნულება, არ არსებობს სტანდარტული სქემა. ყველაფერი იწყება სრული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა შეუძლია თქვენს ორგანიზმს, რა სჭირდება თქვენს მეტაბოლიზმს, რა რიტმში ცხოვრობთ, რამდენ ენერგიას ხარჯავთ და რა სტრესულ ფონზე ხართ.

მინდა გარკვევით ვთქვა, კვება არ არის აკრძალვების სია, ეს არის ბიოქიმიურად გათვლილი მხარდაჭერა. რეპროდუქციული კორექცია არ არის მხოლოდ ჰორმონების დანიშვნა, ეს არის ღერძული რეგულაციის აღდგენა. კანის აპარატურული ჩარევა არ არის მხოლოდ ესთეტიკა, ეს არის შიდა და გარე ბალანსის ერთიანი შედეგი – პაციენტისთვის პროცესი ხდება გასაგები, ლოგიკურად მართული და უსაფრთხო.

 

ეკატერინე გაბაშვილი, მეან -გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კოლპოსკოპიის სპეციალისტი: ჰატერმანის პროგრამა წარმოადგენს ორგანიზმის რეგულაციის სისტემურ მოდელს, სადაც ჭარბი წონა, ჰორმონული დისბალანსი, რეპროდუქციული დარღვევები და კანის ცვლილებები განიხილება როგორც ერთი ბიოლოგიური ჯაჭვის სხვადასხვა გამოვლინება. სხეული ფუნქციონირებს ღერძული რეგულაციის პრინციპით, სადაც ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და გონადები ქმნიან რეპროდუქციული სისტემის მთავარ საკონტროლო ცენტრს. ამ ღერძზე ზემოქმედებს ინსულინის დონე, კორტიზოლი, თირეოიდული ჰორმონები და ცხიმოვანი ქსოვილის ენდოკრინული აქტივობა.

ჭარბი წონის დროს ცხიმოვანი ქსოვილი გარდაიქმნება აქტიურ ჰორმონულ ორგანოდ. ის ზრდის არომატაზის აქტივობას, რაც იწვევს ესტროგენების მატებას. პარალელურად იზრდება ლეპტინი და ანთებითი ციტოკინები, რომლებიც მოქმედებენ ჰიპოთალამუსზე და არღვევენ გონადოტროპინების სეკრეციას. შედეგად ქალებში ვითარდება ოვულაციის დარღვევა, ლუტეინური ფაზის უკმარისობა, პროგესტერონის დეფიციტი და ენდომეტრიუმის არასტაბილური მომწიფება. ინსულინრეზისტენტობის შემთხვევაში ჰიპერინსულინემია ასტიმულირებს ანდროგენების გამომუშავებას საკვერცხეებში, რაც ამწვავებს პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომს და ამცირებს ფერტილობას.

მეტაბოლური სინდრომი პირდაპირ გავლენას ახდენს ორსულობის ხარისხზეც. მაღალი ინსულინი და ქრონიკული ანთება ზრდის გესტაციური დიაბეტის, პრეეკლამფსიის და იმპლანტაციის დარღვევის რისკს. ენდომეტრიუმის რეცეპტორული მგრძნობელობა მცირდება, რის გამოც ემბრიონის მიმაგრება შეიძლება შეფერხდეს. პროგესტერონის დეფიციტი კი ადრეულ აბორტებთან ასოცირდება.

მამაკაცებში კი ჭარბი წონა იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას არომატაზული გარდაქმნის გამო, რაც ამცირებს სპერმატოგენეზს. იზრდება ოქსიდაციური სტრესი, უარესდება სპერმის მორფოლოგია და მოძრაობა. მეტაბოლური დისბალანსი ასევე მოქმედებს ერექციულ ფუნქციაზე ვასკულარული მექანიზმების საშუალებით.

რეპროდუქციული სისტემა ძლიერდამოკიდებულია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. როდესაც ორგანიზმი იმყოფება ქრონიკულ სტრესში და კორტიზოლი მუდმივად მაღალია, ჰიპოთალამუსი ამცირებს გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის სიგნალს. სხეული პრიორიტეტს ანიჭებს გადარჩენას და არა გამრავლებას. ამიტომ ფსიქოემოციური სტაბილიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მეტაბოლური კორექცია.

მნიშვნელოვანია, რომ ჰატერმანის პროგრამა მუშაობს ამ ჯაჭვის ყველა რგოლზე. ხდება ჰორმონული პროფილის შეფასება, ინსულინის და გლუკოზის რეგულაცია, ანთებითი მარკერების კონტროლი, ფსიქოემოციური ბალანსის აღდგენა და კვებითი ქცევის ტრანსფორმაცია. რეპროდუქციული ფუნქციის მხარდაჭერა მოიცავს ციკლის რეგულაციას, ოვულაციის მონიტორინგს, ლუტეინური ფაზის მხარდაჭერას და საჭიროების შემთხვევაში ენდოკრინოლოგიურ კორექციას. მამაკაცებში ყურადღება ექცევა ანდროგენულ ბალანსს და სპერმატოგენეზის ხარისხს.

 

გიორგი მაცაბერიძე,ზოგადი ქირურგი, პლასტიკური ქირურგი, ონკოქირურგი, პროფესორი: ჰორმონული და მეტაბოლური ცვლილებები აისახება კანზეც. კორტიზოლის მატება ასუსტებს კოლაგენის სტრუქტურას და ზრდის სტრიების განვითარების რისკს. ჰიპერინსულინემია ასტიმულირებს ზრდის ფაქტორებს, რაც იწვევს აკანტოზის ნიგრიკანსს, პაპილომატოზურ წარმონაქმნებს და ნევუსების აქტივაციას. ესტროგენული დისბალანსი ზრდის პიგმენტურ რეაქციებს. კანი ამ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ დიაგნოსტიკური მაჩვენებელი. საჭიროების შემთხვევაში კანის პათოლოგიური წარმონაქმნების კორექცია ხორციელდება თანამედროვე აპარატურული და ატრავმული მეთოდებით. წინასწარი დერმატოსკოპიული შეფასების შემდეგ შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ენერგეტიკული ტექნოლოგიებით წარმონაქმნის მოცილება მინიმალური რეაბილიტაციით. თუმცა პარალელურად მიმდინარეობს შიდა მეტაბოლური რეგულაცია, რათა შემცირდეს რეციდივის რისკი. საჭიროების შემთხვევაში კანის პათოლოგიური წარმონაქმნების კორექცია ხორციელდება თანამედროვე აპარატურული და ატრავმული მეთოდებით.

ჰატერმანის მეთოდის გამოყენების შემდეგ პაციენტი აღარ ებრძვის საკუთარ სხეულს, ის სწავლობს მასთან თანამშრომლობას და როდესაც სხეული გრძნობს უსაფრთხოებას, ჰორმონები სტაბილურდება, ციკლი რეგულირდება, ფერტილობა უმჯობესდება, კანი მშვიდდება და წონა რეგულირდება. კომპლექსურობა ექიმის პასუხისმგებლობაა, სიმარტივე პაციენტის გამოცდილება.

პროქტოლოგიის ახალი სიტყვა – ატრავმული და უმტკივნეულო მკურნალობა თანამედროვე ადამიანისთვის

 

კლინიკა „ჰატერმანის“ დირექტორი, ზოგადი ქირურგი, პროქტოლოგი რევაზ გაბაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგია განვითარდა, მაგრამ შიში დარჩა. ჰატერმანის მეთოდი სწორედ ამ შიშის დასასრულებლად შეიქმნა. პროქტოლოგიური პრობლემები არ არის მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტი. ეს არის ტკივილი, რომელიც ადამიანებს წლების განმავლობაში აჩერებს. სისხლდენა, მწვავე ტკივილი, შეშუპება, დაჯდომის შიში, სირცხვილი და გადადებული ვიზიტები ქმნის მდგომარეობას, სადაც ადამიანი საკუთარ სხეულთან მარტო რჩება. ჰატერმანის მეთოდი პროქტოლოგიაში წარმოადგენს თანამედროვე, ატრავმულ და ფიზიოლოგიურად გამართლებულ მიდგომას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პაციენტმა პროქტოლოგიური პრობლემა გადაიტანოს არა როგორც ტკივილიანი ოპერაცია, არამედ როგორც მართვადი და უსაფრთხო პროცესი.

პროცედურა ხორციელდება მაღალსიზუსტიანი ენერგეტიკული ტექნოლოგიებით, რომლებიც მოქმედებენ მიზნობრივად პათოლოგიურ ვენურ ქსოვილზე, ლორწოვანის მაქსიმალური დაცვით. არ ხდება ფართო ჭრილობა და ღია ოპერაციული ველის შექმნა, არ არის მასიური სისხლდენა. სწორედ ამიტომ პაციენტი პრაქტიკულად არ განიცდის ოპერაციის შემდგომ ტკივილს.

ჰატერმანის მეთოდი ეფუძნება ვენური ჰემოდინამიკის გააზრებულ კორექციას. პრობლემა არ განიხილება მხოლოდ როგორც კვანძის არსებობა. ხდება ვენური გადატვირთვის, კაპილარული სტაზის და ქსოვილოვანი შეშუპების მიზეზობრივი მართვა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა არ არის მხოლოდ სიმპტომის მოცილება, არამედ პათოფიზიოლოგიური ჯაჭვის გაწყვეტა.

პროცედურა არის უმტკივნეულო, რადგან ტარდება თანამედროვე ანესთეზიის პირობებში, მინიმალური ინერვაციული ზონის ჩართულობით. პაციენტი არ საჭიროებს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი მობილიზაცია და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება მოკლე დროში.

ჰატერმანის მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ლორწოვანის და ანალური სფინქტერის ფუნქციური მთლიანობის შენარჩუნება. კლასიკური ქირურგიული ჩარევებისგან განსხვავებით, სადაც ქსოვილოვანი ტრავმა მაღალია და რეაბილიტაცია რთული, აქ ხდება ზუსტი, დოზირებული ზემოქმედება.

ინოვაციურობა მდგომარეობს არა მხოლოდ ტექნიკაში, არამედ მთლიან მართვის მოდელში. მკურნალობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურით. წინ უძღვის დეტალური დიაგნოსტიკა, ვენური მდგომარეობის შეფასება, ნაწლავის ფუნქციის ანალიზი, კვებითი ჩვევების კორექცია და საჭიროების შემთხვევაში მეტაბოლური მხარდაჭერა. ეს ამცირებს რეციდივის რისკს და ზრდის შედეგის მდგრადობას.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი. პაციენტი იღებს არა მხოლოდ პროცედურას, არამედ განმარტებას, მხარდაჭერას და მონიტორინგს. ნაწლავის ფუნქციის რეგულაცია, კვებითი რეკომენდაციები, ანთების კონტროლი და ვენური ტონუსის მხარდაჭერა არის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე
ინტერვიუ

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026
#OK! გამარჯვების დროშები
ინტერვიუ

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 45 წლის ანჯელინა ჯოლის გლამურული გამოჩენა

#OK! 45 წლის ანჯელინა ჯოლის გლამურული გამოჩენა

May 6, 2021
#OK! სელენა გომესი “ემის” დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბით გამოჩნდა

#OK! სელენა გომესი “ემის” დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას კაბით გამოჩნდა

February 9, 2024
#OK! ორსული ეშლი გრინის თვალისმომჭრელი ფოტოსესია – მსახიობი პირველ შვილს ელოდება

#OK! ორსული ეშლი გრინის თვალისმომჭრელი ფოტოსესია – მსახიობი პირველ შვილს ელოდება

June 14, 2022
#OK! მედ დიაგნოსტიკა – პროფესიონალები სანდო კომპანიას ქმნიან

#OK! მედ დიაგნოსტიკა – პროფესიონალები სანდო კომპანიას ქმნიან

November 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 5, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები