• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

March 14, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

მოგზაურობა, რომელიც პროვანსიდან იწყება, დიდ ისტორიას ინახავს. ჯერ კიდევ 1976 წელს, როდესაც 23 წლის ოლივერ ბაუსანმა როზმარინის ეთერზეთის გამოხდა დაიწყო, სჯეროდა, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი მშვენიერების ფორმულა ყველა ოჯახში შეაღწევდა. ოცნება ახდა: ბაუსანმა, დროთა განმავლობაში, თავისი წარმოება ისე გააფართოვა, რომ ლოქსიტანი დღეს ქალისა და მამაკაცის თავის მოვლის საშუალების უამრავ პროდუქტს გვთავაზობს და მსოფლიოს 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის საქართველოში უკვე ორი ბუტიკური მაღაზიით – ჭავჭავაძის გამზირის N40‑სა და საბურთალოს სითი მოლში.

გაზაფხულის პირველივე თვე რომ ქალებისაა, ალბათ, ყველას გვახსოვს და ლოქსიტანიც ნამდვილი გაზაფხულის დღესასწაულს გვპირდება: სასაჩუქრე ნაკრებები, სურნელოვანი კოლექციები, ფრანგული კოსმეტიკა, პარფიუმი და თავის მოვლის საშუალებები სწორედ ის არის, რაც ყველა ქალს დაუვიწყარი სურნელებით აავსებს. ბუნებრივი სილამაზე და ძლიერი ხასიათი – აი, ასეთია თანამედროვე ქალი, რომელსაც უყვარს ლოქსიტანი. ვრცლად კი ამ ყველაფერზე ლოქსიტანის ბრენდ ამბასადორთან, ირინა ონაშვილთან ვისაუბრებთ.

 

 

ირინა, რადგან მარტი ქალების თვეა, არ შემიძლია ამ კითხვით არ დავიწყო – რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი ქალი?

ქალის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რადგან ის, რაც ქალს შეუძლია, კაცისთვის წარმოუდგენელია. ქალს შეუძლია უამრავი საქმე აკეთოს ერთდროულად და ყველაფერი გადასარევად გამოსდიოდეს: იყოს მოსიყვარულე ცოლი, მზრუნველი დედა, თავისი საქმის პროფესიონალი, ჰქონდეს სხვადასხვა გატაცება, მოუაროს საკუთარ თავს, მიხედოს სახლის საქმეებს – მოკლედ, ქალის ღვაწლი ფასდაუდებელი და შეუფასებელია. სამწუხაროდ, მაინც გვიწევს ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ქალს უწევს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. პირადად, როგორც კი შანსი მომეცემა დავამტკიცო, როგორი მაგრები ვართ ქალები, ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ. მგონია, რომ ეს ბევრი ქალისთვის შეიძლება მოტივაციის მიმცემი იყოს.

 

 

როგორ შეიძლება ქალმა აკეთოს ბევრი საქმე და თან ოჯახისთვისაც დარჩეს დრო. რამდენად რთულია თქვენთვის ამის შეთავსება?

ჩემთვის აქტიურ ფაზაში ყოფნა უფრო მომხიბვლელია, ვიდრე განებივრებული ქალის ამპლუა. ცხოვრებაში ყველანაირი ეტაპი მქონია და ვხვდები, როდესაც აქტიურად ვცხოვრობ, როცა რეალიზებული და მოთხოვნადი ვარ – ეს ბევრად სასიამოვნოა. ყველა ქალმა უნდა იპოვოს ის საქმე, რისი კეთებაც ბედნიერებას ანიჭებს. სულ ვამბობ ხოლმე, რომ არავინ იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ ცხოვრებას ფეხი უნდა ავუწყოთ, დავაფასოთ ყოველი წამი და ვაკეთოთ ის რაც გვაბედნიერებს. დღეს ვთანამშრომლობ რამდენიმე ბრენდთან და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგ ბრენდებთან მიწევს მუშაობა, მაგალითად ისეთთან, როგორიც ლოქსიტანია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გამომწერებს ვუზიარებ ინფორმაციას ამა თუ იმ ბრენდზე, ის ნამდვილად იყოს კარგი რეპუტაციის და ხარისხის. ლოქსიტანი ზუსტად ის ბრენდია, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო.

 

როდის მოხდა თქვენი და ლოქსიტანის დამეგობრება?

ამ ბრენდს ძალიან დიდი ისტორია აქვს. შესაბამისად, ლოქსიტანს დიდი ხანია ვიცნობ. საკუთარ თავზე მოსინჯული მქონდა რამდენიმე სახეობის პროდუქტი, მათგან ყველაზე მეტად ტანის კრემი დამამახსოვრდა, რომელსაც განსხვავებული და საოცარი სურნელი ჰქონდა. დღემდე ვგრძნობ ამ სურნელს, რომელიც ჩემთვის ლოქსიტანი იყო. როცა ბრენდთან თანამშრომლობა დავიწყე, უკვე ინგრედიენტების დონეზე შევუდექი ყველაფრის შესწავლას. გარდა ამისა, ყველა პროდუქტი, თმის მოვლიდან დაწყებული სახის კანის მოვლით და პარფიუმით დასრულებული – ჩემს თავზე გამოვცადე. ჰოდა, მივხვდი, რომ ეს ბრენდი ჩემში ყოველ წამს აღფრთოვანებას იწვევს.

 

რა გამოარჩევს ლოქსიტანს სხვა ბრენდებისგან?

ისტორია, ბუნებრიობა, გამოცდილება, ხარისხი. საინტერესოა ის, რომ წლების წინ, როცა ბრენდის არსებობას ჩაეყარა საფუძველი, პროვანსში გაშენდა მეურნეობა, სადაც თავისი ხელით მოჰყავდათ და ზრდიდნენ იმ ბუნებრივ მცენარებს (ვერბერა, ნუში, ში, უკვდავა), რაც ლოქსიტანის თავის მოვლის პროდუქტებში გამოიყენება. დღემდე ასეა, ეს პროდუქტი არის 100%-ით ბუნებრივი და ყველა დერმატოლოგის მიერ რეკომენდებული. გარდა მისი უნიკალური შემადგენლობისა, მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოუდგენლად მრავალფეროვანია ლოქსიტანის პროდუქცია. განწყობის, ხასიათის, ცხოვრების სტილის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. სუნამოებიც კი… ბაზარზე, რომელიც გაჯერებულია სუნამოების მრავალფეროვანი არჩევანით, ალბათ, ყველა იფიქრებს, როგორ შეიძლება გაგაოცოს სუნამომ – მაგრამ აქ სურნელების ისეთი ბუკეტია, რომ ეს ნამდვილად გამოარჩევს ბრენდს სხვებისგან. ლოქსიტანში ყველა დეტალზე ნაფიქრია: ისეთი ადამიანიც კი იპოვის თავის პროდუქციას, მკვეთრი სურნელი რომ არ უყვარს.

რაც შეეხება ამ პროდუქტების ეფექტს, გეტყვით: ღამის რუტინას რომ ვიკეთებ ხოლმე, დილით ისეთი სახის კანით ვიღვიძებ, რომ წარმოუდგენელია ლოქსიტანი ერთი ნახვით არ შეგიყვარდეს. აი, საკუთარ თავზე რომ გამოცდით, შეუძლებელია ეს ბრენდი არ მოგეწონოთ.

 

 

საკუთარ თავზე ზრუნვა არის ის, რაც აბედნიერებს და საერთოდ, რა სურთ ქალებს ბედნიერებისთვის?

რეალურად ხომ ყველა ქალი მშვენიერია. ჰოდა, როცა შენს თავს უვლი, თვითშეფასებაც უფრო აგიმაღლდება. გარშემო მყოფებსაც უფრო მოსწონხარ. შენი თავის შეყვარება შენ უნდა დაიწყო და ნურასდროს დაელოდები, რომ სხვა იზრუნებს შენზე… როცა თვითონ გჯერა საკუთარი ძალების, სხვებსაც სჯერათ შენი.

დაბოლოს, „ოქსიტანიის ქალთა“ მშვენიერების საიდუმლოების წარმომადგენელი  საქართველოში რას ეტყოდით ქალებს?

მიჰყევით თქვენს ოცნებებს. ყველა მიზანი მიღწევადია, როცა მოინდომებთ და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით. მთავარია გჯეროდეთ ამის და არ შეგეშინდეთ თქვენი ოცნებების.

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ლოკაცია: Lost Ridge Inn, Brewery & Ranch

 

ასევე გაეცანი

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით
ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში
ინტერვიუ

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში
ინტერვიუ

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
#OK! მარტის თვეა ჩვენი….
ინტერვიუ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! სამხრეთ კორეულმა ჯგუფმა BTS-მა ბრენდ Louis Vuitton-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა!

#OK! სამხრეთ კორეულმა ჯგუფმა BTS-მა ბრენდ Louis Vuitton-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა!

August 19, 2021
#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები

#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები

February 26, 2023
#OK! Post Malone: რეპერი, რომელიც ფანებს საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევს

#OK! Post Malone: რეპერი, რომელიც ფანებს საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევს

July 4, 2021
#OK! ზენდეია Women in Film honors-ის წითელ ხალიჩაზე Loewe-ის კაბით წარსდგა

#OK! ზენდეია Women in Film honors-ის წითელ ხალიჩაზე Loewe-ის კაბით წარსდგა

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

April 1, 2023
#OK! წლების შემდეგ ახალი გადაცემით ტელე-ეთერს თიკო სადუნიშვილი უბრუნდება!

#OK! წლების შემდეგ ახალი გადაცემით ტელე-ეთერს თიკო სადუნიშვილი უბრუნდება!

March 30, 2023
#OK! ალექსანდრე ზაზარაშვილი – ბიჭი ოცნებებით!

#OK! ალექსანდრე ზაზარაშვილი – ბიჭი ოცნებებით!

March 29, 2023
#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

March 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×