• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! Food seasons – Austrian bistro – ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი კერძები

September 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Gastro Book ცოლ-ქმარს − ინგა როტბერგა მენშს და ანდრეას მენშს გაგაცნობთ, რომლებიც წელიწადზე მეტია ლატვიიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და საქართველოს მოსახლეობას ავსტრიულ კერძებს სთავაზობენ. მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, თქვენ აქ დაგხვდებათ ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი კერძები. მათი მიზანიც სწორედ ეს იყო გახსნის დღიდან. რაც მთავარია, ყველაფერი მზადდება დიდი სიყვარულითა და მონდომებით, რაშიც ჩართულია მთელი ოჯახი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ინგა როტბერგა მენში თავად გვიამბობს მათი მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ინგა, უპირველესად გაგვაცანით Food seasons – Austrian bistro. რამდენი ხანია, რაც გახსენით და როგორ დაგებადათ იდეა?

მე ლატვიიდან ვარ წარმოშობით, ჩემი მეუღლე, ანდრეას მენში კი – ავსტრიიდან. წლების განმავლობაში სასტუმროების ბიზნესში ვმუშაობდი მენეჯერის პოზიციაზე, ანდრეასი კი ყველაზე ახალგაზრდა შეფმზარეული იყო ლატვიაში. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით მსოფლიოს გარშემო. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ვსტუმრობდით ახალ ქვეყანას, სადაც იწყებოდა ახალი საინტერესო თავგადასავლები და გამოცდილება.

ყოველთვის ვოცნებობდით გაგვეხსნა ჩვენი, საკუთარი კვების ობიექტი, რომელიც სრულად ჩვენს გემოვნებასა და სურვილებზე დაყრდნობით შეიქმნებოდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ საზოგადოებას შევთავაზებდი ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებით მომზადებულ უგემრიელეს კერძებს.

როდესაც ახალი კონტრაქტით საქართველოს ვეწვიეთ, გადავწყვიტეთ ჩვენი 20-წლიანი ოცნების სრულყოფა და ასეც მოვიქეცით − ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის სექტემბერში გავხსენით Food seasons – Austrian bistro.

ვცდილობთ ამ რესტორნით ავისრულოთ ყველა ჩვენი ოცნება და ეტაპობრივად ყველაფერი სრულვყოთ, რაც აქამდე ჩავიფიქრეთ.

 

რას სთავაზობს Food seasons – Austrian bistro საზოგადოებას?

გავხსენით ევროპული სტანდარტის რესტორანი, სადაც ყველაფერი მზადდება სწრაფად და მარტივად. რაც მთავარია, ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, რომელსაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ოჯახის წევრებიც მიირთმევენ. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია ძაღლის მენიუ.

რა იყო Food seasons – Austrian bistro-ის გახსნის თავდაპირველი მიზანი?

ჩვენი მიზანი გახსნის დღიდან ამ მომენტამდე იყო და არის, რომ საზოგადოებას ყველაფერი მივაწოდოთ მარტივად, მაგრამ გემრიელად და ხარისხიანად მომზადებული. მით უფრო, ჩვენი ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ჩვენგანს სამსახურში მიგვეჩქარება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი დრო დავუთმოთ კერძის მომზადების პროცესს.

რა მიგაჩნიათ Food seasons – Austrian bistro-ის ნიშად?

შემიძლია ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ Food seasons – Austrian bistro მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს ნახევრად მზა პროდუქტი, რომელსაც შინ მხოლოდ გაცხელება დასჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტად გვიმარტივებს ჩვენს ყოველდღიურ რუტინას. განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც ველოდებით სტუმრებს და გვსურს გავუმასპინძლდეთ უგემრიელესი კერძებით.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენთან ასევე ძალიან პოპულარულია ქეითერინგი.

დიახ, ქეითერინგი ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს და აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ჩვენი პროფესიონალი გუნდი ყოველთვის მზადაა თქვენი ნებისმიერი ღონისძიება დაუვიწყარი და გემრიელი გახადოს.

 

 

გვიამბეთ კერძებზე უფრო ვრცლად. რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენი მენიუ ძალიან მრავალფეროვანია. გამოვყოფდი რამდენიმე კერძს, რომელთა დაგემოვნებას მხოლოდ ჩვენთან შეძლებთ. ერთ-ერთია Kaiserschmarren – ცნობილი ავსტრიული შოკოლადის ტორტი; ასევე Jagerpfanne  – მონადირის თეფში − ღორის ხორცი სოკოს სოუსით და ავსტრიული პასტით; უგემრიელესი Kasespatzle – ავსტრიული პასტა ყველის არომატით; ავსტრიული კარტოფილის სალათა; ავსტრიული ძეხვეული ჩაშუშულ კილის კომბოსტოსთან ერთად, რომელსაც თავად ვამზადებთ; Zigeunerschnitzel – ქაბაბი ლეჩოსთან ერთად. რასაკვირველია, ამით არ სრულდება ჩვენი კერძების ჩამონათვალი. გვესტუმრეთ და თავად დააგემოვნეთ, რადგან ვინც ერთხელ სინჯავს, აუცილებლად ხდება ჩვენი რეგულარული სტუმარი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ესტუმროს ჩვენი კვების ობიექტს და ჯანსაღი საჭმლით იკვებოს. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც მომავალ თაობას მისცემენ სწორ მიმართულებას, აირჩიონ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი. გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს და ეტაპობრივად უამრავი სიახლით გავანებივრებთ ჩვენს მომხმარებლებს.

 

FB: Food seasons – Austrian bistro

INSTA: foodseasonss

Tel: 511 17 74 92

სამუშაო საათები: 12:00 PM-10:00 PM

სულხან ცინცაძის ქუჩა N12

ასევე გაეცანი

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“
Gastro

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი
Gastro

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „მედუ“ პირველი ციფრული სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა  თქვენი უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის

#OK! „მედუ“ პირველი ციფრული სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა თქვენი უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის

December 27, 2024
#OK! „ჰოლივუდში საქართველოზე ფილმის გადაღებით იწყებს“ – დავით იმედაშვილი შვილის შესახებ!

#OK! „ჰოლივუდში საქართველოზე ფილმის გადაღებით იწყებს“ – დავით იმედაშვილი შვილის შესახებ!

April 29, 2023
#OK! One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა

#OK! One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა

June 17, 2025
#OK! გოგო, რომელმაც აჭარა სულ სხვა ემოციით გააცნო საქართველოს

#OK! გოგო, რომელმაც აჭარა სულ სხვა ემოციით გააცნო საქართველოს

October 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები