• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! გახადეთ თქვენი მოგზაურობა განუმეორებელი Dream Work Travel-თან ერთად

February 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სამოგზაუროდ წასვლა გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ დაგეგმვა? სწორ ადგილას მოხვდით, რადგან OK! Travel Book ტურისტულ კომპანია Dream World Travel-ს გაგაცნობთ, რომელიც 3 წელია მომხმარებლის მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მოგზაურობას გეგმავს.

კომპანიის მიზანია მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა წარმოდგენა და მოლოდინი, რაც გაგაჩნიათ, გამართლდეს და დაუვიწყარი იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს პირველი მოგზაურობაცაა, ამიტომ მოგონებები, რომლებიც დაგრჩებათ, უნდა იყოს განუმეორებელი და შეუცვლელი. გთავაზობთ ინტერვიუს Dream World Travel-ის დამფუძნებელ ხათუნა ხმელიძესთან, რომელიც უკეთ გაგვაცნობს კომპანიას.

 

ხათუნა, უპირველესად, გვიამბეთ კომპანიის დაფუძნების შესახებ. რამდენი ხანია Dream World Travel ტურისტულ ბაზარზე გამოჩნდა?

ტურისტული კომპანია Dream World Travel ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად, ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც შეუფერხებლად მუშაობდა და მგზავრებს სამოგზაუროდ ეხმარებოდა. თავდაპირველად ოფისი მხოლოდ ქუთაისში გვქონდა და პარალელურად ონლაინმომსახურებას ვუწევდით სხვა ქალაქებისა და რეგიონების მცხოვრებლებს, ასევე ჩვენი მომსახურება ვრცელდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. დაახლოებით ერთი წლის წინ მეორე ფილიალიც გავხსენით და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს თბილისის ოფისი ემსახურება. უახლოეს პერიოდში კიდევ ვაპირებთ გაფართოებას და ჩვენი ფილიალები სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება. გარდა ამისა, ჩვენი მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და კომფორტულად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა. თითოეული თანამშრომელი მუდმივ კავშირზეა მომხმარებელთან და მათ აღარ უწევთ დამღლელი საცობებისა და მთელი ქალაქის გავლა ოფისში მოსასვლელად. ამ ხნის მანძილზე არაერთი კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებელი შევიძინეთ, რაც უმეტესწილად იმ პროფესიონალთა გუნდის დიდი დამსახურებაა, რომელიც ჩვენს კომპანიას წარმოადგენს და პირდაპირი ურთიერთობა აქვს თითოეულ მგზავრთან, ისმენენ მათ საჭიროებას და ქმნიან მათზე მორგებულ პროდუქტს.

გვესაუბრეთ კომპანიის საქმიანობაზე. რას სთავაზობთ საზოგადოებას?

თავდაპირველად ტურისტულ მომსახურებასთან ერთად ჩვენი საქმიანობა მოიცავდა პოლონეთში დასაქმებასაც, თუმცა ბოლო პერიოდში მთლიანად გადავერთეთ ტურიზმზე და შესაბამისად, მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სავიზო და სრულ ტურისტულ მომსახურებას. გვაქვს ჯგუფური ტურებიც, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფური ტურების უპირატესობა ინდივიდუალურ ტურებთან შედარებით არის ის, რომ ახალ ემოციებთან ერთად, რომელსაც მოგზაურობა განიჭებს, იძენ ახალ ნაცნობებს, ამყარებ ახალ ურთიერთობებს და მთელი პროცესი გაცილებით მხიარულად და პოზიტიურად მიმდინარეობს. ადამიანები იმდენად ჩართულები ვართ ყოველდღიურ რუტინაში, რომ გვაკლია ურთიერთობები, ჯგუფური ტურები კი საუკეთესო საშუალებაა ამ დანაკლისის შესავსებად, ახალი ურთიერთობებისგან გამოწვეული სიამოვნების მისაღებად. მით უმეტეს, როცა ყველას ერთი ინტერესი – მოგზაურობა აერთიანებს.

 

 

რომელი მიმართულებებია ამ ეტაპზე აქტუალური?

ზამთრის სეზონზე მომხმარებელი თბილ და ეგზოტიკურ ქვეყნებში დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად, აქტუალურია დუბაი, შარმ-ელ-შეიხი, მალდივები, აია-ნაპა. თუმცა არის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მიმზიდველია. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება იტალია, ჩეხეთი, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები. ბოლო პერიოდში მოთხოვნილება გაიზარდა სამხრეთ ამერიკისა და კანკუნის მიმართულებებზეც.

გვესაუბრეთ კომპანიის უპირატესობებზე

ჩვენ მომხმარებელს არ ვთავაზობთ მშრალ და სტანდარტულ პაკეტებს, რომლებშიც შედის მხოლოდ ავიაბილეთები, დაზღვევა და სასტუმრო. თითოეული მოგზაურობა იგეგმება მომხმარებლის მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა წარმოდგენა და მოლოდინი, რაც მათ გააჩნიათ, უნდა გამართლდეს, რათა მოგზაურობა დაუვიწყარი გახდეს. ზოგიერთი მათგანი პირველად მოგზაურობს, ზოგისთვის შეიძლება ბოლოც კი იყოს, ამიტომ მოგონებები, რომლებიც ამ მოგზაურობიდან უნდა დარჩეთ, გვინდა იყოს განუმეორებელი და შეუცვლელი. ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ თანამშრომელს კარგად აქვს გააზრებული და მომხმარებლისთვის ქმნის ინდივიდუალურ შეთავაზებას, სადაც გათვლილი და გაწერილია ყველა დეტალი, გათვალისწინებულია ისეთი წვრილმანებიც კი, რომელსაც მგზავრი თავისით ვერ გათვლიდა, რადგან ამისთვის, პირველ რიგში, გამოცდილება და პროფესიონალიზმია საჭირო. ვთავაზობთ ისეთ ლოკაციებს, რომლებსაც ვერ მოიძიებს ინტერნეტში და საბოლოო ჯამში მათი მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი და განუმეორებელი გამოდის. მოკლედ, თქვენი საოცნებო მოგზაურობა იგეგმება ჩვენთან.

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მუდმივ მომხმარებელს ვთავაზობთ VIP მომხმარებლის ბარათებს, რომელიც გულისხმობს მზარდ ფასდაკლებას ყოველ მომდევნო მოგზაურობაზე. გარდა ამისა, გვაქვს სასაჩუქრე ვაუჩერები, გათამაშებები და სხვა უამრავი წახალისება, რითიც ვცდილობთ მადლიერება გამოვხატოთ იმ ნდობისა და ერთგულებისთვის, რასაც მათი მხრიდან ვგრძნობთ.

უნდა ითქვას, რომ პანდემიის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა ფასებმა და მოგზაურობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ დაბალბიუჯეტიანი ტურებიც, რათა ყველამ შეძლოს საოცნებო მოგზაურობაში წასვლა.

რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს?

ყველა მოგზაურობა სავსეა აღმოჩენებით, ახალი ემოციებით, ახალი შთაბეჭდილებებით, ახალი ნაცნობებით, ახალი ინსპირაციებითა და ახლებური ხედვით…

მოგზაურობაში დრო თითქოს სხვანაირად გადის და სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა, უცნობ ადგილებს ნახულობ თუ ათასჯერ ფეხდაფეხ შემოვლილს. საყვარელი წიგნის ხელახლა გადაკითხვის მსგავსად, აუცილებლად აღმოაჩენ რაღაც ახალს და მანამდე შეუმჩნეველს… მოგზაურობას სულ სხვა მუხტი აქვს, როდესაც არატურისტულ, ისეთ ადგილს აღმოაჩენ, რომელზეც არასდროს გსმენია ან ისეთ ადგილას დანაყრდები უგემრიელესად, რომელსაც ვერასდროს მიაგნებდი. ამიტომ ყველას ვურჩევთ, ბევრი იარეთ ფეხით, აჰყევით იმ ქალაქის ყოველდღიურობას, სადაც ხართ, მიენდეთ ინტუიციას… ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოუმზადებლად წავიდეთ სამოგზაუროდ და წინასწარ არაფერი დავგეგმოთ. არა! უბრალოდ, ყველაფერი ხდება და რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გეგმები თუ შეგეცვალათ, ნუ ინერვიულებთ, იქნებ სპონტანურად განვითარებული მოვლენები უკეთესი აღმოჩნდეს, ვიდრე წინასწარ გაწერილი გეგმა?

როგორია კომპანიის სამომავლო გეგნები?

სამომავლოდ დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს. ჩვენი კომპანია მომხმარებლის უდიდესი ნდობით სარგებლობს და უკვე დადგა იმის აუცილებლობა და აღვნიშნეთ კიდეც, რომ ვაპირებთ კიდევ ერთი ფილიალის დამატებას, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მეტი განვითარებაა საჭირო ამ ნდობის შესანარჩუნებლად. ის სიყვარული და ერთგულება, რასაც ჩვენი მომხმარებლისგან ვგრძნობთ, გაფრთხილებას საჭიროებს და ამიტომ ორიენტირებული ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ და მეტი სიახლეები შევთავაზოთ საზოგადოებას. გვექნება უამრავი ახალი მიმართულება და ახალი სერვისი, რასაც მალე დავაანონსებთ.

ჩვენი მომხმარებლები მუდმივად უნდა გრძნობდნენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს ჩვენი სახით და ბედნიერები იყვნენ ჩვენთან ურთიერთობით. გვინდა სახელს ვამართლებდეთ და ვქმნიდეთ თითოეული მათგანის საოცნებო მოგზაურობას.

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! მსოფლიოს  8 ზღაპრული სოფელი
OK! News

#OK! მსოფლიოს 8 ზღაპრული სოფელი

August 7, 2025
#OK!  10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ
OK! News

#OK! 10 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე განსხვავებული საქორწილო ტრადიციები აქვთ

August 6, 2025
#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ
OK! News

#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ

August 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! ბიზნესად ქცეული ჰობი – მაია ლაბაძე

#OK! ბიზნესად ქცეული ჰობი – მაია ლაბაძე

October 16, 2024
#OK! LENURA’S PROJECT კომპანია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს

#OK! LENURA’S PROJECT კომპანია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევს

October 12, 2022
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

#OK! ჯენიფერ ლოურენსის 3 გამორჩეული წიგნი

August 7, 2025
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები