• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფერადი გოგონების სამყარო – თინათინ კობახიძის შემოქმედება

December 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ყველაზე ხშირად ლაღ და ფერად გოგონებს ხატავს. იმ გოგონებს, რომლებიც მუდამ მზად არიან იზრუნონ და დაეხმარონ სხვებს. OK! გაგაცნობთ მხატვარს, პოეტს და უბრალოდ ძალიან საინტერესო ხელოვანს, თინათინ კობახიძეს, რომელიც საკუთარ ნახატებს როგორც ცოცხალ არსებებს ისე აღიქვამს. მხატვარს არაერთი გამოფენა ჰქონია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში, გაზაფხულზე კი თინათინის ნახატი ლუვრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება.

 

გაეცანით ჩვენს მკითხველს…

(თინათინ კობახიძე): თვითნასწავლი მხატვარი ვარ,  ვხატავ ბავშვობიდან. დიდი სურვილი მქონდა დამემთავრებინა სამხატვრო აკადემია და დიპლომირებული მხატვარი ვყოფილიყავი, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დავამთავრე კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა პანსიონი, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური-ქიმიის განხრით ავიღე დიპლომი. ამასთანავე, გატაცებული ვიყავი პოეზიით, ვარ ორი წიგნის ავტორი, თუმცა ხატვისთვის არასდროს მიღალატია.

ვხატავდი ფანქრით, ტუშით, საღებავებით და ზოგადად ყველაფრით, რაც ლაქას ტოვებდა ფურცელსა თუ ტილოზე. მუდმივად მქონდა ურთიერთობა სამხატვრო აკადემია დამთავრებულ ადამიანებთან, მათი გარემოცვა მაბედნიერებდა. ვფიქრობდი, რომ მეც მათი ნაწილი ვიყავი და რაღაც დონეზე ,,აკადემიურად“ ვიკმაყოფილებდი საკუთარ ეგოს.

 

 

ნახატი, როგორც ავტოპორტრეტი, რას გვეუბნება ავტორზე?

მხატვრის შემოქმედება ავტობიოგრაფიაა მატერიალური სახით. სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ახერხებ საკუთარი იდეის განხორციელებას თავისუფლების კონკრეტულ ხარისხში. ვინც შეძლო შემოქმედებითი თავისუფლება  უსასრულობის ხარისხში აეყვანა, მისი სახელი უკვდავყოფილია.

რაც შეეხება ჩემს ნახატებს, მე მათ მოვიხსენიებ, როგორც ცოცხალ არსებებს, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. იქ ბედნიერებით სავსე გოგოები და მზრუნველი ანგელოზები ცხოვრობენ, ასევე, ცხოველები და მცენარეები, იქ.. სუნთქავენ, დადიან, დარბიან, კისკისებენ, ღიღინებენ… ეჩქარებათ, რათა სიყვარული და სიკეთე ჩამოარიგონ… მიდგომა ნახატებთან ერთად ერთობ ნაივურია, მაგრამ ეს ვარ, რაც ვარ.

 

 

გამოფენები…

ბოლო ათი წელია ინტენსიურად ვხატავ. პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა 2017 წელს, შემდეგ რამდენიმე პერსონალური გამოფენა საქართველოში და ჯგუფური საქართველოს ფარგლებს გარეთ: ვენეციაში, მილანში, ბერლინში, პარიზში. ჩემი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

გამოფენა მხატვრისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მოსავლის აღებას გავს დიდი შრომის შემდეგ, დგახარ განაბული და უსმენ დამთვალიერებლისგან ჩურჩულით წამოსულ ემოციას, რომელიც შენი სულის თანაზიარი ხდება რაღაც დროით მაინც და იკვრება დადებითი ენერგეტიკით გაჟღენთილი წრე. უდიდესი ძალაა და დიდხანს გყოფნის გამოსაკვებად, რათა გადარჩე.

 

 

სამომავლო გეგმები..

წინასწარ არაფერს არ ვგეგმავ, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება მირჩევნია. გაზაფხულზე მივემგზავრები პარიზში, ლუვრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება ჩემი ერთი ნამუშევარი. უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვღელავ.

 

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კრისტენ სტიუარტის იშვიათი გამოჩენა! მსახიობი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! კრისტენ სტიუარტის იშვიათი გამოჩენა! მსახიობი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

July 22, 2021
#OK! მეგან მარკლისა და პრინცი ჰარისადმი რასისტული კომენტარების ავტორი ელიზაბეტ II-ის ქალიშვილი გახლდათ

#OK! მეგან მარკლისა და პრინცი ჰარისადმი რასისტული კომენტარების ავტორი ელიზაბეტ II-ის ქალიშვილი გახლდათ

April 2, 2021
#OK! 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციები – აღმოაჩინეთ სეზონის მთავარი ტრენდები ALDO-ს კოლექციაში

#OK! 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციები – აღმოაჩინეთ სეზონის მთავარი ტრენდები ALDO-ს კოლექციაში

October 4, 2022
#OK! შონ პენი პოლონეთის საზღვრამდე ფეხით მივიდა: რეჟისორმა უკრაინა დატოვა

#OK! შონ პენი პოლონეთის საზღვრამდე ფეხით მივიდა: რეჟისორმა უკრაინა დატოვა

March 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK!  დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

#OK! დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

July 5, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები