• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „დიჯეი ქომუნითი“ – აქ ადამიანებს მუსიკის სიყვარული აერთიანებთ!

September 4, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

მუსიკალურ სტუდიას DJ Community-ის ჟურნალ OK!-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს. თბილისში, აღმაშენებლის 164 ნომერში მდებარე სივრცე დამწყები და მოქმედი არტისტების, პროდიუსერების ფავორიტი სავარჯიშო ადგილია, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ მუსიკით განიტვირთოთ, არამედ პროფესიულადაც განვითარდეთ. კომფორტული გარემო, უახლესი აპარატურა, განათება, ხმა – თითოეული დეტალი მაქსიმალურად მიახლოებულია იმ გარემოსთან, სადაც შემდგომ არტისტები უკრავენ. აღსანიშნავია, რომ „დიჯეი ქომუნითში“ შესაძლებელია დროის დაჯავშნა სავარჯიშოდ, ასევე აუდიო და ვიდეოსეტის ჩაწერა. გარდა ამისა, სტუდია საზოგადოებას დიჯეინგის 1-თვიან კურსს სთავაზობს, სადაც მსურველები შეისწავლიან დიჯეინგის საფუძვლებს, როგორც ფირსაკრავებზე, ასევე მის ციფრულ ანალოგზე, სიდიჯეებზე დაკვრას. სტუდიაში შეძლებთ ინდუსტრიაში გავრცელებულ 3 სხვადასხვა უახლეს მიქსერზე ივარჯიშოთ. „დიჯეი ქომუნითის“ კონცეფციასა და სიახლეებზე უფრო ვრცლად მისი დამფუძნებლები და გუნდის წევრები გვესაუბრნენ.

 

რა იყო DJ Community-ის შექმნის მიზანი?

კახა მახარაძე, „დიჯეი ქომუნითის“ დამფუძნებელი და მენტორი, ხმის ინჟინერი და დიჯეი: ჩვენთან ელექტრონული მუსიკის მოყვარული ადამიანები სწავლობენ, იზრდებიან და ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ. DJ Community-ის დაარსების იდეაც და მიზანიც ეს იყო, უამრავი ადამიანისთვის მიგვეცა განვითარების შესაძლებლობა და მათთვის შეგვექმნა შესაფერისი გარემო, სადაც შეძლებდნენ საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და პროფესიულ ზრდას. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დამწყებ არტისტებს ტექნიკური უნარებისა და თავდაჯერებულობის შეძენაში დავეხმარო, რაც, თავის მხრივ, მათ წარმატებაზეც აისახება. სწორედ ეს ადამიანები და მათი ზრდის პროცესის ყოველდღიური დაკვირვება არის ჩემი და ჩემი გუნდის ინსპირაციის წყარო და მთავარი მოტივაციაც კომპანიის მუდმივი განვითარებისთვის. „დიჯეი ქომუნითი“ ჩემი და ჩემი გუნდის ცხოვრების სტილია.

 

ინგა მუმლაძე, დამფუძნებელი, დირექტორი: რადგან ჩემთვის სამყარო წარმოუდგენელია მუსიკის გარეშე, ჩემი ცხოვრება კი ცეკვის გარეშე, „დიჯეი ქომუნითი“ არის სივრცე, სადაც შემიძლია ბოლომდე შევიგრძნო მუსიკა, ვიყო ბედნიერი მეც და აქ მოსული ადამიანებიც. ეს არის კრეატიული ჰაბი, სადაც არტისტები გამოცდილების გაცვლით ქმნიან თავიანთ უნიკალურ მუსიკასა და ხმას, სადაც ყველა ინსტრუმენტია თავმოყრილი საკუთარი არტისტიზმის გამოხატვისა და საშემსრულებლო ხელოვნების სრულყოფისთვის. ჩვენ ერთმანეთისგან ვიღებთ შთაგონებას, რათა მუსიკალურ სამყაროში ერთმანეთი ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ მუსიკის ენაზე საკუთარი უნიკალური სიტყვის სათქმელად. საბოლოო შედეგი კი ყველაზე დიდი კმაყოფილების განცდაა. როდესაც შენი და შენი გუნდის მუშაობის შედეგს ხედავ ერთი კონკრეტული არტისტის მაგალითზე, რომელიც ბუნდოვანი წარმოდგენით მოვიდა დიჯეინგზე და ხელების კანკალით ეხებოდა აპარატურას, ახლა კი სთეიჯზე დგას და წარმოუდგენელ მუსიკას ქმნის, უდიდესი ბედნიერებაა. ყოველდღიურად თვალს ვადევნებ მის შრომას და ზუსტად ვიცი, რა გზა გაიარა არსებულ შედეგამდე მოსასვლელად. თუ ამ პროცესში სულ მცირედი დახმარებაც კი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა გაქვს, ეს ხომ ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

 

OK!-სთან ინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, საინტერესოა, მოახერხეთ თუ არა მათი შესრულება?

დიახ, ვგეგმავდით ვებგვერდის შექმნას, რომელიც სტუდიაში დაჯავშნის პროცესს გაამარტივებდა. ჩვენი ვებგვერდი 9 იანვრიდან აქტიურად მუშაობს და ყველა მომსახურების დაჯავშნის პროცესი ავტომატიზებულია, რაც, გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტულია, ასევე ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების დროს ზოგავს.

 

გარდა ამისა, გვინდოდა ვიდეოგადაღების მომსახურების დამატება, რომლის დაჯავშნაც ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდან. აღნიშნული მომსახურებით უკვე ბევრმა არტისტმა ისარგებლა. ვიდკასტებს ჩვენს სოცმედია გვერდებზეც ვანთავსებთ და ხშირად გვხვდება თავად არტისტების საპრეზენტაციო ვიდეორგოლებსა და სხვადასხვა მუსიკალურ გვერდებზე, რაც ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ ეს პროექტი წარმატებულია, რაც, თავის მხრივ, ეხმარება არტისტებს, უფრო სრულყოფილად წარმოაჩინონ საკუთარი თავი და უნარები.

 

ამას გარდა, როგორც იცით, ჩვენი კომპანია აპარატურის გაქირავების სფეროშიც მოღვაწეობს, შესაბამისად, ჩვენს გუნდს ბევრ საინტერესო ლოკაციაზე ჩატარებული ღონისძიება გაუხმოვანებია. სწორედ აქედან გაჩნდა ვიდკასტების სერიის იდეა – სხვადასხვა არტისტთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელიც ასევე მარტში განვახორციელეთ და უკვე რამდენიმე საინტერესო ლოკაციაზე გადავიღეთ სხვადასხვა ქართველი არტისტი და თავად ღონისძიება, მათ შორის: სასტუმრო „გოლდენ ტულიპის ტერასა ტიტა“, „კინგ დევიდი“, „ზუსი ვონგი“ და სხვ.

 

მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ასევე ვვარაუდობდით ფილიალის ან ფილიალების დამატებას. ახალ სივრცეში სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვფიქრობთ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ჩვენი მეორე სტუდიაც დაიწყებს ჯავშნების მიღებას.

 

გაგვაცანით გუნდი, ვინც ქმნის „DJ ქომუნითს“

„დიჯეი ქომუნითი“, პირველ რიგში, იმ ადამიანების თავშეყრის ადგილია, ვისაც ცეკვისა და მუსიკის გარეშე სამყარო ვერ წარმოუდგენია. სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება ჩვენი გუნდიც. ადამიანები, რომლებიც პირველად ჩვენს სტუდიაში სავარჯიშოდ მოვიდნენ და უკვე მესამე წელია ერთი მუსიკალური ოჯახის წევრები გახდნენ. სწორედ ისინი გვინდა წარვუდგინოთ მკითხველს, რადგან ისინი ქმნიან სივრცეს, რომელსაც „დიჯეი ქომუნითი“ ჰქვია.

თითოეული მათგანი უნიკალური და განსხვავებულია, თითოეულ მათგანს აქვს ერთი საერთო – ეს არის მუსიკის და საქმის სიყვარული.

 

რატი ყველაშვილი, ხმის ინჟინერი და განათების ოპერატორი: გარდა ჩემი პროფესიისა, დიჯეინგითაც ვარ დაკავებული. ვთვლი, რომ ამ 2 წლის განმავლობაში პროფესიული განვითარების უამრავი საინტერესო ეტაპი გავიარე, რაც თავისთავად „დიჯეი ქომუნითის“ დამსახურებაა. აქ მომეცა საშუალება, ჩემი საყვარელი საქმიანობა უკეთ შემესწავლა და სფეროში არსებული გამოწვევები გადამელახა. ამ ადამიანებმა დამითმეს დრო და მომცეს იმის შესაძლებლობა, რომ მეც მათთან ერთად ავსულიყავი განვითარების ახალ საფეხურზე, რის შედეგადაც როგორც გუნდი, ისე ჩამოვყალიბდით.

 

თენგო გიორბელიძე, ვიდეოოპერატორი, dj: ვიდეოგადაღების მრავალწლიანი კარიერა მაქვს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვცდილობ ჩემი ხედვა და ხელწერა ჩანდეს თითოეულ ჩემს ნამუშევარში, რომელსაც „დიჯეი ქომუნითისთან“ ერთად ვაკეთებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის მიმეჩქარება და სულ მინდა ყოფნა, გადაღება იქნება ეს, ვარჯიში, სამომავლო გეგმებსა და კომპანიის განვითარებაზე სასაუბროდ შეხვედრა თუ, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად განტვირთვა და დასვენება, თუმცა დასასვენებლად იშვიათად გვცალია.

 

გეგი აზარაშვილი, სტუდიის სივრცის მენეჯერი: ვცდილობ არტისტებს სტუდია გამართულ მდგომარეობაში დავახვედრო და მათ კომფორტული გარემო შევუქმნა, რათა ჩვენთან სტუმრობა სასიამოვნო იყოს. ჩვენთან არა მხოლოდ დიჯეის, არამედ, უბრალოდ, მუსიკის მოყვარულ ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ, შექმნან, გამოხატონ მათი ენთუზიაზმი მუსიკის/დიჯეინგის მიმართ. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ ეს პროცესი მათთვის სასიამოვნო გამოცდილება გახდეს.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც თვალს ვადევნებ დამწყები დიჯეის ვარჯიშის პროცესს და შემდეგ ეს მუსიკოსი კვირის ბოლოს რომელიმე ღონისძიების ლაინაფში მხვდება და იქ ვხედავ ამ მეცადინეობის შედეგს. თითქოს ამის მონაწილე ვარ და ჩემი პატარა წვლილი მიმიძღვის ამაში, რაც უზომო კმაყოფილებას მგვრის და ძალიან მაბედნიერებს.

 

გიორგი კაციტაძე, სტუდიის სივრცის მენეჯერი, მუსიკოსი: ეს არის ადგილი, რომელიც პირველივე დღიდან შემიყვარდა, რადგან მეგობრული გარემო და საინტერესო ატმოსფერო დამხვდა. კომპანიის ორიენტირი პროფესიონალურ მომსახურებასა და ხარისხზე თავიდანვე თვალში საცემი იყო. აქ მოსულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს დიჯეინგს, ივარჯიშოს და უბრალოდ, ისიამოვნოს მუსიკით. დღეს „დიჯეი ქომუნითი“ ჩემი მეორე ოჯახია.

 

ხარება ჩოჩია, კომპანიის ხმის ინჟინერი, ტექნიკოსი: მეამაყება, რომ საშუალება მაქვს, საუკეთესო აუდიომომსახურება გავუწიო არტისტებსა და ღონისძიების მენეჯერებს, რათა თითოეული არტისტის პერფორმანსი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ, უზრუნველვყოთ ისინი საუკეთესო აღჭურვილობით, ჰქონდეთ ყველა იარაღი, რათა იბრწყინონ სთეიჯზე და მხოლოდ მუსიკაზე იფიქრონ და არაფერზე მუსიკის გარდა. სხვა დანარჩენი კი ჩემი და ჩემი გუნდის საფიქრალია.

 

საკონტაქტო ინფო:

მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 164

ტელ: 595 155 306/ 574 62 88 77

www.djcommunity.ge

www.facebook.com/DJCommunityGeorgia

www.instagram.com/djcommunitystudio/

www.youtube.com/@djcommunity6012

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ქალების დომინაცია” გრემის დაჯილდოებაზე – გამარჯვებულები და საღამოს მნიშვნელოვანი მოვლენები

#OK! “ქალების დომინაცია” გრემის დაჯილდოებაზე – გამარჯვებულები და საღამოს მნიშვნელოვანი მოვლენები

February 5, 2024
#OK! She lead

#OK! She lead

March 9, 2025
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023
#OK! 62 წლის მადონა 27 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობს

#OK! 62 წლის მადონა 27 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობს

June 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

#OK! ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯესი ჯეის მკერდის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა

June 27, 2025
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

June 29, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

პედრო პასკალი Vanity Fair-ის ყდის ვარსკვლავია – ინტერვიუ მსახიობთან (ფოტო)

June 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები