• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! გაილამაზეთ ახალი წელი „კარაპს მედლაინთან“ ერთად

December 28, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

კლინიკა „კარაპს მედლაინი“ უკვე 23 წელია, რაც წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სამედიცინო მიმართულებით ყველა საჭირო პროცედურას ერთ სივრცეში სთავაზობს. თანამედროვე ტექნოლოგია, უმტკივნეულო მკურნალობა, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, რესურსების სწორად გამოყენება და მაღალკვალიფიციური კადრები – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც „კარაპს მედლაინს“ უპირობო ლიდერის პოზიციას მუდმივად უნარჩუნებს.

საწყის ეტაპზე კლინიკის მთავარი მიმართულება რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია გახლდათ, 2001 წლიდან კი მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა. „კარაპს მედლაინი“ მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებლის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.

„კარაპს მედლაინის“ მრავალპროფილური კლინიკა დიღომში მდებარეობს, ხოლო ზ. ფალიაშვილის 41 ნომერში გაიხსნა ახალი ფილიალი ექსკლუზიური სერვისებით, რომელიც თითოეულ მომხმარებელს პირველსავე მისვლის შემდეგ აყვარებს თავს.

„კარაპს მედლაინის“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურება წარმოადგენს, რომელიც გვიმარტივებს და გვიგეგმავს ყველა სახის პროცედურის ჩატარებას საჭიროების მიხედვით. მათ შორისაა: აპარატურული, ინიექციური და არაინიექციური მიმართულებები; ანალიზები, გინეკოლოგია, მასაჟი, სხეულის თერაპია, გაჯანსაღება, სილამაზეზე ზრუნვა/მოვლა, რაც გულისხმობს კოსმეტოლოგიურ/დერმატოლოგიურ ჩარევას და ა.შ.

ზამთრის პერიოდი და მით უფრო ახალი წლის დადგომა, კიდევ უფრო განსაკუთრებულ თავის მოვლასთან ასოცირდება. რა არის ამ სეზონზე აქტუალური იმისათვის, რომ გვქონდეს დატენიანებული სახის კანი და გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდული იერსახე? − ამის შესახებ „კარაპს მედლაინის“ დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო გოგიბერიძე, დიზაინერი მაკა კვიციანი, მისი და ბაია კვიციანი და დედა − ნანა შუკვანი გვიამბობენ.

 

ნინო გოგიბერიძე

ნინო, რა სახის პროცედურების ჩატარებას ურჩევთ მომხმარებლებს ახალი წლის პერიოდში?

სასურველია, ახალ წლამდე ორი კვირით ადრე დავიწყოთ მომზადება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ მდგომარეობას. ქალბატონების შემთხვევაში, ეფექტური იქნება რესტილაინის ბუსტერი ან რეჯენლაბი, რადგან ორივე მათგანს აქვს საოცარი შედეგი − ამკვრივებს კანს, სძენს ბზინვარებას და სახის ლიფტინგს.

ასევე, კარგი იქნება Biologique Recherche − ფრანგული ლუქს-ბრენდი, რომლითაც სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურა ტარდება ჩვენს კლინიკაში, აქრობს შეშუპებას და კანს სძენს ახალგაზრდულ იერსახეს.

რომელი პროცედურაა შედარებით სწრაფი და ასევე, ეფექტური?

კონკრეტულ მომენტამდე 2-3 დღით ადრე შესაძლოა ჩაიტაროთ სახის გაწმენდის პროცედურა და დატენიანება, რადგან ამის შემდეგ ნებისმიერი სახის მაკიაჟი კარგად ჯდება კანში.

ზოგადად, აუცილებელია პაციენტებმა თავდაპირველად ჩაიტარონ კანის დიაგნოსტიკა, რის მიხედვითაც იგეგმება შესაბამისი პროცედურები პაციენტის კანის მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით. თუ პაციენტი ახალგაზრდაა, შეგვიძლია შევთავაზოთ ბიორევიტალიზაცია, ბუსტერი, მეზოთერაპია, HydraFacial, ხოლო თუ შედარებით ასაკიანია, საჭირო ხდება უფრო სერიოზული სახის ჩარევები, მათ შორის: ბოტულინოთერაპია, ფილერი. ნებისმიერი პაციენტისადმი კომპლექსური მიდგომა გვაქვს, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი.

 

მაკა კვიციანი

მაკა, რამდენი ხანია, რაც „კარაპს მედლაინის“ მომხმარებელი ხართ?

„კარაპს მედლაინის“ მომხმარებელი ვარ გახსნის დღიდან. ზოგადად, ძალიან მომწონს კონცეფცია, ანუ ყველა იმ პროცედურისა და სერვისის ერთ ჭერქვეშ გაერთიანება, რაც ქალს ესაჭიროება, მათ შორის ჯანმრთელობის თვალსაზრისით; გამაჯანსაღებელი, ინიექციები, სახის გაწმენდა და ა.შ. ვფიქრობ, „კარაპს მედლაინი“ იდეალურად უმკლავდება ამ ყველაფერს.

როგორ დაახასიათებდით „კარაპს მედლაინს“?

ჩემთვის „კარაპს მედლაინი“ უპირველესად ასოცირდება ხარისხთან და სასურველი შედეგის მარტივად მიღებასთან.

თავად რომელი პროცედურების მომხმარებელი ხართ?

თითქმის ყველა მიმართულების მომხმარებელი ვარ. ქალბატონი მადონა ჯუღელი მართავს ჩემს ჯანმრთელობას გინეკოლოგიური მიმართულებით. კოსმეტოლოგიურ პროცედურებში ვიკეთებ რესტილაინის ბუსტერს, ბოტოქს-დისპორტს, რეჯენლაბს. სახის წმენდის იდეალური საშუალებაა Hydrafacial. ყველაზე მეტად უპირატესობას ვანიჭებ პროდუქციების ხარისხს, ექიმების პროფესიონალიზმს.

რომელი პროცედურების ჩატარებას ურჩევდით ქალბატონებს ახალი წლის პერიოდში?

ახალი წლის პერიოდში ქალბატონებს ვურჩევდი ესტუმრონ „კარაპს მედლაინს“ და შეარჩიონ მათთვის სასურველი პროცედურები. ამ მხრივ კლინიკას აქვს ძალიან საინტერესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის.

 

ბაია კვიციანი

ბაია, როგორ დაახასიათებდით „კარაპს მედლაინს“?

„კარაპს მედლაინი“ ჩემთვის ასოცირდება ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებასთან და მყუდრო, სასიამოვნო გარემოსთან. ეს არის ადგილი, სადაც ვისვენებ ფსიქოლოგიურად და ვიმუხტები დადებითი ემოციებით. ფაქტობრივად, ამ ადგილთან მაქვს ემოციური კავშირი.

„კარაპს მედლაინი“ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის აპარატურა და პროდუქცია. რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად კმაყოფილი ვარ შედეგით. „კარაპს მედლაინი“ არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ადამიანისთვის საჭირო ყველა პროცედურას და ყოველთვის მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე.

თქვენ რომელი პროცედურების მომხმარებელი ხართ?

პერიოდულად ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას. შუბლზე მაქვს გაკეთებული ბოტოქსი და ასევე, ტუჩის კორექცია.

რომელი პროცედურების ჩატარებას ურჩევდით ქალბატონებს ახალი წლის პერიოდში?

ვინაიდან სახის კანი მუდმივად სტრესის ქვეშაა, ყველაზე სასარგებლო იქნება სარელაქსაციო-დამამშვიდებელი პროცედურები. მე დავდივარ ექიმ-დერმატოლოგ მარინა ოჟოგინასთან, რომელიც აერთიანებს ყველა პროცედურას და ყოველთვის კმაყოფილი გახლავართ მასთან მიღებული შედეგით.

 

ნანა შუკვანი

როდის დაიწყო „კარაპს მედლაინთან“ თქვენი ურთიერთობა?

გახსნისთანავე დაიწყო ჩემი და „კარაპს მედლაინის“ ურთიერთობა. ხშირად აქვს „კარაპს მედლაინს“ სიახლეები და საინტერესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთგული მომხმარებელი ვარ.

რა არის თქვენთვის „კარაპს მედლაინი“?

„კარაპს მედლაინი“ ჩემთვის ასოცირდება დასვენებასთან და პროფესიონალიზმთან. კმაყოფილი ვარ ყველა იმ პროცედურით, რომლებითაც ვსარგებლობ, იქნება ეს კოსმეტოლოგია, გინეკოლოგია თუ მასაჟი.

ქალბატონო ნანა, ძალიან მომხიბვლელად და ლამაზად გამოიყურებით. გაგვიმხილეთ, პირადად თქვენ როგორ უვლით თავს?

ვფიქრობ, ეს უპირველეს ყოვლისა გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, არასოდეს გადავდივარ იმ ზღვარს იქით, რასაც ვერ აიტანს ჩემი ორგანიზმი, ვინარჩუნებ საკუთარ წონას. მქონდა პერიოდი, როდესაც წონაში მოვიმატე და მასაჟით დავიკელი 8 კილო. არ მივირთმევ გვიან ღამით, ვზღუდავ პურს, შაქარს. ასევე, არ ვარ მწეველი და ეს ყველაფერი განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.

„კარაპს მედლაინში“ ვიკეთებ ინიექციურ პროცედურებს, HydraFacial-ს. სახის მოვლის პროცედურებს − Biologique Recherche, Skinceuticals. დამერწმუნეთ, თითოეულ მათგანს საოცარი შედეგი აქვს და ყველა ქალბატონს ვურჩევ ამ პროცედურების საკუთარ თავზე გამოცდას.

ყოველთვის ვუთმობ დროს ჩემს თავს, რადგან ყველა სხვა საქმე უფრო ხარისხიანად, შემართებით და მოტივაციით გავაკეთო.

დაახასიათეთ „კარაპს მედლაინი“.

„კარაპს მედლაინში“ მუდამ არაჩვეულებრივი გარემოა, კეთილგანწყობილები არიან და ითვალისწინებენ პაციენტის მდგომარეობას. რაც ყველაზე მთავარია, გაძლევენ საჭირო რეკომენდაციებს და გარანტირებულია უმაღლესი ხარისხის შედეგი.

 

ასევე გაეცანი

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025
#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია
Health & Beauty

#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია

October 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ქეით მიდლტონს და პრინცი უილიამს მეოთხე შვილი სურთ” – რას წერენ ბრიტანული გამოცემები

#OK! “ქეით მიდლტონს და პრინცი უილიამს მეოთხე შვილი სურთ” – რას წერენ ბრიტანული გამოცემები

February 16, 2023
#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025
#OK! პატარების ფერადი არჩევანი

#OK! პატარების ფერადი არჩევანი

June 12, 2021
#OK! ფოტოები ლორენა ზოიძის ულამაზესი ქორწილიდან!

#OK! ფოტოები ლორენა ზოიძის ულამაზესი ქორწილიდან!

July 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! სანდრო გოგოხიას ჯანსაღი კვების ფილოსოფია

#OK! სანდრო გოგოხიას ჯანსაღი კვების ფილოსოფია

November 11, 2025
#OK! Hit Hub  ხედვა, რომელიც ცვლის ბიზნესს

#OK! Hit Hub ხედვა, რომელიც ცვლის ბიზნესს

November 11, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები