• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

November 11, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

აფხაზეთი ჩემთვის ომის კადრებით იწყება და მთავრდება. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც ეს მხარე არასდროს უნახავს და მხოლოდ გადმოცემით ვიცი სოხუმი, ბიჭვინთა, რიწის ტბა, ახალი ათონი, რესტორანი „პინგვინები“ და სანაპიროზე მომზადებული ცხელი ყავა. ეს სტატია არის მათთვის, ვისაც აფხაზეთის მშვენიერება თვალით არ უნახავს და მათთვისაც, ვინც ღამღამობით თვალის მოხუჭვისთანავე მშობლიურ მხარეს სტუმრობს, შავი ზღვის სურნელს ჩაისუნთქავს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალს იწყებს. აფხაზეთი თითოეული ჩვენგანისთვის გულწრფელი ტკივილის სივრცეა. დიახ, მე სოხუმის დაცემის შემდეგ დავიბადე, ფოტოარქივებიდან შევიყვარე და მშობლების მოყოლილი ისტორიებით გავიცანი. თუმცა მაინც მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ. დღეს კი ლიკა კვარაცხელიას აფხაზეთში გეპატიჟებით, ბავშვების ჟრიამულით სავსე ეზოებში შეგახედებთ, თუმცა იმასაც მოგიყვებით, როგორ დავემშვიდობეთ მზით გამთბარ ლურჯ ზღვას….

 

 

 

როცა გეკითხებიან – „საიდან ხარ?“ პასუხი კი არის – „აფხაზეთიდან“ – რა ემოცია ჩნდება შენში?

ორი სახის ემოცია მეუფლება – პირველი ეს არის დიდი გულისტკივილი და მონატრება. მეორე კი პოზიტიური და დადებითი მეხსიერებაა, რომელიც ჩემი ბავშვობიდან გამომდინარეობს. აფხაზეთის ხსენებისას მუდმივად მზით გამთბარი ცისფერი ფერი ამოტივტივდება ხოლმე ჩემს მეხსიერებაში.

 

რომელი კადრი გახსენდება ყველაზე ხშირად შენი ბავშვობიდან, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება?

პირველი, რაც მახსენდება ჩემი ბავშვობიდან, ეს არის ჩემი ეზო, სადაც მეზობლები, ნათესავები და მეგობრები – ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ვთამაშობდით. ასევე, ხშირად მახსენდება გზა, როემლსაც ყოველდღიურად სკოლიდან სახლამდე გავდიოდი.

 

 

რომ გაიხსენო ომიდან გამოქცევის და საკუთარი სახლის დატოვების დღე?

სანამ აფხაზეთს დავტოვებდით, ზაფხულში, ადგილობრივი ბავშვები დაბომბვას გაგვარიდეს და შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაგვიყვანეს. იქ ორი თვე დავყავით. ზაფხულის დასასრულს კი გვითხრეს, რომ სკოლა იწყებოდა და უკან უნდა დავბრუნებულიყავით. ეს იყო სიახლე, რომელმაც ძალიან გამახარა და აღფრთოვანებული ვბრუნდებოდი უკან, თუმცა სახლისკენ მიმავალ გზაზე მეგონა, რომ სხვა ქალაქში აღმოვჩნდი. გზად არცერთი ნაცნობი შენობა აღარ დამხვდა. რამდენიმე დღეში კი სახლის დატოვებამაც მოგვიწია, ხოლო სექტემბერში ბოლო თვითმფრინავს გამომაყოლეს. მახსოვს, მამაჩემმა გვერდიდან შემაგდო თვითმფრინავში, სადაც იყო უამრავი დაჭრილი თუ გარდაცვლილი ადამიანი, ქალები და ბავშვები. იქ სრულიად მარტო აღმოვჩნდი და დედაჩემის ნათესავებმა მიპატრონეს. თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად მარტო ვიყავი, ოჯახის წევრების გარეშე. ტელევიზორიდან გავიგე, რომ სოხუმი დაეცა და ამ დროს არ ვიცოდი ჩემი ოჯახის წევრების მდგომარეობა. იმ დღიდან გასახსენებელი სხვა არაფერი მაქვს, რადგან არცერთი ნივთი არ წამომიღია. თბილისში ჩამოვედი შორტითა და კედებით და ამ სამოსით დავდიოდი სკოლაშიც დეკემბრის თვემდე.

 

როცა სოხუმზე საუბრობ, უფრო მონატრებას გრძნობ თუ შიშს?

მონატრებას, რა თქმა უნდა. მენატრება იქაურობა, ოღონდ ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ იყო, როგორც მაშინ ვცხოვრობდით და ვმეგობრობდით. კონკრეტულად ის ურთიერთობები მენატრება, რომელიც იქ დავტოვეთ, რადგან ტერიტორია ადამიანებისა და ურთიერთობების გარეშე ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.

 

 

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?

როდესაც აფხაზეთიდან წამოვედით, ისეთ ასაკში ვიყავი, რომ არ მესმოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. ახლა კი თავისუფლებაზე ჩემი შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, რომ ჩემთვის თავისუფლება, პირველ რიგში, არის ჰარმონია საკუთარ თავთან. ბალანსი ჩემს შინაგან სამყაროში, სადაც შემიძლია ერთნაირად მოვუსმინო ჩემში არსებულ ბავშვსაც და მოხუცსაც. ამავდროულად კი, გავითვალისწინო გარემო იმიტომ, რომ ამ სამყაროში მე მარტო არ ვარ. თავისუფლება ჩემთვის არის ის, რის უფლებასაც მე მივცემ ჩემს თავს.

 

როგორი იყო ცხოვრება დევნილის სტატუსით?

მე დღემდე იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მაქვს. რა თქმა უნდა, რთულია იყო დევნილი. ვფიქრობ, იმ დროს ხალხი ვერ იაზრებდა, თუ რა მოხდა. როდესაც იგებდნენ, რომ დევნილი ვიყავი, ჩვენივე თანამოქალაქეები ისე მიყურებდნენ, თითქოს მთვარიდან ჩამოვედი. მაგრამ მაინც მგონია, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ხალხმა არ იცოდა, რეალურად რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ ან რისთვის. არაერთხელ მომიწია სკოლის შეცვლამ თანაკლასელების დამოკიდებულების გამო. თუმცა ძალიან ბევრი კეთილი ადამიანიც იყო ჩვენ გარშემო, ვინც უანგაროდ გამოგვიწოდა დახმარების ხელი. შესაბამისად, ცუდი არაფერი მახსენდება იმ პერიოდიდან, ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ ამოვშალე მეხსიერებიდან.

 

 

 

რა სათქმელი გაქვს დღეს აფხაზეთისთვის, ადგილისთვის, რომელმაც დიდ სიხარულთან ერთად უდიდესი ტკივილიც დაგიტოვა?

გზავნილი აფხაზეთს? ვეტყოდი, რომ მიყვარს და მენატრება. ვისურვებდი ისეთი აყვავებული მენახოს, როგორიც მას შეეფერება. აფხაზეთი ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე გამორჩეული ხალხით.

 

 

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: პირადი არქივი

ფოტო: თეო თოფურია

ფოტო: LIU Photography

ასევე გაეცანი

#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა
OK! News

#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

December 8, 2025
OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან
Slider Area

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

December 5, 2025
#OK! როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?
OK! News

#OK! როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?

December 4, 2025
#OK! Starbucks – „ყავის ლეგენდა“ და მისი წარმატების ისტორია
OK! News

#OK! Starbucks – „ყავის ლეგენდა“ და მისი წარმატების ისტორია

December 4, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნატალია კვანტალიანი ბიზნესსა და ოჯახზე…

#OK! ნატალია კვანტალიანი ბიზნესსა და ოჯახზე…

January 2, 2024
#OK! 48 წლის პენელოპა კრუზი ესპანური Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზე

#OK! 48 წლის პენელოპა კრუზი ესპანური Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზე

August 26, 2022
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 10, 2025
#OK! Business მაჩაბელი ჰოლდინგი – უძრავი ქონების შეძენის გასამარტივებლად

#OK! Business მაჩაბელი ჰოლდინგი – უძრავი ქონების შეძენის გასამარტივებლად

April 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?

#OK! როგორ მოვიზიდოთ წარმატება ცხენის წელს?

December 4, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

#OK! HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

December 8, 2025
#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები