• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! გამოწვევები, როგორც დაავადების დამარცხების საწინდარი

July 14, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, თუ რა დიდ პასუხისმგებლობასთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული ექიმის პროფესია. ხშირად მიჩნდება შეკითხვა, როგორ ახერხებენ საქმისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას, მაგრამ ყველაფერი ხომ მონდომებაზეა დამოკიდებული? ჩვენმა რესპონდენტმა, მეან-გინეკოლოგმა ხათუნა გაბრიჭიძემ არათუ მოახერხა და ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად შეუთავსა ერთმანეთს, არამედ დამატებითი პროფესიაც კი შეიძინა. რა სახის სირთულეებთანაა მისი პროფესია დაკავშირებული, რატომ არის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა აუცილებელი, და სხვა საინტერესო თემებზე OK!-ის მეან-გინეკოლოგი ხათუნა გაბრიჭიძე უამბობს.

რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ექიმი?

ყოველთვის მინდოდა ადამიანებისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი, რაიმე მნიშვნელოვანი გამეკეთებინა. სწორედ ექიმობა მივიჩნიე იმ გმირულ პროფესიად, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ექიმობა ნიშნავს, გქონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მუდმივად ზრუნავდე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ეს საქმე მოითხოვს ულევ ენერგიას, შრომას, მუდმივ განვითარებას, რომელსაც სჭირდება შინაგანი მოწოდება და ძალიან დიდი სიყვარული პროფესიის მიმართ.

რა გზა გაიარეთ პროფესიის არჩევიდან დღემდე?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით განვაგრძე. მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რთული და ამავდროულად, სასიხარულო მომენტებთან დაკავშირებული დარგია. მეანობა-გინეკოლოგიის სირთულესა და ხიბლს ვეზიარე უდიდესი ტრადიციების მატარებელ ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლში. 2015 წლიდან დავიწყე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ჩაჩავას კლინიკაში. 2020 წლიდან კი ვმუშაობ ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკაში.

უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რას მოიცავს თქვენი პროფესიული საქმიანობა?

ვზრუნავ ქალთა ჯანმრთელობაზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; პატრონაჟს ვუწევ ორსულ ქალბატონებს. ვხელმძღვანელობ მშობელთა სკოლას. პირადად ჩემთვის უპირველესია პაციენტთან სწორი, გულითადი და მეგობრული ურთიერთობა. მაქვს მუდმივი უკუკავშირი მათთან. ჩემი სამუშაო დღე კლინიკიდან გასვლის შემდეგ შინ, ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციებით გრძელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქალებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა?

ინფორმაციის ნაკლებობამ ქალს შესაძლოა დაუზიანოს ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხარისხი. სწორი ინფორმაციის მიწოდებით, პროფილაქტიკითა და დროული დიაგნოსტიკით, სავსებით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ მძიმე გამოსავალი. ინფორმირებულობა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. სასურველია, ვესაუბროთ მოზარდებს კონტრაცეფციაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ოჯახის დაგეგმვაზე, რათა შევამციროთ აბორტების რაოდენობა. მშობლებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია პაპილომა-ვირუსის ვაქცინაციის შესახებ, რათა აცრან შვილები 9-დან 14 წლამდე და შემცირდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. საჭიროა მენოპაუზაში მყოფ ქალბატონებს ვურჩიოთ, როდის მიმართონ ექიმს, როგორ აიცილონ თავიდან ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი პრობლემები და იცხოვრონ კომფორტულად.

 

 

ყველაზე ხშირად რის შესახებ გიწევთ საუბარი პაციენტებთან?

ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომელსაც ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საკმარისი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება, პოზიტიური აზროვნება, დადებითი განწყობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია − მავნე ჩვევებზე უარის თქმა (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი), ქალის ჯანმრთელობის საწინდარია. ჯანმრთელი ქალი კი ჯანმრთელი მომავლის გარანტია.

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

მეანობა-გინეკოლოგია − ეს ის დარგია, სადაც გამოწვევა ბევრია. სავსეა ბარიერებით, მაგრამ მაინც სასიამოვნო საქმეა. ყველაზე დიდი გამოწვევა თითოეული დაავადების დამარცხებაა. მიზნის მისაღწევად, აუცილებელია მონდომება და მოთმინება. ვცდილობ უკან არ დავიხიო, მიუხედავად დიდი სირთულეებისა და წინაღობისა.

რას ურჩევდით დამწყებ ექიმებს?

წარმატების მისაღწევად ბევრი იშრომეთ, ისწავლეთ, ეძიეთ, ყველა კარი შეაღეთ და ნახეთ, რა არის კარგი და რა − ცუდი. ყველაფერი გააკეთეთ, რაც ნორმისა და ადამიანობის ფარგლებშია; გიყვარდეთ პაციენტი და გულთან მიიტანეთ მათი პრობლემები; იყავით კოლეგიალურები და ხელი შეუწყვეთ დამწყებ ექიმებს, რადგან მათი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს და რა არის თქვენი ჰობი?

მთელ ჩემს თავისუფალ დროს ვუთმობ საკუთარ შვილებს, მათ აღზრდას, სწავლას, განათლებას. ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან ცხოვრებაში. მყავს 2 შვილი − გივიკო და მარიამი. გივიკო 10 წლის არის, მარიამი – 4-ის. მათი არსებობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. რაც შეეხება ჰობის, გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით. მოვახერხე და დროც კი გამოვყავი ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსისთვის. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, რომელიც საშუალებას მაძლევს მეტი ვისწავლო და გავეცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ენერგიით მავსებს და ჩემს ქვეყანაში დაბრუნებული, ახალი შემართებით განვაგრძობ შრომას.

 

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Healzcare.org – პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სამედიცინო სერვისებს გააერთიანებს

#OK! Healzcare.org – პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სამედიცინო სერვისებს გააერთიანებს

May 8, 2024
#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

October 20, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! „ჩუროსიტა“ − ესპანური გემოები თბილისში

#OK! „ჩუროსიტა“ − ესპანური გემოები თბილისში

March 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 4, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

#OK! ჰოლი ბერი ცნობილ მუსიკოსზე ქორწინდება

February 6, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები