• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! გაატარე ზაფხულის დღეები მშვიდად და საინტერესოდ… „ესკიზი“ − ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროების ბრენდი

აგვისტო 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თუ ამ ზაფხულში დროის სასიამოვნოდ გატარებას გეგმავთ და ეძებთ ისეთ სასტუმროს, სადაც დაგხვდებათ მყუდრო გარემო და დახვეწილი ინტერიერი, მაშინ თელავში მდებარე სასტუმრო „ესკიზს“ უნდა ეწვიოთ. ეს არის ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროების ბრენდი, რომელიც მალე თბილისშიც იქნება წარმოდგენილი. ასევე, „ესკიზი თელავი“ გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს უნიკალური დიზაინის მქონე ღვინის ლობით, სივრცეს ღონისძიებებისთვის, ულამაზეს ბაღს და ქართულ სივრცეს.

„ესკიზის“ შექმნის ისტორია…

სასტუმროს ისტორია იწყება 1895 წელს არქივში ნაპოვნი, თორაძეების ოჯახის საგვარეულო სახლის ესკიზით, სადაც XIX საუკუნეში ხშირად იმართებოდა სალონური შეხვედრები. სწორედ სახალხო და საზოგადოებრივ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით არის შთაგონებული „ესკიზის“ კონცეფცია. როგორც „ესკიზის“ ლოგოზე ვხედავთ, ის გამოხატავს სახალხო სახლის იდეას, მეცნიერების, კულტურისა და შემოქმედების შეხვედრას და ერთიანი ატმოსფეროს შექმნას.

„ესკიზი თელავი“ შექმნილია როგორც მშვიდი დასვენებისთვის, ისე ახალი ურთიერთობისთვის.

„ესკიზის“ დიზაინი ესმა ხეცურიანს ეკუთვნის. აქაც აქტუალურია საზოგადოებრივი სახლი, წიგნები, ღვინო, მშვიდი გარემო, ასევე − ადგილობრივი კულტურა. დიზაინის თითოეული დეტალი შესაძლოა გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო. ამ საერთო ჰარმონიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ირმა შარიქაძის მიერ შექმნილი ფოტოკოლექცია, სადაც ფონად გამოყენებულია სუზანი − ხელით ნაკეთი ტექსტილი, რითაც მორთულია სასტუმროს ნომრები.

 

 

„ესკიზის“ კეთილმოწყობა…

სასტუმროში არის 57 კონცეპტუალური ოთახი, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე, ზოგიერთი მათგანი კი აუზისა და ბაღის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს. თითოეული ოთახის დიზაინი უნიკალური და შთამბეჭდავია, პატარა დეტალებშიც კი იგრძნობა თანამედროვე და ტრადიციული ქართული კულტურის ელემენტები.

„ესკიზის“ სხვადასხვა ზონა შექმნილია თქვენი სასიამოვნო დასვენებისთვის − ორიგინალური გარე სივრცეები, ღია აუზი, ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი, 2 დახვეწილი და ელეგანტური რესტორანი, ნათელი საკონფერენციო დარბაზი, ღვინის ლობი და მყუდრო ბიბლიოთეკა. ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ქალაქ თელავის შუაგულში, 10 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრიდან.

„ესკიზი“ თელავის სპა-სტუმრებს 1 აგვისტოდან მიიღებს. სპა მოიცავს დახურულ აუზს, მშრალ და ორთქლის საუნებს, ღვინის აბაზანებისთვის განკუთვნილ სივრცეს, მასაჟის სივრცესა და სატრენაჟორო ოთახს.

საკონფერენციო დარბაზი 100-120 ადამიანზეა გათვლილი. შესაძლებელია ოთახის სხვადასხვა განლაგების მოწყობაც: თეატრალური სტილი დიდი სესიებისთვის, ინტერაქტიული დისკუსიებისთვის შესაფერისი მოედანი; საშუალო და დიდი ლექციების სტილი, U-ფორმის და T-ფორმის სტილები; ჯგუფებისთვის დარბაზი გარშემორტყმულია ულამაზესი ღვინის ლობით და მოსასვენებელი სივრცით, სადაც კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ დაისვენონ და ისიამოვნონ ყავის შესვენებით, ლანჩითა და სადილით.

 

„ესკიზის“ რესტორანი…

სასტუმროს ორივე რესტორანში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ასევე თანამედროვე ქართული კერძები. გარდა ამისა, შეგიძლიათ საავტორო კოქტეილების დაგემოვნებაც, რომელიც ექსკლუზიურად „ესკიზისთვის“ შეიქმნა. სასტუმროში სამომავლოდ იგეგმება ბევრი შემოქმედებითი ღონისძიება და მასტერკლასი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს აქვს ღვინის საკუთარი წარმოება − „ესკიზ ვაინერი“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. წარმოება მდებარეობს თელავში, სასტუმრო „ესკიზის“ მარანში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ „ესკიზ ვაინერის“ სხვადასხვა სახეობის ღვინო.

 

„ესკიზი თბილისის“ გახსნა…

„ესკიზი თელავი“ არის „ესკიზის“ ბრენდის შემოდგომის სახლი, ხოლო „ესკიზი თბილისი“ − მთავარი საზოგადოებრივი სახლი. 10 აგვისტოს თბილისში, კერძოდ კოტე მარჯანიშვილის 51-ში იგეგმება აღნიშნული სასტუმროს გახსნა. ჯერჯერობით, გაიხსნება მხოლოდ რესტორანი, რომელიც ტერასას, ლაუნჯსა და მთავარი რესტორნის სივრცეს გააერთიანებს. რესტორანში საავტორო კერძების, ბარისა და დესერტების მენიუ იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ხმელთაშუაზღვისა და ასევე თანამედროვე ქართული კერძები. რესტორნის გახსნის შემდეგ იგეგმება 80-ნომრიანი სასტუმროს გახსნა.

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები
Travel

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

აგვისტო 7, 2022
#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება
Travel

#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

აგვისტო 5, 2022
#OK! შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები TRAVELFY-ისთან ერთად
Travel

#OK! შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები TRAVELFY-ისთან ერთად

აგვისტო 5, 2022
#OK! არაბთა გაერთიანებული საამიროები
Travel

#OK! არაბთა გაერთიანებული საამიროები

აგვისტო 5, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! მშობიარობის შემდეგ პირველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე – კაილი ჯენერი შესანიშნავ ფორმაშია

#OK! მშობიარობის შემდეგ პირველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე – კაილი ჯენერი შესანიშნავ ფორმაშია

აპრილი 8, 2022
#OK! Victoria’s Secret-ის “ანგელოზების” დიეტა

#OK! Victoria’s Secret-ის “ანგელოზების” დიეტა

ოქტომბერი 15, 2021

#OK! ეშლი რობერტსი Fiorucci-ს ორეულით! მომღერლის ფერადი იმიჯი!

ივნისი 17, 2021
#OK! სარა პოლსონი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სპეციალურად მისთვის შექმნილი Prada-ს კაბით წარსდგა!

#OK! სარა პოლსონი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე სპეციალურად მისთვის შექმნილი Prada-ს კაბით წარსდგა!

მარტი 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

აგვისტო 5, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022
#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! რედაქტორის რჩევები მოგზაურობის დასაგეგმად

#OK! რედაქტორის რჩევები მოგზაურობის დასაგეგმად

აგვისტო 5, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×