• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! გასტრო ბარი „ალკო ჰოლისგან“

September 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, თუ განტვირთვა ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად დროის გატარება გსურთ, მაშინ „ალკო ჰოლი“ საინტერესო თავგადასავალს გპირდებათ. აქ გელოდებათ კოქტეილები დაუვიწყარი გემოთი და განსხვავებული გამოცდილება. ეს არის სივრცე, სადაც ბარ-რესტორანი და ღვინის მაღაზია ერთად დაგხვდებათ, ეს ყველაფერი კი თქვენი არაჩვეულებრივი განწყობის შესაქმნელადაა. უფრო დეტალურად, „ალკო ჰოლის“ გუნდი OK!-ის ესაუბრა.

როგორ გაჩნდა „ალკო ჰოლის“ შექმნის იდეა?

დიდი ხანია გვინდოდა, გაგვეხსნა ისეთი ადგილი, სადაც საზოგადოებას შევთავაზებდით ხარისხიან ალკოჰოლურ სასმელს. ასევე, შთაგონების წყარო იყო ლოკაცია, სადაც „ალკო ჰოლი“ მდებარეობს − ღვინის ქარხანა, რომელიც ისტორიული ადგილია. ჩვენ შევძელით შეგვექმნა გამორჩეული და გემოვნებიანი ინტერიერი. „ალკო ჰოლში“ გელოდებათ განსხვავებული და დასამახსოვრებელი წუთები.

მთავარი ნიშა, რომელიც „ალკო ჰოლს“ გამოარჩევს…

ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა კოქტეილ-ბარი და ალკოჰოლური სასმელების მაღაზია ერთად − ეგრეთ წოდებული Shop & Bar კონცეფცია. ასევე, მთავარ უპირატესობად მივიჩნევთ ჩვენს სავიზიტო კოქტეილებს. „ალკო ჰოლი“ მომხმარებელს სთავაზობს საავტორო კოქტეილებისა და მიქსოლოგიის მაღალ სტანდარტს.

გვესაუბრეთ კოქტეილების მენიუზე.

(შოთა ძულიაშვილი, ბარმენეჯერი):  მიქსოლოგიის მიმართულებით ვმუშაობ 12 წელია. ჩემთვის ეს ყველაფერი არის ხელოვნება, ძველის კარგად ცოდნა, მოდერნიზაცია და ახლის შექმნა. ჩემი აზრით, ამ სფეროში მთავარია როგორც ესთეტიკური მხარე, ისე გემოვნური თვისებების მაქსიმალური ბალანსი.

გარდა იმისა, რომ „ალკო ჰოლის“ კოქტეილები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, ასევე მორგებულია ჩვენს სტუმარზე, მათ სურვილებზე და გემოვნებაზე. შეგვიძლია შევურჩიოთ ინდივიდუალურად განწყობის შესაფერისი სასმელი. გარდა ამისა, ჩვენს მენიუში მრავლად ნახავთ სხვადასხვა საავტორო კოქტეილს, რომლის დასამზადებლად ვსარგებლობთ წინასწარ მომზადებული ამა თუ იმ საიდუმლო ინგრედიენტით და, რაც მთავარია, არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან თანაბრად პრიორიტეტულია როგორც ალკოჰოლური, ასევე უალკოჰოლო სასმელები.ზოგადად, ჩვენი კოქტეილები არის თავგადასავალი − თუ გინდა გამოცადო, უნდა დააგემოვნო.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ღვინის ქარხნის ლოკაციის შემდეგ დაემატა მეორე ფილიალი…

(თემო კარდენახლიშვილი, შეფმზარეული):  დიახ, ჩვენ დავამატეთ მეორე ფილიალი მოსაშვილის 11 ნომერში, სადაც უკვე გასტრომიმართულებაც დაგხვდებათ. ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში ავირჩიე კულინარია, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ის ერთადერთი სფეროა, რომელსაც შეუძლია თვალს, გულსა და რეცეპტორებს ერთდროულად მიაღებინოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება და რაც მთავარია, მუდმივ განვითარებაში დაგეხმაროს.

ჩემი ყველა გეგმა და მიზანი კულინარიასთან მიდის და ჩემს წარმოდგენებში მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე ჩანს ახალი მიმართულება, რომელსაც ქართული სამზარეულო ჰქვია. „ალკო ჰოლში“ მოსულ ადამიანს დახვდება მსოფლიო გასტრონომიის ინტერპრეტაციები, რომელშიც ჭარბობს ქართული კერძების მოდერნიზებული ვერსიები. ჩვენი სურვილი იყო, მენიუ არ ყოფილიყო დიდი, რადგან ყველა კერძი, რომელიც ჩვენთან მზადდება, უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი − როგორც გემოვნური მიმართულებით, ასევე ვიზუალურად.

კერძის მომზადება არ იწყება შეკვეთის მიღებიდან − ეს პროცესი გაცილებით ხანგრძლივია. გარდა იმისა, რომ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს პირადად ვაგროვებთ, კერძების უმეტესობა ინგრედიენტს რამდენიმე დღით ადრე ვამზადებთ, შესაბამისად, ყველა დეტალი, რომელიც საბოლოოდ თეფშზე იყრის თავს, შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმედღიანი მზადების შედეგია, თუმცა ეს სტუმართან ხშირად არ ჩანს, მაგრამ თქვენთან ნამდვილად სათქმელი დეტალია.

გვესაუბრეთ რესტორნის ინტერიერთან დაკავშირებით.

ინტერიერის დიზაინის პროექტის მთავარ მამოძრავებელ ელემენტს წარმოადგენს სპეციალურად ამ ობიექტისთვის შექმნილი უზარმაზარი კედლის ქაღალდი, რომელიც ერთიანი კოლაჟის სახით შედგება რენესანსის ეპოქის მნიშვნელოვანი ფერწერული ტილოებისა და ფრესკების დეტალებისგან. დღის განმავლობაში, ბუნებრივი, ჭარბი განათება ინტერიერში სრულიად განსხვავებულ აქცენტებს წარმოაჩენს.

რენესანსის ძირითადმა იდეამ ადამიანის მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით მკაფიო და სრული ხორცშესხმა პოვა იმ ეპოქის ხელოვნებაში, რომლის ძირითად თემად ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი იქცა, განუსაზღვრელი სულიერი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. სწორედ ასეთი მნიშვნელობისაა ბარის ყოველი სტუმარი, რომელიც დატვირთული და დამღლელი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, საღამო გაატაროს ჩვენ მიერ შექმნილ გარემოში.

სამომავლო გეგმები…

ჩვენი ბრენდი მუდმივად ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს მეორე ფილიალი არ არის ის ყველაფერი, რაც ჩვენი ბრენდის მიზანია. მომავალში ვაპირებთ მაღაზიის ხაზის დამატებას და ამ მიმართულებით განსხვავებული გამოცდილების შექმნას.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025
#OK! Mon Nuage  უფრო მეტი, ვიდრე დესერტი
Gastro

#OK! Mon Nuage უფრო მეტი, ვიდრე დესერტი

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მეფე ჩარლზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვალდებულებებს პრინც უილიამს გადააბარებს

#OK! მეფე ჩარლზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვალდებულებებს პრინც უილიამს გადააბარებს

February 16, 2024
#OK! ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი Ermanno Scervino-ის ახალ კამპანიაში

#OK! ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი Ermanno Scervino-ის ახალ კამპანიაში

December 23, 2021
#OK! ჯანსაღი და იოლი სამზარეულო

#OK! ჯანსაღი და იოლი სამზარეულო

December 4, 2021
#OK! ნეონის ფრაზებში გადატანილი ემოციური მდგომარეობა

#OK! ნეონის ფრაზებში გადატანილი ემოციური მდგომარეობა

June 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! ვინ იცის მერი – ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური

#OK! ვინ იცის მერი – ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური

August 8, 2025
#OK!  ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა –  მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

#OK! ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა – მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

August 2, 2025
#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

August 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები